ათეიზმი

ათეიზმი (ბერძ.

უარყოფა და θεός — ღმერთი) — ყველაზე ფართო გაგებით, მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ღმერთის არსებობის არ სწამს. უფრო ვიწრო გაგებით, ათეიზმი არის უარყოფა რწმენისა, რომ რომელიმე ღმერთი არსებობს. კიდევ უფრო ვიწრო გაგებით, ათეიზმი პოზიციაა, რომლის მიხედვითაც არ არსებობს არც ერთი ღმერთი. ათეიზმის საპირისპიროა თეიზმი, რომელიც, ყველაზე ზოგადი ფორმით, არის რწმენა, რომ სულ ცოტა ერთი ღმერთი მაინც არსებობს.

ათეიზმი
ათეიზმის სიმბოლო

ტერმინ „ათეიზმის“ ეტიმოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ἄθεος (atheos), რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნემდე წარმოიშვა და ნიშნავს „ღმერთ(ებ)ის გარეშე“. ანტიკურ ხანაში აღნიშნული სიტყვა გამოიყენებოდა, როგორც დამამცირებელი ტერმინი მათთვის, ვინც უარყოფდა იმ ღმერთების თაყვანისცემას, რომელთაც საზოგადოების უმეტესობა სცემდა თაყვანს; ვინც დავიწყებული იყო ღმერთების მიერ; ან ვისაც საერთოდ არ გააჩნდა ღმერთის რწმენა. ტერმინი აღნიშნავდა სოციალურ ჯგუფს, რომელშიც რელიგიური ორთოდოქსები ათავსებდნენ ადამიანებს, რომლებიც მათ რელიგიურ შეხედულებებს არ იზიარებდნენ. თავად სიტყვა „ათეიზმი“ პირველად XVI საუკუნეში იქნა ხმარებული. თავისუფალი აზროვნების, სკეპტიკური გამოკვლევის გავრცელების და რელიგიის კრიტიკის შემდგომი ზრდის წყალობით, ტერმინის გამოყენება შევიწროვდა. პირველი ინდივიდები, რომლებმაც თავიანთი თავის იდენტიფიკაცია სიტყვა „ათეისტით“ მოახდინეს, ცხოვრობდნენ XVIII საუკუნის განმანათლებლობის ხანაში. საფრანგეთის რევოლუცია, რომელიც ცნობილია „უპრეცედენტო ათეიზმით“, მოესწრო ისტორიაში პირველ დიდ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც ადამიანის ლოგიკური აზროვნების უპირატესობას იცავდა.

ათეიზმისთვის სასარგებლო არგუმენტების დიაპაზონი ფილოსოფიური, სოციალური და ისტორიული მიდგომებისგან შედგება. დასაბუთებული მსჯელობები ღმერთების არსებობის რწმენის ნაკლებობის ან არარსებობისთვის მოიცავს შემდეგ არგუმენტებს: ღმერთის სასარგებლოდ ემპირიული მტკიცებულებების არარსებობა, ბოროტების პრობლემა, არათანმიმდევრული გამოცხადებები; იმ კონცეფციების უარყოფა, რომელთა ფალსიფიცირებაც შეუძლებელია და ურწმუნოების არგუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ათეისტი ადაპტირდა სეკულარულ ფილოსოფიებთან (მაგ. ჰუმანიზმი და სკეპტიციზმი), არ არსებობს იდეოლოგია ან ქცევათა ნაკრები, რომელსაც ყველა ათეისტი მისდევს. მრავალი ათეისტი აცხადებს, რომ ათეიზმი ბევრად უფრო „ძუნწი“ მსოფლმხედველობაა, ვიდრე თეიზმი და აქედან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება არა ათეისტს, რომელმაც ღმერთის არსებობა უნდა უარყოს, არამედ თეისტებს, რომელთაც უნდა უზრუნველყონ რაციონალური არგუმენტირება თეიზმის სასარგებლოდ.

რამდენადაც ათეიზმის კონცეფციები მრავალგვარია, ათეისტების ამჟამინდელი რაოდენობის დასახელება მეტად რთულია. WIN/GIA-ს მიერ ჩატარებული გლობალური კვლევების მიხედვით, 2012 წელს რესპონდენტთა 13% აღმოჩნდა „დარწმუნებული ათეისტი“, 2015 წელს ეს მაჩვენებლი 11% იყო, ხოლო 2017 წელს - 9%. BBC-ს მიერ ჩატარებულმა შედარებით ძველმა, 2004 წლით დათარიღებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 8%-ია ათეისტი. სხვა, ამაზე ძველი კვლევების მიხედვით, ათეისტები მსოფლიოს მოსახლეობის სულ რაღაც 2%-ს შეადგენდნენ, ხოლო არარელიგიურებიც თუ ჩაითვლებოდნენ, ამ მაჩვენებელს კიდევ 12% ემატებოდა. ამ გამოკითხვების მიხედვით, ევროპა და აღმოსავლეთ აზია ის რეგიონებია, სადაც ათეიზმი ყველაზე გავრცელებულია. 2015 წელს ჩინელების 61%-მა განაცხადა, რომ ისინი ათეისტები არიან. ევროკავშირის 2010 წლის ევრობარომეტრის თანახმად, ევროპის მოსახლეობის 20% აცხადებდა, რომ მას არ სწამდა „არანაირი სულის, ღმერთის ან სიცოცხლის ძალის“.

განსაზღვრებები და კლასიფიკაციები

ათეიზმი 
დიაგრამაზე სუსტი/ძლიერი ათეიზმისა და იმპლიციტური/ექსპლიციტური ათეიზმის განმარტებებს შორის კავშირია ნაჩვენები.
ექსპლიციტური ძლიერი/პოზიტიური/მძიმე ათეისტები (მეწამულში, მარჯვნივ) უარყოფენ რწმენას, რომ რომელიმე ღმერთი არსებობს და ამტკიცებენ, რომ „სულ ცოტა, ერთი ღმერთი მაინც არსებობს“ მცდარი განცხადებაა.
ექსპლიციტური სუსტი/ნეგატიური/მსუბუქი ათეისტები (ლურჯად, მარჯვნივ) უარყოფენ რწმენას, რომ რომელიმე ღმერთი არსებობს და ამას ზემოთ ხსენებული მტკიცების გარეშე აკეთებენ.
იმპლიციტური სუსტი/ნეგატიური ათეისტები (ლურჯად, მარცხნივ), ჯორჯ სმიტის მიხედვით, შეადგენენ იმ ადამიანებს (როგორებიც არიან ბავშვები და ზოგიერთი აგნოსტიკოსები), რომლებსაც არ სჯერათ ღმერთის არსებობის, მაგრამ ექსპლიციტურად არ უარყოფენ ღმერთის არსებობის რწმენას.
(ამ დიაგრამაში მასშტაბები დაცული არ არის)

ავტორები ვერ თანხმდებიან ათეიზმის განმარტებაზე და კლასიფიკაციაზე. დაობენ იმაზე, თუ რა ზებუნებრივი ერთეულები შეიძლება ჩაითვალონ ღმერთებად; ფილოსოფიური პოზიციაა ათეიზმი თუ პოზიციის არქონა და მოითხოვს თუ არა იგი გაცნობიერებულ, გამოხატულ უარყოფას. ათეიზმი მიჩნეული ყოფილა, როგორც თავსებადი აგნოსტიციზმთან, თუმცა ხანდახან მასთან დაპირისპირებულ პოზიციადაც აღიქმებოდა. ათეიზმის სხვადასხვა ფორმების დიფერენცირებისთვის მრავალი განსხვავებული კატეგორიაა შექმნილი.

დიაპაზონი

ათეიზმის განსაზღვრისას წარმოშობილი გაურკვევლობა და დავა მომდინარეობს სირთულიდან, რომელიც უკავშირდება კონსენსუსის მიღწევას ისეთი სიტყვების განსაზღვრებებზე, როგორიცაა, მაგალითად, ღვთაება და ღმერთი. ღმერთისა და ღვთაებათა გააზრებების მრავალგვარობამ განაპირობა განსხვავებული იდეების წარმოშობა იმის თაობაზე, თუ რას შეიძლება მიესადაგოს ათეიზმი. ძველი რომაელები ქრისტიანებს ათეისტობაში ადანაშაულებდნენ, რადგან ისინი თაყვანს არ სცემდნენ წარმართულ ღვთაებებს. თანდათან, ეს ხედვა უარყოფილ იქნა, რადგან ტერმინი თეიზმი გაგებულ იქნა, როგორც რწმენა ნებისმიერი ღვთაებისადმი.

იმის მიხედვით, თუ რა ფენომენის უარყოფასთან გვაქვს საქმე, ათეიზმი შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ნებისმიერ რამესთან, ღვთაების არსებობიდან დაწყებული, დამთავრებული სხვადასხვა სპირიტუალური, ზებუნებრივი ან ტრანსცენდენტული კონცეფციებით, როგორიცაა, მაგალითად, ბუდიზმი, ინდუიზმი, ჯაინიზმი და ტაოიზმი.

ექსპლიციტური და იმპლიციტური

ათეიზმის განმარტებები ასევე განსხვავდება იმის მიხედვით თუ რა ხარისხით მსჯელობს ადამიანი ღმერთის არსებობის იდეაზე. ათეიზმი ზოგჯერ განიმარტება, როგორც, უბრალოდ, ღვთის არსებობის რწმენის არქონა. ეს განმარტება ფართოა და მოიცავს ახალშობილებს და იმ ადამიანებს, ვისაც თეისტურ იდეებთან შეხება არ ჰქონიათ. ბარონმა გოლბახმა ჯერ კიდევ 1772 წელს თქვა: „ყველა ბავშვი ათეისტად იბადება, მას ღმერთის იდეა არ აქვს.“ მსგავსი მოსაზრება გამოთქვა ჯორჯ სმიტმაც (1979): „ადამიანი, რომლისთვისაც უცნობია თეიზმი, ათეისტია, რადგან მას ღმერთის არ სჯერა. ეს განმარტება ასევე გულისხმობს ბავშვს, რომელსაც აქვს კონცეპტუალური შესაძლებლობა გაიგოს ეს საკითხები, მაგრამ არაფერი იცის მათ შესახებ. ის ფაქტი, რომ ამ ბავშვს არ სჯერა ღმერთის, ნიშნავს იმას, რომ ის ათეისტია.“ სმიტმა შემოიღო ტერმინი იმპლიციტური ათეიზმი, რაც ნიშავს „თეისტური რწმენის არქონას მისი ღიად უარყოფის გარეშე“ და ექსპლიციტური ათეიზმი, რომელიც თეიზმის უფრო ცნობიერ და გამოხატულ უარყოფას ნიშნავს. ერნესტ ნაგელი სმიტის ათეიზმის განმარტებას ეწინააღმდეგება და „თეიზმის არქონით“ ანაცვლებს. იგი თვლის, რომ მხოლოდ ექსპლიციტური ათეიზმია ჭეშმარიტი ათეიზმი.

