ბურკინა-ფასო

ბურკინა-ფასო (ფრანგ.

Burkina Faso; 1984 წლამდე ზემო ვოლტა) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. 1984 წლის აგვისტომდე — ზემო ვოლტა. ფართობი – 274,2 ათ. კმ², მოსახლეობა – 17,3 მლნ. ადამიანი (2014). დედაქალაქი – უაგადუგუ.

ბურკინა-ფასო
ფრანგ. Burkina Faso
ბურკინა-ფასო
ბურკინა-ფასო ბურკინა-ფასოს
დევიზი: ერთიანობა, პროგრესი, სამართალი
(ფრანგ. Unité, Progrès, Justice)
ჰიმნი: მხოლოდ ერთი ღამე
ბურკინა-ფასო
ბურკინა-ფასოს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
უაგადუგუ
12°20′ ჩ. გ. 1°40′ დ. გ. / 12.333° ჩ. გ. 1.667° დ. გ. / 12.333; -1.667
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი როკ მარკ კრისტიან კაბორე
 -  პრემიერ-მინისტრი პოლ კაბა ტიება
ფართობი
 -  სულ 274 200 კმ2 (74-ე)
 -  წყალი (%) 0.1
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით 17 322 796 (66-ე)
 -  2006 აღწერა 14 017 262 
 -  სიმჭიდროვე 48 კაცი/კმ2 (145-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $16.845 მილიარდი (117-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1 284 (163-ე)
აგი (2007) 0.370 (დაბალი) (175-ე)
ვალუტა CFA ფრანკი (XOF)
დროის სარტყელი UTC±00:00
ქვეყნის კოდი BFA
Internet TLD .bf
სატელეფონო კოდი 226

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მალი, აღმოსავლეთიდან ― ნიგერი, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― ბენინი, სამხრეთიდან ― ტოგო და განა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან ― კოტ-დ’ივუარი.

სახელწოდება ნიშნავს „ნამუსიანი ხალხის სამშობლოს“ (მოსის ენიდან თარგმანში „ბურკინა“ — „ნამუსიანი ხალხი“, დიულას ენიდან თარგმანში „ფასო“ — „მამული“). თარგმანის მეორე ვერსიაა — „ღირსეული ხალხის ქვეყანა“.

ისტორია

ძველი ისტორია და შუა საუკუნეები

ბურეში (ნიგერის სამხრეთ-დასავლეთი და მისი მეზობელი ბურკინა-ფასოს სამხრეთ-აღმოსავლეთი) ჩატარებულმა უახლოესმა არქეოლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა აქ ჩვენი წელთაღრიცხვის II საუკუნიდან XII საუკუნის ჩათვლით ბურის კულტურის არსებობა, რომელიც რკინის ხანას მიეკუთვნება. ბურა-ასინდას ძველი ერთად თავმოყრილი დასახლებების მდებარეობს მდინარე ნიგერის ქვედა დინების ხეობებში, ბურკინა-ფასოს რეგიონის ბურაპიონის ჩათვლით. შემდგომი კვლევები მიმართულია იქითკენ, რომ გაირკვეს ამ უძველესი ცივილიზაციის როლი დასავლეთი აფრიკის უძველეს და შუა საუკუნეების ისტორიაში.

შუა საუკუნეების დროიდან XIX საუკუნის ბოლომდე ბურკინა-ფასოს ტერიტორია იმყოფებოდა მოსის ხალხის ხელისუფლების ქვეშ. ნავარაუდებია, რომ მოსის ხალხი ამ ადგილებში მოვიდა განის ჩრდილოეთიდან, სადაც დღემდე ცხოვრობს მათი ეთნიკურად მონათესავე დაგომბას ხალხი. რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში მოსის ხალხი იძულებული იყო ერთდროულად შეესრულებინა მიწადმოქმედების და მეომრების როლი, რადგანაც მოსის სამეფო წარმატებით ეწინააღმდეგებოდა მუსულმანური ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან ისლამის რჯულზე ძალდატანებით მოქცევის ცდებს და იცავდა საკუთარ ძირძველ რელიგიურ სარწმუნოებას და საზოგადოებრივ წყობას.

თანამედროვე ბურკინა-ფასოს ტერიტორიაზე XIV საუკუნიდან არსებობდნენ სახელმწიფოები ვოგოდოგო, იატენგა, ტენკოდოგო და ფადან-გურმა. XIV საუკუნიდან XVI საუკუნის ჩათვლით იატენგის სახელმწიფომ დაიპყრო მეზობელი მალის და სონგაის იმპერიების ტერიტორიების ნაწილები.

კოლონიალური პერიოდი

XIX საუკუნის ბოლოს საფრანგეთმა დაიწყო ბურკინა-ფასოს ტერიტორიის კოლონიზაცია. 1895 წელს ფრანგებმა გაანადგურეს იატენგის სახელმწიფოს ჯარი და როდესაც 1896 წელს ფრანგებმა ფეხი მოიკიდეს ამ ტერიტორიაზე, მოსის ხალხის წინააღმდეგობა საბოლოოდ იქნა განადგურებული დედაქალაქ უაგადუგუს აღებით. 1897 წელს ფადან-გურმის სამეფომ აღიარა საფრანგეთის პროტექტორატი. 1904 წლიდან 1919 წლამდე ზემო ვოლტა შედიოდა საფრანგეთის კოლონიაში ზემო სენეგალი-ნიგერი, შემდგომში იგი გამოყვეს ცალკე კოლონიად. 1919 წელს დღევანდელი კოტ-დ’ივუარის ტერიტორიის რამდენიმე პროვინცია გაერთიანდა საფრანგეთის ზემო ვოლტაში საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში. 1932 წელს ეკონომიის მიზნით კოლონია დაიშალა. 1934 წელს აშენდა რკინიგზა აბიჯანამდე. 1937 წელს განხორციელდა ადმინისტრაციული გამსხვილება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსის ტომის ხალხმა განაახლა საკუთარი პრეტენზიები ეროვნული ავტონომიის სტატუსის მიღების თაობაზე და 1947 წლის 4 სექტემბერს საფრანგეთის ზემო ვოლტა აღსდა, როგორც საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში მყოფი საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია. ძალას იკრებდა „აფრიკის დემოკრატიული გაერთიანება“ (ადგ), რომლის სათავეში თავიდან იდგა კულიბალი, შემდეგ მორის იამეოგო.

1947 წლიდან 1958 წლის ჩათვლით საფრანგეთის ზემო ვოლტა იყო საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია. საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიების საორგანიზაციო საკითხების გადახედვა დაიწყო 1956 წლის 23 ივლისს მიღებული ძირითადი კანონით (Loi Cadre). ამ აქტს მოჰყვა რეორგანიზაციული საკითხები, რომლის დროსაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა ცალკეული ტერიტორიების თვითმმართველობა. 1958 წლის 11 დეკემბერს საფრანგეთის თანამეგობრობის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა ავტონომიური ზემო ვოლტის რესპუბლიკა. 1958 წელს ზემო ვოლტამ გამოთქვა სურვილი შეერთებოდა იმ დროისათვის დაგეგმილ და 1959—1960 წლებში არსებულ მალის ფედერაციას (მალი და სენეგალი), მაგრამ მის მეზობლად არსებული სპილოს ძვლის ნაპირის (დღევანდელი კოტ-დ’ივუარი) ზეწოლით მან უარი თქვა ან ფედერაციაში მონაწილეობაზე. რესპუბლიკის პრეზიდენტი 1959 წლის დეკემბერში გახდა მორის იამეოგო, რომელმაც პოსტზე დადგომისთანავე საკუთარის გარდა აკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია.

დამოუკიდებლობის პერიოდი

ზემო ვოლტის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა მოიპოვა 1960 წლის 5 აგვისტოს. პირველი პრეზიდენტი მორის იამეოგო ხელმძღვანელობდა ვოლტის დემოკრატიულ კავშირს (ვდკ). 1960 წლის კონსტიტუცია ითვალისწინებდა საყოველთაო საარჩევნო უფლებას, პრეზიდენტი და ეროვნული კრება ირჩეოდა 5-წლიანი ვადით. მაგრამ მალევე, მორის იამეოგოს ხელისუფლებაში მოსვლის თანავე, აიკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია ვოლტის დემოკრატიული კავშირის გარდა. ამ მთავრობამ ხელისუფლება შეინარჩუნა 1966 წლამდე, როდესაც მასობრივმა დემონსტრაციებმა, გაფიცვებმა და სტუდენტების, მუშების და სახელმწიფო მოხელეების გამოსვლებმა გამოიწვია სამხედრო გადატრიალება.

სამხედრო გადატრიალების დროს მორის იამეოგო გადააყენეს თანამდებობიდან, გააუქმეს კონსტიტუცია და დაითხოვეს ეროვნული კრება. ახალ მთავრობას სათავეში ჩაუდგა გენერალ-ლეიტენანტი სანგულე ლამიზანა, რომელიც შედგებოდა უმაღლესი სამხედრო წოდების პირებისაგან. არმია ხელისუფლებაში დარჩა 4 წლის განმავლობაში და 1970 წლის 14 ივნისს ზემო ვოლტაში მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც ითვალისწინებდა სამოქალაქო თვითმმართველობაზე საბოლოო გადასვლის წინ 4-წლიან სარეაბილიტაციო პერიოდს. სანგულე ლამიზანა ხელისუფლებაში დარჩა 1970-იანი წლების განმავლობაში, რომელიც ხელმძღვანელობდა როგორც სამხედრო, ასევე შერეულ სამოქალაქო-სამხედრო მთავრობას. 1970 წლის კონსტიტუციით გამოწვეული კონფლიქტის შემდეგ შემუშავდა და 1977 წელს რატიფიცირებული იქნა ახალი კონსტიტუცია. სანგულე ლამიზანა წელს ღია არჩევნების გზით ხელმეორედ იქნა არჩეული.

სანგულე ლამიზანას მთავრობა შეეჯახა პრობლემას ტრადიციულად მძლავრი სავაჭრო კავშირების სახით. 1980 წლის 25 ნოემბერს უსისხლო გადატრიალების შედეგად პრეზიდენტი ლამიზანა გადააყენა გენერალმა სეი ზერბომ. ზერბომ შექმნა ქვეყნის აღდგენის და ეროვნული განვითარების სამხედრო კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს სახით და გააუქმა 1977 წლის კონსტიტუცია.

გენერალი ზერბო ასევე წააწყდა წინააღმდეგობას პროფკავშირების მხრიდან და ორი წლის შემდეგ 1982 წლის 7 ნოემბერს იგი ასევე გადააყენა მაიორმა ჟან-ბაპტისტ უედრაოგომ და საზოგადოების გადარჩენის საბჭომ. გადარჩენის საბჭო აგრძელებდა პოლიტიკური პარტიების და ორგანიზაციების აკრძალვის პოლიტიკას და პირობას დებდა მომავალში სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლისა და ახალი კონსტიტუციის შემოღების თაობაზე.

ვითარდებოდა დაძაბული წინააღმდეგობა საზოგადოების გადარჩენის საბჭოს რეფორმატორებსა და რადიკალებს შორის, რომლებსაც ხელმძღვანელობდა 1983 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამდგარი კაპიტანი თომას სანკარა. სანკარას ინტენსიურმა პოლიტიკურმა ბრძოლამ და მემარცხენე რიტორიკამ გამოიწვია მისი დაპატიმრება. მიღებული იქნა ღონისძიებები მისი გათავისუფლების შესახებ, რომელსაც კოორდინაციას უწევდა კაპიტანი ბლეზ კომპაორე. ამ ძალისხმევების შედეგად 1983 წლის 4 აგვისტოს მოხდა კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება.

