იონიზაციის ენერგია

იონიზაციის ენერგია — კავშირის ენერგიის ერთ-ერთი სახეობაა ან, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, პირველი იონიზაციის პოტენციალი (I1) (მრავალელექტრონიანი ატომისათვის არსებობს მეორე, მესამე და ა.შ.

იონიზაციის პოტენციალები, რომლებიც წარმოადგენენ ელექტრონის მოცილების ენერგიას მისი თავისუფალი კათიონისაგან მუხტით +1, +2 და ა.შ. ეს იონიზაციის პოტენციალები, როგორც წესი, ნაკლებად მნიშვნელოვანია ქიმიური ელემენტის დასახასიათებლად), წარმოადგენს უმცირეს ენერგიას, რომელიც საჭიროა თავისუფალი ატომიდან ელექტრონის მოსაცილებლად, მის დაბალ ენერგეტიკულ (ძირითად) მდგომარეობიდან უსასრულობაში. იონიზაციის ენერგია წარმოადგენს ატომის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს, რომელზედაც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ატომებს შორის შექმნილი ქიმიური კავშირის ბუნება და სიმტკიცე. ატომის იონიზაციის ენერგიისაგან მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ასევე შესაბამისი მარტივი ნივთიერების აღმდგენი თვისებები. ატომის იონიზაციის ენერგიაზე არსებითი გავლენა აქვს შემდეგ ფაქტორებს:

  1. ბირთვის ეფექტიანი მუხტი, რომელიც წარმოადგენს ატომში ელექტრონების რიცხვის ფუნქციას, ეკრანირირებს ბირთს და უფრი ღრმად მდებარე ორბიტალებზე;
  2. რადიალური მანძილი ბირთვიდან ელექტრონამდე რომელიც ატომის ბირთვათნ ყველაზე სუსტადაა დაკავშირებული და იონიზაციისას ტოვებს მას;
  3. ელექტრონის შეღწევადობის უნარის ზომა;
  4. გარე (ვალენტური) ელექტრონების, ელექტრონებსშორისი განზიდვა.
იონიზაციის ენერგია
ელემენტების იონიზაციის ენერგიები.

იონიზაციის ენერგიაზე აქვს გავლენა ასევე ნაკლებად მნიშვნელოვან ფაქტორებს, როგორებიცაა, კვანტურმექანიკური გაცვლითი ურთიერთქმედებები, ზურგის და მუხტის კორელაცია და სხვა.

იონიზაციის ენერგიას ყოველთვის აქვს ენდოენერგეტიკული მნიშვნელობა (ეს გასაგებიცაა, რათა მოვწყვიტოთ ელექტრონი ატომს, საჭიროა მოვდოთ ენერგია მას, და თავისით ეს ვერ მოხდება).

მესამე პერიოდის ელემენტების ატომების თანმიმდევრობითი იონიზაციის ენერგია In (კჯ/მოლი)
ელემენტი I1 I2 I3 I4 I5 I6 I7
Na 495,8 4564
Mg 737,7 1451 7730
Al 577,6 1817 2744 11600
Si 786,5 1577 3228 4350 16100
P 1011,8 1904 2910 4950 6270 21200
S 999,6 2253 3380 4565 6950 8490 27000
Cl 1251,2 2296 3850 5160 6560 9360 11000
Ar 1520,6 2666 3946 5770 7230 8780 12000

შენიშვნები

რესურსები ინტერნეტში

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მერაბ კოსტავაგამარჯვების დღეამფიბიებიაშშ-ის სამოქალაქო ომიაუტიზმიდელფინებიდავითიანი (ნაწარმოები)თავისუფლების ქანდაკებაცივი ომიაბრეშუმის დიდი გზაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიYandexგიორგი VIIIვაჟა-ფშაველათხის რქა (ასტროლოგია)მასშტაბითეატრიმერწყულირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიპაოლო იაშვილისაქართველოს ქალაქებისალამურიმონა ლიზაევროპის საბჭოარასამთავრობო ორგანიზაციაკუბური მეტრიწმინდა გიორგინოე სულაბერიძემასონობაქრისტესისხლაატმოსფერული წნევაპოლონეთიძუძუმწოვრებიპეტუნიაგიორგი ლეონიძეალცჰაიმერის დაავადებალიონელ მესისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკატალიზატორიგიორგი XIIბახტრიონი (პოემა)საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიმარშალის გეგმათამარ მეფეალექსანდრე ყაზბეგიკონსერვატიზმიკილოგრამიქართლის გაქრისტიანებააბო თბილელის წამებაზურა ყიფშიძეGoogleალპებიდანიაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)ბაგრატის ტაძარითავისუფლება (ფილოსოფია)შიზოფრენიაკუნილინგუსიწყალითავის ტვინითბილისის პანსიონებისაქართველოს ფაუნაბრაზილიახორვატიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოათი მცნებაემპათიალადო გუდიაშვილიგიორგი ყარყარაშვილიბორჯომივენათევზებიქართლის ცხოვრებანარკომანიასვეტიცხოველისაჰარა🡆 More