ნატრიუმი

ნატრიუმი (ლათ.

ნატრიუმი
11Na
22.989
3s1

ატომური ნომერია — 11, ატომური მასა — 22.989. დაჟანგვის რიცხვი — 1, მუხლი (+).

ნატრიუმი, 11Na
ნატრიუმი
ზოგადი თვისებები
მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა მოვერცხლისფრო-თეთრი
სტანდ. ატომური
წონა
Ar°(Na)
22.98976928±0.00000002
22.989±0.001 (დამრგვალებული)
ნატრიუმი პერიოდულ სისტემაში
წყალბადი ჰელიუმი
ლითიუმი ბერილიუმი ბორი ნახშირბადი აზოტი ჟანგბადი ფთორი ნეონი
ნატრიუმი მაგნიუმი ალუმინი სილიციუმი ფოსფორი გოგირდი ქლორი არგონი
კალიუმი კალციუმი სკანდიუმი ტიტანი ვანადიუმი ქრომი მანგანუმი რკინა კობალტი ნიკელი სპილენძი თუთია გალიუმი გერმანიუმი დარიშხანი სელენი ბრომი კრიპტონი
რუბიდიუმი სტრონციუმი იტრიუმი ცირკონიუმი ნიობიუმი მოლიბდენი ტექნეციუმი რუთენიუმი როდიუმი პალადიუმი ვერცხლი კადმიუმი ინდიუმი კალა სტიბიუმი ტელური იოდი ქსენონი
ცეზიუმი ბარიუმი ლანთანი ცერიუმი პრაზეოდიმი ნეოდიმი პრომეთიუმი სამარიუმი ევროპიუმი გადოლინიუმი ტერბიუმი დისპროზიუმი ჰოლმიუმი ერბიუმი თულიუმი იტერბიუმი ლუტეციუმი ჰაფნიუმი ტანტალი ვოლფრამი რენიუმი ოსმიუმი ირიდიუმი პლატინა ოქრო ვერცხლისწყალი თალიუმი ტყვია ბისმუტი პოლონიუმი ასტატი რადონი
ფრანციუმი რადიუმი აქტინიუმი თორიუმი პროტაქტინიუმი ურანი (ელემენტი) ნეპტუნიუმი პლუტონიუმი ამერიციუმი კიურიუმი ბერკელიუმი კალიფორნიუმი აინშტაინიუმი ფერმიუმი მენდელევიუმი ნობელიუმი ლოურენსიუმი რეზერფორდიუმი დუბნიუმი სიბორგიუმი ბორიუმი ჰასიუმი მეიტნერიუმი დარმშტადტიუმი რენტგენიუმი კოპერნიციუმი ნიჰონიუმი ფლეროვიუმი მოსკოვიუმი ლივერმორიუმი ტენესინი ოგანესონი
Li