თომას სანკარას მმართველობა (1983—1987)

ბურკინა-ფასო 
1983—1987 წლების რევოლუციის დროინდელი პიონერები

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ თომას სანკარამ გამოაცხადა სოციალური რევოლუციის კურსი და სათავეში ჩაუდგა მის მიერვე შექმნილ ეროვნულ რევოლუციურ საბჭოს (ერს). მასების მობილიზაციისათვის და ეროვნულ რევოლუციურ საბჭოს რევოლუციური პროგრამების შესასრულებლად ასევე ჩამოყალიბდა რევოლუციის დაცვის კომიტეტები (რდკ). ეროვნული რევოლუციური საბჭოს ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა, შედგებოდა ორი მცირე მარქსიზმ-ლენინისტური ჯგუფისაგან. ქვეყანაში ფაქტობრივი ხელისუფლება ეკუთვნოდა მემარცხენე შეხედულების ოფიცრებს: სანკარას, კომპაორეს, ანრი ზონგოს და მაიორ ჟან-ბატისტ ლინგანის.

1984 წლის 4 აგვისტოს ზემო ვოლტამ შეიცვალა საკუთარი დასახელება და მას ეწოდა ბურკინა-ფასო. ქარიზმატული ლიდერი თომას სანკარა ცდილობდა სიტყვით, საქმით და პირადი მაგალითით მასებისთვის მიეცა განვითარების ბიძგი. საზოგადოებაში ის პოპულარული იყო და ჰქონდა „ყველაზე უფრო ღარიბი პრეზიდენტის რეპუტაცია“, რომელიც ხალხთან სიახლოვის გამო იყო გამოწვეულ. მან გამოსცა ყველა სახელმწიფო მოხელისათვის შემოსავლების გამჭირვალეობის კანონი, უარი თქვა საკუთარი საპრეზიდენტო ხელფასის მიღებაზე (დაახლოებით 2000$) და ყოველთვიურად მას ურიცხავდა საბავშვო სახლებს, ცხოვრობდა 460 დოლარად თვეში, თავის სამუშაო კაბინეტში არ სარგებლობდა კონდიციონერით, რადგან ხალხის უმრავლესობას მისი შეძენა ფინანსურად არ შეეძლო, უარი თქვა საზოგადოებრივ ადგილებში და ოფისებში საკუთარი პორტრეტების გამოკვრაზე, რადგან „ჩვენთან ქვეყანაში ისეთები, როგორიც მე ვარ, 7 მილიონია“. თავისი შეხედულებების გამო სანკარას დაერქვა „აფრიკელი ჩე გევარა“.

შიდა პოლიტიკა მიმართული იყო შესაძლო შიმშილობის თავიდან აცილებისაკენ თვითუზრუნველყოფილი სოფლის მეურნეობის შექმნისა და მიწის რეფორმების ჩატარების გზით. ჩატარდა განათლების ამაღლების და მენინგიტის, წითელის და ყვითელი ციებ-ცხელების წინააღმდეგ 2,5 მილიონზე უფრო მეტი ბავშვის ვაქცინაციის საერთოეროვნული კამპანია, რამაც ხელი შეუწყო ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას. ასევე ჩატარდა 10 მილიონზე უფრო მეტი ხის დარგვის კამპანია საჰელის სავანის გაუდაბნოების შესაჩერებლად; გაორმაგდა ხორბლის წარმოება მსხვილი მიწათმფლობელებისაგან გლეხებზე მიწის გადანაწილების გზით; შეჩერდა სოფლის სულადობის გადასახადის მოქმედება; „ქვეყნის გასამთლიანებლად“ გაიშვა საავტომობილო გზებისა და რკინიგზების მოდერნიზაციის პროგრამა.

ადგილობრივ დონეზე სანკარამ თითოეულ სოფელს მოუწოდა აეშენებინა სამედიცინო დისპანსერი. 350-ზე მეტმა თემმა საკუთარი ძალებით ააშენეს სკოლები. ის ასევე მხარს უჭერდა ქალთა უფლებებს და კანონ გარეშე გამოაცხადა ქალთა წინადაცვეთა, იძულებითი ქორწინება და პოლიგამია, ქალებს ნიშნავდა მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე და შექმნა ქალთა გვარდიის რაზმი მოტოციკლეტებზე.

ხუთდღიანი ომი მალისთან

1985 წლის აღდგომის დღეს მალისთან ურთიერთობის გამწვავების გამო, რომლის მიზეზიც გახდა სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი აგაშერის ზოლი, დაიწყო აგაშერის ომი, რომელიც 5 დღეს გაგრძელდა და დაიღუპა დაახლოებით 100 ადამიანი. კონფლიქტი დარეგულირდა სპილოს ძვლის რესპუბლიკის პრეზიდენტის ფელიქს უფუე-ბუანის ჩარევით და სახელად მიიღო „აღდგომის ომი“ ბურკინა-ფასოში.

ბლეზ კომპაორეს მმართველობა (1987—2014)

სანკარას მიერ გატარებულმა მკაცრმა რევოლუციურმა ღონისძიებებმა გამოიწვია მზარდი უკმაყოფილება და წინააღმდეგობა. მიუხედავად მისი პირადი პოპულარობისა რევოლუციური იდეების ცხოვრებაში გატარებისას გამოჩნდა ბევრი პრობლემა.

რევოლუციის დაცვის კომიტეტებმა, რომლებიც საწყის ეტაპზე ჩამოყალიბდნენ, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ზოგიერთ რაიონში მიიღეს შეიარაღებული ადამიანების დაჯგუფებების ფორმა და ხშირად ადგილობრივ პროფკავშირებს უპირისპირდებოდნენ. დაძაბულობა ხელისუფლების რეპრესიული ტაქტიკისა და მისი აბსოლუტური მმართველობის გამო სულ უფრო იზრდებოდა. 1987 წლის 15 ოქტომბერს სახელმწიფო გადატრიალების დროს სანკარა მოკლეს და ხელისუფლებაში მოვიდა კაპიტანი ბლეზ კომპაორე.

კომპაორემ, კაპიტანმა ანრი ზონგომ და მაიორმა ჟან-ბატისტ ბუკარი ლინგანიმ ჩამოაყალიბეს სახალხო ფრონტი (სფ), რომელსაც უნდა გაეგრძელებინა რევოლუციის საქმეები, გამოესწორებინა სანკარას „გადახვევები“ ძირითადი კურსიდან. ახალმა მთავრობამ, რომელმაც გააცნობიერა საშუალო კლასისადმი მხარში დადგომის აუცილებლობა, ჩვეულებრივად გადაუხვია სანკარას პოლიტიკას. ქვეყნის „გახსნილობის“ პროცესის ჩარჩოებში რამდენიმე პოლიტიკურმა გაერთიანებამ, სადაც სამი მათგანი არამარქსისტულია, ჩაითვალა პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც სახალხო ფრონტმა შექმნა 1989 წლის ივნისში.

მემარცხენე ორგანიზაცია სახალხო დემოკრატიის (Organisation pour la Démocratie Populaire) ზოგიერთი წევრი წინააღმდეგი იყო არამარქსისტულ დაჯგუფებებთან თანამშრომლობისა. 1989 წლის 18 სექტემბერს, როდესაც კომპაორე დაბრუნდა აზიაში ორკვირიანი ვიზიტიდან, ლინგანის და ზონგოს ბრალი წაუყენეს გადატრიალების მომზადებაში, რომლის მიზანი იყო სახალხო ფრონტისთვის ხელისუფლების ჩამორთმევა. იმავე ღამეს ისინი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. კომპაორემ მოახდინა ხელისუფლების რეორგანიზაცია, დანიშნა რამდენიმე ახალი მინისტრი და საკუთარ თავზე აიღო თავდაცვისა და უსაფრთხოების მინისტრის უფლებამოსილებები. 1989 წლის 23 დეკემბერს პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა დააპატიმრა დაახლოებით 30 სამოქალაქო და სამხედრო პირი გადატრიალების მომზადების ბრალდებით.

2011 წლის თებერვალში მოსწავლის სიკვდილმა გამოიწვია მღელვარება ქვეყანაში, რომელიც გაგრძელდა 2011 წლის აპრილამდე. დემონსტრაციის ჩახშობას თან მოჰყვა ჯარების შემოსვლა და მანიფესტანტების დახვრეტა.

ახალი კონსტიტუცია, რომელიც ამკვიდრებდა მეოთხე რესპუბლიკას, მიღებული იქნა 1991 წლის 2 ივნისს. სხვა სიახლეების გარდა, იგი ითვალისწინებდა 107 ადგილიანი (დღეისათვის 111) სახალხო დეპუტატების ყრილობის შექმნას. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, რომელიც ნიშნავს მინისტრებს და პრემიერ-მინისტრს და ეროვნულ კრების მხარდაჭერით ასრულებს მთავრობის მეთაურის ფუნქციებს. 2000 წლის აპრილში კონსტიტუციაში შეიტანეს ცვლილებები (ძალაში შევიდა 2005 წლიდან), რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის მმართველობის ვადა 7 წლიდან შემცირდა 5 წლამდე და მას აქვს მხოლოდ ერთხელ ხელმეორედ არჩევის უფლება. საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის 111 ადგილიან ეროვნულ კრებას (Assemblée Nationale). ეროვნული კრების წევრები ირჩევიან საყოველთაო კენჭისყრით 5 წლის ვადით.

2005 წლის აპრილში პრეზიდენტი კომპაორე მესამეჯერ ხელმეორედ აირჩიეს თავის პოსტზე. მან მიიღო ხმების 80,3 %, მაშინ როდესაც მისმა უახლოესმა მოწინააღმდეგემ ბენევენდე სტანისლას სანკარამ სულ მოაგროვა ხმების 4,9 %. 2010 წლის ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით უმაღლესი სახელმწიფოებრივი პოსტი ისევ დაიკავა ბლეზ კომპაორემ (ხმების თითქმის 81 %), მან უკან ჩამოიტოვა თავისი მთავარი კონკურენტები — ყოფილი დიპლომატი ჰამა არბა დიალო (7,96 %) და ცნობილი ოპოზიციონერი ბენევენდე სტანისლას სანკარა (5,52 %).

ბლეზ კომპაორეს ჩამოგდება

2014 წლის ოქტომბერში დაიწყო დემონსტრაციები და არეულობები, რომლებიც სწრაფად გავრცელდა რამდენიმე ქალაქში. მათი საფუძველი გახდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მცდელობა, რომელიც ითვალისწინებდა კომპაორეს პრეზიდენტობის ვადის გაზრდას კიდევ 5 წლით, მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ პოსტს 27 წელი ფლობდა. 30 ოქტომბრის დიდი არეულობების, მათ შორის პროტესტანტების მიერ პარლამენტის შენობისა და სხვა სახელმწიფო შენობების, ასევე მმართველი კონგრესი დემოკრატიისათვის და პროგრესისათვის შტაბ-ბინის დაკავებისა და დაწვის შემდეგ, კომპაორემ განაცხადა საგანგებო მდგომარეობის შემოღების, მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შესახებ.

