საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ; International Monetary Fund) — საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული დაწესებულების სტატუსი აქვს მინიჭებული.

სსფ მიზნად ისახავს გლობალური ფინანსური სისტემის უზრუნველყოფას უცხოური გადაცვლის კურსების და საგადამხდელო ბალანსის მონიტორინგის მეშვეობით. ის ასევე საჭიროებისამებრ სთავაზობს ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას განვითარებად ქვეყნებს.

სსფ-ის ლოგო
სსფ-ის ლოგო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
სსფ-ის შტაბ-ბინა, ვაშინგტონში

ორგანიზაცია და მიზანი

სსფ საკუთარი განსაზღვრებით არის „184 ქვეყნის ორგანიზაცია, რომლის მიზანია გააღრმავოს გლობალური მონატერული თანამშრომლობა, შეინარჩუნოს ფინანსული სტაბილურობა, ხელი შეუწყოს საერთაშორისო ვაჭრობას და დასაქმების დონის ამაღლებას, უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარების მზარდი ტემპი და შეამციროს სიღარიბის დონე“. ჩრდ. კორეის, კუბის, ლიხტენშტაინის, ანდორის, მონაკოს, ტუვალუსა და ნაურუს გარდა, გაეროს ყველა დანარჩენი წევრი ქვეყანა ან პირადად მონაწილეობს სსფ-ში, ან წარმოდგენილი არის სხვა წევრი ქვეყნის მიერ.

სსფ შეიქმნა 1944 წლის ივლისში საერთაშორისო კონფერენციაზე ბრეტონ ვუდში, ნიუ-ჰემპშირი, აშშ. კონფერენციაზე დელეგატები 44 მთავრობიდან შეთანხმდნენ ეკონომიკური თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებაზე, რომლის მიზანი ნაწილობრივ წარმოადგენდა მომავალში თავი აერიდებინათ ეკონომიკური პოლიტიკის გატარების განმეორებისგან ისეთი დამანგრეველი შედეგებით, როგორიც იყო 1930-იანი წლების დიდი დეპრესია. 1947 წელს მასში შედიოდა 49 ქვეყანა, ძირითადი კაპიტალი 7,7 მლრდ, დოლარს შეადგენდა. 1975 წლის 1 იანვრისთვის მასში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა 126-მდე, ძირითალი კაპიტალი - 29,2 მლრდ-მე. სსრკ არ მონაწილეობდა სსფ-ის საქმიანობაში.

ომის შემდგომი დეკადის განმავლობაში მთავარ ინდუსტრიულ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად გაუარესდა; ამ ქვეყნების მცდილობამ დაეცვათ საკუთარი ეკონომიკა იმპორტზე ტარიფების შემოღებით კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია საერთაშორისო ვაჭრობაში, წარმოებასა და დასაქმებაში. შეთხელებული ოქროს მარაგისა და გაცვლითი კურსის კონსერვაციისთვის, ზოგიერთმა მათგანმა გაამკაცრა საკუთარ მოქალაქეთა უფლება უცხოეთში შესყიდვები ეწარმოებინათ. თუმცა ამ ზომამ საპირისპირო შედეგი გამოიღო და ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო დიდხანს შეენარჩუნებინა კონკურენტუნარობა.

რესურსები ინტერნეტში

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 
არის გვერდი თემაზე:

Tags:

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნატვრის ხე (ფილმი)სასმელი წყალიტოტალიტარიზმისაქართველო IX-X საუკუნეებშიგიორგი I (საქართველოს მეფე)იულიუს კეისარიჯანღადავითგარეჯასანქტ-პეტერბურგისაქართველოს დამოუკიდებლობის დღემარიამ მეგვიპტელიქრომოსომაარჩვიშარკა ბლუჩუტყვავილააპენდიციტიჩარლი ჩაპლინინოდარ დუმბაძერესპუბლიკავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)კოლოსეუმიბაქტერიებიმთლიანი შიდა პროდუქტისპილოსებრნიკირჩხიბი (ასტროლოგია)საფრანგეთირითმაამეთვისტორუსეთ-საქართველოს ომი (2008)ვიეტნამიბაში-აჩუკი (ფილმი)ჟანრი ლოლაშვილიმათემატიკარიონიმიგრაციაზოდიაქოამერიკაავსტრიასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიახელოვნებაჭიამაიასებრნიკრიშტიანუ რონალდუზევსიელინიზმიმე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაფარსმან II ქველინილოსიჭადრაკიეროზიაიგავ-არაკიაბო თბილელის წამებახვანჭკარა (ღვინო)იუსტინიანე Iანტონიმიავსტრალია (კონტინენტი)უნგრეთისასწორი (ასტროლოგია)უინსტონ ჩერჩილითეთრი დათვილარიშაორის წყალსაცავიკუბიზმიისრაელისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოს ქალაქებისოფლის მეურნეობაზაქარია ფალიაშვილიადიშის ოთხთავინიუ-იორკითავისუფლების დიდი ქარტიაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)გაერთიანებული სამეფოიმერეთისაქართველოდაუნის სინდრომი🡆 More