Na

K
ნეონინატრიუმიმაგნიუმი
ატომური ნომერი (Z) 11
ჯგუფი 1 ჯგუფი (ტუტე ლითონები)
პერიოდი 3 პერიოდი
ბლოკი ნატრიუმი s-ბლოკი
ელექტრონული კონფიგურაცია [Ne] 3s1
ელექტრონი გარსზე 2, 8, 1
ელემენტის ატომის სქემა
ნატრიუმი
ფიზიკური თვისებები
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში მყარი სხეული
დნობის
ტემპერატურა
97.794 °C ​(370.944 K, ​​208.029 °F)
დუღილის
ტემპერატურა
882.940 °C ​(1156.090 K, ​​1621.292 °F)
სიმკვრივე (ო.ტ.) 0.968 გ/სმ3
სიმკვრივე (ლ.წ.) 0.927 გ/სმ3
კრიტიკული წერტილი 2573 K, 35 მპა
დნობის კუთ. სითბო 2.60 კჯ/მოლი
აორთქ. კუთ. სითბო 97.42 კჯ/მოლი
მოლური თბოტევადობა 28.230 ჯ/(მოლი·K)
ნაჯერი ორთქლის წნევა
P (პა) 1 10 100 1 k 10 k 100 k
T (K)-ზე 554 617 697 802 946 1153
ატომის თვისებები
ჟანგვის ხარისხი −1, +1
ელექტროდული პოტენციალი 2.71
ელექტრო­უარყოფითობა პოლინგის სკალა: 0.93
იონიზაციის ენერგია
  • 1: 495.8 კჯ/მოლ
  • 2: 4562 კჯ/მოლ
  • 3: 6910.3 კჯ/მოლ
ატომის რადიუსი ემპირიული: 190 პმ
კოვალენტური რადიუსი (rcov) 166±9 პმ
იონური
რადიუსი
(rion)
97(+1e) პმ
ვან-დერ-ვალსის რადიუსი 227 პმ
მოლური მოცულობა 23.7 სმ3/მოლი
ნატრიუმი
ნატრიუმის სპექტრალური ზოლები
სხვა თვისებები
მესრის სტრუქტურა კუბური მოცულობაცენტრირებული
ნატრიუმი
მესრის პერიოდი 4.230 Å
ბგერის სიჩქარე 3200 მ/წმ (20 °C)
თერმული გაფართოება 71 µმ/(მ·K) (25 °C)
ხვედრითი თბოტევადობა 28.23 /(K·მოლ)
თბოგამტარობა 142 ვტ/(·K)
მაგნეტიზმი პარამაგნეტიკი
მაგნიტური ამთვისებლობა +16.0·10−6 სმ3/მოლ
იუნგას მოდული 10 გპა
წანაცვლების მოდული 3.3 გპა
დრეკადობის მოდული 6.3 გპა
მოოსის მეთოდი 0.5
ბრინელის მეთოდი 0.69 მპა
CAS ნომერი 7440-23-5
ისტორია
აღმომჩენია ჰამფრი დეივი (1807)
ნატრიუმის მთავარი იზოტოპები
იზო­ტოპი გავრცე­ლება­დობა ნახევ.
დაშლა
(t1/2)
რადიო.
დაშლა
პრო­დუქტი
22Na კვალი 2.6019 წ β+ 22Ne
23Na 100% სტაბილური
24Na კვალი 14.9560 სთ β 24Mg

მეტალური ნატრიუმი პირველად მიღებულ იქნა ჰემფრი დეივის მიერ 1807 წ. ნატრიუმის ჰიდროქსიდის გამლღვალი მასის ელექტროლიზით. მისი სახელწოდება წარმოქმნილია არაბული სიტყვეის "ნატრონ"-იდან და ბერძნული სიტყვიდან "ნიტრონ"-იდან, რაც სოდას ნიშნავს.

იზოტოპები

სტანდარტული ატომური მასა

ნატრიუმის სტანდარტული ატომური მასად მიღებულია — 22,989, რომელიც როგორც წესი იანგარიშება ბუნებაში არსებულ ყველა სტაბილურ იზოტოპტთა საშუალო შეწონილი მასით, მათი დედამიწის ქერქსა და ატმოსფეროში გავრცელების პროპორციულად. ბუნებაში არსებობს ნატრიუმის მხოლოდ ერთი სტაბილური იზოტოპი (23Na), რომლის ატომური მასაც შეადგენს 22,9897692809.

ბუნებაში გავრცელება

ნატრიუმი როგორც აქტიური ლითონი ბუნებაში თავისუფალი სახით არ გვხვდება, იგი ნაერთების სახითაა ბუნებაში. ნატრიუმის ნაერთები მრავლად არის გავრცელებული ბუნებაში. ნატრიუმის შემცველობა დედამიწაზე შეადგენს 2,64 წონით %-ს.

