მონტენეგრო: ქვეყანა ევროპაში

მონტენეგროს ან ჩერნოგორიის რესპუბლიკა (სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ვარიანტზე Црна Гора / ლათინურ ვარიანტზე Crna Gora.

წარმოითქმის როგორც [ცრნაგორა]) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთიდან ესაზღვრება ადრიატიკის ზღვა და ხორვატია, ჩრდილოეთიდან — ბოსნიასა და ჰერცეგოვინა, აღმოსავლეთიდან — სერბეთი, ხოლო სამხრეთიდან — ალბანეთი. 13,812 კმ² ფართობის მქონე ქვეყნის მცხოვრებთა რიცხვი 2011 წლის აღწერის მიხედვით 620,079-ია. მონტენეგროს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია პოდგორიცა, ხოლო ძველი დედაქალაქი ცეტინიე ქვეყნის კულტურული და ისტორიული ცენტრია.

მონტენეგროს რესპუბლიკა
Република Црна Гора
მონტენეგრო
მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია მონტენეგროს
დროშა გერბი
ჰიმნი: "Oj, svijetla majska zoro"
მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია
მონტენეგროს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
პოდგორიცა
42°47′ ჩ. გ. 19°28′ ა. გ. / 42.783° ჩ. გ. 19.467° ა. გ. / 42.783; 19.467
ოფიციალური ენა ჩერნოგორული
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი
 -  პრემიერ-მინისტრი ზდრავკო კრივოკაპიჩი
ფართობი
 -  სულ 13 812 კმ2 (161-ე)
 -  წყალი (%) 1.5
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 625 266 (164)
 -  2003 აღწერა 620 145 
 -  სიმჭიდროვე 50 კაცი/კმ2 (121-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $7,316 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $11,545 
აგი (2011) 0.771 (<მაღალი) (54)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი UTC+01:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+02:00 (UTC)
ქვეყნის კოდი MNE
Internet TLD .me (.yu)
სატელეფონო კოდი 382

1878 წელს, მონტენეგრო-ოსმალეთის ომის შემდეგ, ბერლინის კონგრესზე მონტენეგროს დე იურე დამოუკიდებლობა აღიარეს. 1905 წლიდან მონტენეგრო სამეფო იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანა იუგოსლავიის ნაწილი გახდა, ხოლო იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, სერბეთთან ერთად სერბეთისა და ჩერნოგორიის რესპუბლიკა ჩამოაყალიბა. 2003 წლის 21 მაისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე ამავე წლის 6 მაისს მონტენეგრო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

2017 წლის 5 ივნისს მონტენეგრო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 29-ე წევრი ქვეყანა გახდა. ქვეყანა ასევე გაეროს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და ევროსაბჭოს წევრია. მონტენეგრო ხმელთაშუა ზღვის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა.

მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, მონტენეგრო საშუალოზე მაღალი შემოსავლის ქვეყანად მიიჩნევა.

ეტიმოლოგია

ქვეყნის ორივე სახელწოდება (მონტენეგროცა და ჩერნოგორიაც) ერთსა და იმავეს, — „შავ მთას“ აღნიშნავს. ფორმა „ჩერნოგორია“ ქართულ ენაში რუსული ენის საშუალებით შემოვიდა და მონტენეგროს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამოიყენებოდა.

XX საუკუნის დასაწყისის ქართულ პრესაში იხმარებოდა სახელწოდება მთაშავეთი.

XIV საუკუნეში Crna Gora მხოლოდ ერთი ტომის პაშტროვიჩების ტერიტორიას ეწოდებოდა. XV საუკუნეში ზეტას სათავადოს ხელისუფლებაში ჩერნოევიჩების გვარის მოსვლის შემდეგ უკვე დღევანდელი მონტენეგროს დიდი ნაწილის დასახელებად გამოიყენებოდა.

ისტორია

ჩერნოგორია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში. იგი იყო პირველი ბალკანური სახელმწიფო, რომელიც გამოეყო ოსმალეთის იმპერიას. ქვეყნის დედაქალაქი იყო ცეტინე.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მონტენეგრო იუგოსლავიის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა.