პოზიტიური და ნეგატიური

ისეთმა ფილოსოფოსებმა, როგორებიც არიან ენტონი ფლიუ და მაიკლ მარტინი, განასხვავეს პოზიტიური (ძლიერი) და ნეგატიური (სუსტი) ათეიზმი. პოზიტიური ათეიზმი არის ღია მტკიცება იმისა, რომ ღმერთები არ არსებობენ. ნეგატიური ათეიზმი მოიცავს არა-თეიზმის ყველა სხვა ფორმას. ამ კატეგორიზაციის მიხედვით, ნებისმიერი, ვინც არ არის თეისტი, არის პოზიტიური ან ნეგატიური ათეისტი. ძლიერი და სუსტი შედარებით ახალი ტერმინებია, ხოლო პოზიტიური და ნეგატიური უფრო ძველი წარმოშობისაა და ფართოდაა გამოყენებული ფილოსოფიურ ლიტერატურასა და კათოლიკურ აპოლოგეტიკაში. ათეიზმის განსაზღვრების ამ გადმოსახედიდან, აგნოსტიკოსთა უმრავლესობა ნეგატიურ ათეისტებად განიხილება.

მიუხედავად იმისა, რომ მარტინი, მაგალითად, ამტკიცებს, რომ აგნოსტიციზმი ნეგატიურ ათეიზმს გულისხმობს, ბევრ აგნოსტიკოსს თავისი მსოფლმხედველობა განსხვავებულად მიაჩნია ათეიზმისგან, რომელიც, მათი შეხედულებით, არაა თეიზმზე მეტად გამართლებული და მასთან გათანაბრებულ რწმენას მოითხოვს. მტკიცება, რომ ღმერთების არსებობის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ ცოდნის მოპოვება შეუძლებელია, ხანდახან განიხილება, როგორც მაჩვენებელი იმისა, რომ ათეიზმი რწმენის ნახტომს მოითხოვს. თანამედროვე ათეისტების პასუხები ამ არგუმენტისადმი მოიცავს იმას, რომ დაუმტკიცებელი რელიგიური საკითხები ისეთივე უნდობლობას იმსახურებს, როგორსაც სხვა დანარჩენი დაუმტკიცებელი საკითხები და რომ ღმერთის არსებობის დაუმტკიცებადობა არ გულისხმობს ორივე შესაძლებლობის თანაბარ ალბათობას. ავსტრალიელი ფილოსოფოსი ჯონ სმარტი იმასაც კი ამტკიცებს, რომ „ზოგჯერ, ადამიანმა, რომელიც, სინამდვილეში, ათეისტია, საკუთარი თავი შესაძლოა აღწეროს, როგორც აგნოსტიკოსი, რისი მიზეზიც არის არაგონივრულად განზოგადებული ფილოსოფიური სკეპტიციზმი, რომლის თანახმადაც, ჩვენ არ შეგვეძლებოდა გვეთქვა, რომ ზუსტად ვიცით რაიმე, ალბათ, მათემატიკური ჭეშმარიტებებისა და ფორმალური ლოგიკის გარდა“. შედეგად, ზოგიერთი ათეისტი ავტორი, მაგალითად, რიჩარდ დოკინზი ამჯობინებს განასხვავოს თეისტი, აგნოსტიკოსი და ათეისტი მათი მდებარეობით თეისტური ალბათობის სპექტრის გასწვრივ, იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდ ალბათობას ანიჭებს თითოეული მათგანი წინადადებას „ღმერთი არსებობს“.

განმარტების შეუძლებლობა ან არამუდმივობა

მეთვრამეტე საუკუნემდე ღვთის რწმენა იმდენად მიღებული იყო დასავლურ საზოგადოებაში, რომ ჭეშმარიტი ათეიზმის არსებობის შესაძლებლობაც კი ეჭვქვეშ იდგა. ამას თეიზმის თანდაყოლილობა ეწოდება — მოსაზრება, რომ ყველა ადამიანს დაბადებიდან სწამს ღმერთის. ეს მოსაზრება გულისხმობდა იმასაც, რომ ათეისტები უბრალოდ უარყოფაში არიან.

არსებობს მოსაზრებები, რომ ათეისტები უმალვე იწამებენ ღმერთს, როცა განსაცდელი დაუდგებათ, ან სიკვდილის წინ, ან რომ „სანგრებში ათეისტები არ არიან“. თუმცა, ამის საპირისპირო უამრავი მაგალითი არსებობს, მათ შორის ის, რომ სანგრებში პირდაპირი გაგებით არაერთი ათეისტია.

ზოგი ათეისტი თვლის, რომ ცნება „ათეიზმის“ საჭიროება არ არსებობს. სემ ჰარისი თავის წიგნში „წერილი ქრისტიან ერს“ წერს:

ათეიზმი 
„რეალურად, „ათეიზმი“ არის ტერმინი, რომელიც არც კი უნდა არსებობდეს. არავინ ახდენს თავისი თავის იდენტიფიცირებას, როგორც „არა-ასტროლოგი“ ან „არა-ალქიმიკოსი“. ჩვენ არ გვჭირდება ტერმინი, რომელიც იმ ადამიანებს აღნიშნავს, ვინც არ თვლის, რომ ელვისი ცოცხალია, ან რომ უცხოპლანეტელებმა მხოლოდ იმიტომ გადაკვეთეს გალაქტიკა, რომ ფერმერები და მათი პირუტყვი გაეღიზიანებინათ. ათეიზმი არაფერია, თუ არა ის ხმაური, რომელსაც გონიერი ადამიანები ქმნიან გაუმართლებელი რელიგიური რწმენების პირობებში.“

პრაგმატული ათეიზმი

პრაგმატული ათეიზმი წარმოადგენს შეხედულებას, რომ ღმერთის რწმენა უარყოფილი უნდა იყოს იმ მიზეზით, რომ იგი არაა საჭირო პრაგმატული ცხოვრებისთვის. ეს ხედვა კავშირშია აპათეიზმთან და პრაქტიკულ ათეიზმთან.

კონცეფციები

ათეიზმი 
ბარონი პოლ ანრი დ'ოლბახი. XVIII საუკუნეში მოღვაწე ათეიზმის დამცველი

ათეისტური არგუმენტაცია ყველაზე ფართოდ იყოფა პრაქტიკულ და თეორიულ ათეიზმად.

პრაქტიკული ათეიზმი

პრაქტიკულ ან პრაგმატულ ათეიზმში, რომელსაც ხშირად აპათეიზმს უწოდებენ, ინდივიდები ისე ცხოვრობენ თითქოს ღმერთი არ არსებობდეს და ბუნებრივ მოვლენებს ღმერთის ჩარევის გარეშე ხსნიან. ღმერთების არსებობა უარყოფილი არ არის, თუმცა უსარგებლოდ და ზედმეტადაა მიჩნეული; ამ მოსაზრების თანახმად ღმერთი არც სიცოცხლის საზრისს გვაძლევს და არც ყოველდღიურ ცხოვრებაში ერევა. პრაქტიკული ათეიზმის შედეგიანი ფორმაა „მეთოდოლოგიური ნატურალიზმი“, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებაშია დამკვიდრებული და განიმარტება, როგორც „სამეცნიერო მეთოდში ფილოსოფიური ნატურალიზმის პოზიციების გამოყენება, მისი სრული აღიარების და არაღიარების შემთხვევაში“.

პრაქტიკულმა ათეიზმმა შეიძლება მიიღოს მრავალი ფორმა:

  • რელიგიური მოტივაციის არქონა-ღმერთების რწმენა არ განაპირობებს მორალურ, რელიგიურ ან რაიმე სხვა ტიპის ქცევას;
  • ღმერთის და რელიგიის საკითხის ინტელექტუალური და პრაქტიკული საქმიანობიდან აქტიური გამორიცხვა;
  • ინდიფერენტულობა-ღმერთების და რელიგიის პრობლემის მიმართ ინტერესის არქონა; ან
  • ღმერთის ცნების გაუცნობიერებლობა.

თეორიული ათეიზმი

ონტოლოგიური არგუმენტები

თეორიული ათეიზმი მკაფიოდ წარმოაჩენს არგუმენტებს ღმერთების არსებობის წინააღმდეგ, ეპასუხება ისეთ ზოგად თეისტურ არგუმენტებს, როგორებიცაა შემოქმედის არგუმენტი ან პასკალის სანაძლეო. თეორიული ათეიზმი ძირითადად არის ონტოლოგია; უფრო ზუსტად, ფიზიკური ონტოლოგია.

ეპისტემოლოგიური არგუმენტები

ეპისტემოლოგიური ათეიზმი ასკვნის, რომ ხალხს არ შეუძლია გაიგოს ღმერთი ან მისი არსებობა. ეპისტემოლოგიური ათეიზმის საძირკველია აგნოსტიციზმი, რომელიც სხვადასხვა ფორმებს იღებს. მუდმივობის ფილოსოფიაში, ღვთაებრიობა განუყოფელია თავად მსოფლიოსგან, მოიცავს პიროვნების გონებას და თითოეული პიროვნების ცნობიერება ჩაკეტილია სუბიექტში. აგნოსტიციზმის ამ ფორმის მიხედვით, ეს შეზღუდვა პერსპექტივაში თავს არიდებს ნებისმიერ ობიექტურ ვარაუდს ღმერთის რწმენიდან და მისი არსებობის მტკიცებიდან. კანტისა და განმანათლებლობის ეპოქის რაციონალისტური აგნოსტიციზმი ეთანხმება მხოლოდ ადამიანის რაციონალურობიდან გამოტანილ ცოდნას; ათეიზმის ეს ფორმა აღიარებს, რომ ღმერთები არ არიან ისეთი ხილვადი, როგორც პრინციპული საკითხები და აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ცნობილი იყოს, რომ არსებობს. შოტლანდიელი ფილოსოფოსის, დევიდ იუმის იდეებზე დაფუძნებული სკეპტიციზმი ამტკიცებს, რომ რაიმეს უდავოობა შეუძლებელია, შესაბამისად, არასოდეს არავის შეუძლია იმის დარწმუნებით ცოდნა, არსებობს თუ არა ღმერთი. იუმი აღიარებდა, რომ ასეთი დაუკვირვებადი მეტაფიზიკური წარმოდგენები უნდა უარყოფილ იქნას როგორც „სოფისტიკა და ილუზია“. ათეიზმიდან აგნოსტიციზმის გამოყოფა სადავო საკითხია; შესაძლოა ის ცალკე, დამოუკიდებელ მსოფლმხედველობადაც იქნეს აღქმული.