  • ნატრიუმის ქლორიდი NaCl - ამ ნაერთის სახით არის მეტწილად ნატრიუმი გავრცელებული ბუნებაში. ნატრიუმის ქლორიდს, რომელსაც მადნის სახით ვხვდებით ბუნებაში, ქვამარილი ეწოდება. ქვამარილის დიდი მარაგი მოიპოვება რუსეთში, პოლონეთსა და გერმანიაში, ინდოეთსა და ბევრ სხვა ქვეყანაში.
  • კრიოლიტი Na3AlF6, რომელიც შეიცავლს 32,8 % ნატრიუმს მინარევის სახით, შეიძლება შეიცავდეს რკინას. დიდი რაოდენობით მოიპოვება გრელანდიაში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში.
  • ნატრიუმის ნიტრატი, ჩილეს გვარჯილა NaNO3 გვხვდება თეთრი რომბული კრისტალების სახით.
  • ნატრიუმის კარბონატი Na2CO3•NaHCO3•2H2O გვხვდება ზოგიერთ ტბებში.
  • ტენარდიტი Na2SO4 მოიპოვება რუსეთსა და კანადაში.
  • მირაბილიტი Na2SO4•10H2O მოიპოვება რუსეთში, აშშ, მექსიკაში და სხვა ქვეყნებში.
  • ბორაქსი Na2SO4•10H2O მოიპოვება რუსეთში, აშშ.

მეტალური ნატრიუმის მიღება

მეტალურ ნატრიუმს იღებენ ნატრიუმის ჰიდროქსიდის ან ნატრიუმის ქლორიდის გამლღვალი მასის ელექტროლიზით.

განვიხილოთ ნატრიუმის მიღება გამლღვალი ნატრიუმის ჰიდროქსიდის ელექტროლიზით. ნატრიუმის ჰიდროქსიდის ელექტროლიზი მიმდინარეობს შემდეგი სქემით:

    2NaOH<―>2Na++2OH-
    კათოდზე 2Na†+2e―>2Na
    ანოდზე 2OH‾-2e―>H2O+1/2O2

კათოდზე ნატრიუმთან ერთად ადგილი აქვს თავისუფალი წყალბადის გამოყოფას:

    2HOH<―>2H†+2OH
    კათოდზე 2H†+2e―>2H―> H2

ნატრიუმის ჰიდროქსიდიდან ნატრიუმის ელექტროლიზით მიღების ელექტროლიზორის სქემა წარმოადგენს რკინის ჭურჭელს. კათოდად გამოყენებულია გრაფიტის ან რკინის ღეროები, ანოდად გამოყენებულია ნიკელი ან რკინის ცილინდრი. კათოდის გარემო ანოდის გარემოსაგან გამოყოფილია ცილინდრის ფორმის ბადით. მის ზედა ნაწილში გროვდება მეტალური ნატრიუმი. ელექტროლიზს ატარებენ 320 °C- ზე.

მეტალური ნატრიუმი შეიძლება მივიღოთ იმავე ხელსაწყოს გამოყენებით ნატრიუმის ქლორიდის გამლღვალი მასის ელექტროლიზით, მხოლოდ კათოდად იყენებენ სპილენძის ღეროს. მეტალური ნატრიუმი ინახება ჰაერთან შეხების გარეშე, მეტწილად ნავთში. მეტალური ნატრიუმი შეიძლება მივიღოთ აგრეთვე ჟანგვა-აღდგენის რეაქციით. მაგალითად, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ან ნატრიუმის კარბონატის ნახშირით აღდგენისას წყალბადის გარემოში, ან კიდევ ვაკუუმში.

    2NaOH+C―>2Na+CO+H2O
    Na2CO3+2C―>2Na+3CO
    2Na2CO3+3Fe―>4Na+Fe3O4+2CO

აღდგენა მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე რკინის რეტორტაში, ნატრიუმის ორთქლის კონდენსაციას ახდენენ პეტროლეინის ეთერში გატარებით. მიღებული ტექნიკური ნატრიუმის გასუფთავებას ახდენენ ვაკუუმში ან ინერტული გაზის ატმოსფეროში გადადენით.

ნატრიუმის ფიზიკური თვისებები

ნატრიუმი ბრჭყვიალა ვერცხლისფერი, რბილი ლითონია. ადვილად იჭრება დანით, პარამაგნიტურია, მსუბუქია, d=0,971 გ/სმ³ წელვადი, დნობის დაბალი ტემპერატურის, tდნ=97.7 °C, tდუღ=883 °C. კარგად ატარებს ელექტროდენს, აქვს მოცულობაცენტრირებული კუბური მესერი.