მონტენეგრო იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში

1992 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მონტენეგროში რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის მონაწილეთა 96%-მა სერბეთთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს ქვეყნის კულტურულმა უმცირესობებმა, მუსლიმებმა, ალბანელებმა და კათოლიკეებმა, რომლებიც მხარს მონტენეგროს დამოუკიდებლობას უჭერდნენ. მათ განაცხადეს, რომ გამოკითხვა არადემოკრატიულ პირობებში ჩატარდა. რეფერენდუმი მონიტორინგის გარეშე ჩატარდა, ამიტომაც მის სამართლიანობასთან დაკავშირებით არც ერთი მიუკერძოებელი განცხადება არ გაკეთებულა. მონტენეგრომ სერბეთთან ერთად იუგოსლავიის ფერედაციული რესპუბლიკა ჩამოაყალიბა.

1991-1995 წლებში მიმდინარე ბოსნიისა და ხორვატიის ომების დროს, მონტენეგროს შეიარაღებული ძალები სერბეთის ჯარებს ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკზე შეტევის დროს შეუერთდნენ. მათ მიერ ჩატარებული ოპერაციები ადამიანის უფლება მუდმივი და ფართომასშტაბიანი დარღვევებით ხასიათდებოდა. მონტენეგროელი გენერალი პავლე სტრუგარი დუბნროვნიკის დაბომბვაში მონაწილეობისთვის გაასამართლეს. მონტენეგროს პოლიციამ დააპატიმრა ბოსნიელი ლტოლვილები სერბთა ბანაკებში გადაიყვანა, სადაც ისინი სისტემატური წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

1996 წელს მონტენგროს მთავრობამ მილო დუკანოვიჩის ხელმძღვანელობით სერბეთთან ურთიერთობა გაწყვიტა, რომელსაც იმჟამად სლობოდან მილოშევიჩი მართავდა. მონტენეგროს მთავრობამ ეროვნულ ფულის ერთეულად ჯერ გერმანული მარკა, შემდეგ კი ევრო მიიღო, თუმცა არ გამხდარა ევროზონის ქვეყანა. ქვეყნის მომდევნო მთავრობები დამოუკიდებლობას ემხრობოდნენ, შესაბამისად მათი მმართველობის პერიოდში სერბეთთან დაძაბული ურთიერთობით ხასიათდებოდა.

2002 წელს სერბეთი და მონტენეგრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაგრძელებას დასთანხმდნენ. მათ აწარმოეს მოლაპარაკებები იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით და გადაწყვიტეს, რომ ეს უკანასკნელი უფრო დეცენტრალიზებული სახელმწიფო ყოფილიყო. 2003 წელს მისი სახელწოდება სერბეთი და მონტენეგრო გახდა. ბელგრადში დადებული ხელშეკრულება მომდევნო სამი წლის მანძლზე მონტენეგროში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას კრძალავდა.

დამოუკიდებლობა და უახლესი ისტორია

მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
მონტენეგროს დამოუკიდებლობის მხარდამჭერები 2006 წლის ივნისში ცეტინიეში

2006 წლის 21 მაისს მონტენეგროში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმში მონაწილეობა 419,240-მა ადამიანმა, სრული ელექტორატის 86.5%-მა მიიღო; მათგან 230,661 (55.5%) მხარს უჭერდა მონტენეგროს დამოუკიდებლობას, ხოლო 185,002 (44.5%) წინააღმდეგი იყო. 55%-იანი ბარიერის მცირედი ნიშნულით გადალახვით, სულ რაღაც 2,300 ხმით მოპოვებულ გამარჯვებას ევროკავშირის მიერ დადგენილი წესის მიხედვით ვალიდურობის შემოწმება სჭირდებოდა. მონტენეგროს დამოუკიდებლობა აღიარეს სერბეთმა, ევროკავშირისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა ქვეყნებმა.

რეფერენდუმზე მონიტორინგს ხუთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ახორციელებდა, რომელსაც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა. ჯამში სადამკვირვებლო პროცესში მონაწილეობა დაახლოებით 3,000-მა დამკვირვებლობა მიიღო.