ათეიზმის სხვა არგუმენტები, რომლებიც შესაძლებელია კლასიფიცირდეს როგორც ეპისტემოლოგიური ან ონტოლოგიური, მოიცავს ლოგიკურ პოზიტივიზმსა და იგნოზტიციზმს, რომლებიც ამტკიცებს ისეთი საბაზისო ტერმინების უგუნურებასა და არაგონივრულობას, როგორებიცაა „ღმერთი“ ან ისეთი წინადადების, როგორიცაა „ღმერთი ყოვლისძემძლეა“. თეოლოგიური ნონკოგნიტივიზმი აღიარებს, რომ წინადადება „ღმერთი არსებობს“, არ გამოხატავს მტკიცებას, მაგრამ უაზრო და შემეცნებითი თვალსაზრისით უგუნურია. დამტკიცებულია, რომ ასეთი ინდივიდები შესაძლებელია კლასიფიცირდნენ ათეიზმის ან აგნოსტიციზმის ზოგიერთ ფორმებში. ფილოსოფოსები ალფრედ ჯულუს აიერი და თეოდორ დრანჟი ორივე კატეგორიას უარყოფდა და აცხადებდნენ, რომ ორივე ბანაკი თანხმდება ღმერთის არსებობაზე, როგორც მტკიცებულებაზე. ამის სანაცვლოდ, ისინი ნონკოგნიტივიზმს ცალკე კატეგორიად აყალიბებდნენ.

მეტაფიზიკური არგუმენტები

ერთი ავტორი წერს:

ათეიზმი 
„მეტაფიზიკური ათეიზმი ... მოიცავს ყველა დოქტრინას, რომელიც ემყარება მეტაფიზიკურ მონიზმს (რეალობის ერთგვაროვნებას). მეტაფიზიკური ათეიზმი შეიძლება იყოს: ა) აბსოლუტური — ღმერთის არსებობის ექსპლიციტური უარყოფა, რომელიც ასოცირდება მატერალისტურ მონიზმთან (ყველა მატერიალისტური მიმართულება, ძველ და თანამედროვე ხანებში); ბ) რელატიური — ღმერთის არსებობის იმპლიციტური უარყოფა ყველა ფილოსოფიაში, მაშინ, როცა ისინი აღიარებენ აბსოლუტის არსებობას, თუმცა მათ წარმოდგენაში ეს აბსოლუტი ღმერთის თვისებებს არ ატარებს, როგორებიცაა: ტრანსცენდენტულობა, პიროვნულობა ან ერთიანობა. რელატიური ათეიზმი ასოცირდება იდეალისტურ მონიზმთან (პანთეიზმი, პანენთეიზმი, დეიზმი).“
ათეიზმი 
ეპიკურე

ლოგიკური არგუმენტები

ლოგიკური ათეიზმის თვალსაზრისით, ღმერთის სხვადასხვაგვარ კონცეფციებს, როგორებიცაა ქრისტიანობის პიროვნული ღმერთი, მიეწერება ლოგიკურად წინააღმდეგობრივი თვისებები. ასეთი ათეისტები წარმოადგენენ დედუქციურ არგუმენტებს ღმერთის არსებობის წინააღმდეგ, რომლებიც მიანიშნებენ გარკვეული თვისებების შეუთავსებლობაზე, როგორებიცაა : სრულყოფილება, შემქმნელის სტატუსი, მარადიულობა, ყოვლისმცოდნეობა, ყველგანმყოფობა, ყოვლისშემძლეობა, ტრანსცენდენტულობა, პიროვნულობა, არაფიზიკურობა, სამართლიანობა და მოწყალება.

თეოდიკოსი ათეისტები მიიჩნევენ, რომ სამყარო როგორსაც ისინი ხედავენ, ვერ ურიგდება ღმერთის და ღმერთების იმ თვისებებს რომლებსაც მათ თეოლოგები მიაწერენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და მოწყალე ღმერთის არსებობა, შეუთავსებადია სამყაროსთან, სადაც ამდენი ბოროტება და ტანჯვა არსებობს და ღვთიური სიყვარული უხილავია უამრავი ადამიანისთვის. მსგავს არგუმენტს მიაწერენ ბუდიზმის დამფუძნებელ სიდჰართა გაუტამას.

რედუქციონისტული მიდგომები რელიგიისადმი

ფილოსოფოსი ლუდვიგ ფოიერბახი და ფსიქოანალიტიკოსი ზიგმუნდ ფროიდი ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი და სხვა რელიგიური რწმენები ადამიანის მიერაა გამოგონილი, რათა მათ დაეკმაყოფილებინათ სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ემოციური მოთხოვნილებები ან საჭიროებები. ეს ასევე მრავალი ბუდისტის მსოფლმხედველობაა. კარლ მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი, ფოიერბახის გავლენით, ამტკიცებდნენ, რომ ღმერთისა და რელიგიის რწმენა სოციალური ფუნქციებია, რომლებიც ძალაუფლების მქონე ადამიანებმა გამოიყენეს მუშათა კლასის დასაჩაგრად. მიხეილ ბაკუნინის თანახმად, „ღმერთის იდეა გულისხმობს ადამიანის ლოგიკურ მსჯელობასა და სამართლიანობაზე ხელის აღებას; ის არის ადამიანის თავისუფლების ყველაზე მტკიცე უარყოფა და აუცილებლად მთავრდება კაცობრიობის დამონებაში, გინდ თეორიაში, გინდ პრაქტიკაში.“ მან შეაბრუნა ვოლტერის ცნობილი აფორიზმი, რომ თუ ღმერთი არ არსებობს, მას აუცილებლად გამოიგონებდნენ, და დაწერა: „თუ ღმერთი ნამდვილად არსებობს, ის აუცილებლად უნდა გაექროთ“.

ათეიზმი რელიგიებში

ათეიზმი აღიარებულია ზოგიერთ რელიგიურ და სპირიტუალურ რწმენათა სისტემაში, როგორებიცაა ინდუიზმი, ჯაინიზმი, ბუდიზმი, სინტოიზმი, რაელიზმი და ნეოპაგანური მიმდინარეობები, მაგალითად ვიკკა. ინდუისტური ასტიკის სკოლა მიიჩნევს რომ ათეიზმი მოკშისკენ მიმავალი სწორი გზაა, მაგრამ ძალიან ძნელი, რადგან ათეისტი თავის გზაზე ღვთისგან დახმარებას არ უნდა ელოდეს. ჯანაიზმის თვალსაზრისით, სამყარო მარადიულია და მას არ სჭირდება შემქმნელი, ისინი თაყვანს სცემენ თირთანკარებს, რომლებიც სივრცის და დროის ზღვარს ლახავენ და უფრო ძლევამოსილები არიან ვიდრე ღმერთი ინდრა. სეკულარული ბუდიზმი არ ქადაგებს ღმერთის არსებობის იდეას. ადრეული ბუდიზმი ესთეტიკური იყო, რადგან გაუტამას არასოდეს უხსენებია ღმერთი. ბუდიზმის გვიანდელმა კონცეფციებში თავად ბუდა მიიჩნევა ღმერთად.

ათეისტური ფილოსოფიები

აქსიოლოგიური, ან კონსტრუქციული, ათეიზმი უარყოფს ღმერთების არსებობას „უფრო მაღალი აბსოლუტების“ სასარგებლოდ, როგორიცაა ჰუმანურობა. ათეიზმის ეს ფორმა მხარს უჭერს ჰუმანურობას, როგორც ეთიკისა და ღირებულებების აბსოლუტურ წყაროს და ინდივიდებს საშუალებას აძლევს, გადაჭრან მორალური პრობლემები ღმერთის დახმარების გარეშე. მარქსმა და ფროიდმა ეს არგუმენტი გამოიყენეს უსაზღვრო ბედნიერების, სრული განვითარებისა და თავისუფლების იდეის გასატარებლად. ათეიზმის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კრიტიკა არის ის, რომ ღმერთის არსებობის უარყოფას მორალურ რელტივიზმამდე მივყავართ, რაც ადამიანს მორალური ან ეთიკური ღირებულებების გარეშე ტოვებს, ან მის სიცოცხლეს უაზროს ან უბედურს ხდის. ბლეზ პასკალმა ეს შეხედულება განიხილა მის „ფიქრებში“ (Pensées).

ფრანგმა ფილოსოფოსმა ჟან-პოლ სარტრმა საკუთარი თავის იდენტიფიცირება მოახდინა, როგორც „ათეისტური ეგზისტენციალიზმის“ წარმომადგენელი, რომელსაც ნაკლებად ადარდებდა ღმერთის არსებობის უარყოფა, ვიდრე იმ აზრის დამყარება, რომ „საჭიროა, რომ ადამიანმა... საკუთარი თავი კვლავ იპოვოს და გაიგოს, რომ არაფერს შეუძლია საკუთარი თავისგან იხსნას, ღმერთის არსებობის ვალიდურ მტკიცებულებასაც კი“. სარტრმა თქვა, რომ მისი ათეიზმის დასკვნა იყო, რომ „თუ ღმერთი არ არსებობს, არსებობს ერთი არსება მაინც, რომლის არსებობაც წინ უსწრებს არსებას, არსება, რომელიც არსებობს, მანამ სანამ განისაზღვრება რამე ცნებით, და ... ეს არსება ადამიანია“. ამ ათეიზმის პრაქტიკული შედეგი სარტრმა აღწერა, როგორც მნიშვნელობა, რომ არ არსებობს a priori წესები ან აბსოლუტური ღირებულებები, რომლებიც მოწოდებულია ადამიანური ყოფაქცევის წარმართვისთვის, და რომ ადამიანები მისჯილები არიან, რომ თვითონ გამოიგონონ ისინი, რაც „ადამიანს“ აბსოლუტურად „პასუხისმგებელს ხდის ყველაფერზე, რასაც იგი აკეთებს“.

ათეიზმი, რელიგია და მორალი

კავშირი მსოფლმხედველობებთან და სოციალურ ქცევებთან

სოციოლოგმა ფილ ზაკერმანმა ანალიზი ჩაუტარა სოციალური მეცნიერების ადრინდელ კვლევებს სეკულარობისა და ურწმუნოების შესახებ, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ საზოგადოებრივი კეთილდღეობა დადებით თანაფარდობაშია არარელიგიურობასთან. მან აღმოაჩინა, რომ ათეიზმისა და სეკულარობის კონცენტრაცია უფრო დაბალია ღარიბ, ნაკლებგანვითარებულ ქვეყნებში (ძირითადად აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში, ასევე საქართველოში), ვიდრე მდიდარ და ინდუსტრიალიზებულ დემოკრატიებში. აშშ-ში ათეიზმთან დაკავშირებული მისი აღმოჩენები ის იყო, რომ რელიგიურ ამერიკელებთან შედარებით, „ათეისტები და სეკულარული ადამიანები“ არიან ნაკლებ ნაციონალისტები, ნასამართლევები, ანტისემიტები, რასისტები, დოგმატურები, ეთნოცენტრისტები, გონებაჩაკეტილები და ავტორიტარები; ამავე დროს, აშშ-ის იმ შტატებში, რომლებშიც ათეისტთა რაოდენობა პროცენტულად ყველაზე მაღალია, მკვლელობათა მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია. ყველაზე რელიგიურ შტატებში კი, მკვლელობათა მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია.