ქიმიური თვისებები

  • თხევად ამიაკში გახსნისას იძლევა ამიდს: NH2Na.

ცნობილია ნატრიუმის შენადნობები ზოგიერთ მეტალთან, როგორიცაა: ვერცხლისწყალი, ტყვია, კალა, ალუმინი და ყველა ტუტე ლითონთან.

  • ნატრიუმის ინტერმეტალურ ნაერთებს ვერცხლისწყალთან ამალგამა ეწოდება. (NaHg3, NaHg4, NaHg, Na2Hg Na3Hg2 Na5Hg2). ისინი ფართოდ გამოიყენებიან ორგანულ ქიმიაში, როგორც აღმდგენლები, ამალგამაში შემავალი ნატრიუმი ადვილად ჩაენაცვლება წყალბადს წყალში და სპირტებში.

მეტალური ნატრიუმი აქტიური მეტალია ჟანგბადის, წყალბადის, ჰალოგენების, გოგირდის, სელენის, ტელურის, ფოსფორის, დარიშხანის და სხვა ელემენტების მიმართ და ადვილად შედის რეაქციაში.

ნატრიუმი 
ნატრიუმის ემისიური ანალიზით განსაზღვრა ალის ყვითელი ფერით სპექტრის ნატრიუმის D-ხაზებით, დუბლეტი 588,9950 და 589,5924 ნმ.
  • ჰაერზე ნატრიუმი ადვილად შედის ჟანგბადთან რეაქციაში და მისი ზედაპირი იფარება ოქსიდის თხელი ფენით, მასთან ერთად წარმოიქმნება ჰიდროქსიდი და ნატრიუმის კარბონატი (Na2O+CO2―>Na2CO3).

ნატრიუმი, განსხვავებით კალიუმისა და რუბიდიუმისაგან, ჰაერზე გახურებით ისე ლღვება, რომ არ განიცდის აალებას. ჟანგბადში გახურებისას წარმოიქმნება ნატრიუმის ოქსიდი და პეროქსიდი -Na2O, Na2O2. ჰაერზე გახურებისას დუღილის ტემპერატურამდე (883 °C) ნატრიუმი იწვის ყვითელი ალის წარმოქმნით, ნატრიუმის ეს თვისება საფუძვლად უდევს ნატრიუმის ემისიურ ანალიზს.

  • ნატრიუმი, როგორც აქტიური მეტალი ენერგიულად შედის წყალთან რეაქციაში:
    2Na+2H2O―>2NaOH+H2
  • ნატრიუმი რეაქციაში შედის აგრეთვე ეთილის სპირტთან ნატრიუმის ეთილატის წარმოქმნითა და წყალბადის გამოყოფით:
    C2H5OH+Na―>C2H5ON+1/2H2

ნატრიუმის ჰალოგენიდები

NaHaI მიიღება ნატრიუმისა და ჰალოგენების უშუალოდ ურთიერთ მოქმედებით, ჩანაცვლების, მიმოცვლის რეაქციებით და სხვა.

  • ნატრიუმის ფტორიდი
    Na+1/2F2―>NaF
    2Na+2HF―>2NaF+H2

ცნობილი ნატრიუმის მჟავა NaHF2 ფტორიდი მიიღება:

    NaF+HF―>NaHF2

იმავე ხერხით მიიღება ნატრიუმის სხვა ჰალოიდნაერთები.

    Na+1/2Cl2 <—NaCl
    2Na+2HCl=2NaCl+H2

ხსნარიდან ნატრიუმის ქლორიდი შეიძლება გამოვყოთ, როგორც ხსნარის აორთქლებით, ისე მასში HCl გატარებით, წყლის და ჭარბი რაოდენობის HCl გამოცილებისათვის, მას ალღობენ პლატინის ტიგელში.

ნატრიუმის ქლორიდი იონური მესერის მქონე კრისტალური ნივთიერეებაა, რომელიც წარმოქმნის გვერდცენტრირებულ კუბურ კრისტალებს.