2014 წლის 31 ოქტომბერს ბლეზ კომპაორემ ადგილობრივი რადიოთი და ტელევიზიით განაცხადა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და თავისი გადადგომის შესახებ: „მე გავიგონე სიგნალი. მე გახსნილი ვარ მოლაპარაკებებისათვის გარდამავალი პერიოდის თაობაზე, რის შემდეგაც ქვეყანაში ხელისუფლება გადაეცემა ახალ პრეზიდენტს, რომელსაც აირჩევენ დემოკრატიული გზით იმ პერიოდში, რომელიც არ გადააჭარბებს 90 დღეს“. დიპლომატიური წყაროების თანახმად, ამის შემდეგ ის შეიარაღებული ავტოკოლონის შემადგენლობაში გაემართა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ პოში, განის სახელმწიფო საზღვართან.

1 ნოემბერს პრეზიდენტის გვარდიის მეთაურის მოადგილემ პოლკოვნიკმა ისააკ ზიდამ ტელემიმართვაში განაცხადა საკუთარ თავზე სახელმწიფოს მეთაურის როლის აღების შესახებ, მან თქვა, რომ „სამოქალაქო და შეიარაღებულმა ძალებმა გადაწყვიტეს ხელში აეღოთ ხალხის ბედი“, „ბურკინა-ფასოს ახალგაზრდობას ყველაფერი ძვირად დაუჯდა. მე მინდა ისინი დავარწმუნო, რომ მათი სწრაფვა დემოკრატიული გარდაქმნებისკენ არ იქნება დაღალატებული და შესაბამისად მათ არ უნდა განიცადონ უიმედობა“, „მე ჩემ თავს ვაკისრებ პრეზიდენტის მოვალეობას და მოვუწოდებ დასავლეთი აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ და საერთაშორისო თანამეგობრობას წარმოაჩინოს თავისი გაგება და ახალი ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა“, ხოლო „გარდამავალი ორგანოს შემადგენლობა გამოცხადებული იქნება მოგვიანებით“.

2014 წლის 17 ნოემბერს პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გახდა მიშელ კაფანდო. ისააკ ზიდა დარჩა გარდამავალი მთავრობის მეთაურად. 2014 წლის 23 ნოემბერს მიშელ კაფანდომ დაამტკიცა ისააკ ზიდას მთავრობა, რომელშიც ზიდამ, პრემიერ-მინისტრის პოსტის გარდა, დაიკავა თავდაცვის მინისტრის პოსტი.

2015 წლის 16 სექტემბერს მიშელ კაფანდო სამხედრო გადატრიალების შედეგად გადააყენეს და დააპატიმრეს. 18 სექტემბერს ეროვნული დემოკრატიის საბჭომ გაათავისუფლა მიშელ კაფანდო. 23 სექტემბერს მიშელ კაფანდო და მისი მთავრობა ოფიციალურად დაუბრუნდა საკუთარი მოვალეობის შესრულებას. 1 ოქტომბერს დააპატიმრეს ამბოხებულებთა მეთაური ბრიგადის გენერალი ჟილბერ დენდრე.

გეოგრაფია

გეოგრაფიული მდებარეობა

ბურკინა-ფასო 
ბურკინა-ფასოს რუკა
ბურკინა-ფასო 
ბურკინა-ფასოს ხედი ხელოვნური თანამგზავრიდან
ბურკინა-ფასო 
ბურკინა-ფასოს ტოპოგრაფიული რუკა

ბურკინა-ფასოს სახელმწიფო მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში. ფართობი: საერთო — 274 200 კმ² (ხმელეთი — 273 200 კმ², წყალი — 1000 კმ²). სახელმწიფო საზღვრის სიგრძე ბენინთან (სამხრეთ-აღმოსავლეთით) შეადგენს — 306 კმ-ს, კოტ-დ’ივუართან (სამხრეთ-დასავლეთით) — 584 კმ-ს, განასთან (სამხრეთით) — 548 კმ-ს, მალისთან (ჩრდილოეთით) — 1000 კმ-ს, ნიგერთან (აღმოსავლეთით) — 628 კმ-ს, ტოგოსთან (სამხრეთით) — 126 კმ-ს.

რელიეფი

ქვეყნის რელიეფი შედგება ორი ძირითადი რეგიონისაგან. ბურკინა-ფასოს დიდი ნაწილი შედგება პენეპლენისაგან, რომელიც ქმნის ტალღისებურ ზომიერ ლანდშაფტს, სადაც ზოგიერთ რაიონში არსებობს რამდენიმე იზოლირებული პრეკემბრიული მასივების ნარჩენების ბორცვები. მეორე მხრივ, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში ჩამოყალიბებულია ქვიშაქვიანი მასივი, სადაც ყველაზე უფრო მაღალი წერტილი – ტენაკურუს მთა მდებარეობს ზღვის დონიდან 749 მეტრ სიმაღლეზე. მასივი შემოფარგლულია 150 მეტრი სიმაღლის მსუბუქი კლიფებით. ბურკინა-ფასოს საშუალო სიმაღლე შეადგენს შეადგენს 400 მეტრს, ხოლო სხვაობა ყველაზე უფრო მაღალ და დაბალ ადგილებს შორის არ აჭარბებს 600 მეტრს. ამიტომ ბურკინა-ფასო შედარებით დაბლობი და ვაკე ქვეყანაა. ქვეყნის ყველაზე უფრო დაბალი წერტილია მდინარე შავი ვოლტის დონე (200 მეტრი), ხოლო ყველაზე უფრო მაღალი – ტენაკურუს მთა (749 მეტრი).

გეოლოგია

გეოლოგიური თვალსაზრისით ბურკინა-ფასოს ტერიტორიაზე ჭარბობს ჩრდილოეთ გვინეის მაღლობის პრეკემბრიული პერიოდის არქეული ეონის ქანები, რომლებიც ძირითადად შედგებიან მიგმატიტებისგან, გნაისებისგან და ამფიბოლიტებისგან, რომლებსაც მოსდევს ადრეული პროტეროზოური ეონის ასაკის მწვანექვიანი ზოლი. მას მოსდევს მეტამორფული ქანების ტიპი მეტადანალექი ქანები და მეტავულკანური ქანები, რომლებიც ძირითადად მიეკუთვნებიან ბირიმიანის სუპერჯგუფებს. ქანების ამ კრებულს საკმაოდ დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა გააჩნია. ბირიმიანის ქანების ქვეშ სავარაუდოდ განლაგებული მიგმატიტები, გნაისები და ამფიბოლიტები ქვეყნის უძველესი ქანებია. ბირიმიანის ქანების დანალექები ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, როგორც წესი, იყოფა ნატეხ და ვულკანურ-ნატეხ ფორმაციებად.

სასარგებლო წიაღისეული

ბურკინა-ფასოს სასარგებლო წიაღისეულია: მანგანუმი, კირქვა, მარმარილო, ფოსფატები, პემზა, სუფრის მარილი და ოქროს მცირე საბადოები.

ნიადაგი

ქვეყნის ტერიტორიის ნიადაგი დაფარულია ლუვისოლით. მხოლოდ მდინარეების ხეობებში გვხვდება ფლუვისოლი. ლუვისოლი, რომელსაც უკავია ქვეყნის თითქმის მთელი ტერიტორია, მდინარის ხეობების გარდა უნაყოფოა, რის გამოც ქვეყნის სოფლის მეურნეობა სუსტადაა განვითარებული. ნიადაგის დაბალი ნაყოფიერების ძირითადი მიზეზია ტყის ზონების ცვალებადობის შედეგად გამოწვეული მისი ლატერიტიზაციის მაღალი ხარისხი.

ჰიდროგრაფია

ქვეყნის ადრინდელი სახელწოდება – ზემო ვოლტა, დაფუძნებულია სამ მდინარეზე, რომლებიც მიედინებიან მის ტერიტორიაზე: შავი ვოლტა (ანუ მუჰუნი), თეთრი ვოლტა (ნაკამბე) და წითელი ვოლტა (ნაზინონი). შავი ვოლტა ერთ-ერთია ორი მდინარიდან, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მოედინება, მეორეა კომოე, რომელიც მიედინება სამხრეთ-დასავლეთისაკენ. მდინარე ნიგერის აუზი შეადგენს ქვეყნის ტერიტორიის 27 %-ს.

მდინარე ნიგერის შენაკადები – ბელი, გორუოლი, გუდებო და დარგოლი – სეზონურია და ისინი მიედინებიან მხოლოდ ოთხი-ექვსი თვე წელიწადში. მაგრამ წვიმიანი სეზონის დროს მათი დინება შესამჩნევად მატულობს და შეიძლება გამოიწვიოს წყალდიდობა.

ქვეყანაში ასევე არსებობს მრავალრიცხოვანი ტბები, რომელთაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია მარ-ო-ჰიპოპოტამი, ტენგრელა, ბამი და დემი. ქვეყანაში ასევე არსებობს დიდი წყალსატევები: ურსი და კომპიენგა. წყლის უკმარისობა ხშირად ქმნის დიდ პრობლემებს, განსაკუთრებით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

კლიმატი

ბურკინა-ფასო 
ბურკინა-ფასოს რუკა კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით

ბურკინა-ფასოს კლიმატი მთლიანობაში ხასიათდება, როგორც ტროპიკული ორი მკვეთრად გამოყოფილი სეზონით. წვიმიან სეზონში ქვეყანაში მოდის 600 მმ-დან 900 მმ-მდე ნალექების რაოდენობა; მშრალ სეზონში საჰარის უდაბნოდან ქრის მშრალი და ცხელი ქარი – ჰარმატანი. წვიმიანი სეზონი გრძელდება დაახლოებით 4 თვე – მაის/ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, ხოლო ქვეყნის ჩრდილოეთში იგი უფრო ხანმოკლეა. ბურკინა-ფასოში გამოკვეთილია სამი კლიმატური ზონა: საჰელის, სუდან-საჰელის და სუდან-გვინეის. ქვეყნის ჩრდილოეთში არსებულ საჰელის კლიმატურ ზონაში, როგორც წესი მოდის 600 მმ-ზე ნაკლები ნალექი წელიწადში, ხოლო ჰაერის ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და შეადგენს 45-47 °C-ს.

შედარებით მშრალი ტროპიკული სავანა – საჰელი გადის ბურკინა-ფასოს საზღვრებს გარეთ, სომალის ნახევარკუნძულიდან ატლანტის ოკეანემდე და ჩრდილოეთით მდებარე საჰარის საზღვრებამდე, ასევე სამხრეთით მდებარე სუდანის ნაყოფიერ რაიონებამდე. ჩრდილოეთის განედის 11°3' და 13°5' შორის მდებარე სუდან-საჰელი ნალექებისა და ჰაერის ტემპერატურის გარდამავალი ზონაა. კიდევ უფრო სამხრეთისკენ, სუდან-გვინეის ზონაში ყოველწლიურად მოდის 900 მმ-ზე მეტი ნალექი და ჰაერის საშუალო ტემპერატურა უფრო გრილია.