ათეიზმი და არარელიგიურობა

ათეიზმი 
შემოქმედი ღმერთის არარსებობის გამო, ბუდიზმი ხანდახან არათეისტურად მიიჩნევა, თუმცა ეს შესაძლოა მეტისმეტად მარტივი მიდგომა იყოს

ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ათეისტებად მიიჩნევენ, ხშირად მიიჩნევიან არარელიგიურებად, თუმცა ძირითად რელიგიებში არსებული ზოგიერთი სექტა უარყოფს პერსონალურ, შემოქმედ ღვთაებას. ბოლო წლებში, გარკვეულმა რელიგიურმა დენომინაციებმა მოახდინეს მრავალი ღიად ათეისტი მიმდევრების აკუმულირება, მაგალითად ათეისტურმა ან ჰუმანისტურმა იუდაიზმმა და ქრისტიანულმა ათეიზმმა.

პოზიტიური ათეიზმის მკაცრი გაგება არ მისდევს არანაირ სპეციფიკურ რწმენებს ნებისმიერი ღვთაების რწმენის მიღმა; როგორც ასეთი, ათეისტებს შეუძლიათ აღიარონ ნებისმიერო ოდენობის სპირიტუალური რწმენები. იგივე მიზეზით, ათეისტებს შეუძლიათ აღიარონ ეთიკური რწმენების ფართო მრავალფეროვნება, დაწყებული ჰუმანიზმის მორალური უნივერსალიზმიდან — რომელიც აღიარებს, რომ მორალური კოდი შესაძლებელია გამოიყენებოდეს თანმიმდევრულად ყველა ადამიანისთვის — დამთავრებული მორალური ნიჰილიზმით, რომელიც აღიარებს, რომ მორალი უაზრობაა.

ისეთი ფილოსოფოსები, როგორებიც არიან სლავოი ჟიჟეკი, ალენ დე ბოტონი, ალექსანდრ ბარდი და ჯან სოდერქვისტი, ამტკიცებენ, რომ ათეისტები რელიგიას უნდა იხილავდნენ როგორც გამოწვევის აქტს თეიზმის წინააღმდეგ, უფრო ზუსტად კი, რელიგია არ უნდა დატოვონ უკანონო მონოპოლიად თეიზმზე.

ღვთიური ნება და ეთიკა

პლატონის ეუთიპროსის დილემის მიხედვით, კარგის ცუდისგან გარჩევაში ღმერთების როლი ან არასაჭიროა, ან ძალიან ბუნდოვანია. არგუმენტი, რომ მორალურობა ღმერთისგან უნდა იყოს წარმოშობილი და არ შეიძლება ბრძენი შემოქმედის გარეშე იარსებოს, ფილოსოფიური, თუ არა პოლიტიკური, დებატის მუდმივი საგანია. მორალური წესები, როგორიცაა „მკვლელობა არასწორია“, აღიქმება, როგორც ღვთიური კანონები, რაც საჭიროებს ღვთიურ კანონშემოქმედსა და მოსამართლეს. თუმცა, მრავალი ათეისტი ამტკიცებს, რომ მორალის განხილვა ლეგალისტურად მცდარი ანალოგიაა, და რომ მორალი არ არის დამოკიდებული კანონშემოქმედზე იმავენაირად, როგორც კანონებია დამოკიდებული. ფრიდრიხ ნიცშეს სჯეროდა თეისტური რწმენისგან დამოუკიდებელი მორალის და აცხადებდა, რომ ღმერთზე დაფუძნებული მორალი „ჭეშმარიტია მხოლოდ მაშინ, თუ ღმერთია ჭეშმარიტი — ის მყარად დგას ან ეცემა ღმერთის რწმენასთან ერთად“.

არსებობს ნორმატიული ეთიკური სისტემები, რომლებიც არ მოითხოვს, რომ პრინციპები და წესები ღმერთისგან უნდა იყოს მოცემული. ზოგიერთი მათგანია: ღირსების ეთიკა, სოციალური კონტრაქტი, კანტიანური ეთიკა, უტილიტარიანიზმი და ობიექტივიზმი. სემ ჰარისმა წამოაყენა იდეა, რომ მორალის რეცეპტი (ეთიკური წესის შექმნა) არა მხოლოდ ფილოსოფიის საკითხია, არამედ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მორალის მეცნიერება. ნებისმიერმა ასეთმა სამეცნიერო სისტემამ უნდა უპასუხოს კრიტიკას, რომელიც ჩართულია ნატურალისტურ ცდომილებაში.

ფილოსოფოსების, სუზან ნეიმანისა და ჯულიან ბაგინის თქმით, ეთიკურად მოქცევა მხოლოდ ღმერთის მიერ დადგენილი განაწესის გამო, არ არის ნამდვილად ეთიკური მოქცევა, არამედ ბრმად დამორჩილებაა. ბაგინი ამტკიცებს, რომ ათეიზმი ეთიკის ზემდგომი ბაზისია და აცხადებს, რომ ადამიანმა რელიგიური იმპერატივების მიხედვით კი არ უნდა ჩამოიყალიბოს საკუთარი მორალი, არამედ რელიგიური იმპერატივები უნდა განსაჯოს საკუთარი მორალის მიხედვით. მაგალითად, „არა იპარო“ მორალურია მაშინაც კი, როცა ამას რომელიმე რელიგია მოგიწოდებს. აქედან გამომდინარე, ათეისტებს უპირატესობა აქვთ ასეთი შეფასებების გაკეთებისა. თანამედროვე ბრიტანელმა პოლიტიკის ფილოსოფოსმა, მარტინ კოენმა წამოაყენა ბიბლიაში არსებული წამებებისა და მონობის ისტორიულად მეტყველი მაგალითები, როგორც იმის მტკიცებულება, თუ როგორ მისდევენ რელიგიური მითითებები პოლიტიკურ და სოციალურ ტრადიციებს, ვიდრე პირიქით, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ იგივე ტენდენცია ჭეშმარიტია სავარაუდოდ მიუკერძოებელ და ობიექტურ ფილოსოფოსებთან მიმართებით. კოენი ავრცობს ამ არგუენტს უფრო დეტალურად წიგნში „პოლიტიკური ფილოსოფია პლატონიდან მაომდე“, სადაც ის ამტკიცებს, რომ ყურანმა ითამაშა როლი მეშვიდე საუკუნის სოციალური კოდების შენახვაში, სეკულარულ საზოგადოებად გარდაქმნის მიუხედავად.

რელიგიის კრიტიკა

ზოგიერთი თანამედროვე ათეისტი,მაგალითად, ქრისტოფერ ჰიჩენსი, დენიელ დენეტი, სემ ჰარისი და რიჩარდ დოკინზი; ბერტრანდ რასელის, რობერტ ინგერსოლის, ვოლტერის და ნოველისტი ხოსე სარამაგოს მსგავსად აკრიტიკებენ რელიგიას და ააშკარავებენ რელიგიური პრაქტიკების და დოქტრინების მავნებლურ ასპექტებს.

ათეიზმი 
კარლ მარქსი

XIX საუკუნის პოლიტიკურმა თეორეტიკოსმა და სოციოლოგმა კარლ მარქსმა რელიგიას უწოდა „ჩაგრულ ქმნილებათა ამოოხვრა, უგულო ქვეყნის სული და გული, სული უსულო მდგომარეობათა. ის ოპიუმია ხალხისა.“ შემდეგ ის წერს, რომ „გაუქმება რელიგიისა, როგორც ხალხის ილუზორული ბედნიერებისა, ამ ხალხის ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნაა, მოთხოვნა თავის მდგომარეობის შესახებ არსებულ ილუზიებზე ხელის აღებისა, ესაა მოთხოვნა ისეთ მდგომარეობაზე ხელის აღებისა, რომელიც ილუზიებს საჭიროებს. რელიგიის კრიტიკა, მაშასადამე, ჩანასახშივე კრიტიკაა გლოვის ველისა, რომლის წმინდა შარავანდედი რელიგიაა.“ ლენინი წერდა, რომ „რელიგიის და ღმერთის ყველა იდეა ენით აღუწერელი ბოროტებაა... ყველაზე სახიფათო და გადამდები ინფექცია რაც კი არსებობს. მილიონობით ცოდვა, ბინძური საქციელი, ძალადობის აქტი და ინფექციური დაავადება... გაცილებით უფრო ნაკლებად სახიფათოა ვიდრე ღმერთის იდეით განსახიერებული იდეოლოგიის პირობებში.“

სემ ჰარისი აკრიტიკებს დასავლური რელიგიების დამყარებულობას ღვთიურ ავტორიტეტზე, რომლის საფუძველიც ავტორიტარიზმი და დოგმატიზმია. არსებობს კორელაცია რელიგიურ ფუნდამენტალიზმს და ავტორიტარიზმს, დოგმატიზმს და ცრურწმენებს შორის. ეს არგუმენტები იმ ისტორიულ მოვლენებთან ერთად, რომლებიც რელიგიის სახიფათოობას ააშკარავებენ (ჯვაროსნული ლაშქრობები, ინკვიზიციები, კუდიანების დასჯა და ტერორისტული აქტები) გამოყენებულია როგორც არგუმენტები, რელიგიის კეთილშობილი გავლენის მტკიცების წინააღმდეგ. მორწმუნეებს მოჰყავთ კონტრარგუმენტები, რომ ზოგიერთი რეჟიმებს, რომლებიც ათეიზმს უჭერდნენ მხარს, მაგალითად საბჭოთა კავშირს, ასევე მიუძღვით წვლილი მასობრივ მკვლელობებში. ამ მტკიცებას, ათეისტები როგორებიცაა სემ ჰარისი და რიჩარდ დოკინზი აპასუხობენ იმით, რომ სტალინის სისასტიკეები მოტივირებული იყო არა ათეიზმით არამედ დოგმატური მარქსიზმით. სტალინი და მაო ათეისტები იყვნენ, მაგრამ ათეიზმის სახელით არ მოქმედებდნენ.

ეტიმოლოგია

ათეიზმი 
ბერძნული სიტყვა αθεοι (ათეოი), როგორც ეს ჩანს ეფესელთა მიმართ-ში, მე-3 საუკუნის პაპირუს-46-ში.