    Na+1/2Br2―>NaBr
    FeBr2+Na2CO3―>2NaBr+FeCO3

ნატრიუმის ბრომიდი წარმოადგენს გამჭვირვალე კუბური ფორმის კრისტალებს, d=3,205 გრ/სმ3, tლღ=755 °C. tლღ=1392 °C, კარგად იხსნება წყალში, ორგანულ გამხსნელეში—ძნელად.

  • ნატრიუმის იოდიდის NaI იღებენ Fe3J3-ზე თბილი ნატრიუმის კარბონატის ხსნარის მოქმედებით:
    FeI2•2FeI3+4Na2CO2―>8NaI+Fe3O4+4CO2

ნატრიუმის იოდიდი გამჭვირვალე უფერო კუბური ფორმის კრისტალებია d=3,667 გრ/სმ³, tლღ=654 °C, tდნ=1304 °C, იხსნება წყალსა და სპირტში, ცნობილია აგრეთვე ნატრიუმის პოლიიოდიდები - NaI2, NaI3.

  • ნატრიუმის ჰიპოქლორიტი. (ქვექლოროვანი მჟავას ნატრიუმის მარილი) NaOCl მიიღება სხვა მარილებთან ერთად, ნატრიუმის ჰიდროქსიდის ცივ განზავებულ ხსნარში ქლორის გატარებით და აგრეთვე ქვექლოროვანი მჟავას ნატრიუმის კარბონატზე მოქმედებით:
    2NaOH+Cl2―>NaCl+NaOCl+H2O
  • ნატრიუმის ქლორიდისა და ნატრიუმის ჰიპოქლორიტის მარილების ხსნართა ნარევს ჟაველის წყალი ეწოდება.
  • ნატრიუმის ქლორატი NaClO3 მიიღება გაზური ქლორის ცხელი ნატრიუმის ჰიდროქსიდის ხსნარში ან კარბონატის ხსნარსი გატარებით, ან კიდევ NaCl-ის ხსნარის ელექტროლიზით:
    6NaOH+3Cl2―>NaClO3+5NaCl+3H2O

ნატრიუმის ქლორატი უფერო კუბური ფორმის კრისტალური ნივთიერებაა d=2,45 გ/სმ³, ლღვება 261 გრადუსზე, კარგად იხსნება წყალში, სპირტში და სხვა გამხსნელებში.

ნატრიუმის არაორგანული ნაერთები

  • ნატრიუმის ჰიდრიდი NaH მიიღება 360-400 °C-მდე გახურებისას ნატრიუმის ზედაპირზე წყალბადის გატარებით:
    Na+1/2H2―>NaH+14,4 კკალ/მ

ან

    Na2O+2H2―>2NaH+ H2O რეაქცია მიმდინარეობს 200 °C-ზე. ნატრიუმის ჰიდრიდი, რომელშიც წყალბადი დამუხტულია უარყოფითად უფრო კუბური კრისტალებია. NaCl-დის კრისტალური მესრით (Na-H r=2,44A, d=1,38 გ/სმ³

NaH წყალში განიცდის ჰიდროლიზს ნატრიუმის ტუტისა და წყალბადის გამოყოფით, ურთიერთქმედებს სპირტთან და ამიაკთან:

    2NaH+2H2O―>2NaOH+2H2

ნატრიუმის ოქსიდი

  • ნატრიუმის ოქსიდი Na2O იღებენ მეტალური ნატრიუმის ჰაერზე გაცხელებით, ნატრიუმის ნიტრატის, ნიტრატის ან ზეჟანგვის მეტალურ ნატრიუმთან გაცხელებით:
    NaNO3+5Na―>3Na2+1/2N2Na2O თეთრი ფერის კუბური კრისტალებია, d=2,27 გ/სმ³ გადადენის t=1275 °C.
  • ნატრიუმის პეროქსიდი Na2O2 ჟანგბადის გარემოში (400 °C) ნატრიუმის დაწვისას პეროქსიდი მიიღება:
    2Na+O2―>Na2O2+ 119,2 კკალ/მ

ნატრიუმის პეროქსიდი გამჭვირვალე-მოყვითალო ფერის მიკროკრისთალური ნივთიერებაა, d=2,8 ცგ/სმ³. ნატრიუმის და სხვა მეტალების პეროქსიდები შეიცავენ ჟანგბადის მოლეკულის იონს.