ფლორა და ფაუნა

ბურკინა-ფასოს მთელი ტერიტორიის ლანდშაფტზე ჭარბობს სავანები. ქვეყანაში მცენარეული საფარი გეოგრაფიული განედების შესაბამისად იცვლება. ქვეყნის სამხრეთში გვხვდება ტყის სავანები, ხოლო ჩრდილოეთში მშრალი ბუნების შესაბამისი ეკლიანი ბუჩქები. სახეობების მიხედვით ხეების ჯიშები ასევე ზონალურია. სამხრეთით, მდინარეების გასწვრივ იზრდებიან წითელი ხეები. დანარჩენ რაიონებში ჭარბობს ზეთის ხე, ბამბის ხე და ბაობაბი. ჩრდილოეთის მიმართულებით ხეები სულ უფრო მეტად მეჩხერდება. საჰელის ზონაში იშვიათად იზრდება აკაციის ხეები და ეკლიანი ბუჩქები.

ბურკინა-ფასოში ცხოველების რაოდენობა მცირეა მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და ადამიანების ურბანიზაციის გამო. მაგრამ ქვეყანაში მაინც შეიძლება შევხვდეთ დიდ აფრიკულ ძუძუმწოვრებს, როგორებიცაა სპილოები, აფრიკული კამეჩები, ასევე ლომები. ამ სახეობის ცხოველები ძირითადად ბინადრობენ ნაკრძალებში და დაცულ ტერიტორიებში, როგორებიცაა არლის ეროვნული პარკი და W-ს ეროვნული პარკი.

პოლიტიკური მოწყობა

  • სახელმწიფოს მეთაური — პრეზიდენტი, რომელიც ირჩევა საყოველთაო არჩევნებით (2015 წლის 29 დეკემბრიდან — როკ მარკ კრისტიან კაბორე).
  • მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი, ინიშნება პრეზიდენტის მიერ (2016 წლის 6 იანვრიდან — პოლ კაბა ტიება).
  • პარლამენტი ორპალატიანია — ბურკინა-ფასოს ეროვნული ასამბლეა (111 დეპუტატი ირჩევა საყოველთაო არჩევნებით 5-წლიანი ვადით) და წარმომადგენელთა პალატა (Chambre des Representants) — 178 ადგილი (წევრები ირჩევიან 3 წლიანი ვადით).

2015 წლის 29 ნოემბრის არჩევნების შედეგად — ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი პარტიაა სახალხო მოძრაობა პროგრესისათვის (55 დეპუტატი), მეორე — კავშირი პროგრესისათვის და რეფორმებისათვის (33 დეპუტატი) და მესამე — კონგრესი დემოკრატიისათვის და პროგრესისათვის (18 დეპუტატი). პარლამენტში კიდევ წარდგენილია 11 პარტია (5-დან 1 დეპუტატამდე).

შეიარაღებული ძალები

ბურკინა-ფასოს შეიარაღებული ძალები შედგება ნებაყოფილობით საფუძველზე მყოფი დაახლოებით 6000 ჯარისკაცისაგან, რომლებსაც შეთავსებით ემატება 25-დან 35 წლამდე ასაკის სამოქალაქო პირებისაგან შემდგარი ეროვნული სახალხო რაზმი, რომლებიც გაწვრთნილები არიან სამხედრო და სამოქალაქო ვალდებულებებში. Jane’s Sentinel Country Risk Assessment-ის მონაცემებით, ბურკინა-ფასოს ჯარი დაუკომპლექტებელია ძალოვანი სტრუქტურებით და სუსტად ეკიპირებულია, მაგრამ მისმა ჯავშნიანმა საბრძოლო საშუალებებმა გამოიმუშავა სასარგებლო საბრძოლო გამოცდილება ლიბერიასა და აფრიკის სხვა ადგილებში მიღებულ ბრძოლებში.

მომზადებისა და ეკიპირების კუთხით, ქვეყნის რეგულარული ჯარი ითვლება მიტოვებულად პრეზიდენტის დაცვის ელიტარულ პოლკთან (ფრანგ. Régiment de la Sécurité Présidentielle – RSP) შედარებით. ბოლო წლებში გამოქვეყნებული მონაცემებით საკმაოდ განსხვავებულია მათი ხელფასი და პირობები. სამხედრო-საჰაერო ძალების არსენალშია 19 ოპერატიული თვითმფრინავი, მაგრამ არ არსებობს სამხედრო-საზღვაო ძალები, რადგანაც ქვეყანას არა აქვს ზღვაზე გასასვლელი. სამხედრო ხარჯები შეადგენს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 1,2 %-ს.

2011 წლის აპრილში ქვეყნის საჯარისო ნაწილებში მოხდა ამბოხი; პრეზიდენტმა დანიშნა შტაბის ახალი უფროსები და უაგადუგუში გამოცხადდა კომენდანტის საათი.

ბურკინა-ფასოში ფუნქციონირებს პოლიციელთა და უსაფრთხოების ძალების მრავალრიცხოვანი ჯგუფი, რომელიც მოქმედებს საფრანგეთის პოლიციის მსგავსი მეთოდებით. საფრანგეთი აგრძელებს პოლიციური ძალების წვრთნის მნიშვნელოვან მხარდაჭერას. ჟანდარმერია შექმნილია სამხედრო ძალების მსგავსი სტრუქტურებით, პოლიციური ძალების დიდი მხარდაჭერით. ჟანდარმერია ფუნქციონირებს თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, ხოლო მისი წევრები ძირითადად მუშაობენ სოფლებში და საზღვრების გასწვრივ.

ადმინისტრაციული დაყოფა

ბურკინა-ფასო 
ბურკინა-ფასოს რეგიონები

ბურკინა-ფასო დაყოფილია 13 რეგიონად, 45 პროვინციად და 301 დეპარტამენტად.

რეგიონი
(ქართ.)
რეგიონი
(ფრანგ.)
ადმ. ცენტრი პროვინციების
რაოდენობა
ფართობი
კმ²
მოსახლეობა
(2006), ად.
სიმჭიდროვე
ად./კმ²
1 ბუკლე-დუ-მუჰუნი Boucle du Mouhoun დედუგუ 6 34 153 1 434 847 42,01
2 კასკადები Cascades ბანფორა 2 18 406 524 956 28,52
3 ცენტრალური Centre უაგადუგუ 1 2805 1 523 980 543,31
4 აღმოსავლეთ-ცენტრალური Centre-Est ტენკოდოგო 3 11 811 1 132 023 95,84
5 ჩრდილო-ცენტრალური Centre-Nord კაია 3 19 829 1 203 073 60,67
6 დასავლეთ-ცენტრალური Centre-Ouest კუდუგუ 4 21 722 1 183 473 54,48
7 სამხრეთ-ცენტრალური Centre-Sud მანგა 3 11 321 638 379 56,39
8 აღმოსავლეთი Est ფადა-ნგურმა 5 46 256 1 209 399 26,15
9 ზემო აუზები Hauts-Bassins ბობო-დიულასო 3 25 344 1 410 284 55,65
10 ჩრდილოეთი Nord უაჰიგუია 4 16 207 1 182 770 72,98
11 ცენტრალური პლატო Plateau-Central ზინიარი 3 8544 693 137 84,13
12 საჰელი Sahel დორი 4 35 350 969 881 27,44
13 სამხრეთ-დასავლეთი Sud-Ouest გაუა 4 16 202 624 056 38,52
სულ 45 267 950 13 730 258 51,24

შენიშვნა: ცხრილში ნაჩვენებია რეგიონის მოსახლეობის აღწერის წინასწარი მონაცემები.

დემოგრაფია

ბურკინა-ფასო 
მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება 1960 წლიდან 2010 წლის ჩათვლით (სტატისტიკის და დემოგრაფიის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემები, 2012 წელი). მოსახლეობა (ათასი ადამიანი)
  • მოსახლეობა — 19 512 533 ადამიანი (2016 წელი)
  • წლიური ზრდა — 3,01 % (2016 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — 22,7 % (2014 წელი).
  • სოფლის მოსახლეობა — 77,3 % (2014 წელი).
  • შობადობა — 41,60 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 5,79 დაბადებული ერთ ქალზე) (2016 წელი).
  • სიკვდილიანობა — 11,5 % (2016 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი — 73,8 % (2016 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 54,0 წელი
    • მამაკაცები — 51,04 წელი
    • ქალები — 54,91 წელი (2009).
  • საშუალი ასაკი — 16,8 წელი
    • მამაკაცები — 16,6 წელი
    • ქალები — 17,0 წელი (2009 წელი).
  • ასაკობრივი ჯგუფები:
    • 0-14 წელი: 45,04 %
    • 15-64 წელი: 52,52 %
    • 65 წელზე უფროსები: 2,44 % (2016 წელი).
  • განათლება — 21,8 % (29,4 % მამაკაცებში, 15,2 % ქალებში (2003 წლის შეფასება)).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — მოსახლეობის 1,6 % (2007 წელი).

ეთნიკური ჯგუფები

ბურკინა-ფასოს მკვიდრი მოსახლეობა მიეკუთვნება ორ ძირითად ეთნიკურ ჯგუფს: გურის ენებზე მოლაპარაკე ხალხს, რომელიც მოიცავს ქვეყნაში ყველაზე უფრო მეტი რაოდენობის მოსის ხალხს (მთლიანი მოსახლეობის 52,5 %), ასევე გურმას (6,8 %), ბობოს (4,8 %), გურუნსის (4,5 %), სენუფოს (4,4 %), ლობის (2,5 %), დაგააბას (2,4 %) ტომის ხალხი; და მანდეს ენებზე მოლაპარაკე ხალხს, რომელსაც მიეკუთვნებიან ფულბეს (8,4 %), ბისას (3,9 %), ჯოლას (0,8 %) ხალხი; ჩრდილოეთში ცხოვრობენ სონგაი და ტუარეგები (1,9 %).

ენები

ბურკინა-ფასო 
ბურკინა-ფასოს ძირითადი ენების რუკა

ბურკინა-ფასო მრავალენოვანი ქვეყანაა, სადაც ლაპარაკობენ დაახლოებით 69 ენაზე, რომელთაგან დაახლოებით 60 ენა მკვიდრი მოსახლეობისაა. მოსის ენაზე ლაპარაკობს მოსახლეობის დაახლოებით 45 %, უპირატესად ცენტრალურ რეგიონებში, დედაქალაქ უაგადუგუს ირგვლივ. გურუნსის ენებთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა ენები გაფანტულია მთელ ბურკინა-ფასოში.

ქვეყნის დასავლეთში ფართედაა გავრცელებული მანდეს ენები, რომელთაგან ყველაზე უფრო მეტია დიულას ენა და სხვა ენები, რომელთა შორისაა ბობო, სამო და მარკა. ასევე ფართედაა გავრცელებული ფულანის ენა, განსაკუთრებით ჩრდილოეთით. გურმანშეს ენაზე ლაპარაკობენ ქვეყნის აღმოსავლეთში, ხოლო ბისას ენაზე სამხრეთში.

ქვეყნის ოფიციალური ენაა ფრანგული, რომელიც შემოღებული იქნა კოლონიალურ პერიოდში. ფრანგული ადმინისტრაციული, პოლიტიკური და სასამართლო ინსტიტუტების, ასევე სახელმწიფო სამსახურების და პრესის ძირითადი ენაა. ფრანგული საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და სასამართლოს ერთადერთი ენაა.