ადრეულ ძველბერძნულში, ზედსართავი სახელი átheos (უარმყოფელი ა ἀ- + θεός ღმერთი) ნიშნავს „უღმერთოს“. პირველად ის გამოიყენებოდა საკიცხავ ტერმინად და დაახლოებით ნიშნავდა „ურწმუნოს“ ან „ცოდვილს“. ძვ. წ. V საუკუნეში დაიწყო ამ სიტყვის გამოყენება უფრო წინასწარ განზრახული და აქტიური უღმერთობის აღსანიშნავად „ღმერთებთან ურთიერთობის გაწყვეტის“ ან „ღმერთების უარყოფის“ გაგებით. ამის შემდეგ გამოჩნდა ტერმინი ἀσεβής (ასებეს), რომელიც აღნიშნავდა იმათ, ვინც უპატივცემულოდ უარყოფდა ადგილობრივ ღმერთებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ სწამდა სხვა ღმერთების. კლასიკური ტექსტების თანამედროვე თარგმანები ხანდახან átheos-ს იხსენიებს, როგორც „ათეისტურს“. როგორც აბსტრაქტული არსებითი სახელი, ასევე გამოიყენებოდა ἀθεότης (ათეოტეს) „ათეიზმი“. ციცერონმა ბერძნული სიტყვის ტრანსლიტერაცია ლათინურში მოახდინა როგორც átheos. აღმოჩნდა, რომ ტერმინი ხშირად გამოიყენებოდა ადრეულ ქრისტიანთა და ჰელენისტთა პაექრობისას, სადაც თითოეული მხარე მეორეს მას დამამცირებელი მნიშვნელობით უწოდებდა.

როგორც ბრიტანელი ავტორი კარენ არმსტრონგი წერს, „მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეებში, სიტყვა „ათეისტი“ ჯერ კიდევ პოლემიკის საგნად რჩებოდა... ეს ტერმინი შეურაცხმყოფელი იყო. არავინ იოცნებებდა იმაზე, რომ საკუთარ თავს ათეისტს უწოდებდა“.

XVIII საუკუნის ბოლოს, ევროპაში ათეიზმი პირველად გამოიყენეს თვითაღიარებული რწმენის აღსანიშნავად, კონკრეტულად, მონოთეისტური აბრაამისეული ღმერთისადმი ურწმუნოების გამომხატველად. XX საუკუნეში, ტერმინის გაფართოებასა და ყოველგვარი ღვთაების ურწმუნოების მნიშვნელობის შეძენაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გლობალიზაციამ. დასავლურ საზოგადოებაში ათეიზმს იყენებენ როგორც უბრალოდ, „ღმერთის ურწმონობის“ აღსანიშნავად.

ისტორია

მაშინ როცა ტერმინი ათეიზმის ყველაზე ადრეული გამოყენება გვხვდება XVI საუკუნის საფრანგეთში, იდეები, რომლებიც დღეს ათეისტურად მიიჩნევა დოკუმენტირებულია ვედური და კლასიკური ანტიკური პერიოდიდან.

ადრეული ინდური რელიგია

ათეისტური სკოლები გვხვდება ადრეულ ინდურ აზროვნებაში და არსებობდა ვედური პერიოდიდან. ინდური ფილოსოფიის ექვსი ძირითადი სკოლიდან ერთ-ერთი, სამხაია, ყველაზე ძველი სკოლა, არ აღიარებს ღმერთს, ისევე როგორც უფრო ადრეული სკოლა მიმამსა. საფუძვლიანად მატერიალისტური და ანტითეისტური ფილოსოფიური სკოლაა ჩარვაკა, რომელიც ძვ.წ მეექვსე საუკუნეში წარმოიშვა და სავარაუდოდ ყველაზე ექსპლიციტურად ათეისტური ფილოსოფიური მოძღვრებაა ინდოეთში, ის ძველბერძნული კირენაიკული სკოლის მსგავსია. ინდური ფილოსოფიის ეს მიმართულება კლასიფიცირებულია როგორც ჰეტეროდოქსული, ვედების ავტორიტეტის უარყოფის გამო და არ შედის ინდუიზმის მთავარ ექვს სკოლაში, მაგრამ ის ღირშესანიშნავია როგორც ინდუიზმში არსებული მატერიალისტური მიმდინარეობის მტკიცებულება. ჩატერჯი და დატა გვიხსნიან, რომ კარვაკის ფილოსოფიის ჩვენი გაგება არასრულია და ძირითადად ეყრდნობა სხვა სკოლების მიერ მათი იდეების კრიტიკას.

ათეიზმი 
„მიუხედავად იმისა რომ მატერიალიზმი ასე თუ ისე ყოველთვის არსებობდა ინდოეთში და პერიოდულად გვხვდება ვედებში, ბუდისტურ ლიტერატურაში, ეპოსში, და ფილოსოფიურ ნაშრომებში, ჩვენ ვერ ვპოულობთ რამე სისტემატიურ შრომას მატერიალიზმზე, ან ისეთ ორგანიზებულ მიმდევართა სკოლებს, როგორებიც სხვა ფილოსოფიურ სკოლებს ყავთ. მაგრამ სხვა სკოლების თითქმის ყველა ნაშრომი უარყოფს მატერიალისტურ მოსფლმხედველობას. ჩვენი ცოდნა ინდურ მატერიალიზმზე ძირითადად ამას ეყრდნობა.“

სხვა ინდური ფილოსოფიები რომლებიც ათეისტურად ითვლება მოიცავს სამხაიას და პურვა მიმამსას. პიროვნული ღმერთის უარყოფა ასევე გვხვდება ჯანაიზმში და ინდურ ბუდიზმში.

კლასიკური ანტიკური ხანა

ათეიზმი 
პლატონის აპოლოგიაში სოკრატეს (ფოტოზე) მელეტუსი ადანაშაულებდა, რომ მას ღმერთების არ სწამდა.

დასავლურ ათეიზმს ფესვები სოკრატემდელ ბერძნულ ფილოსოფიაში აქვს, თუმცა, როგორც ცალკეული მსოფლმხედველობა, არ ჩამოყალიბებულა განმანათლებლობის გვიანდელ პერიოდამდე. ძვ. წ. V საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსი დიაგორ მილოსელი ცნობილია როგორც „პირველი ათეისტი“; მას მოიხსენიებს ციცერონიც, თავის „ღმერთების ბუნებაში“ (De Natura Deorum). ატომისტები, მათ შორის დემოკრიტეც, ცდილობდნენ ეს სიტყვა წმინდა მატერიალისტური გზით აეხსნათ, ყოველგვარი სპირიტუალურისა და მისტიკურის მნიშვნელობის გარეშე. კრიტია რელიგიას ხედავდა როგორც ადამიანის გამოგონებას, რომელიც ხალხის შესაშინებლად გამოიყენებოდა, რათა ისინი მიჰყოლოდნენ მორალის წესრიგს; თავის ნაშრომებში, წმინდა ათეისტური განცხადებები აქვს პროდიციუსსაც. როგორც ფილოდემ გადარელი იუწყება, პროდიციუსს სჯეროდა, რომ პოპულარული რწმენის ღმერთები არ არსებობდნენ, მაგრამ პრიმიტიულ ადამიანს, დედამიწის ნაყოფებს და პრაქტიკულად ყველაფერს წვლილი შეჰქონდა მათ არსებობაში“. პროტაგორას ხანდახან ათეისტად მიიჩნევენ, თუმცა ის უფრო აგნოსტიკურ ხედვებს წარმოაჩენს და აცხადებს, რომ „რაც შეეხება ღმერთებს, არ შემიძლია დავადგინო არსებობენ თუ არა ისინი, ანდა რა ფორმის არიან; ამისათვის არსებობს ცოდნის ბევრი დაბრკოლება, საგნის ბუნდოვნება და ადამიანის სიცოცხლის ხანმოკლეობა“. ძვ. წ. III საუკუნეში, ძელბერძენ ფილოსოფოსებს, თეოდორ კირენელსა და სტრატონ ლამფსაკოსელს ღმერთების არსებობის არ სჯეროდათ.

სოკრატე (ძვ. წ. 470–399) დაკავშირებული იყო ათენის საზოგადოებრივ აზრთან და მიდრეკილი იყო სოკრატემდელ ფილოსოფიისკენ, რომელიც მიემართებოდა ნატურალისტური კვლევებისკენ და მოვლენათა ღვთაებრივი ახსნის უარყოფისაკენ. თავის სასამართლო პროცესში, სოკრატე მკაცრად უარყოფდა, რომ თითქოს ის ათეისტი იყო.

ევჰემერმა (ძვ. წ. 300) გამოაქვეყნა თავისი შეხედულებები, სადაც ის აცხადებდა, რომ ღმერთები მხოლოდ გაღმერთებული მმართველები, დამპყრობლები და წარსულის დამფუძნებლები იყვნენ და რომ მათი კულტები და რელიგიები იდეაში გაგრძელება იყო გამქრალი სამეფოებისა და ადრეული პოლიტიკური სტრუქტურებისა. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი ათეისტი არ ყოფილა, ევჰემერს ბოლოს მაინც აკრიტიკებდნენ „ათეიზმის გავრცელებაში მთელ დასახლებუყლ დედამიწაზე ღმერთებისათვის ხელის შეშლის გზით“.

ათეიზმის ისტორიაში ასევე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ეპიკურე (ძვ. წ.300). დემოკრიტესა და ატომისტთა იდეებზე გაზრდილმა, მან მხარი დაუჭირა მატერიალისტურ ფილოსოფიას, რომლის მიხედვითაც, სამყაროს მართავდა შემთხვევითობის კანონები ყოველგვარი ღვთაებრივი ჩარევების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ მას ღმერთის არსებობის სჯეროდა, ამავე დროს დარწმუნებული იყო იმაშიც, რომ მათ სრულებით არ აინტერესებდათ ადამიანთა არსებობა. ეპიკურეს მიმდევართა მიზანი იყო გონების სიმშვიდის მიღწევა და ამის გაკეთების ერთი მნიშვნელოვანი გზა იყო იმის გამოაშკარავება, რომ ღვთაებრივი რისხვის შიში არარაციონალური იყო. ისინი ასევე უარყოფდნენ სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეს და სიკვდილის შემდგომი სასჯელის შიშის საჭიროებას.

რომაელი ფილოსოფოსი სექსტ ემპირიკი აღიარებდა, რომ უნდა აკრძალულიყო პრაქტიკულად ყველანაირი რწმენა — პირონოზმის სახელით ცნობილი სკეპტიციზმი, რომ არაფერი იყო არსებითად ბოროტი და რომ ატარაქსია (გონების სიმშვიდე) მიღწევადია ერთის აზრის შეჩერებით. მისმა შედარებით ფართო მოცულობის გადარჩენილმა ნაშრომებმა გავლენა იქონია შემდგომ ფილოსოფოსებზე.

„ათეიზმის“ მნიშვნელობა კლასიკური ანტიკური ხანის მსვლელობასთან ერთად შეიცვალა. ადრეული ქრისტიანებს არაქრისტიანები ათეისტებს უწოდებდნენ, რადგან ქრისტეს მიმდევრებს არ სწამდათ პაგანური ღმერთების. რომის იმპერიის დროს, რომაული ღმერთებისა და იმპერატორისადმი თაყვანისცემის უარყოფის გამო, ქრისტიანებს სიკვდილით სჯიდნენ. როდესაც 381 წელს იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, მწვალებლობა დასჯადი დანაშაული გახდა.