ნატრიუმის ჰიდროქსიდი

    2Na+2H2O―>2NaOH+H2
    Na2O+H2O―>2NaOH

ნატრიუმის ჰიდროქსიდი თეთრი ფერის, ძლიერ ჰიდროსკოპიული ნივთიერებაა (d=2,13 გ/სმ³, tლღ=318,5 °C, tდუღ=1300 °C). NaOH-ში ლითიუმის ჰიდროქსიდისაგან განსხვავებით გადაიდენება და ორთქლის მდგომარეობაში გადადის დაუშლელად, ის შლის ქსოვილებს, ტყავს, ქაღალდს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს, კარგად იხსნება წყალში, სპირტში და სხვა გამხსნელებში.

ნატრიუმის მარილები

  • ნატრიუმის სულფიდი Na2S მიიღება ნატრიუმის სულფატის ნახშირთან მაღალ (900 °C) ტემპერატურაზე გახურებით:
    Na2SO4+4C―>Na2S+4CO 500 °C

ნატრიუმის სულფიდი თეთრი ამორფული ან კრისტალური ნივთიერებაა, მისი სიმკვრივე d=1,86 გ/სმ³, tლღ=920 °C, ცნობილია აგრეთვე ნატრიუმის პოლისულფიდის კრისტალოჰიდრატები, როგორიცაა: Na2S2•5H2O; Na2S3•8H2O: Na2Sx•nH2O.

  • ნატრიუმის ჰიდროსულფიდი (ბისულფიდი NaHS) მიიღება რეაქციებით:
    Na+H2S<―NaHS+1/2H2
    Na2S+H2O―>NaHS+NaOH

ნატრიუმის ბისულფიდი წარმოქმნის თეთრი ფერის კუბურ კრისტალებს, რომლის tლღ=350 °C კარგად იხსნება წყალსა და სპირტში.

  • ნატრიუმის სულფიტი Na2SO3•7H2O მიიღება რეაქციით:

Na2CO3+2SO2+H2O―>2NaHSO3+CO2 ჰაერზე Na2SO3•7H2O ადვილად კარგავს კრისტალიზაციურ წყალს და დაჟანგვის შედეგად გადადის სულფატში.

  • ნატრიუმის ჰიდროსულფიტი მიიღება NaOH-ზე SO2-ის მოქმედებით, ან ნატრიუმის სულფიტის ჰიდროლიზით:
    NaOH+SO2=NaHSO3
    Na2SO3+H2O=NaHSO3+NaOH
  • ნატრიუმის თიოსულფატი Na2S2O3 მიიღება გოგირდის ფხვნილის Na2SO3 წყალხსნარზე მოქმედებით ან ნატრიუმის სულფიდის SO2-თან მოქმედებით:
    Na2SO3+S=Na2S2O3
    2Na2S+3SO2=2Na2S2O3+S
  • ნატრიუმის სულფატი Na2SO4- ბუნებაში გვხვდება მინერალი ტონარდიტის Na2SO4 მირაბილიტის Na2So4*10H2O, გლაუბერიტის Na2So4*MgSO4*4H2O და სხვა მარილის სახით. ნატრიუმის სულფატი გამოყენებას პოულობს მედიცინასა და საფეიქრო მრეწველობაში. სოდის, მინის, ულტრამარინის წარმოებაში.
  • ნატრიუმის ნიტრიდი Na3N იღებენ გახურებული მეტალური ნატრიუმის ზედაპირზე ამიაკის გატარებით. ნატრიუმის ნიტრიდი მუქი მყარი კრისტალური ნივთიერებაა, წყალთან შედის რეაქციაში:
    Na3N+3H2O=3NaOH+NaH3
  • ნატრიუმის ნიტრიტი NaNO2 (ჩილის გვარჯილა) იღებენ აზოტის ოქსიდისა და დიოქსიდის ნარევის ნატრიუმის კარბონატის ან ჰიდროქსიდის ხსნარში გატარებით:
    NO+NO2+Na2CO3=2NaNO2+CO2

კუბური კრისტალებია, კარგად იხსნება წყალში, სპირტში და სხვა გამხსნელებში.

