კობალტი (ლათ.
კობალტი |
27Co |
58.933 |
3d7 4s2 |
მისი ატომური ნომერია 27, ატომური მასა — 58.933, tდნ — 1495 °C, tდუღ — 2927 °C, სიმკვრივე — 8.90 გ/სმ3. მოვერცხლისფრო-თეთრი, ცოტათი მოყვითალო მოვარდისფრო ან მოლურჯო ელფერის ლითონი. არსებობს ორი კრისტალური მოდიფიკაცია: α-Co - ჰესაგონალური მჭიდროდ შეკრული მესერით, და β-Co - კუბური წახნაგცენტრირებული მესერით, გადასვლის ტემპერატურა α↔β 427 °C
ზოგადი თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა | მოვერცხლისფრო-თეთრი | |||||||||||||||||||||||||||||||
სტანდ. ატომური წონა Ar°(Co) | 58.933194±0.000003 58.933±0.001 (დამრგვალება) | |||||||||||||||||||||||||||||||
კობალტი პერიოდულ სისტემაში | ||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 27 | |||||||||||||||||||||||||||||||
ჯგუფი | 9 | |||||||||||||||||||||||||||||||
პერიოდი | 4 პერიოდი | |||||||||||||||||||||||||||||||
ბლოკი | d-ბლოკი | |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Ar] 3d7 4s2 | |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 15, 2 | |||||||||||||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა | ||||||||||||||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | |||||||||||||||||||||||||||||||
დნობის ტემპერატურა | 1495 °C (1768 K, 2723 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||
დუღილის ტემპერატურა | 2927 °C (3200 K, 5301 °F) | |||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 8.90 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ლ.წ.) | 8.86 გ/სმ3 | |||||||||||||||||||||||||||||||
დნობის კუთ. სითბო | 16.06 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||
აორთქ. კუთ. სითბო | 377 კჯ/მოლი | |||||||||||||||||||||||||||||||
მოლური თბოტევადობა | 24.81 ჯ/(მოლი·K) | |||||||||||||||||||||||||||||||
ნაჯერი ორთქლის წნევა
| ||||||||||||||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | −3, −1, 0, +1, +2, +3, +4, +5 | |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი | | |||||||||||||||||||||||||||||||
ელექტროუარყოფითობა | პოლინგის სკალა: 1.88 | |||||||||||||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| |||||||||||||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 125 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 126±3 პმ | |||||||||||||||||||||||||||||||
კობალტის სპექტრალური ზოლები | ||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | პირველადი ნუკლიდების სახით | |||||||||||||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | მჭიდრო ჰექსაგონალური | |||||||||||||||||||||||||||||||
მესრის პერიოდი | 5,580 Å | |||||||||||||||||||||||||||||||
ბგერის სიჩქარე | 4720 მ/წმ (20 °C) | |||||||||||||||||||||||||||||||
თერმული გაფართოება | 13.0 µმ/(მ·K) (25 °C) | |||||||||||||||||||||||||||||||
თბოგამტარობა | 100 ვტ/(მ·K) | |||||||||||||||||||||||||||||||
კუთრი წინაღობა | 62.4 ნომ·მ (20 °C) | |||||||||||||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | ფერომაგნეტიკი | |||||||||||||||||||||||||||||||
იუნგას მოდული | 209 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||
წანაცვლების მოდული | 75 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||
დრეკადობის მოდული | 180 გპა | |||||||||||||||||||||||||||||||
პუასონის კოეფიციენტი | 0.31 | |||||||||||||||||||||||||||||||
მოოსის მეთოდი | 5.0 | |||||||||||||||||||||||||||||||
ვიკერსის მეთოდი | 1043 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||
ბრინელის მეთოდი | 470–3000 მპა | |||||||||||||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 7440-48-4 | |||||||||||||||||||||||||||||||
ისტორია | ||||||||||||||||||||||||||||||||
აღმომჩენი და პირველი მიმღებია | Georg Brandt (1735) | |||||||||||||||||||||||||||||||
კობალტის მთავარი იზოტოპები | ||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||
• |
კობალტის ნაერთები ადამიანისათვის უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი, ლურჯი კობალტის მინას, მინანქარს, საღებავებს პოულობენ ეგვიპტის ძველ სამაროვნებში. ტუტანხამონის საფლავში ნაპოვნი იქნა კობალტის მინის ბევრი ნატეხი, არ არის ცნობილი, თვითცნობიერად იყო დამზადებული მინა და საღებავები თუ შემთხვევით. პირველი ლურჯი საღებავები დამზადებული იქნა 1679 წელს.
ქიმიური ელემენტის სახელწოდება - კობალტი მოდის გერმ. Kobold — ჯუჯა გნომიდან. კობალტის მინერალების გახურებისას ან გამოწვისას, რომლებიც შეიცავდნენ დარიშხანს გამოიყოფა მფრინავი შხამიანი დარიშხანის ოქსიდი. მადანს რომელიც შეიცავს ამ მინერალებს მაღაროელები უწოდებენ მთის სულს კობალდს. ძველი ნორვეგიელები თვლიდნენ, რომ ვერცხლის მომპოვებლების მოწამლვა ამ ავი სულის ნამოქმედარია.