ადრეული შუა საუკუნეებიდან რენესანსამდე

ადრეული შუა საუკუნეების დროს, ისლამურმა სამყარომ ოქროს ხანა განვლო. ფილოსოფიასა და მეცნიერებაში მიღწეული წინსვლებით, არაბულ და სპარსულ მიწებზე დაიბადნენ გამომჟღავნებული რაციონალისტები და ათეისტები, მათ შორის იყვნენ: მუჰამედ ალ ვარაქი (VII საუკუნე), იბნ ალ-რავანდი (827-911), ალ-რაზი (854-925) და ალ-მაარი (973-1058). ალ-მაარი წერდა და ასწავლიდა, რომ რელიგია თავისთავად არის „იგავი, რომელიც ძველმა ხალხებმა გამოიგონეს“ და რომ ადამიანები იყვნენ „ორი კატეგორიის: ისინი, ვისაც ტვინი აქვთ, მაგრამ რელიგია — არა, და ისინი, ვისაც რელიგია აქვთ, მაგრამ ტვინი — არა“. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ნაყოფიერი მწერლები იყვნენ, თითქმის არც ერთ მათ ხელნაწერს არ მოუღწევია ჩვენამდე, მცირე ნარჩენების უმეტესობა დაცულია მუსლიმი აპოლოგეტების მიერ ამოწერილი ციტატებით, რომლებიც მათ უარყოფას ცდილობდნენ. ოქროს ხანის სხვა გამოჩენილი სწავლულები ასოცირებულნი არიან რაციონალისტურ აზროვნებასთან და, ასევე, ათეიზმთან, თუმცა ისლამური სამყაროს დღევანდელი ინტელექტუალური ატმოსფერო და ამ პერიოდიდან შემორჩენილი მტკიცებულებების სიმწირე ამ მტკიცებას ეჭვქვეშ აყენებს.

ევროპაში ათეისტური შეხედულებების მხარდაჭერა იშვიათი იყო ადრეულ შუა საუკუნეებამდე და შუა საუკუნეებამდე. მეტაფიზიკა და თეოლოგია იყო რელიგიის დომინანტური ინტერესი. თუმცა, ამ პერიოდში იყო მოძრაობები, რომლებიც წინსვლაში დაეხმარა ქრისტიანული ღმერთის არაორთოდოქსულ კონცეფციებს, მათ შორის ბუნების აღქმის განსხვავებულობას, ტრანსდესცენტენტულობას და ღმერთის ცნობადობას. ინდივიდებმა და ჯგუფებმა, როგორებიც იყვნენ იოანე სკოტ ერიგენა, დეივიდ დინანტელი, ამალრიკ ბენელი და სხვები, შეინარჩუნეს ქრისტიანული შეხედულებები პანთეისტურ ტენდენციებთან ერთად. ნიკოლას კუსელმა ჩამოაყალიბა ფიდეოზმის ფორმა, რომელსაც docta ignorantia („დასწავლილი უცოდინრობა“) უწოდა. ეს ამტკიცებდა, რომ ღმერთი ადამიანის კატეგორიზაციის მიღმა იყო და, აქედან გამომდინარე, ჩვენ მიერ მისი შეცნობა ვარაუდის დონემდეა შეზღუდული. უილიამ ოკჰემელმა შთააგონა ანტი-მეტაფიზიკური ტენდენციები თავისი ადამიანის ცოდნის ნომინალისტური შეზღუდვებით სინგულარულ ობიექტებამდე და ამტკიცებდა, რომ ღმერთის არსებობის გაგება შეუძლებელი იყო ადამიანის ინტელექტით. ოკჰემის მიმდევრებმა ეს ხედვა წინ წასწიეს. შედეგად მიღებულმა გაყოფამ რწმენასა და გონიერ მსჯელობას შორის გავლენა იქონია უფრო გვიანდელ რადიკალურ და რეფორმისტულ თეოლოგებზე, როგორიცაა მარტინ ლუთერი.

რენესანსმა მრავალი რამ გააკეთა, რომ თავისუფალი აზროვნებისა და სკეპტიკური გამოკვლევის თვალსაწიერი გაეფართოება. ინდივიდები, მაგალითად, ლეონარდო და ვინჩი, ახსნის საშუალებად ექსპერიმენტებს ეძებდა და რელიგიურ ავტორიტეტებს უპირისპირებდა თავის არგუმენტებს. ამ დროის ეკლესიისა და რელიგიის კრიტიკოსებში შედიოდა ნიკოლო მაკიაველი, ბონავენტურ დე პერიე, მიშელ დე მონტენი და ფრანსუა რაბლე.

ადრეული მოდერნული პერიოდი

ისტორიკოსი ჯოფრი ბლეინი წერს, რომ რეფორმაციამ შესაძლებლობა მისცა ათეისტებს კათოლიკური ეკლესიის ავტორიტეტისთვის შეეტიათ, რომელმაც საბოლოოდ შთააგონა სხვა მოაზროვნეები შეეტიათ პროტესტანტული ეკლესიის ავტორიტეტისთვის. საფრანგეთში, პრუსიაში და ინგლისში ავტორიტეტი მოიპოვა დეიზმმა. ბარუხ სპინოზა იყო სავარაუდოდ პირველი ცნობილი „ნახევრად-ათეისტი“, რომელმაც ეს ღიად გამოხატა თანამედროვე ერის ქრისტიანულ მიწაზე. სპინოზას სჯეროდა რომ ბუნების კანონები ხსნიდა სამყაროს მუშაობას. 1661 წელს მან გამოაქვეყნა თავისი „მოკლე ტრაქტატი ღმერთის შესახებ“.

ქრისტიანობის კრიტიკა ხშირი იყო XVII და XVIII საუკუნეებში, განსაკუთრებით ინგლისში და საფრანგეთში, სადაც რელიგია კარგავდა გავლენას. ზოგიერთი პროტესტანტი, მაგალითად თომას ჰობსი, ემხრობოდა მატერიალისტურ ფილოსოფიას და სკეპტიციზმს ზებუნებრივი მოვლენების მიმართ, სპინოზა კი უარყოფდა ღვთიურ ბედისწერას და მას პანთეისტურ ნატურალიზმს ამჯობინებდა. მეჩვიდმეტე საუკუნეში დეიზმს მხარს უჭერდნენ ინტელექტუალები, ამ დროს ჯონ ტოლანდმა შემოიტანა ტერმინი „პანთეისტი“.

ათეიზმი 
ლუდვიგ ფოიერბახის ქრისტიანობის არსმა (1841) დიდი გავლენა მოახდინა ენგელსზე, მარქსზე, დეივიდ შტრაუსზე, ნიცშეზე და მაქს შტრინერზე.

პირველი ცნობილი ღია ათეისტი იყო გერმანელი რელიგიის კრიტიკოსი მათიას კნუტცენი, რომელმაც ეს 1674 წელს თავის სამ ნაშრომში გამოთქვა. მას მიბაძა ორმა ათეისტმა მწერალმა, პოლონელმა ყოფილმა იეზუიტმა ფილოსოფოსმა კაზიმირზ ლიცზენსკიმ და ფრანგმა მღვდელმა ჟან მესლიემ. XVIII საუკუნის განმავლობაში, გამოჩნდნენ სხვა ათეისტი მოაზროვნეები, როგორებიცაა ბარონ დ'ოლბახი, ჟაკ-ანდრე ნეჟონი, და სხვა ფრანგი მატერიალისტები. ამათგან განსხვავებით ჯონ ლოკი, მიუხედავად იმისა რომ ტოლერანტობას უჭერდა მხარს, მოუწოდებდა მთავრობას რომ არ ყოფილიყვნენ ტოლერანტულები ათეიზმის მიმართ, რადგან სჯეროდა რომ ღვთის არსებობის უარყოფა, საფრთხეს უქმნიდა სოციალურ წესრიგს და გამოიწვევდა ქაოსს.

ფილოსოფოსმა დევიდ ჰიუმმა განავითარა სკეპტიკური ეპისტემოლოგია, რომელიც ემპირიზმს ეყრდნობოდა. იმანუელ კანტის ფილოსოფიამ ეჭვქვეშ დააყენა მეტაფიზიკური ცოდნის შესაძლებლობა. ორივე ფილოსოფოსმა დაასუსტა თეოლოგიის მეტაფიზიკური საფუძველი და აკრიტიკებდა ღმერთის არსებობის კლასიკურ არგუმენტებს. ბლეინი ამტკიცებს, რომ მიუხედავად იმისა რომ მიიჩნევა თითქოს ვოლტერს რევოლუციის პერიოდის ათეისტურ აზროვნებაში წვლილი აქვს შეტანილი, ვოლტერი ასევე თვლიდა, რომ ღმერთის შიშმა შეაკავა მოსალოდნელი უწესრიგობა; მისი თქმით „ღმერთი რომ არ არსებობდეს, მისი გამოგონება აუცილებელი იქნებოდა.“ ბარონი დ'ჰოლბახი იყო ფრანგული განმანათლებლობის გამორჩეული ფიგურა, რომელიც ცნობილია თავისი ათეიზმით და ანტირელიგიური ტექსტებით, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია „ბუნების სისტემა“ და „ქრისტიანობის გამოაშკარავება“. საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი მიღწევა იყო სამღვდლოების სახელმწიფოზე დამორჩილება, სამღვდლოების შესახებ სახელმწიფო კანონის შემოჭების საშუალებით. მის მიმართ დაუმორჩილებლობას, ანტი-კლერიკალური ძალადობა და მრავალი კლერიკალის გასახლება მოჰყვა. რადიკალმა იაკობინელებმა ძალაუფლება 1793 წელს მოიპოვეს. იაკობინელები დეისტები იყვნენ და შემოიტანეს უზენაესი არსების კულტი როგორც საფრანგეთის ახალი რელიგია. ზოგიერთი ათეისტი ემხრობოდა აზროვნების კულტის-ათეისტური ფსევდორელიგიის შექმნას, რომელსაც ჰყავდა ქალღმერთი, რომელიც აზროვნების პერსონიფიკაცია იყო. ნაპოლეონის ერამ შემდეგ მოახდინა ფრანგული საზოგადოების სეკულარულობის ინსტიტუციონალიზაცია.

მეცხრამეტე საუკუნეში, რაციონალისტი და თავისუფლად მაოზროვნე ფილოსოფოსების წყალობით ათეიზმი ისევ წამოიწია წინ. ბევრი გამოჩენილი გერმანელი ფილოსოფოსი კრიტიკულად იყო განწყობილი რელიგიის მიმართ, მათ შორისაა ლუდვიგ ფოერბახი, არტურ შოპენჰაუერი, მაქს შტირნერი, კარლ მარქსი და ფრიდრიხ ნიცშე. გ.ჰოლიოაკი ბოლო ადამიანი იყო რომელიც ათეისტური შეხედულებების გამო დააპატიმრეს. სტივენ ლოუ ამბობს, რომ ჰოლიოაკი პირველი იყო ვინც ცნება „სეკულარიზმი“ გამოიყენა.

