ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, შემოკლებით ითო (OIC; არაბ.

ორგანიზაცია თვითგანსაზღვრებით არის „მუსლიმური სამყაროს კოლექტიური ხმა, რომელიც საერთაშორისო მშვიდობისა და ჰარმონიის დამყარების სულისკვეთებით მუსლიმური სამყაროს ინტერესებს იცავს“.

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია
დევიზი „დავიცვათ მუსლიმთა ინტერესები და უზრუნველვყოთ მათი პროგრესი და კეთილდღეობა“
შეიქმნა 25 სექტემბერი, 1969
ტიპი საერთაშორისო ორგანიზაცია, intergovernmental organization და Islamic organization
წევრები 57 წევრი სახელმწიფო
ქვეყანა საუდის არაბეთი
თავმჯდომარე Hissein Brahim Sem Taha
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია რუკა
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია რუკა
  წევრი ქვეყნები
  დამკვირვებელი ქვეყნები
  წევრობა შეჩერებული ქვეყნები
http://www.oic-oci.org/

ითო-ს მუდმივი დელეგაციები ჰყავს გაეროსა და ევროკავშირში. ორგანიზაციის ოფიციალური ენებია: არაბული, ფრანგული და ინგლისური.

მიზნები

ორგანიზაციის მიზანია ისლამური სოციალური და ეკონომიკური ღირებულებების შენარჩუნება; სოლიდარობის გაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის; სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამეცნიერო და პოლიტიკურ სივრცეებში თანამშრომლობის გაზრდა; საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა და განათლების დონის ამაღლება, კერძოდ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კუთხით.

ითო-ს ემბლემაზე გამოსახულია სამი ძირითადი ელემენტი, რომლებიც ორგანიზაციის ხედვასა და მიზნებს განსაზღვრავენ, ესენია: ქააბა, გლობუსი და ნახევარმთვარე.

1990 წლის 5 აგვისტოს ორგანიზაციამ მიიღო ისლამში ადამიანთა უფლებათა კაიროს დეკლარაცია, როგორც სახელმძღვანელო წევრი ქვეყნებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. დეკლარაცია შესაბასობაში მოდის შარიათთან და ყურანის სამართალთან.

2008 წლის მარტში ითო-მ თავისი წესდების ოფიციალური რევიზია ჩაატარა. შესწორებული წესდება ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის გაზრდას წევრ სახელმწიფოებში. ამასთანავე ორგანიზაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა გაეროს წესდებას და საერთაშორისო სამართალს.

წევრი სახელმწიფოები

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია 57 სახელმწიფო. მათ შორის 56, პალესტინის გარდა, გაეროს წევრი სახელმწიფოცაა.

2018 წლის მონაცემებით, ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა მოსახლეობის საერთო რიცხვი 1.9 მილიარდს აღემატება.

აფრიკა

აზია

ევროპა

სამხრეთი ამერიკა

პოზიციები

1999 წელს ირანში ითო-ს წევრ სახელმწიფოთა საპარლამენტო გაერთიანება დაარსდა, რომლიც შტაბ-ბინაც თეირანში მდებარეობს. გაერთიანების წევრობის უფლება მხოლოდ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს აქვთ.

ინდოეთთან ურთიერთობა

ისლამი ინდუიზმის შემდეგ მეორე უდიდესი რელიგიაა ინდოეთში. ქვეყანაში მუსლიმა პროცენტული რაოდენობა 15%-ს შეადგენს, რითაც მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნების შემდეგ ამ მონაცემით ინდოეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, ინდოეთის ითო-ში გაწევრიანებას ხელს უშლის დაძაბული ურთიერთობა პაკისტანთან, რომელიც ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. იმ ფაქტის საფუძველზე, რომ მსოფლიოში მუსლიმთა 11% ინდოეთში ცხოვრობს, ქვეყანა აქტიურად მოითხოვს ორგანიზაციაში გაწევრიანებას, თუმცა პაკისტანი ამის წინააღმდეგია.

სტრუქტურა

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია 
ისლამური სამიტის 2016 წლის სესია სტამბოლში

ითო შედგება შემდეგი სტრუქტურებისგან:

ისლამური სამიტი

ისლამური სამიტი ორგანიზაციის უმსხვილესი შეკრებაა, რომელსაც ითო-ს წევრი სახელმწიფოების მესვეურები ესწრებიან. შეკრება ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. სამიტზე იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, იძლევიან მითითებებს ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებისთვის და განიხილავენ წევრ ქვეყნებში არსებულ პრობლემებს.

საგარეო საქმეთა ისლამური კონფერენცია

საგარეო საქმეთა ისლამური კონფერენცია ტარდება წელიწადში ერთხელ, რათა განიხილონ და ანგარიში წარადგინონ ისლამური სამიტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ.

გენერალური მდივანი

გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ ხუთი წლის ვადით ინიშნება. მდივანი წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის ყველა სახელმწიფოსთვის თანაბარი შესაძლებლობის მინიჭების საფუძველზე, საქმიანობის, კომპეტენციის და გამოცდილების გათვალისწინებით ირჩევა.

მუდმივი სამდივნო

მუდმივი სამდივნო ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მდებარეობს. სამდივნოს ზემოთ ჩამოთვლილი სტრუქტურების გადაწყვეტილებათა აღსრულება ევალება.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია მიზნებიისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია წევრი სახელმწიფოებიისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია პოზიციებიისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია სტრუქტურაისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია რესურსები ინტერნეტშიისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია სქოლიოისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაარაბული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნაკიანი წელიწადისომხების გენოციდირთველიკუებიმინერალების სიაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიმარი ანტუანეტიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიჰიდროცეფალიაფეხბურთიმცხეთაფრინველებიქალწული (ასტროლოგია)ქრისტიანობაკეთილშობილი ირემიპრაღაგნეუს პომპეუს მაგნუსირუსეთისიურრეალიზმიკუნილინგუსისაქართველოს წითელი ნუსხასაქართველოპორტუგალიაზვიად გამსახურდიადუნაიგეორგიევსკის ტრაქტატიეგვიპტეევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიჩუტყვავილაჯუზეპე ვერდიეკონომიკადელფინებიბელგიაცივი ომირევაზ ინანიშვილიაბრეშუმის ჭიასაქართველო XVI საუკუნეშიგასტრიტილუქსემბურგიდათა თუთაშხიარიონიინსულტიგულიმასტურბაციავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)თერგდალეულებიპარაზიტიზმიგოგირდიმასონობარეზოლუციათვითმფრინავის ბიჭების საქმებათუმის ბოტანიკური ბაღისაქართველოს ფრინველთა სიაYandexშუშანიკის წამებარუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)უდაბნოპოლიმერებიისრაელიბასიანის ბრძოლაკავკასიაბერძნული მითოლოგიანაციონალიზმიგარემოს დაცვაშამქორის ბრძოლა (1195)ცილებილონდონიხევსურეთითეთრი დათვიყვავილოვანი მცენარეებიგრიგოლ ხანძთელისაქართველოს სატელეფონო კოდებითბილისის ბოტანიკური ბაღიოგანესონიკურდღელიქრომოსომა🡆 More