მონტენეგროს დამოუკიდებლობა ქვეყნის პარლამენტმა 2006 წლის 3 ივნისს გამოაცხადა.

2015 წელს ჟურნალისტური გამოძიების კავშირმა სახელწოდებით ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის მხილების პროექტი მონტენეგროს ყოფილი პრეზიდენტი და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი მილო დუკანოვიჩი „ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ წლის ადამიანად“ გამოაცხადა. ამ მოვლენის შემდეგ მონტენეგროს ქუჩებში დუკანოვიჩის გადადგომის მოთხოვნით დემონსტრაციები დაიწყო.

2012 წლიდან მონტენეგრო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. 2018 წელს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია 2022-დან 2025 წელს გადაიდო.

2019 წელს მონტენეგროში დაიწყო სახალხო პროტესტი მოქმედი პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩისა და პრემიერ-მინისტრი დუსკო მარკოვიჩის მიმართ, რომლებიც სოციალ-დემოკრატთა პარტიის წევრები არიან და ხელისუფლებაში 1991 წლიდან იმყოფებიან.

გეოგრაფია

მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
კოტორის ყურე

მონტენეგრო ჩ. გ. 41° და 44° და ა. გ. 18° და 21°-ს შორის მდებარეობს. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: ხორვატია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, სერბეთი, კოსოვო და ალბანეთი.

მონტენეგრო დუნაის დაცვის საერთაშორისო კომისიის წევრია. ქვეყანაში მდინარის 2,000 კილომეტრიანი მონაკვეთია მოქცეული.

გეოგრაფიული რეკორდები:

  • უმაღლესი მწვერვალი — ზლა კოლატა — 2,535 მ
  • უდიდესი ტბა — სკადარი — 391 კმ²
  • უღრმესი კანიონი — მდინარე ტარას კანიონი — 1,300 მ
  • უდიდესი ყურე — კოტორის ყურე

პოლიტიკა

მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია  მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
მილო დუკანოვიჩი
პრეზიდენტი
დუსკო მარკოვიჩი
პრემიერ-მინისტრი

მონტენეგრო დამოუკიდებელი და სუვერენული რესპუბლიკაა, რომელშიც 2007 წლის 22 ოქტომბერს მიღებული კონსტიტუცია მოქმედებს. ამ უკანასკნელის მიხედვით, მონტენეგრო „დემოკრატიულ, სოციალური სამართლიანობის მქონე, კანონის უზენაესობაზე დაუძნებულ სახელმწიფოა“.

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელსაც ხუთ წელიწადში ერთხელ პირდაპირი არჩევნების შედეგად ირჩევენ. პრეზიდენტს გასცემს განკარგულებებს, ნიშნავს საპარლამენტო არჩევნების თარიღს, წარადგენს პრემიერ მინისტრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამერთლეობის კანდიდატურებს, ნიშნავს რეფერენდუმს, ასევე მას აქვს ამნისტიის უფლება. პრეზიდენტის რეზიდენცია ქალაქ ცეტინიეში მდებარეობს.

ქვეყნის ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოა მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

მონტენეგროს საკანონმდებლო ორგანოა ერთპალატიანი პარლამენტი, რომელიც იღებს კანონებს, ახდენს ხელშეკრულებების რატიფიკაციას, ნიშნავს მინისტრებსა და მოსამართლეებს და ასრულებს კონსტიტუციით დადგენილ ყველა სხვა ვალდებულებას. პარლამენტის წევრობისთვის არჩევნებში 6,000 ხმის მოპოვებაა საჭირო. მონტენეგროს დღევანდელი პარლამენტი 81 წევრისგან შედგება.

მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დუსკო მარკოვიჩი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო

2020 წელს Freedom House-მა პრეზიდენტი მილო დუკანოვიჩის მიერ სახელმწიფოს მიტაცებასა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე განცხადება გააკეთა. 2003 წლის შემდეგ პირველად მონტენეგრო არა დემოკრატიულ, არამედ ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნად მიიჩნევა.

