სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, სომხეთის სსრ (სომხ.

დედაქალაქი — ქალაქი ერევანი. შეიქმნა 1920 წლის დეკემბერში. 1922 წლის 12 მარტიდან 1936 წლის 5 დეკემბრამდე შედიოდა ამიერკავკასიის სსრ-ის შემადგენლობაში, 1936 წელს კი შეუერთდა უშუალოდ სსრკ-ს. ჩრდილოეთით ესაზღვრებოდა საქართველოს სსრ, აღმოსავლეთით აზერბაიჯანის სსრ, სამხრეთით ირანი, დასავლეთით თურქეთი. 1991 წლიდან სომხეთის სსრ-ის სამართალმემკვიდრეა სომხეთის რესპუბლიკა.

სომხეთის სსრ
სომხ. Հայկական ԽՍՀ

სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
2 დეკემბერი 192021 სექტემბერი 1991 სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
დროშა გერბი
ჰიმნი
სომხეთის სსრ ჰიმნი
სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
სომხეთის სსრ-ს რუკა.
დედაქალაქი ერევანი
ენა სომხური, რუსული
რელიგია ათეიზმი
ფართობი 29 800 კმ²
მოსახლეობა 3 287 700 (1989 წლისთვის)
მმართველობის ფორმა სოციალისტური რესპუბლიკა

ისტორია

გასაბჭოება

1828 წლიდან 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე, თანამედროვე სომხეთის ტერიტორია რუსეთის იმპერიის ნაწილი იყო და ძირითადად ერევნის გუბერნიას მოიცავდა. იმპერიის გაუქმების შემდეგ სომხეთმა, ისევე როგორც მისმა მეზობელმა საქართველომ და აზერბაიჯანმა, დამოუკიდებლობა გამოაცხადა (იხილეთ სტატია სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა). 1920 წლის ნოემბერში XI წითელი არმია სომხეთში შევიდა. მათ წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ და 2 დეკემბერს ქვეყანაში ბოლშევიკური მმართველობა გამოცხადდა. 1921 წლის ოქტომბერში საბჭოთა კავშირსა და თურქეთს შორის დაიდო ყარსის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც თურქეთს დარჩა მნიშვნელოვანი ქართული და სომხური მიწები. სომხეთის მიღმა აღმოჩნდა ძველი ქალაქი ანისი და არარატის მთა. მის საზღვრების მიღმა დარჩა აზერბაიჯანის სსრ-სთან სადავო ნახიჩევანისა და მთიანი ყარაბაღის რეგიონები, თუმცა სომხეთს გადაეცა საქართველოს სსრ-სთან სადავო ლორე.

გასაბჭოებისთანავე ჩეკამ დაიწყო მასობრივი ტერორი ანტი-საბჭოურად მიჩნეული ელემენტების წინააღმდეგ. ბოლშევიკურმა პოლიტიკამ 1921 წელს რესპუბლიკაში თებერვლის აჯანყება გამოიწვია, რომელსაც დაშნაკები ჩაუდგნენ სათავეში. ამბოხებულებმა თავდაპირველად წარმატებას მიაღწიეს და ერევანიც გაათავისუფლეს, თუმცა საბოლოოდ ქვეყანაში შემოსულმა XI არმიამ აჯანყება მაინც დაამარცხა და 2 აპრილს დედაქალაქიც დაიბრუნა.

1922 წლის 12 მარტიდან 1936 5 დეკემბრამდე სომხეთი საქართველოსთან და აზერბაიჯანთან ერთად ამიერკავკასიის სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკაში ერთიანდებოდა, 1936 წელს კი სსრკ-ში ცალკე რესპუბლიკის სახით შევიდა.

სტალინის ეპოქა

სახელმწიფო წყობილება

სომხეთის სსრ მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო, რომელიც სსრკ-ის შემადგენლობაში შედიოდა. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო იყო სომხეთის სსრ-ის ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო (ირჩევდა მოსახლეობა 5 წლის ვადით). მის კონპეტენციაში შედიოდა კანონების მიღება, სომხეთის სსრ მინისტრთა საბჭოს - რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს (მთავრობის) შექმნა და სხვა. სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭო ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს - სომხეთის სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო: რაიონებია, ქალაქებია, ქალაქის რაიონების, დაბებისა და სასოფლო დასახლებული პუნქტების სახელმწიფო დეპუტატთა საბჭოები, რომლებსაც მოსახლეობა ორნახევარი წლის ვადით ირჩევდა. მართლმსაჯულებას ახორციელებდა სომხეთის სსრ უმაღლესი სასამართლო, რაიონული (საქალაქო) სახელმწიფო სასამართლოები. სომხეთის სსრ პროკურორს ნიშნავდა სსრკ-ის გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნულ საბჭოში სომხეთის სსრ წარმოდგენილი იყო 32 დეპუტატით.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ისტორიასომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სახელმწიფო წყობილებასომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა რესურსები ინტერნეტშისომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სქოლიოსომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა1920192219361991აზერბაიჯანის სსრერევანითურქეთიირანისაქართველოს სსრსომხეთისომხური ენასსრ კავშირისსრკ

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გოგირდიგარემოს დაცვაალეგორიავენაკოსმოპოლიტიზმივაჟა-ფშაველასინგაპურიბაში-აჩუკი (ფილმი)რუსეთის იმპერიაიასამანისტივენ სიგალითეთრი დათვიდიდგორის ბრძოლალომიანტანტაალუდა ქეთელაურიმეორე მსოფლიო ომიცივი ომისპილოსებრნიმილიმეტრილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიხერხემალიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოთვითმფრინავის ბიჭების საქმედავით გურამიშვილიგიული ჩოხელიპერსონალური კომპიუტერილადო გუდიაშვილიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაწნევაიაპონიამზის დაბნელებადავით კაჭარავააშშ-ის ისტორიაპაბლო პიკასოსიურრეალიზმიჯიხვიჩინეთის ისტორიადემეტრე II თავდადებულიილია თოფურიადემოკრატიაბზობადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაიური გაგარინიგიორგი ანწუხელიძეანდებისახელმწიფორესპუბლიკასულხან-საბა ორბელიანიმარტივი და შედგენილი რიცხვებირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიკაპიტალიზმი1832 წლის შეთქმულებაევროპის პარლამენტიმსოფლიო მიზიდულობის კანონიიაკობ გოგებაშვილიშოთა რუსთაველიგერგეტის სამების ეკლესიათვალითრომბოციტებიAndroidხემარწყვაინდოეთიგამარჯვების დღეაბრეშუმის დიდი გზამიხეილ ჯავახიშვილისაქართველოს სამხედრო წოდებებიმონა ლიზაწმინდა გიორგისაქართველოს ფრინველთა სიაგერმანიის ქალაქების სიაამერიკის შეერთებული შტატებისოკრატესაქართველოს პრემიერ-მინისტრიმუსიკადუნაიმსოფლიო საეკლესიო კრებადადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი🡆 More