  • ნატრიუმის ნიტრატი HNO3 შეიდძლება მივიღოთ ნატრიუმის ჰიდროქსიდთან ან კარბონატთან ურთიერთქმედებით:
    HNO3+NaOH=NaNO3+H2O

ნატრიუმის ნიტრატის წყალხსნარის აორთქლებით მიიღება თეთრი ფერის, რომბოედრული ან ტრიგონალური კრისტალური ნატრიუმის ნიტრატი, რომლის სიმკვრივე d=2,26 გ/სმ³, ლღობის ტემპერატურა tლღ=306,8 °C, კარგად იხსნება წყალში.

  • ნატრიუმის ამიდი NaNH2 მიიღება 350 °C ტემპერატურაზე გახურებული ნატრიუნის ზედაპირზე გაზურ მდგომარეობაშიო მყოფი ამიაკის გატარებით:
    Na+CH3=NaNHO+1/2H2+20,36 კკალ/მოლი.

ნატრიუმის ამიდი მომწვანო ყვითელი მყარი ნივთიერებაა, 210 °C ლღობის ტემპერატურით, დუღს 4400 °C-ზე, კარგად იხსნება ამიაკში, იხსნება წყლის ან სპირტის მოქმედებით. ნატრიუმის ამიდი ნახშირბადით 800 °C-ზე აღდგენით მიიგება: NaNH2+C=NaCN+H2 ნატრიუმის ციანიდი ძირითადად ამ მიზნისათვის პოულობს გამოყენებას.

  • ნატრიუმის ფოსფიდი Na3P მიიღება მეტალური ნატრიუმის ელემენტურ ფოსფორთან 400 °C-ზე ვაკუუმში გახურებით. Na3P წითელი მყარი ნივთიერებაა, ადვილად შედის წყალთან რეაქციაში.
  • ნატრიუმის ფოსფატი Na3PO4 მიიღება ნატრიუმის ჰიდროქსიდისა და ორთოფოსფორმჟავას ურთიერთქმედებით. იმისდა მიხედვით თუ რა სტექიომეტრული თანაფარდობით გვაქვს აღებული ტუტე და მჟავა მიიღება ერთ-ორ-სამჩანაცვლებული ნატრიუმის ფოსფორმჟავა მარილები: NaH2O4, Na2HPOH4 და Na3PO4. ორთოფოსფორმჟავას მარილების წყალხსნარების აორთქლებით მიიღება თეთრი ფერის უწყლო ან კირსტალოჰიდრატული მარილები.
  • ნატრიუმის პიროფოსფატი Na4P2O7 მიიღება ორჩანაცვლებული ნატრიუმის ფოსფატის (Na2HPO4) 232 °C-ზე გახურებით:
    2Na2HPO4=Na4P2O7+H2O
  • ნატრიუმის კარბონატი Na2CO3 (სოდა) ბუნებაში სოდა მოიპოვება ნატრიუმის კარბონატთან ერთად ზოგიერთ ტბაში და მის ტბის წყლის აორთქლებით იღებენ. გამოიყოფა Na2CO3*NaHCO3*2H2O ან Na2CO3*2NaHCO3*2H2O-ს სახით.
  • ნატრიუმის მეტასილიკატი Na2SiO3 (ხსნადი მინა) მიიღება ნატრიუმის კარბონატისა და სილიციუმის დიოქსიდის მაღალ ტემპერატურაზე (1100 °C) შეცხობით:
    Na2CO3+SiO2=Na2SiO3+CO2-24,7 კალ/მოლი
    Na2SiO3 - უფერო მონოკლინური კრისტალური ნივთიერებაა, რომელიც კარგად იხსნება წყალში, მას ხსნად მინას უწოდებენ, ნატრიუმის მეტასილიკატი გამოიყენება სხვადასხვა სილიკატების მისაღებად, როგორც მინის საგოზი, ფაიფურის მრეწველობაში.

