ჰასიუმი (ლათ.
ჰასიუმი |
108Hs |
[269] |
5f14 6d6 7s2 |
Hassium; ქიმიური სიმბოლო — ), უნნილოქტიუმი (ლათ. Unniloctium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-ოსმიუმი (Eka-osmium) — ელემენტთა პერიოდული სისტემის მეშვიდე პერიოდის, მერვე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, VIIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 108. ელემენტს სახელი დაერქვა გერმანული მიწის ჰესენის პატივსაცემად.
ზოგადი თვისებები | |||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მასური რიცხვი | 269 | ||||||||||||||||||||
ჰასიუმი პერიოდულ სისტემაში | |||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||
ატომური ნომერი (Z) | 108 | ||||||||||||||||||||
ჯგუფი | 8 | ||||||||||||||||||||
პერიოდი | 7 პერიოდი | ||||||||||||||||||||
ბლოკი | d-ბლოკი | ||||||||||||||||||||
ელექტრონული კონფიგურაცია | [Rn] 5f14 6d6 7s2 | ||||||||||||||||||||
ელექტრონი გარსზე | 2, 8, 18, 32, 32, 14, 2 | ||||||||||||||||||||
ელემენტის ატომის სქემა | |||||||||||||||||||||
ფიზიკური თვისებები | |||||||||||||||||||||
აგრეგეგატული მდგომ. ნსპ-ში | მყარი სხეული | ||||||||||||||||||||
სიმკვრივე (ო.ტ.) | 27–29 გ/სმ3 | ||||||||||||||||||||
ატომის თვისებები | |||||||||||||||||||||
ჟანგვის ხარისხი | (+2), (+3), (+4), (+6), +8 | ||||||||||||||||||||
ელექტროდული პოტენციალი | | ||||||||||||||||||||
იონიზაციის ენერგია |
| ||||||||||||||||||||
ატომის რადიუსი | ემპირიული: 126 პმ | ||||||||||||||||||||
კოვალენტური რადიუსი (rcov) | 134 პმ | ||||||||||||||||||||
სხვა თვისებები | |||||||||||||||||||||
ბუნებაში გვხვდება | სინთეზირების შედეგად | ||||||||||||||||||||
მესრის სტრუქტურა | მჭიდრო ჰექსაგონალური | ||||||||||||||||||||
მაგნეტიზმი | პარამაგნეტიკი | ||||||||||||||||||||
CAS ნომერი | 54037-57-9 | ||||||||||||||||||||
ისტორია | |||||||||||||||||||||
სახელწოდება მომდინარეობს | გერმანული მიწის ჰესენის სახელის მიხედვით | ||||||||||||||||||||
აღმომჩენია | Gesellschaft für Schwerionenforschung (1984) | ||||||||||||||||||||
ჰასიუმის მთავარი იზოტოპები | |||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||
• |
პირველად 108-ე ელემენტის აღმოჩენის შესახებ ცნობა გამოჩნდა 1970 წლის დასაწყისში და ეს იყო სრულიად მოულოდნელი, ექსტრემალურად მოკლესიცოცხლის მქონე და ძნელად დასაჭერი ზემძიმე ქიმიური ელემენტებისათვის. ეს მოხდა საბჭოთა მეცნიერების მიერ ჩერდინცევის მეთაურობით ექსპედიციი დროს კასპიის ზღვის ჩელექენის ნახევარკუნძულის ახლო მდებარე უდაბნო რაიონებში. მინერალ მოლიბდენიტის ნიმუშებზე 108-ე ელემენტის ტრეკების (ბირთვების კვალი) დაფიქსირების საფუძველზე გაკეთებული იქნა მეტად თამამი განაცხადი 108-ე ელემენტის ბუნებაში აღმოჩენის შესახებ რომლის მასა არის - 267. ამ "აღმოჩენის" შესახებ ახალი ამბები გამოქვეყნდა ჟურნალ «Наука и жизнь» (02/1970), «ატომური ენერგია» (11/1970). 1970 წლის აპრილში სსრკ-ს მეცნიერებათა აკადებიაში (ვერნადსკის სახელობის გეოქიმიისა და ანალიტიკური ქიმიის ინსტიტუტი, კაპიცის სახელობის ფიზიკური პრობლემების ინსტიტუტი) სხდომაზე განხილულ იქნა ეს საკითხი. შედეგად, დასკვნის სამეცნიერო სანდოობა საკმარისად არასწორი აღმოჩნდა.
საბოლოოდ და საიმედოდ 108-ე ელემენტი აღმოჩენილი ინა 1984 წელს მძიმე იონების ინსტიტუტში (გერმ. Gesellschaft für Schwerionenforschung, GSI), დარმშტადტში, გერმანიაში, ამაჩქარებელში ტყვიის (208Pb) სამიზნის ბომბარდირებით რკინა-58-ის იონების კონით UNILAC. ექსპერიმენტის შედეგად სინთეზირებული იქნა 265Hs-ის 3 ბირთვი , რომლებიც საიმედოდ იქნენ იდენტიფიცირებული α-დაშლის ჯაჭვის პარამეტრების მიხედვით.
ამ რეაქციის კვლევა ამავე დროს და დამოუკიდებლად მიმდინარეობდა დუბნაში (რუსეთი), სადაც 253Es-ის ბირთვის α-დაშლის 3 მოვლენაზე დაკვირვებისას ასევე დაასკვნეს 265Hs-ის ბირთვის სინთეზის რეაქციის რასებობის შესახებ. რადგანაც დუბნაში გამოყენებული მეთოდიკა ვერ ახერხებდა 265Hs-ის ბირთვის დაშლის დაფიქსირებას, IUPAC-ის სამუშაო ჯგუფმა 1993 წელს მიიღო გადაწყვეტილება, იმის შესახებ, რომ 108-ე ელემენტის აღმოჩენის პატივი ეკუთვნის გარმშტადტის ჯგუფს.
თავდაპირველად, ბუნებაში ე.წ. მისი აღმოჩენისას უწოდეს სერგენიუმი (sergenium, Sg) (იმ დროისთვის ეს სიმბოლოები არ იყო დაკავებული სიბორგიუმით) აღმოჩენის ადგილის მიხედვით — დიდი აბრეშუმის გზაზე ანტიკური ქალაქის სერიკას მიდამოებში. აღმოჩენის მტკიცებულებების არ ქონის გამო ამ ელემენტის გეოგრაფიული სახელწოდება ნელ ნელა გავიდა სამეცნიერო ხმარებიდან.
108-ე ელემენტის წარმატებული ხელოვნურად სინთეზის შემდეგ წამოაყენეს წინადადება ელემენტისათვის დაერქვათ ოტოჰანიუმი (ottohahnium, Oh) — ერთ ერთი მეცნიერის ოტო ჰანის პატივსაცემად, რომელმაც აღმოაჩინა ბირთვების დაშლის პროცესი. 1994 წელს IUPAC უკვე მიღებული ტრადიციის მიხედვით (მხოლოდ გვარის მიხედვით) გასცა რეკომენდაცია დაერქვათ ჰანიუმი (hahnium, Hn).
მაგრამ 1997 წელს IUPAC შეცვალა თავისი რეკომენდაცია და დაამტკიცა სახელწოდება ჰასიუმი გერმანული მიწის ჰესენის პატივსაცემად (Hassia — შუასაუკუნის სამთავრო ჰესენის ლათინური სახელწოდება, რომლის ცენტრი იყო დარმშტადტი).
This article uses material from the Wikipedia ქართული article ჰასიუმი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.