საერთაშორისო ურთიერთობები

მონტენეგროს საგარეო პოლიტიკის მთავრი სტრატეგიული მიზანი ევროკავშირში გაერთიანებაა. ქვეყნისათვის ასეთივე მნიშვნელოვანი მიზანი იყო ნატოში გაერთიანება, როგორც სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია, რაც მონტენეგროს სხვა სტრატეგიული მიზნების მიღწევას კიდევ უფრო შეუწყობდა ხელს. ქვეყანა ნატოს წევრი 2017 წლის 5 ივნისს გახდა. მონტენეგროს მთავრობის აზრით, ნატოში ინტეგრაცია ევროკავშირში ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს.

ადმინისტრაციული დაყოფა

მონტენეგრო 23 მუნიციპალიტეტადაა დაყოფილი, მათ შორის 21 რაიონული, ხოლო 2 ურბანული მუნიციპალიტეტია.

მოსახლეობა

მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
მონტენეგროს ეთნიკური ჯგუფები მუნიციპალიტეტების მიხედვით (2011).
მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
მონტენეგროს ენობრივი ჯგუფები მუნიციპალიტეტების მიხედვით (2011).
მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
მონტენეგროს რელიგიური ჯგუფები მუნიციპალიტეტების მიხედვით (2011).

2018 წლის აღწერის მიხედვით, მონტენეგროში დაახლოებით 622 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე კმ²-ზე 45 ადამიანია.

მონტენეგრო ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. ძირითადი ეთნიკური ჯგუფები არიან მონტენეგროელები, სერბები, ბოსნიელები, ალბანელები და ხორვატები.

მონტენეგროს ოფიციალური ენაა ჩერნოგორიული. ასევე გამოიყენება სერბული, ბოსნიური და ხორვატული ენები.

საუკუნეთა მანძილზე მონტენეგრო კულტურულ გზაგასაყარზე იმყოფებოდა. დღეისათვის ქვეყანაში მუსლიმური და ქრისტიანული კულტურების უნიკალურ თანაარსებობას ვხვდებით.

რელიგიებს შორის მონტენეგროში ყველაზე ფართოდ მართლმადიდებლური ქრისტიანობაა გავრცელებული. ისტორიულად მონტენეგროელები სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები იყვნენ. 1993 წელს მონტენეგროს მართმადიდებლური ეკლესია დაარსდა, თუმცა მას ოფიციალური აღიარება არ მოუპოვებია.

მეორე უდიდესი რელიგიაა ისლამი, რომელსაც ქვეყნის მოსახლეობის 19% აღიარებს. 2004 წლის აღწერის მიხედვით, ალბანელთა ერთი მესამედი კათოლიციზმის, ხოლო ორი მესამედი სუნიტური ისლამის მიმდევრები არიან.

ეკონომიკა

მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
მონტენეგროს ცენტრალური ბანკი.

მონტენეგრო გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაა და მისი ეკონომიკა ძირითადად მომსახურების სფეროზეა ორიენტირებული. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს მონტენეგროს მშპ $5.424 მილიარდი, მშპ მსყიდველობითი უნარის პარიტეტთან მიმართებით $12.516 მილიარდი, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე $20.083 იყო.

2007 წელს მონტენეგროს მშპ 10.7%-ით, ხოლო 2008 წელს 7.5%-ით გაიზარდა. 2007 წელს სერვისის სექტორმა მშპ-ს 72.4% აწარმოა, ინდუსტრიულმა სექტორმა – 17.6%, ხოლო სოფლის მეურნეობამ – 10%. მონტენეგროში 50,000 შინამეურნეობა აღირიცხება, შესაბამისად სწორედ ამდენი ოჯახის შემოსავალი სოფლის მეურნეობას ეყრდნობა.

2012 წელს მონტენეგრომ 182,3 მილიონი ევროს ღირებულების საქონლის ექსპორტი მოახდინა. მისი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ხორვატია, სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და უნგრეთი. ამავე წელს მონტენეგროს იმპორტმა 864,9 მილიონი ევრო შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი იმპორტიორები არიან: სერბეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა.