ბურკინა-ფასოს ენები 2006 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით (პირველი ხუთეული):
ენა % ადამიანი
1 მოსი 45,40 % 6 363 975
2 ფულანი 8,36 % 1 171 354
3 გურმანშე 5,51 % 771 879
4 დიულა 4,40 % 616 148
5 ბისა 2,85 % 398 926

რელიგია

რელიგია ბურკინა-ფასოში (2006 წელი)
რელიგია %
მუსლიმები
  
60.5%
ქრისტიანები
  
23.2%
ანიმისტები
  
15.3%
არარელიგიურები და სხვები
  
1.0%

რელიგიის შესახებ სტატისტიკა ბურკინა-ფასოში მთლიანობაში ვერ გამოსახავს ქვეყანაში არსებულ რეალურ სიტუაციას, რადგანაც ისლამი და ქრისტიანობა ხშირად შერეულია ადგილობრივ რელიგიურ რწმენებში. 2006 წელს ბურკინა-ფასოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 60,5 % მუსლიმია, რომელთა უმრავლესობა მიეკუთვნება სუნიტურ ფრთას, ხოლო უმნიშვნელო უმცირესობა შიიტურ ფრთას. ასევე არსებობს აჰმადიას მიმდევარ მუსლიმთა დიდი კონცენტრაცია. სუნიტი მუსლიმების მნიშვნელოვანი რაოდენობა მიეკუთვნება სუფიზმის ტიჯანიის მიმდევრობას.

2006 წლის აღწერის თანახმად მოსახლეობის 23,2 % ქრისტიანია (კათოლიკები – 19 % და პროტესტანტები – 4,2 %); 15,3 % ადგილობრივი ტრადიციული რელიგიის მიმდევარია, 0,6 % სხვა რელიგიების მიმდევარია, ხოლო 0,4 % არარელიგიურია.

ეკონომიკა

2014 წელს ბურკინა-ფასოში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი შეადგენს $1666, ხოლო ნომინალური შემოსავალი $790. ქვეყნის მოსახლეობის 80 %-ზე მეტი დაკავებულია ნატურალური სოფლის მეურნეობით და ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილი უშუალოდ მონაწილეობს მომსახურების სფეროში და მრეწველობაში. ნალექების რაოდენობის მკვეთრი ცვალებადობა, ღარიბი ნიადაგი, შესაბამისი კომუნიკაციების და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის არქონა, განათლების დაბალი დონე და ეკონომიკის სტაგნაცია ამ ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოს ძველის-ძველი პრობლემებია. ქვეყანის საექსპორტო ეკონომიკა ჯერაც დამოკიდებულია მსოფლიო საბაზრო ფასების მერყეობაზე.

ქვეყანაში შეიმჩნევა მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე, ნაკლებია ბუნებრივი რესურსები და ღარიბია ნიადაგი. მრეწველობაში ისევ დომინირებს არანაყოფიერად სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კორპორაციები. 1994 წელს ეროვნული ვალუტის – CFA ფრანკის დევალვაციის შემდეგ ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად განაახლა თავისი განვითარების პროგრამა, რის შემდეგაც ექსპორტი და ეკონომიკური ზრდა გაიზარდა. საკუთარი მაკროეკონომიკური პროგრესის განვითარება დამოკიდებულია ინფლაციის დაბალი ტემპების შენარჩუნებაზე, სავაჭრო დეფიციტის შემცირებაზე და იმ რეფორმების გატარებაზე, რომელთა მიზანია კერძო ინვესტიციების სტიმულირება.

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება

სამთომომპოვებელი მრეწველობა ბურკინა-ფასოში კონცენტრირებულია ოქროს მსხვილი საბადოების მოპოვებაზე (ყოველწლიურად მოიპოვება 3 ტონამდე). მცირე რაოდენობით მიმდინარეობს სტიბიუმის და მარმარილოს მოპოვება. ქვეყნის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, მალის და ნიგერის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს, აღმოჩენილია მანგანუმის მადნის საბადოები (14 მილიონ ტონაზე მეტი), რომლებიც საბადოების რაიონში ცუდად განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამო ჯერჯერობით არ მუშავდება.

Perkoa-ს ფირმა ბურკინა-ფასოში ფლობს თუთიის რესურსებს. 2001 წელს კომპანიამ გამოთქვა თუთიის საბადოების დამუშავების მზადყოფნა.

ბურკინა-ფასო ალმასის ექსპორტის მიხედვით მიეკუთვნება „სენსიტიურების“ კატეგორიას, ანუ ქვეყნებს რომლის მიმართაც საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება. იმპორტიორ ქვეყნებს მიეცათ რეკომენდაცია საფუძვლიანად შეამოწმონ ალმასის საექსპერტო დოკუმენტები სენსიტიური ქვეყნებიდან და ალმასის წარმოშობაზე ეჭვების წარმოშობის შემთხვევაში დააკავონ ისინი შესამოწმებლად.

ქვეყანაში ასევე მოიპოვება და იწარმოება შემდეგი მინერალური ნედლეული: ცემენტი, დოლომიტი, გრანიტი, მარმარილო, ფოსფატები, პემზა, სხვა ვულკანური ქანები და სუფრის მარილი.

ენერგეტიკა

ბურკინა-ფასოში ენერგეტიკა წარმოადგენს მზარდ სამრეწველო დარგს უზარმაზარი პოტენციალით.

2003 წლამდე ქვეყანაში ყველა ნავთობ-პროდუქტი იმპორტირდება, რადგანაც უცნობია ნავთობის მარაგი ან ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეები. 2002 წელს ნავთობის იმპორტმა და მოხმარებამ შეადგინა 8870 ბარელი დღე-ღამეში. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, როგორც ცნობილია ბურკინა-ფასოში მისი მოპოვება, მოხმარება ან მარაგი არ არსებობს.

ელექტროენერგიაზე მოდის ენერგეტიკის მთლიანი წარმოება. 2001 წელს მთლიანი დადგენილი ელექტროსიმძლავრეები შეადგენდა 121 მგვტ-ს. წარმოება გაიზარდა 1973 წლის 42 გიგავატ/სთ-დან в 2001 წლის 280 გიგავატ/სთ-მდე, რომელთაგან 73,6 % მოდიოდა თბო და 26,4 % ჰიდროელექტროსადგურებზე. 2001 წელს ელექტროენერგიის მოხმარება შეადგენდა 0,26 მილიარდ კილოვატ/სთ-ს. 15 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ობიექტის — კომპიენგას კაშხლის მშენებლობა დამთავრდა 1989 წელს. 1999 წელს დანიის ხელისუფლების გრანტის დახმარებით ბურკინა-ფასოში აშენდა ახალი ელექტროსადგური. 1968 წლიდან ელექტროენერგიის და წყლის წარმოება და განაწილება იმყოფება სახელმწიფო ორგანიზაციის – „Société Nationale d'électricité du Burkina Faso“-ს (SONABEL) კონტროლ ქვეშ.

2008 წლის მდგომარეობით ელექტროენერგიით უზრუნველყოფილია ქვეყნის დაახლოებით 7 %.

ტრანსპორტი

ბურკინა-ფასოს სატრანსპორტო სისტემა წარმოადგენს სახმელეთო (საავტომობილო და რკინიგზა), საჰაერო და სამდინარე გადაზიდვებს და გადაყვანებს.

სარკინიგზო ტრანსპორტი

ბურკინა-ფასო 
კოტ-დ’ივუარსა და ბურკინა-ფასოს ტერიტორიებზე გამავალი სარკინიგზო ხაზის რუკა. (2005 წელი)

ბურკინა-ფასოში დაგებულია 622 კმ რკინიგზა, საიდანაც 517 კმ შეადგენს უაგადუგუ — აბიჯანის (კოტ-დ’ივუარი) მონაკვეთს, ხოლო კიდევ 105 კმ — უაგადუგუ — კაიას მონაკვეთს. ქვეყნის ყველა სარკინიგზო მონაკვეთის ლიანდაგის სიგანეა 1000 მმ. ბურკინა-ფასოს სარკინიგზო სისტემა შეერთებულია მხოლოდ კოტ-დ’ივუარის სარკინიგზო სისტემასთან, სადაც გამოყენებულია ანალოგიური ლიანდაგის სიგანე.

ბურკინა-ფასოს შიდაკონტინენტალური მდგომარეობის გამო იგი დამოკიდებულია მეზობელი ქვეყნების პორტებზე. რკინიგზის ხაზი უაგადუგუს და ბობო-დიულასოს აკავშირებს კოტ-დ’ივუარის ძირითად პორტ აბიჯანთან, რომლის მეშვეობითაც ხდება ბურკინა-ფასოს ტვირთების გადამუშავება. 2003 წელს კოტ-დ’ივუარში სიტუაციის გამწვავებამ გამოიწვია ტვირთგადაზიდვების ტრადიციული გზების შეცვლა: აბიჯანის სატრანსპორტო კორიდორთან ერთად დაიწყო ტოგოს, ბენინის და განის პორტების გამოყენების შესაძლებლობების განხილვები. შედეგად, ბურკინა-ფასოს და განის ხელისუფლებმა შეისწავლეს ახალი რკინიგზის ხაზის გაყვანის შესაძლებლობები ბურკინა-ფასოს ტერიტორიაზე უაგადუგუსა და პოს შორის და აქედან განის ტერიტორიაზე არსებულ კუმასისა და ბონკარას (სამდინარე) პორტებამდე. ამჟამად მიმდინარეობს ამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ორი ქვეყნის სატრანსპორტო სისტემების ერთ მთლიან სისტემაში გაერთიანების ძირითადი სიძნელეა განსხვავებული ლიანდაგის სიგანე, მაგრამ ამ სირთულის გადაჭრა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდებით.

რკინიგზის ხაზი უაგადუგუდან ნიგერის დედაქალაქ ნიამეიმდე მთავრდება ქალაქ კაიაში. Google Earth-ის სისტემის გამოსახულებაზე (15/02/2007) სჩანს, რომ რკინიგზის მშენებლობა გრძელდება, მუშაობა მიმდინარეობს დაახლოებით 100 კმ-ით ჩრდილო-აღმოსავლეთში ქალაქ დორიდან.

2006 წელს ინდოეთის კომპანიამ წამოაყენა შიდაკონტინენტური ნიგერის და ბურკინა-ფასოს სარკინიგზო სისტემების ბენინის და ტოგოს სარკინიგზო სისტემებთან დაკავშირების განმახორციებელი პროექტი, ანალოგიური პროექტები წამოაყენა ჩეხეთის ერთ-ერთმა კომპანიამ. ამ შემთხვევაში გადაზიდვების ძირითადი პროდუქტი სავარაუდოდ იქნებოდა მანგანუმის მადანი ქალაქ დორის სიახლოვეს მდებარე საბადოსთან. ბურკინა-ფასო ასევე AfricaRail-ის პროექტის ნაწილიცაა.

საავტომობილო ტრანსპორტი

ბურკინა-ფასოში დაგებულია 15 272 კმ სიგრძის საავტომობილო გზა, სადაც 4766 კმ-ს აქვს მყარი საფარი.

2000 წელს ქვეყნის ხელისუფლების მონაცემებით ეროვნულ საავტომობილო ქსელში, რომელიც იმყოფება ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის და საბინაო მშენებლობის სამინისტროს (ინგლ. Ministry of Infrastructures Transport and Housing (MITH)) დაქვემდებარებაში, შედიოდა დაახლოებით 15 000 კმ ავტოგზა. ამ რაოდენობაში შედის ძირითადი საქალაქთაშორისო შოსეები და ქალაქების — რეგიონების ადმინისტრაციული ცენტრების — მთავარი გზები. მათგან მხოლოდ ათს, თუნდაც ნაწილობრივ, გააჩნია მყარი საფარი, ხოლო მათი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია: ავტოგზები არ არის საღებავით დახაზული, არ არსებობს გამყოფი წინაღობები, მაჩვენებლები და ნიშნები, შემხვედრი მოძრაობის ზოლი არ არის მარკირებული, გზის საფარი სავსეა ორმოებით.