1900-დან

XX საუკუნეში, ათეიზმი, განსაკუთრებით კი პრაქტიკული ათეიზმის ფორმა, მრავალ საზოგადოებაში დაწინაურდა. ათეისტურმა აზროვნებამ ფართო აღიარება ჰპოვა ფართო ფილოსოფიებში, მაგალითად ეგზისტენციალიზმში, ობიექტივიზმში, სეკულარულ ჰუმანიზმში, ნიჰილიზმში, ანარქიზმში, ლოგიკურ პოზიტივიმზში, მარქსიზმში, ფემინიზმში, ზოგად მეცნიერულ და რაციონალისტურ მოძრაობაში.

გარდა ამისა, ამ პერიოდში, სახელმწიფო ათეიზმი გამოვლინდა აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში, განსაკუთრებით ვლადიმერ ლენინისა და იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირში, ასევე მაო ძედუნის კომუნისტურ ჩინეთში. საბჭოთა კავშირში, ათეისტური და ანტირელიგიური პოლიტიკა მოიცავდა მრავალ საკანონმდებლო აქტს, კანონგარეშე ცხადდებოდა რელიგიური სკოლები, გაჩნდა უღმერთოთა საზოგადოება. მაოს შემდეგ, ჩინეთის კომუნისტური პარტია ათეისტურ ორგანიზაციად რჩება, რასაც არეგულირებს კიდეც, თუმცა, კონტინენტურ ჩინეთში რელიგიურ პრაქტიკას ბოლომდე არ კრძალავს.

ათეიზმი 
სსრკ-ის უღმერთოთა საზოგადოების ჟურნალის 1929 წლის გარეკანი, სადაც ასახულია თუ როგორ ანადგურებს აბრაამისეული რელიგიების ღმერთებს კომუნისტთა ხუთწლიანი გეგმა.

როგორც ავსტრალიელი ისტორიკოსი ჯოფრი ბლენი წერს, „მეორე მსოფლიო ომში ჩართულ შეუბრალებელ ლიდერთა უმრავლესობა ათეისტი და სეკულარისტი იყო და მუდმივად ემტერებოდნენ იუდაიზმსა და ქრისტიანობას“. კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი რიჩარდ მედსენი კი აღნიშნავს, რომ ჰიტლერმაც და სტალინმაც ეკლესიები გახსნეს და დახურეს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, რომ სტალინმა შეარბილა თავისი წინააღმდეგობა ქრისტიანობისადმი, ძრითადად ომის პერიოდში თავისი რეჟიმისადმი საზოგადოებრივი თანხმობის გაზრდა-გაუმჯობესების მიზნით. როგორც ბლეკფორდი და შიუკლენკი წერენ, „საბჭოთა კავშირი უდავოდ ათეისტური სახელმწიფო იყო, იგივე ითქმის მაოისტურ ჩინეთსა და პოლ პოტის წითელი ქხმერების ფანატიკურ რეჟიმზე 1970-იანი წლების კამბოჯაში“.

ლოგიკურმა პოზიტივიზმმა და საიენტიზმა გზები მოასწორა ნეოპოზიტივიზმის, ანალიტიკური ფილოსოფიის, სტრუქტურალიზმის და ნატურალიზმისათვის. ანალიტიკური ფილოსოფია არ ეთანხმება კლასიკურ რაზიონალიზმს და მეტაფიზიკას მკაცრი ემპირიზმისა და ეპისტემოლოგიური ნომინალიზმის სასარგებლოდ. მისი დამცველები, მაგალითად ბერტრან რასელი დამაჯერებლად უარყოფს ღმერთისადმი რწმენას. თავის ადრეულ ნაშრომში, ლუდვიგ ვიტგენშტაინი ცდილობს განაცალკევოს მეტაფიზიკური და ზებუნებრივი ენა რაციონალური მსჯელობისგან. ალფრედ ჯუს აიერი ამტკიცებდა რელიგიური განცხადებების უგუნურებას და იმოწმებდა თავის ერთგულებას ემპირიული მეცნიერებებისსადმი. სამხრეთ აფრიკელი ფილოსოფისი ჯონ ნეიმარ ფინდლი და ავსტრალიელი ფილოსოფოსი ჯონ სმარტი ამტკიცებდნენ, რომ ღმერთის არსებობის ლოგიკური აუცილებლობა არ არსებობს. ისეთი ნატურალისტები და მატერიალისტური მონისტები, რომელთა შორის იყო მაგალითად, ამერიკელი ფილოსოფოსი ჯონ დიუი, მიიჩნევდნენ, რომ ყველაფრის საწყისი იყო ბუნებრივი სამყარო და უარყოფდნენ ღმერთის ან უკვდავების არსებობას.

სხვა განვითარებები

ათეიზმი 
ბრიტანელი ფილოსოფოსი ბერტრან რასელი

სხვა ლიდერები, მაგალითად პერიარ რამაზამი, ინდოეთის გამოჩენილი ათეისტი ლიდერი, იბრძოდნენ ინდუიზმისა და ბრაჰმანის წინააღმდეგ, რადგან ისინი დისკრიმინაციას უკეთებდა და ყოფდა ხალხს კასტისა და რელიგიის სახელით. ეს პირველ პლანზე წამოიწია 1956 წელს, როდესაც მან მოაწყო ქანდაკების აღმართვა, რომელზეც ინდუისტური ღმერთი იყო გამოსახული თავმდაბლურად და აკეთებდა ანტითეისტურ განცხადებებს.

ათეისტი ვაშტი მაკკოლუმი იყო მოსარჩელე 1948 წლის უზენაეს სასამართლოში შეტანილი საქმით, რომელმაც გააუქმა რელიგიური განათლება აშშ-ს საჯარო სკოლებში. მადალინ მიურეი ო'ჰერი იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკელი ათეისტი; მან 1963 წელს უზენაეს სასამართლოში შეტანილი საქმით აკრძალა ძალადობრივი ლოცვები საჯარო სკოლებში. 1966 წელს, ჟურნალმა Time-მა იკითხა: „ღმერთი მოკვდა?“ საპასუხოდ ღმერთის სიკვდილის თეოლოგიური მოძრაობისა, რომელიც ციტირებდა გამოთვლებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობდა ანტი-რელიგიური ძალაუფლების ქვეშ და კიდევ მილიონობით ადამიანმა აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში თითქმის არ იცოდა, რას ასწავლიდა ქრისტიანული ხედვის თეოლოგია. „თავისუფლება რელიგიური ფონდებისგან“ იყო თანადაფუძნებული ანე ნიკოლ გეილორისა და მისი ქალიშვილის, ანი ლორი გეილორის მიერ 1976 წელს აშშ-ში. ის სახელმწიფოსგან ეკლესიის გამოყოფის იდეას ავრცელებს.

ბერლინის კედელის ჩამოშლის შემდეგ, რამდენიმე აქტიური ანტი-რელიგიური რეჟიმი შემცირდა საგრძნობლად. 2006 წელს, ტიმოთი შაჰმა (Pew Formu-იდან) შენიშნა „მსოფლიო მასშტაბის ტენდენცია მთელ დიდ რელიგიურ ჯგუფებში, რომლებშიც ღმერთზე დაფუძნებული და რწმენაზე დაფუძნებული მოძრაობები ზოგადად იღებენ ზრდად ნდობასა და გავლენას სეკულარული მოძრაობებისა და იდეოლოგიების პირისპირ.“ თუმცა, გრეგორი პოლმა და ფილ ცუკერმანმა ეს მითად მიიღეს და თქვეს, რომ რეალური სიტუაცია ბევრად უფრო კომპლექსურია.

2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ათეისტები და აგნოსტიკები საშუალოდ ბევრად უფრო ჩახედულები არიან რელიგიაში, ვიდრე ამ რელიგიის მიმდევრები. ურწმუნოებმა უფრო მეტი ქულა აიღეს იმ კითხვებში, რომლებიც ეხებოდა პროტესტანტულ და კათოლიკურ რწმენებს. მხოლოდ მორმონმა და ებრაელმა მორწმუნეებმა აიღეს ათეისტებისა და აგნოსტიკების ტოლი ქულები.

2012 წელს, პირველი „ქალები სეკულარიზმში“ კონფერენცია ჩატარდა არლინგტონში, ვირჯინია. „სეკულარული ქალი“ ორგანიზდა 2012 წელს, როგორც ეროვნული ორგანიზაცია, რომელიც მიმართულია არარელიგიური ქალებისაკენ. ათეისტური ფემინისტური მოძრაობა ასევე უფრო მიმართული გახდა სექსიზმისა და სექსუალური შევიწროვებისაკენ თვითონ ათეისტურ მოძრაობაში. 2012 წლის აგვისტოს, ჯენიფერ მაკკრეითმმა დააფუძნა მოძრაობა ათეიზმში, ცნობილი Atheism Plus-ის სახელით, ან უბრალოდ A+, რომელიც „იყენებს სკეპტიციმზს ყველაფრის მიმართ, სოციალური საკითხების ჩათვლით, როგორებიცაა: სექსიზმი, რასიზმი, პოლიტიკა, სიღარიბე და კრიმინალი“.

2013 წელს, ამერიკის მთავრობის საკუთრებაში მყოფი პირველი ათეისტური მონუმენტი გაიხსნა ფლორიდაში: 680 კილოგრამიანი გრანიტის სკამი და პლინთუსი, რომელზეც აწერია ტომას ჯეფერსონის, ბენჯამინ ფრანკლინისა და მედელინ მიურეი ო'ჰერის ციტატები.

ახალი ათეიზმი

ათეიზმი 
„არა-აპოკალიფსის ოთხი მხედარი“ (საათის ისრის მიმართულებით ზედა მარცხნიდან): რიჩარდ დოკინზი, კრისტოფერ ჰიტჩენსი, დენიელ დენეტი და სემ ჰარისი

ახალი ათეიზმი ეწოდება მოძრაობას, რომელიც გაჩნდა XXI საუკუნის დასაწყისში და მხარს უჭერს შეხედულებას, რომ „რელიგია არ უნდა იყოს შეწყნარებული, არამედ უნდა იყოს დაპირისპირებული, გაკრიტიკებული, რაციონალური არგუმენტების მიერ მხილებული, ყველგან სადაც კი მისი ძალაუფლება გაიზრდება.“ ეს მოძრაობა ასოცირებულია სემ ჰარისთან, დენიელ დენეტთან, რიჩარდ დოკინზთან, ვიქტორ სტენჯერთან და კრისტოფერ ჰიჩენსთან. ამ ავტორების რამდენიმე ბესტსელერი არის ახალი ათეიზმის გარშემო არსებული დისკუსიების ძირითადი წყარო.

ეს ათეისტები საკუთარ თავს არ უკავშირებენ იმ მასობრივ პოლიტიკურ ათეიზმს, რომელიც მეოცე საუკუნეში სხვადასხვა ქვეყნებში გაჩნდა. რელიგიურად მოტივირებული ტერორისტული აქტები, „Discovery institute“-ის მიერ ნაწილობრივ წარმატებული მცდელობა სამეცნიერო კურიკულუმში კრეაციონისტული იდეები შეეტანათ, ამ იდეების ჯორჯ ბუშის მიერ მხარდაჭერასთან ერთად, ისეთ ავტორებს როგორებიცაა ჰარისი, დენეტი, დოკინზი, სტენჯერი და ჰიჩენსი, მიაჩნიათ იმის მტკიცებულებად, რომ საზოგადოება ათეიზმისკენ უნდა მიისწრაფოდეს.