ცნობილია, აგრეთვე, ნატრიუმის სხვა ელემენტებთან ნაერთები, როგორიცაა: ნატრიუმის ტეტრაბორატი Na2B4O7, ორგანული ნაერთები და სხვა.

ნატრიუმის გამოყენება

  • მეტალური ნატრიუმი ფართოდ გამოიყენება როგორც აღმდგენელი სხვადასხვა მეტალების მისაღებად მათი ჰალოგენებიდან, სულფიდიდან, ოქსიდიდან და სხვა ნაეთებიდან. ის გამოიყენება ზოგიერთი ორგანული ნაერთის გაუწყლოებისათვის. ცნობილია ნატრიუმის შენადნობები რიგ მეტალებთან, როგორებიცაა: NaK, NaPb, NaHg, NaSe, ნატრიუმის ნართები Na2O2, Na2O, NaCN, NaNH2 გამოიყენება როგორც მონოქრომატული სინათლის წყარო ფოტოელექტრულ ელემენტებში.
  • ნატრიუმის პეროქსიდი ფართოდ გამოიყენება ჰაერის გასუფთავებისას და რეგენერაციისათვის,
    Na2O2

ხელოვნურად სასუნთქავ აპარატებში

    Na2O2+CO2―>Na2CO3+1/2O2
  • ნატრიუმი-კალიუმის შენადნობი გამოიყენება მაღალი ტემპერატურის გასაზომი თერმომეტრების დასამზადებლად და ურანის ელემენტებში როგორც სითბოს გადამტანი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნატრიუმი იზოტოპებინატრიუმი ბუნებაში გავრცელებანატრიუმი მეტალური ს მიღებანატრიუმი ს ფიზიკური თვისებებინატრიუმი ქიმიური თვისებებინატრიუმი ს ოქსიდინატრიუმი ს ჰიდროქსიდინატრიუმი ს მარილებინატრიუმი ს გამოყენებანატრიუმი რესურსები ინტერნეტშინატრიუმი სქოლიონატრიუმიატომური მასაატომური ნომერიელემენტთა პერიოდული სისტემის მესამე პერიოდილათინური ენაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაქიმიური ელემენტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იგავ-არაკიტრეფიკინგიანდებიდედა ენაალჟირიბაგრატიონებიგეორგიევსკის ტრაქტატიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითოტო ფონ ბისმარკიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდადავითგარეჯააფხაზეთიგოდერძის უღელტეხილილამპრობასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიაბანოთუბანიგამზრდელი (პოემა)კომპიუტერილიბერალიზმი საქართველოშიალცჰაიმერის დაავადებაეგრისის დიდი ომიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიგრიგოლ ხანძთელიაფრიკავიკისაწყობიკეთილშობილი ირემიზაფხულიზაქარია ფალიაშვილიცხენისწყალისაქართველო XII-XIII საუკუნეებშიმორალიჰიმალაიქართული საბჭოთა ენციკლოპედიანიანგებიშოთა რუსთაველიხეოფსის პირამიდა25 აპრილინარკომანიასომხეთიელექტრობახვიჩა კვარაცხელიაამერიკაკახეთის აჯანყება (1659)მერკურიმზემარკ ტვენიქეთევან დედოფალისუნთქვაგერგეტის სამების ეკლესიაოშკიკვიპროსირომის იმპერიაენდომეტრიოზიაზიაქართლ-კახეთის სამეფოთემურლენგიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითანანურის ციხედიდი სამამულო ომიდისკრიმინაციალონდონიაფხაზეთის ომი (1992-1993)ვეშაპისნაირნიცოტნე დადიანიჩერნობილის კატასტროფასაქართველოს გეოგრაფიაარაბთა დაპყრობითი ომებიხორვატიაწმინდა გიორგიმსოფლიოს მოსახლეობაგანათლება საქართველოშიქრომოსომაკვადრატული მეტრისოციალიზმიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრება🡆 More