საავტომობილო გზები

  • სულ — 15 272 კმ (2010), მათ შორის:
    • მყარი საფარით — 4766 კმ
    • მყარი საფარის გარეშე — 10 506 კმ

საჰაერო ტრანსპორტი

ქვეყანის დედაქალაქ უაგადუგუში და ქალაქ ბობო-დიულასოში ფუნქციონირებს საერთაშორისო აეროპორტი, ასევე მცირე ასაფრენ-დასაჯდომი ზოლიანი აეროპორტების დიდი რაოდენობა. 2013 წელს ქვეყანაში არსებობდა 23 აეროპორტი, მაგრამ მხოლოდ ორს ჰქონდა მყარი საფარის ზოლი. ბურკინა-ფასო ფლობს კომპანია Air Afrique-ის აქციების ნაწილს, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო რეისებს. ქვეყნის შიგნით მონოპოლური გადამზიდია 1967 წელს დაარსებული კომპანია Air Burkina. ის ასევე ახორციელებს ფრენებს მეზობელ ქვეყნებში. 2003 წელს ჯამურმა მგზავრთა ბრუნვამ შეადგინა 55 000 ადამიანი.

აეროპორტები

  • სულ — 23 (2013), მათ შორის:
    • მყარი საფარით — 2
    • მყარი საფარის გარეშე — 21

ტურიზმი

ბურკინა-ფასო მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში და დასახლებულია დაახლოებით 60 ეთნიკური ჯგუფით 10 000-ზე მეტი ადამიანის რაოდენობით, რომელთაგან თითოეულს გააჩნია საკუთარი კულტურა განსაკუთრებული ტრადიციებით და წეს-ჩვეულებებით. ღირსშესანიშნავი ადგილები მოიძებნება ქვეყნის პრაქტიკულად ყველა რეგიონში; ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილები ყველაზე უფრო პოპულარულებია წლიდან წლამდე.

ქვეყნის ცენტრი

იგი მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქ უაგადუგუს ცენტრალურ ნაწილში. 2006 წელს მოგზაურები აღნიშნავდნენ, რომ „ქალაქის ბანგრ ვეუგუს პარკში იზრდება 360 სახეობაზე მეტი მცენარე და ბინადრობს ფრინველების 160 და ცხოველების 40 სახეობა, მაგალითად ანტილოპები, ნიანგები, მაიმუნები და ციყვები. პარკის ინფრასტრუქტურული ობიექტებია: ცხოველთა სამყაროსადმი მიძღვნილი მუზეუმი, სპორტული სექტორი, საბავშვო სექტორი „პარკი ფასო“ და რესტორანი“.

    • ხელოვნებისა და ხელსაქმეობის საერთაშორისო სალონი (SIAO) და კინოს ფესტივალი (FESPACO)

უაგადუგუში ტურისტებს ასევე იზიდავს ხელოვნებისა და ხელსაქმეობის საერთაშორისო სალონი და კინოს ფესტივალი. თითოეული მათგანი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. SIAO ახორციელებს მთავარ როლს აფრიკული ხელსაქმეობის პოპულარიზაციაში და აფრიკის კულტურის შესწავლის საუკეთესო საშუალებაა, რადგანაც აქ წარმოდგენილია კონტინენტის ყველა ქვეყანა. თავის მხრივ უნიკალურია FESPACO-ს ფესტივალი, რადგან აქ ნაჩვენებია ყველა აფრიკული ფილმი. ფესტივალი პოპულარულია უცხოელ ტურისტებს შორისაც, რადგანაც იგი ერთადერთი ადგილია, სადაც აფრიკელი მსახიობები და რეჟისორები ერთმანეთს ხვდებიან და განიხილავენ აფრიკული კინოს პერსპექტივებს და პრიორიტეტულ ვექტორებს. ფესტივალის 2-3 კვირის განმავლობაში ფილმებს აჩვენებენ არა მარტო კინოთეატრებში, არამედ სატელევიზიო არხებიც მათთვის გამოყოფენ საეთერო დროის დიდ ნაწილს.

  • ზინიარე
    • ზინიარეს ბუნებრივი პარკი

ზინიარეს ბუნებრივი საფარი-პარკში თავისუფლად დაიარება ცხოველთა დიდი რაოდენობა. ეს საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ მნახველებმა დაათვალიერონ სპილოები, ლომები, ანტილოპები და ცხოველთა სამყაროს სხვა წარმომადგენლები. ტურისტებს ასევე შეუძლიათ ეწვიონ იქვე ახლოს მდებარე პრეზიდენტ ბლეზ კომპაორეს მამულს.

    • ლოანგოს გრანიტული ძეგლები

ქალაქ ზინიარეს სიახლოვეს მდებარე ლოანგოში მდებარეობენ გრანიტის სალოცავები. სინამდვილეში, ლოანგო ფართედაა ცნობილი მთელ მსოფლიოში მოქანდაკეთა შორის, რომლებიც წელიწადში ერთხელ ჩამოდიან აქ და ქვისგან თლიან ახალ და ახალ ძეგლებს. ეს ღონისძიება წარმოადგენს მშვენიერ შესაძლებლობას შევხვდეთ თანამედროვეობის უდიდეს მოქანდაკეებს და შევაფასოთ მათი ოსტატობა.

    • მანეგას მუზეუმი

ყველაზე უფრო უჩვეულო ტურისტული ობიექტია მანეგას მუზეუმი, აგრეთვე ცნობილი როგორც „დასასვენებელი ადგილი“. მდებარეობს უაგადუგუდან 50 კმ-ით ჩრდილოეთში, რომელიც დააარსა ფრედერიკ ტიტინგა პასერემ — იურისტმა და კულტურის დამფასებელმა. პასერეს ჩანაფიქრის თანახმად, მუზეუმი „იდუმალი სახით დაკავშირებულია ქვეყნის ეთნიკური ჯგუფების სალოცავ ადგილებთან, ის მალავს ბევრ მოვლენებს, რომლებიც მისტიკური საიდუმლოებებითაა მოცული“. მუზეუმში წარმოდგენილია 500 ნიღაბი, რომლებსაც ხმარობენ დაკრძალვის რიტუალების დროს გარდაცვლილთა წინაშე, რამდენიმე ათეული სამარხის ფილა, რომლებზეც ამოკვეთილია მამაკაცთა გამოსახულებები, რომელთა ასაკი შეადგენს რამდენიმე ათასწლეულს, უძველესი აფრიკული კულტების სხვა ობიექტები.

ქალაქი კუდუგუ ცნობილია მის სიახლოვეს მდებარე საბუსთან მობინადრე საღვთო ნიანგების გამო. სინამდვილეში, ადგილობრივი მოსახლეობის თაყვანისცემა ნიანგების მიმართ დაკავშირებულია არა მარტო რელიგიურ კულტებთან, არამედ უფრო მეტად მომგებიანი მოტივებით: ნიანგებს უმრავლეს შემთხვევაში მშვიდი ხასიათი აქვთ და არსებობს მათთან სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღების შესაძლებლობა, რისი მეშვეობითაც ადგილობრივი მოსახლეობა გარკვეულ შემოსავალს ღებულობს.

ქვეყნის დასავლეთი

ბურკინა-ფასო 
ბობო-დიულასოს ძველი მეჩეთი
    • კულტურის ეროვნული კვირეული (SNC)

უაგადუგუსგან განსხვავებით ბობო-დიულასოში ტარდება საკუთარი კულტურის კვირეული, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები წარადგენენ საკუთარ ტრადიციულ კულტურას თეატრალური დადგმების სახით, სადაც ასრულებენ ტრადიციულ სიმღერებს და რიტუალურ ცეკვებს. კვირეულს ეძღვნება სხვადასხვა ღონისძიებები, რაც ბობო-დიულასოში იზიდავს ბევრ მაყურებელს.

    • ბობო-დიულასოს მუზეუმი
    • ძველი ქალაქი
    • გუინგუეტი
  • ბანფორა
    • სინდუს ბიუტები

სინდუს ბიუტები, რომლებიც წარმოადგენენ ქვიშაქვის შვერილებს, შეყვანილია იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში.

ქვეყნის აღმოსავლეთი

  • დიაპარა

მთლიანობაში, ბურკინა-ფასოს აღმოსავლეთი უძველესი დროიდან ცნობილია კარგი ნადირობით, ხოლო ბოლო დროს ეროვნული პარკებითაც.

    • არლის ეროვნული პარკები და ეროვნული პარკი W
    • ნაზინგას ნაკრძალები და სანადირო ტერიტორიები
    • გობნაუგუს კლდეები

საჰელი

  • ჯიბო
    • არქეოლოგიური მუზეუმი და პობე მენგაოს ქვის სკულპტურები

როგორც მუზეუმი, ასევე ქვის სკულპტურები წარმოადგენენ „ნამუსიანი ხალხის“ ცხოვრების ისტორიას (ბურკინა-ფასო — ნამუსიანი ხალხის ქვეყანა).

  • გორომ გორომი
    • ქალთა ტრადიციული ხელსაქმეობა
    • ტურისტული ბანაკი

ბურკინა-ფასოს საჰელის ერთადერთი ქალაქი, რომელსაც გააჩნია აუცილებელი ინფრასტრუქტურა, როგორც წესი ემსახურება ტურისტების საბაზო ბანაკს, რომლებიც მოგზაურობენ ქვეყნის ჩრდილოეთში.

სოფლის მეურნეობა

მიუხედავად იმისა, რომ ბურკინა-ფასოს არ შეუძლია საკუთარი თავი დაიკმაყოფილოს საკვები პროდუქტებით, სოფლის მეურნეობას ქვეყანაში აქვს უზარმაზარი პოტენციალი. სოფლის მეურნეობაში დაკავებულია მუშა ძალის დიდი უმრავლესობა და 2004 წელს მასზე მოდიოდა მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 31 %. მაგრამ იმავე წლის შეფასებით მიწის საერთო ფართობის მხოლოდ 13 % დაკავებულია ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი კულტურებით. ქვეყნის ხელისუფლების მცდელობებმა აგრარული სექტორის მოდერნიზაციაზე მოიტანა გარკვეული წარმატებები, განსაკუთრებით ბამბასთან მიმართებაში, რომლის ექსპორტმა 2004 წელს შეადგინა ექსპორტის საერთო მოცულობის 51 %. 2004 წელს წარმოებული 210 000 ტონა ბამბის დაახლოებით 85 % გავიდა ექსპორტზე. წარმატებებს პირველ რიგში ხელს უშლის არადამაკმაყოფილებელი წყალმომარაგება და ღარიბი ნიადაგი. თუმცა მარცვლეული კულტურების საერთო წარმოება გაიზარდა 1990 წლის 1 547 000 ტონიდან 2004 წლის 3 063 000 ტონამდე. სურსათზე მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აუცილებელია საკვები პროდუქტების იმპორტი.