დემოგრაფია

ათეიზმი 
ათეისტებისა და აგნოსტიკების პროპორცია მსოფლიოში (2007)

მსოფლიოში არსებულ ათეისტთა იდენობის დათვლა ძალიან რთულია. რელიგიური რწმენების გამოკითხვების რესპოდენტებმა, „ათეიზმი“ შესაძლოა განსაზღვროს განსხვავებულად ან გამოყოს სხვადასხვა განსხვავებები ათეიზმს, არარელიგიურ რწმენებს, არათეისტურ რელიგიურობასა და სპირიტუალურ რწმენებს შორის. ინდუისტი ათეისტი საკუთარ თავს ინდუისტად აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ამავე დროს ათეისტიცაა. როგორც ენციკლოპედია ბრიტანიკაში შეტანილ 2010 წლის გამოკითხვაშია აღნიშნული, არარელოგიური ადამიანები მსოფლიო მოსახლეობის 9,6%-ს შეადგენენ, ათეისტები კი დაახლოებით 2%-ს, რომელთა უმრავლესობაც ძრითადად აზიაში ცხოვრობს. ეს ციფრები არ მოიცავს ათეისტური რელიგიების მიმდევრებს, მაგალითად ზოგიერთ ბუდისტებს. 2000-დან 2010 წლამდე, ათეიზმისათვის საშუალო წლიური ცვლილება −0,17% იყო. ციფრებში, ათეისტებისა და აგნოსტიკების რაოდენობა დედამიწაზე 1,1 მილიარდ ადამიანს შეადგენს.

Gallup International-ის მიერ ჩატარებული გლობალური კვლევის მიხედვით, 2012 წელს რესპოდენტთა 13% „დარწმუნებული ათეისტი“ იყო, 2015 წელს კი 11%. 2012 წლის მონაცემებით, ის ქვეყნები, რომელთა მაცხოვრებლების ყველაზე დიდი წილიც საკუთარ თავს „დარწმუნებულ ათეისტად“ მიიჩნევს, შემდეგნაირად გამოიყურება: ჩინეთი (47%), იაპონია (31%), ჩეხეთი (30%), საფრანგეთი (29%), სამხრეთ კორეა (15%), გერმანია (15%), ნიდერლანდები (14%), ავსტრია (10%), ისლანდია (10%), ავსტრალია (10%) და ირლანდია (10%).

ევროპა

ათეიზმი 
ადამიანთა პროცენტულობა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, რომლებმაც თქვეს: „არ მჯერა არანაირი ტიპის სულის, ღმერთისა ან სიცოცხლის ძალის“. (2010).

2010 წლის „ევრობარომეტრის გამოკითხვის“ მიხედვით, გამოკითხულები, რომლებიც დაეთანხმნენ განცხადებას: „არ გჯერა, რომ არც ერთი ტიპის სული, ღმერთი ან სიცოცხლის ძალა არსებობს“ მაღალი პროცენტს აჩვენებდნენ საფრანგეთში (40%), ჩეხეთის რესპუბლიკაში (37%), შევედში (34%), ნიდერლანდებსა (30%) და ესტონეთში (29%); საშუალო პროცენტულობას დაფიქსირდა გერმანიაში (27%), ბელგიაში (27%), გაერთიანებულ სამეფოში (25%); ყველაზე მცირე პროცენტულობა კი იყო პოლონეთში (5%), საბერძნეთში (4%), კვიპროსში (3%), მალტასა (2%) და რუმინეთში (1%). ევროკავშირის საერთო პროცენტული მაჩვენებელი კი 20%-ია. 2012 წელს „ევრობარომეტრის“ გამოკითხვა ევროკავშირში არსებულ დისკრიმინაციაზე, გამოკითხულთა 16% მიიჩნევს თავს ურწმუნოდ/აგნოსტიკოსად და მხოლოდ 7% აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ათეისტად.

Pew Research Center-ის მიხედვით, 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რელიგიურად არააფილირებულები (აგნოსტიკოსები და ათეისტები) ევროპელების 18%-ს შეადგენენ. ამავე კვლვევის მიხედვით, რელიგიურად არააფილირებულები მხოლოდ ორ ქვეყანაში არიან მოსახლეობის უმრავლესობა: ჩეხეთსა (75%) და ესტონეთში (60%). არსებობს კიდევ ოთხი ქვეყანა, რომელიც არ არის აფილირებული რელიგიასთან და შეადგენს მოსახლეობის უმრავლესობას: ჩრდილოეთ კორეა (71%), იაპონია (57%), ჰონგ-კონგი (56%) და ჩინეთი (52%).

ავსტრალია

ავსტრალიის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ავსტრალიელების 22%-ს „რელიგია არ აქვს“, კატეგორია, რომელიც მოიცავს ათეისტებს.

ამერიკის შეერთებული შტატები

2005-2012 წლებში, აშშ-ში, თვითგამოცხადებული ათეიზმის წილი 1%-დან 5-მდე გაიზარდა. დიდი ვარდნა იყო თვითიდენტიფიცირებულ რელიგიურ ადამიანებში, რომელთა ოდენობაც 73%-დან 60%-მდე შემცირდა. World Values Survey-ის ცნობით, 2014 წელს ამერიკელთა 4,4% თავს ათეისტად მიიჩნევდა. თუმცა, იგივე გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტთა 11,1%-მა კითხვაზე, სწამთ თუ არა ღმერთის, უპასუხეს „არა“. 1984 წელს, ეს ციფრები 1,1% და 2,2% იყო. Pew Research Center-ის 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, აშშ-ის ზრდასრული მოსახლეობის 3,1% თავს ათეისტად მიიჩნევს, 2007 წელს ეს მაჩვენებელი 1,6% იყო.

არაბული სამყარო

ბოლო წლებში, ათეიზმის პროფილი სუბსტანციურად გაიზარდა არაბულ სამყაროში. რეგიონში არსებულ დიდ ქალაქებში, როგორიცაა კაირო, ათეისტები იკრიბებიან კაფეებსა და სოციალურ მედიაში, მიუხედავად ავტორიტარული მთავრობების მიერ რეგულარული შევიწროვებისა. Gallup International-ის მიერ 2012 წლის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საუდის არაბეთის 5% თავს „დარწმუნებულ ათეისტად“ თვლის. თუმცა, არაბულ სამყაროში მცხოვრებ ძალიან ცოტა ახალგაზრდა ადამიანს ჰყავს ათეისტი სამეგობროში ან სანაცნობოში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 1%-ია მაროკოში, ეგვიპტესა და საუდის არაბეთში, ან იორდანიაში, მხოლოდ 3% და 7%-ია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და პალესტინაში. როდესაც ჰკითხეს მათ, ჰყავთ თუ არა „ნანახი ან სმენიათ თუ არა ათეიზმის კვალის შესახებ თავიანთ მიდამოებში, კომუნაში ან საზოგადოებაში“, ყველა ქვეყნის მხოლოდ 3-8%-მა უპასუხა „დიახ“. გამონაკლისი მხოლოდ არაბთა გაერთიანებული საამიროებია 51%-ით.

ათეიზმი, კეთილდღეობა, განათლება

ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა დადებითი კორელაცია განათლების დონესა და სეკულარიზმს შორის, ათეიზმის ჩათვლით. ევოლუციური ფსიქოლოგის ნიგელ ბარბერის აზრით, ათეიზმი ყვავის ისეთ ადგილებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეკონომიკურად უზრუნველყოფილია, კერძოდ კი ევროპის სოციალ-დემოკრატიულ ქვეყნებში, სადაც მომავალთან ნაკლები განუსაზღვრელობაა დაკავშირებული, აქვთ ფართო სოციალური უსაფრთხოების ქსელი და უკეთესი ჯანდაცვა, რაც განაპირობებს ცხოვრების უკეთეს ხარისხსსა და ხანგრძლივობას. ამისგან განსხვავებით, განუვითარებელ ქვეყნებში, ათეისტები პრაქტიკულად არ არიან. 2008 წლის კვლევაში, მკვლვრებმა აღმოაჩინეს, რომ ინტელექტი ნეგატიურ კორელაციაშია რელიგიურ რწმენასთან ევროპასა და ამერიკაში. 137 ქვეყანაში ჩატარებულ კვლევაში, კორელაცია ეროვნულ IQ-ს და ღმერთის არრწმენას შორის 0.60-ის ტოლია.

ლიტერატურა

დამატებითი საკითხავი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ათეიზმი განსაზღვრებები და კლასიფიკაციებიათეიზმი კონცეფციებიათეიზმი ათეისტური ფილოსოფიებიათეიზმი , რელიგია და მორალიათეიზმი ეტიმოლოგიაათეიზმი ისტორიაათეიზმი დემოგრაფიაათეიზმი ლიტერატურაათეიზმი დამატებითი საკითხავიათეიზმი რესურსები ინტერნეტშიათეიზმი სქოლიოათეიზმიბერძნული ენათეიზმიღმერთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პეგინგიქართლის გაქრისტიანებატატო გრიგალაშვილიმზერევაზ ინანიშვილიყივანახველაბატონებიშუშანიკის წამებალეიკოციტებიფარავანიჭიანჭველასებრნიდონ კიხოტივოლფგანგ ამადეუს მოცარტიდათა თუთაშხიასაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაედუარდ შევარდნაძექართული ენარესპუბლიკაალ პაჩინოთურქეთიშიდსიდელფინებიკუბიზმიტრეფიკინგიმეგობრობაშვიდი მომაკვდინებელი ცოდვამასტურბაციასაქართველოს გეოგრაფიაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგააბო თბილელის წამებაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოჯონ მალკოვიჩიალავერდიპუნიკური ომებიქართული ხელნაწერი წიგნითრომბოციტებირუსეთ-საქართველოს ომი (2008)დავით VIIIიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიკუნილინგუსითვითმმართველობასვანური კოშკიბელგიასსრკ-ის დაშლალანა როუდსიადამიანის ჩონჩხილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმარიამ მაგდალინელიოლიმპიური თამაშებიბათუმის ბოტანიკური ბაღიენგურის ჰიდროელექტროსადგურიკეთრიქანი (გეოლოგია)კავკასიონივარძიადავით VII ულუჯონჯოლითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებისაქართველოჩრდილოეთი კორეარაჭაპარიზიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკანაწლავებიაღა-მაჰმად-ხანიბასიანის ბრძოლაგაზაფხულისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაისლამიმეწყერიმუშთაიდის ბაღირომიშავი ზღვის თევზების სიაალექსანდრე I დიდიუქმე დღეები საქართველოში🡆 More