პალესტინის სახელმწიფო (არაბ.
دولة فلسطين, ინგლ. State of Palestine) — ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1988 წლის 15 ნოემბერს ალჟირში ეროვნული საბჭოს სხდომაზე. ის არის არაბული ქვეყნების ლიგის წევრი და აღიარებულია რამდენიმე სახელმწიფოს მიერ.
პალესტინის სახელმწიფო الجمهورية,اللبنانية პალესტინა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: თავისუფლება, დემოკრატია, ერთიანობა | ||||||
ჰიმნი: Biladi 1996-დან; Mawtiny 1936-1995 | ||||||
| ||||||
დედაქალაქი | იერუსალიმი (ოფიციალური) რამალა და ღაზა (ადმინისტრაციული) 31°47′ ჩ. გ. 35°13′ ა. გ. / 31.783° ჩ. გ. 35.217° ა. გ. | |||||
უდიდესი ქალაქი | ღაზა | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | მაჰმუდ აბასი | ||||
- | პალესტინის პარლამენტის სპიკერი | სალიმა ალ-ზანუნი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 6 020 კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2010 შეფასებით | 4 260 636 (124-ე) | ||||
- | სიმჭიდროვე | 667 კაცი/კმ2 | ||||
მშპ (მუპ) | 2008 შეფასებით | |||||
- | სულ | $11.95 მილიარდი | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $2900 | ||||
აგი (2007) | 0.731 (საშუალო) (106-ე) | |||||
ვალუტა | იორდანული დინარი, ეგვიპტური ფუნტი ისრაელის ახალი შეკელი ( JOD, EGP, ILS ) | |||||
დროის სარტყელი | UTC+02:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+03:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | PSE | |||||
Internet TLD | .ps | |||||
სატელეფონო კოდი | 970 |
სახელმწიფო შედგება ორი ერთმანეთისაგან დაშორებული ტერიტორიისაგან (მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი და ღაზის სექტორი).
2011 წლის 23 ნოემბრიდან პალესტინის სახელმწიფო იუნესკოს წევრი ქვეყანაა.
2012 წლის 29 ნოემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, პალესტინამ გაეროს „არაწევრი სახელმწიფოს“ სტატუსი შეიძინა. პალესტინისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭებას გაეროს გენერალურ ასამბლეაში ჩატარებულ კენჭისყრაზე ხმა მისცა 138-მა წევრმა ქვეყანამ, 9 ქვეყნის ელჩი იყო წინააღმდეგი, 41-მა კი თავი შეიკავა.
2013 წლის 6 იანვარს პალესტინის ლიდერმა მაჰმუდ აბასმა განკარგულება გასცა, პალესტინის ადმინისტრაციას ოფიციალურად დაერქვას სახელმწიფო პალესტინა.
This article uses material from the Wikipedia ქართული article პალესტინის სახელმწიფო, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.