1980-იანი წლების დასაწყისში ადგილობრივი ძალებით აშენდა 1144 კმ-იანი არხი, რათა სარწყავი წყალი მიყვანილიყო მდინარე შავი ვოლტიდან ახალმშენებარე სურუს კაშხლამდე. ეს სამუშაოები 40 000 ჰა სარწყავი მიწების შექმნის სახელმწიფოებრივი პროექტის გეგმის ნაწილია.

2004 წლის ძირითადი სასურსათო კულტურების წარმოების მაჩვენებლები შემდეგია: სორგო – 1 481 000 ტონა; ფეტვი – 881 000 ტონა; სიმინდი 595 000 ტონა; ბრინჯი 95 000 ტონა. ტექნიკურ კულტურებში (2004 წლის საწარმოო მაჩვენებლები) შეყვანილია ბამბა (315 000 ტონა), არაქისი (321 000 ტონა), ბამბის ბოჭკო (210 000 ტონა), ასევე შირბახტი (29 000 ტონა).

სხვა მთავარი კულტურებია – მანიჰოტი, ძაძა, ბატატი და თამბაქო. შაქრის ლერწამი შემოტანილი იქნა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით და გახდა მთავარ სასაქონლო კულტურად; 2004 წელს ნაწარმოები იქნა 450 000 ტონა.

საგარეო ვაჭრობა

სოციალური სფერო

ჯანდაცვა

2012 წელს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 57 წელს მამაკაცებისათვის და 59 წელს ქალებისათვის. 5 წლის ასაკამდე სიკვდილიანობის კოეფიციენტი და ბავშვთა სიკვდილიანობის კოეფიციენტი შესაბამისად შეადგენდა 102 და 66 ადამიანს 1000 დაბადებულზე. 2014 წელს ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი შეადგენს 17 წელს, ხოლო მოსახლეობის რაოდენობის ტემპის ზრდა შეადგენს 3,05 %-ს.

2011 წელს ჯანდაცვის ხარჯებმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5 %; დედათა სიკვდილიანობის კოეფიციენტი შეადგენდა 300 ადამიანს 100 000 დაბადებულზე, ხოლო 2010 წელს ექიმების რაოდენობა 1000 მოსახლეზე შეადგენს 0,05-ს. 2012 წელს გამოთვლილი იქნა, რომ ზრდასრული ადამიანების (15-49 წელი) აიდ-ინფექციით დაავადებულთა გავრცელება შეადგენდა 1,0 %-ს. 2011 წლის UNAIDS-ის მონაცემებით, აიდ-ინფექციის გავრცელება მცირდება ორსულ ქალთა შორის, რომლებიც გამოკვლევებს იკეთებენ სამშობიარო კლინიკებში. 2005 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევების მონაცემებით, ბურკინა-ფასოს გოგონების და ქალების დაახლოებით 72,5 % განიცდის ქალთა წინადაცვეთას, რომლის მიზეზი ტრადიციული რიტუალების შესრულებაა.

2001 წელს ცენტრალური ხელისუფლების ხარჯები ჯანდაცვაზე შეადგენდა 3 %-ს. 2009 წლის კვლევების მდგომარეობით 100 000 ადამიანზე სულ მხოლოდ 10 ექიმი მოდიოდა. ამას გარდა, ქვეყანაში არსებობდა 41 მედდა და 13 ექთანი 100 000 ადამიანზე. 1993 წლიდან დაწყებული 2009 წლამდე ქვეყანაში დემოგრაფიული და სამედიცინო-სანიტარული კვლევები სამჯერ ჩატარდა.

2016 წელს დენგეს ციებ-ცხელების დროს დაიღუპა 20 ადამიანი. ამ დაავადების შემთხვევები დარეგისტრირებულია უაგადუგუს ყველა 12 რაიონში.

განათლება

განათლება ბურკინა-ფასოში იყოფა სამ ნაწილად – დაწყებით, საშუალო და უმაღლეს განათლებად. საშუალო სკოლებში სწავლა ჯდება დაახლოებით 25 000 CFA ფრანკი ($50 აშშ დოლარი) წელიწადში, რაც გაცილებით აღემატება ქვეყნის მოსახლეობის ოჯახების უმრავლესობის შესაძლებლობებს. ბიჭები განათლებას უპირატესობას აძლევენ, მაგრამ გოგონებში სწავლისა და განათლების დონე საგრძნობლად დაბალია. გოგონების სასკოლო განათლებაში დასწრების დონის ამაღლება შეიმჩნევა გოგონებისადმი სწავლის გაიაფებისა და მათთვის სტიპენდიების მიცემის სახელისუფლებო პოლიტიკის მეშვეობით.

განათლების შესახებ კანონის საფუძველზე სასკოლო განათლება სავალდებულოა 6-დან 16 წლამდე ბავშვებისათვის. მიუხედავად ამისა ხელისუფლებას არ გააჩნია საყოველთაო უფასო დაწყებითი განათლების უზრუნველყოფის საკმარისი რესურსები. ბავშვები მაინც იხდიან სწავლის საფასურს და ადგილობრივ თემებს ხშირად უწევთ დაწყებითი სკოლების შენობებისა და მასწავლებელთა საცხოვრებლების აშენება. ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან განაგრძობენ უფასო განათლების მიღებას საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების ჩაბარების შემდეგ.

გადასვლა დაწყებითი სკოლიდან საშუალო სკოლაში (ინგლ. middle school), საშუალოდან ზედა საშუალო სკოლაში (ინგლ. high school) ან ზედა საშუალო სკოლიდან კოლეჯში ხდება ეროვნული გამოცდების ჩაბარების შემდეგ. უმაღლესი განათლების დაწესებულებებია უაგადუგუს უნივერსიტეტი, ბობო-დიულასოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და კუდუგუს უნივერსიტეტი. დედაქალაქ უაგადუგუში ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე მცირე კერძო კოლეჯი, მაგრამ იქ სწავლა შეუძლია ქვეყნის მოსახლეობის საკმაოდ მცირე ნაწილს.

ასევე ფუნქციონირებს აშშ-ში ბაზირებული კერძო სკოლის დედაქალაქ უაგადუგუში მდებარე უაგადუგუს საერთაშორისო სკოლა (უსს).

გაეროს განვითარების პროგრამის 2008 წლის მოხსენებაში ბურკინა-ფასოს უკავია მსოფლიოში განათლების ყველაზე უფრო დაბალ დონეზე მყოფი ქვეყნის ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად 1990 წელს არსებული 12,8 %-იანი განათლების დონე 2008 წელს გაორმაგდა და მიაღწია 25,3 %-ს.

მასმედია

მასმედიას ბურკინა-ფასოში წარმოადგენს ბეჭვდითი ორგანოები, ასევე სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი რადიოს, ახალი ამბების და სატელევიზიო სადგურები. ქვეყანაში ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე კერძო სამაუწყებლო პროგრამა, რომლებიც გადმოსცემენ სპორტულ, მუსიკალურ, კულტურულ და რელიგიურ თემებს.

ორი რადიოსადგური, აქედან ერთი უაგადუგუში და ერთიც ბობო-დიულასოში, იმყოფება სახელმწიფო რადიოკორპორაცია Radiodiffusion Nationale-ს დაქვემდებარებაში. იგი მაუწყებლობს ფრანგულ და მკვიდრი მოსახლეობის 13 ენაზე, იყენებს ორ საშუალო ტალღას AM და FM სიხშირეზე. Radio Nationale Burkina (RTB) დედაქალაქ უაგადუგუდან მოკლე ტალღებზე 100 კილოვატიანი გადამცემის საშუალებით 4.815 და 5.030 მეგაჰერც ტალღებზე ფრანგულ ენაზე მთელ მსოფლიოში გადასცემს ახალ ამბებს.

ასევე ფუნქციონირებს რამდენიმე დამოუკიდებელი და უცხოური რადიოსადგური, როგორებიცაა BBC და "Radio France Internationale" (RFI 1 - Afrique), რომლებიც იყენებენ თანამგზავრულ არხებს. 2002 წლის მდგომარეობით ფუნქციონირებდა 3 AM და 17 FM რადიოსადგური.

სახელმწიფო სატელევიზიო სამაუწყებლო სადგური – Télévision Nationale du Burkina შეიქმნა 1963 წელს. გადაცემები მიმდინარეობს 6 დღე კვირაში და მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ უაგადუგუში და ბობო-დიულასოში. ხელისუფლება ახორციელებს მათი ყურებისათვის საერთო-საზოგადოებრივი ცენტრების შექმნას. ასევე არსებობს რამდენიმე კერძო ტელეარხი. 2003 წლის შეფასებით ქვეყანაში თითოეულ 1000 ადამიანზე მოდიოდა 433 რადიო და 12 ტელევიზორი.

ქვეყანაში გამოიცემა რამდენიმე ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური გაზეთი:

  • L'Evénement, ყოველთვიური
  • L'Hebdomadaire du Burkina, ყოველკვირეული
  • L'Indépendant, 1993 წელს დაფუძნებული ყოველკვირეული
  • Le Journal du Jeudi, სატირული ყოველკვირეული
  • L'Observateur Paalga, ყოველდღიური ყოველკვირეულის დამატებით, დაარსებული 1973 წელს, დაიწვა 1984 წელს, აღდგა 1991 წელს
  • L'Opinion, ყოველკვირეული
  • Le Pays, ყოველდღიური, გამოიცემა 1991 წლიდან
  • San Finna, ყოველკვირეული, 1999 წლიდან გამოიცემა ორშაბათობით
  • Sidwaya, 1984 წლიდან ყოველდღიური

სატელეფონო და სატელეგრაფო მომსახურება შესაძლებელია პარიზამდე და მეზობელ ქვეყნებამდე. 2003 წელს თითოეულ 1000 ადამიანზე მოდიოდა დაახლოებით 5 სატელეფონო ნომერი; ტელეფონის დადგმის რიგში იმყოფებოდა დაახლოებით 12 400 ადამიანი. იმავე წელს თითოეულ 1000 ადამიანზე მოდიოდა დაახლოებით 19 მობილური ტელეფონი.

ქვეყანაში ინტერნეტის გამოყენების ხარისხი იყო დაბალი, მაგრამ მისი გაუმჯობესება დაიწყო 22 მეგაბიტი/სთ-იანი ოპტიკურბოჭკოვანი საერთაშორისო კავშირგაბმულობის დამონტაჟების შემდეგ, რომელმაც გაცილებით გააუმჯობესა ადრინდელი 128 კილობიტი/სთ-იანი სისტემა.

ONATEL-ის კომპანია FasoNet წამყვანი ინტერნეტ-პროვაიდერია ქვეყანაში, დომინანტია ADSL-ის და EV-DO-ის ტექნოლოგიების სიხშირის ზოლის ბაზარზე ფიქსირებულ უკაბელო მომსახურებაში.

მობილური ოპერატორები ემსახურებიან მონაცემების გადაცემას GPRS-ის და EDGE-ს ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე მესამე თაობის (3G) მობილურ კავშირს ფართეზოლიანი ტექნოლოგიებით, რომელიც 2013 წელს შემოიტანა ინდურმა კომპანია Bharti Airtel-მა.