ინფრასტრუქტურა

მონტენეგროს სარკინიგზო ქსელის ძირითადი ხაზი ბელგრადი-ბარის სარკინიგზო ხაზია, რომელიც ქვეყანას სერბეთთან აკავშირებს. მონტენეგროს მთავარი შიდა სარკინიგზო ხაზია ნიკსიში-პოდგორიცა, რომელიც რეკონსტრუქციის შემდეგ 2012 წელს გაიხსნა.

მონტენეგროში ორი საერთაშორისო აეროპორტია, ესენია: პოდგორიცას აეროპორტი და ტივატის აეროპორტი. 2008 წელს ორივე აეროპორტი ერთად 1.1 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

მონტენეგროს მთავარი პორტია ბარის ნავსადგური, რომელიც 1906 წელს აშენდა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თითქმის სრულად დაინგრა, რის შემდეგაც 1950 წელს რეკონსტრუქციის შედეგად აღადგინეს. პორტს წელიწადში 5 მილიონი ტონა ტვირთის მიღება შეუძლია.

ტურიზმი

მონტენეგრო წელიწადში 1.6 მილიონი მნახველით ევროპაში 36-ე ყველაზე ხშირად მონახულებადი ქვეყანაა. დამსვენებლების უმრავლესობას ქვეყანის სანაპირო რეგიონი იზიდავს. მონტენეგროს ადრიატიკის ზღვასთან 295 კილომეტრიანი სანაპირო ხაზი აქვს, საიდანაც 72 კილომეტრი პლაჟებსა და კარგად შემორჩენილ ძველ ქალაქებს უკავია. ჟურნალმა National Geographic Traveler მონტენეგრო „ცხოვრების განმავლობაში აუცილებლად სანახავ 50 ადგილს“ შორის დაასახელა, გამოცემის ყდას კუნძული სვეტი სტეფანის გამოსახულება ამშვენებდა. 2010 წლის იანვარში ულცინის სამხრეთი სანაპირო The New York Times-ის ტურისტული დანიშნულების ადგილების რეიტინგის ფარგლებში მოხვდა სიაში „31 ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ 2010 წელს“.

განათლება

მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
მონტენეგროს ეროვნული ბიბლიოთეკა ცეტინიეში

მონტენეგროში განათლების სფეროს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხელმძღვნელობს. სრული ზოგადი განათლება დაწყებით და საშუალო საფეხურებზე ხორციელდება, აქედან დაწყებითი განათლება სავალდებულოა და 9 წელს მოიცავს, ხოლო საშუალო განათლება – 4 წელს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სადაც სწავლა 3-დან 6 წლამდე გრძელდება, უნივერსიტეტებს, კოლეჯებს და ხელოვნების აკადემიებს მოიცავს. მონტენეგროში ერთი საჯარო და ორი კერძო უნივერსიტეტია.

კულტურა

მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
მონტენეგროს ეროვნული მუზეუმი

მონტენეგრო მთელი თავისი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა კულტურათა გავლენას განიცდიდა, მათ შორის აღსანიშნავია მართლმადიდებლური, ოსმალური, სლავური, ცენტრალურ-ევროპული და ადრიატიკული კულტურები. ქვეყანაში გვხვდება რომანული, გოთიკური და ბაროკოს პერიოდის არქიტექტურა.

მონტენეგროში მრავალი კულტურული თუ ისტორიული ღირშესანიშნაობა მდებარეობს. ქვეყნის სანაპირო რეგიონი რელიგიური მონუმენტებით გამოირჩევა, რომელთა შორისაა წმინდა ტრიფონის საკათედრო ტაძარი, სავინას მონასტერი და წმინდა ლუკა მახარებლის ბაზილიკა, რომელიც 800-ზე მეტ წელს მოითვლის.

ლიტერატურა

მონტენეგროში დაიბადა ამერიკელი მწერალი რექს სტაუტი, რომლის კალამსაც ეკუთვის დეტექტიური რომანების სერია გამოგონილი პერსონაჟის, დეტექტივი ნირო ვულფის შესახებ. მის 1950 წლის რომანში „შავი მთა“ მოქმედება 1950-იანი წლების მონტენეგროში ხდება.