1735 წელს შვედმა მინერალოგმა გეორგ ბრანდტმა შეძლო გამოეყო ამ მინერალისაგან ადრე უცნობი ლითონი, რომელსაც უწოდა კობალტი. მან ასევე გაარკვია, რომ სწორედ ამ ელემენტის ნაერთები ღებავენ ლურჯად მინას - ამ თვისებით სარგებლობდნენ ჯერ კიდევ უძველეს ასირიაში და ბაბილონში.
დედამიწის ქერქში კობალტის მასური წილი არის 4×10−3%. კობალტი შედის შემდეგი მინერალების შემადგენლობაში: კაროლიტი CuCo2S4, ლინეიტი Co3S4, კობალტინი CoAsS, სფეროკობალტიტი CoCO3, სმალტინი CoAs2, სკუტერუდიტი (Co, Ni)As3 და სხვა. სულ ცნობილია მიახლოებით 30-მდე კობალტშემცველი მინერალი. კობალტს თან სდევს რკინა, ნიკელი, მანგანუმი და სპილენძი. კობალტის შემცველობა ზღვის წყალში არის მიახლოებით (1,7)×10−10 %.
კობალტის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი არის — კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ასევე არის კობალტის მდიდარი საბადიები კანადაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ზამბიაში, ყაზახეთში, რუსეთში.
კობალტს ძირითადად მიიღებენ ნიკელის მადნებიდან, მათი დამუშავებით გოგირდმჟავათი ან ამიაკით. ასევე გამოიყენება პირომეტალურგიის მეთოდი. თვისებებით ახლოს მდგომი ნიკელისაგან მისი გამოყოფა ხდება ქლორის მეშვეობით, კობალტის ქლორატი (Co(ClO3)2) ილექება ძირს, ხოლო ნიკელის ნაერთები რჩებიან ხსნარებში.
კობალტს გააჩნია მხოლოდ ერთი სტაბილური იზოტოპი — 59Co (იზოტოპური გავრცობადობა 100). ცნობილია ასევე კობალტის კიდევ 22 რადიოაქტიური იზოტოპი.
კობალტი — მაგარი ლითონია, არსებობს ორი მოდიფიკაციის სახით. ოთახის ტემპერატურიდან 427 °C-მდე მდგრადი α-მოდიფიკაციაა. 427 °C-დან დნობის ტემპერატურამდე (1494 °C) მდგრადია კობალტის β-მოდიფიკაცია (კუბურ წახნაგცენტრირებული მესერით). კობალტი - ფერომაგნეტიკია, კიურის წერტილია - 1121 °C. მას მოყვითალო ელფერს აძლევს ოქსიდების თხელი ფენა.
კობალტი არის ორგანიზმისათვის სასიცოცხლოდ საჭირო ერთ-ერთი მიკროელემენტი. ის შედის ვიტამინ В12-ში (კობალამინი). კობალტი მონაწილეობს სისხლის შექმნის პროცესში, ნერვიული სისტემის ფუნქციებში, ფერმენტულ რეაქციებში. ადამიანის ყოველდღიურ მოთხოვნას კობალტზე შეადგენს 0,007-0,015 მგრ-ს. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 0,2 მგრ კობალტს მასის ყოველ ერთ კილოგრამზე. კობალტის უკმარისობა იწვევს აკობალტოზს.
კობალტის ჭარბი რაოდენობა ადამიანისათვის მავნეა.
1960 წლებში კობალტის მარილები გამოიყენებოდა ლუდსახარში კომპანიების მიერ ქაფის სტაბილიზაციისათვის. ისინი ვინც რეგულარულად დღეში სვამდნენ ოთხ ლიტრზე მეტ ლუდს ღებულობდნენ სერიოზულ გართულებებს გულზე და ზოგ შემთხვევაში იყო სიკვდილის შემთხვევებიც. ცნობილია ასევე ეგრეთ წოდებული კობალტური კარდიომიოპატიის შემთხვევები ლუდის სმასთან დაკავშირებით 1964-1966 წლებში ომახში (ნებრასკას შტატი), კვებეკში (კანადა), ლევენში (ბელგია), და მინეაპოლისში (მინესოტას შტატი). ამ შემთხვევების შემდეგ მისი გამოყენება ლუდის წარმოებაში შეწყვიტეს, და ახლა აკრძალულია კანონით.
კობალტის მტვრის ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია (ზდკ) ჰაერში არის 0,5 მგრ/მ³, სასმელ წყალში მისი დასაშვები შემცველობაა 0,01 მგრ/ლ.
ტოქსიკური დოზაა (LD50 ვირთხებისათვის) — 50 მგრ.
განსაკუთრებით ტოქსიკურია კობალტის ოქტაკარბონილის ორთქლი Со2(СО)8.
This article uses material from the Wikipedia ქართული article კობალტი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.