სპორტი

მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
ნიკოლა ვუჩევიჩი, მონტენეგროელი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც ორლანდო მეჯიკის შემადგენლობაში თამაშობს
მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
პოდგორიცას სტადიონი

მონტენეგროში პოპულარობით ძირითადად გუნდური სპორტის სახეობები სარგებლობს, ესენია: ფეხბურთი, კალათბურთი, წყალბურთი, ფრენბურთი და ხელბურთი. ასევე გავრცელებულია კრივი, ჩოგბურთი, ცურვა, ძიუდო, კარატე, მაგიდის ჩოგბურთი და ჭადრაკი.

ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია. ცნობილი მონტენეგროელი ფეხბურთელები არიან დეიან სავიჩევიჩი, პრედრაგ მიატოვიჩი, მირკო ვუჩინიჩი, სტეფან სავიჩი და სტევან იოვეტიჩი. მონტენეგროს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2006 წელს დაარსდა.

წყალბურთი ეროვნულ სპორტის სახეობად მიიჩნევა. მონტენეგროს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში, ოქროს მედლები მოიპოვა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატში, რომელიც ესპანეთის ქალაქ მალაგაში ჩატარდა და 2009 წლის ცურვის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიო ლიგაში, რომელიც მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ჩატარდა.

2006 წელს მონტენეგროს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრი გახდა.

ქალთა სპორტში ყველაზე დიდი წარმატებით ხელბურთი სარგებლოს. 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მონტენეგროს ქალთა ეროვნულმა ხელბურთის ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ამავე წლის ქალთა ნაკრებებს შორის ევროპის ხელბურთის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

მონტენეგრო: ეტიმოლოგია, ისტორია, გეოგრაფია 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

მონტენეგრო ეტიმოლოგიამონტენეგრო ისტორიამონტენეგრო გეოგრაფიამონტენეგრო პოლიტიკამონტენეგრო მოსახლეობამონტენეგრო ეკონომიკამონტენეგრო განათლებამონტენეგრო კულტურამონტენეგრო ლიტერატურამონტენეგრო რესურსები ინტერნეტშიმონტენეგრო სქოლიომონტენეგროადრიატიკის ზღვაალბანეთიბოსნია და ჰერცეგოვინაევროპაკირილიცალათინური ანბანიპოდგორიცასერბეთისერბულ-ხორვატული ენაცეტინიეხორვატია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თეთრი დათვიძველი საბერძნეთიმარო მაყაშვილიურანიალბერტ აინშტაინიისლანდიაყინწვისის მონასტერითურქეთის ისტორიასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებინარკოტიკიზმნაშაორის წყალსაცავიფილტვებიდემეტრე Iგამარჯვების დღეკლიმატის ცვლილებათვითმმართველობაალცჰაიმერის დაავადებაკორუფციასეფსისიაღდგომავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიჭინჭარიდავით კაჭარავასპილოსებრნისტოიციზმიიოსებ სტალინიკონსტიტუციასტუმარ-მასპინძელიკონსტანტინოპოლის დაცემავახტანგ I გორგასალიათენიკავკასიაკანიდავით სარაჯიშვილისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციათავისუფლების დიდი ქარტიამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიავეფხვისვეტიცხოველილიონელ მესიქართული ხალხური ცეკვებიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიბარბიტურატებიკანონი (ნორმატიული აქტი)ქარიიაპონიაზაქარია ფალიაშვილიისლამიკახეთის მხარებაგრატის ტაძარივიკისაწყობისეკულარიზმიგიორგობაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ხინკალიდელფინებიმტკვარინიკო ნიკოლაძემარსიოქროს საწმისიზურმუხტიგულიკოპენჰაგენისახარებაქაშვეთის ეკლესიაზვიად გამსახურდიაგაპიროვნებამუნიმყინვარწვერილონდონითბილისის ბოტანიკური ბაღიჩუტყვავილარომიალუმინიგოდერძის ნამარხი ტყესუვერენიტეტიწითელა🡆 More