2013 წლის მარტში საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის სუბსაჰარული აფრიკის ინტერნეტში საერთაშორისო ჩართვის კვლევების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ბურკინა-ფასოს „ინტერნეტ-ბაზარი არ არის საკმარისად დინამიური და კონკურენტუნარიანი“ და რომ ინტერნეტ-შესაძლებლობის მობილური ტელეფონების მაღალი ხარჯები (ექვსჯერ უფრო მეტი დანახარჯი ძირითად მობილურ ტელეფონზე) და მობილური ინტერნეტის გამოწერა (შვიდჯერ უფრო მეტი დანახარჯი ძირითად მობილურ ტელეფონზე) ზღუდავს ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობას.

ინტერნეტის პირველადი დომენია .bf. 2012 წელს ქვეყანაში არსებობდა 643 504 მომხმარებელი, მსოფლიოში 127-ე ადგილი; მოსახლეობის 3,7 %, მსოფლიოში 194-ე ადგილი (2012 წელი).

არ არსებობს არანაირი სახელისუფლებო შეზღუდვა ინტერნეტთან კავშირზე; მაგრამ კავშირგაბმულობის უმაღლესი საბჭო (SCC) არსებული რეგლამენტის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით აკონტროლებს ინტერნეტ-ვებ-საიტებსა და ინტერნეტ-ფორუმებს. მაგალითად, 2012 წლის მაისში SCC-მა გამოსცა გაფრთხილება ვებ-საიტებისთვის, რომლის მიხედვითაც მომხმარებელმა ვითომდა შეურაცხყოფა მიაყენა პრეზიდენტ ბლეზ კომპაორეს ინტერნეტ-ფორუმში.

კულტურა

დასავლეთ აფრიკაში ბურკინა-ფასოს კულტურას ასევე ეძახიან ბურკინაბეს კულტურას.

ბურკინა-ფასოს კულტურის ორი მთავარი ელემენტია მისი ტრადიციული ნიღბები და ცეკვები. დასავლეთ საჰელის ამ რეგიონში ნიღბები გამოიყენება ღმერთებისადმი მსხვერპლშეწირვის რიტუალებისთვის და სოფლებში ცხოველთა სულების გამოხატვისათვის. მეორე მხრივ ნატურალური ცეკვა გამოიყენება იმისთვის, რომ სოფლის მოსახლეობამ გამოხატოს სულების თაყვანისცემის სურვილი.

ლიტერატურა

ბურკინა-ფასოს ლიტერატურა დაფუძნებულია ზეპირსიტყვიერ ტრადიციებზე, რომელიც ჯერ კიდევ ცხოვრებისეულია. 1934 წელს, საფრანგეთის ოკუპაციის დროს, დიმ-დოლობსომ უედრაოგომ გამოაქვეყნა საკუთარი Maximes, pensées et devinettes mossi (მოსის ხალხის აფორიზმები, აზრი და გამოცანები), მოსის ხალხის ისტორიის ზეპირი ჩანაწერები. ზეპირსიტყვიერი ტრადიცია ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, 1960-იან წლებში, აგრძელებდა თავისი გავლენის მოხდენას ბურკინა-ფასოს ისეთ მწერლებზე, როგორებიცაა ნაზი ბონი და როჟერ ნიკიემა. 1960-იან წლებში შეიმჩნეოდა დრამატურგიული პუბლიკაციების რაოდენობის ზრდა. 1970-იანი წლებიდან ბურკინა-ფასოს ლიტერატურული წრე შეივსო ბევრი სხვა მწერლით.

თეატრი

ბურკინა-ფასოს თეატრში ერთმანეთში შერეულია კოლონიალური გავლენის ტრადიციული წარმოდგენები და პოსტ-კოლონიალური მცდელობები, სოფლის მაცხოვრებლებისთვის მიეცათ ცოდნა, რათა შექმნილიყო თვითმყოფადი ეროვნული თეატრი. ბურკინა-ფასოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ტრადიციულ რიტუალურ წეს-ჩვეულებებში უკვე დიდი ხანია გამოიყენება ცეკვები და ნიღბები. კოლონიალურ პერიოდში ფრანგული თეატრის დიდი გავლენის გამო ჩვეულებრივი მოვლენა იყო დასავლური ტიპის თეატრი. ქვეყნის დამოუკიდებლობამ მოიტანა თეატრის ახალი სტილი, მიმართული ქვეყნის სოფლის მოსახლეობის განათლების და გართობისათვის.

კინო

ბურკინა-ფასოს ყველაზე უფრო პოპულარული თეატრი მდებარეობს მის დედაქალაქ უაგადუგუში, რომელიც ქვეყნის სოციალური და კულტურული მოვლენების ცენტრია. უაგადუგუ იმ ადამიანების აქტიურობის ცენტრია, ვინც მონაწილეობს აფრიკული კინოს შექმნაში და აქ ყოველწლიურად იმართება უაგადუგუს პანაფრიკული კინოფესტივალი (FESPACO), რომელიც მსოფლიოში აღიარებული ფესტივალია. ამ ფესტივალის ლაურეატები გახდნენ ბურკინა-ფასოელი რეჟისორები გასტონ კაბორე და იდრისა უედრაოგო. კულტურა და ხელოვნება ასევე აისახება სოფელ ლაონგოს გრანიტის ქვებიან მოშიშვლებულ ფართობზე, სადაც იწვევენ მთელი ქვეყნის ხელოვნებს ქვებზე სკულპტურების შესაქმნელად. იდრისა უედრაოგო კომერციულად ყველაზე უფრო წარმატებული აფრიკელი რეჟისორია ბურკინა-ფასოში. იგი, თავისი ფილმით „კანონი“ (1990 წელი), გახდა ერთადერთი აფრიკელი რეჟისორი, რომელმაც მიიღო კანის კინოფესტივალის გრან პრი.

მუსიკა

ბურკინა-ფასოს მუსიკა მოიცავს 60 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორს.

დასავლეთ აფრიკის სხვა სახელმწიფოების მსგავსად გრიოტების კასტა ცნობილია როგორც „წარსულის ხსოვნის შემნახველები“: ისტორიულად თითოეული მმართველის დაკრძალვისას ისინი წარმოთქვამდნენ მანამდე არსებული მმართველების სახელებს, ისინი ერეოდნენ სხვა ადამიანების პირად საქმეებში და გამოჰქონდათ საზოგადოების შეხვედრებზე. მოსის ხალხის გრიოტებს შენარჩუნებული აქვთ ძველი სამეფო სახლებში და სასამართლოებში არსებული მუსიკა.

გრიოტების სიმებიანი საკრავები კორა პოპულარული იყო დასავლეთი აფრიკის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მდებარე მალის იმპერიაში 1240-იან წლებში. კორას ტრადიციულად ჰქონდა 7 სიმი, მხოლოდ გამბიის გრიოტების ინსტრუმენტ მადი ვულენდის გააჩნდა 21 სიმი. კორას ინსტრუმენტით დაკვრა შესაძლებელი იყო რამდენიმე ხმათა თანმიმდევრობით.

მანდეს ტომის მომღერლები ასევე იყენებდნენ ხის ქსილოფონის მსგავს საკრავ ბალაფონს. დაგააბას, ბვას და სენუფოს ხალხს ასევე გააჩნიათ ამ ინსტრუმენტის საკუთარი ნაირსახეობები.

ბარაბან ჯემბეს, როგორც ბალაფონს, ხშირად ამზადებენ ქალაქ ბობო-დიულასოში. ჯემბე, რომელიც ბურკინა-ფასოს ტრადიციული მუსიკის მთავარი ნაწილია, მანდინკას ხალხის გამოგონილია. ის დამზადებულია მერქნის მთელი ნაწილისაგან, როგორც წესი Khaya senegalensis-ის ან Afzelia africana-ს ხის ჯიშებისაგან.

ბარაბანი ბენდრე (მალიში ჰქვია ბარა, ხოლო ჰაუსას ხალხი ეძახის დუმაას) – მემბრანოფონია, დამზადებული თავმოჭრილი გოგრისგან, რომელიც თხის ან ცხვრის კანითაა დაფარული. ეს უძველესი ინსტრუმენტია, სავარაუდოდ ნააბა უბრის მმართველობის დროს შემოღებული.

ასევე სიმებიანი ინსტრუმენტია ნგონი. ლეგენდის თანახმად ის გამოიგონა სენუფოს ტომის მონადირემ. ნგონის ასევე იყენებენ ნიგერში, სენეგალში და მალიში.

ჩრდილოეთში მცხოვრები ფულბეს ხალხი იყენებენ სხვადასხვა ტრადიციულ ინსტრუმენტებს, როგორებიცაა ბარაბნები ჰოდუ (ანუ ხალამი, წააგავს ბანჯოს) და რიტი ან რიიტი (ერთსიმიანი ხემიანი ინსტრუმენტი), ისინი იყენებენ დასარტყმელი ინსტრუმენტების რთულ ვოკალურ ტექნიკას. მათ გრიოტებს გაულოს ეძახიან.

სამზარეულო

ბურკინა-ფასოს სამზარეულო ბევრი კომპონენტით ჰგავს დასავლეთი აფრიკის მრავალი ქვეყნის სამზარეულოს და დაფუძნებულია იმ ძირითად საკვებ პროდუქტებზე, რომლებიცაა სორგო, ფეტვი, ბრინჯი, ფონიო, სიმინდი, არაქისი, კარტოფილი, ლობიო, იამსი და ბამი. ბრინჯი, სიმინდი და ფეტვი მარცვლეულის ყველაზე უფრო პოპულარული სახეობაა. შემწვარი ხორცი გავრცელებული საკვებია, განსაკუთრებით ცხვრის, თხის, ძროხის და თევზის. ამას გარდა ბურკინა-ფასოს სუფრა მდიდარია ბოსტნეული კულტურებით, როგორებიცაა იამსი, კარტოფილი, ბამი, პომიდორი, ყაბაყი, სტაფილო, პრასი, ხახვი, ჭარხალი, გოგრა, კიტრი, კომბოსტო, მჟაუნა და ისპანახი.

სპორტი

სპორტი ბურკინა-ფასოში ფართედაა გავრცელებული და მოიცავს ფეხბურთს, კალათბურთს, ველოსპორტს, ხელბურთს, რაგბის, ჩოგბურთს, კრივს და აღმოსავლურ ორთაბრძოლებს. ფეხბურთი საკმაოდ პოპულარულია ქვეყანაში, მას თამაშობენ როგორც პროფესიონალები, ასევე მოყვარულები მთელი ქვეყნის ქალაქებში და სოფლებში. ბურკინა-ფასოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეტსახელია „Les Etalons“ („კვიცები“), რომელიც აღებულია ლეგენდარული პრინცესა იენენგას ცხენის სახელისაგან.

1998 წელს ბურკინა-ფასოში გაიმართა აფრიკის ერთა თასის ტურნირი, რომლის დროსაც ქალაქ ბობო-დიულასოში აშენდა ახალი სტადიონი. 2013 წელს ბურკინა-ფასოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ჩატარებულ აფრიკის ერთა თასის ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა ნიგერიის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან ანგარიშით 0:1. 2017 წელს გაბონში ჩატარებულ ანალოგიურ ტურნირში ბურკინა-ფასოს ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში დაამარცხა განის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 1:0 და მოიპოვა ბრინჯაოს მედლები.

კალათბურთი სპორტის მეორე სახეობაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებშიც. ბურკინა-ფასოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისთვის ყველაზე წარმატებული იყო 2013 წელი, როდესაც მან პირველად ითამაშა კალათბურთში აფრიკის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

ბურკინა-ფასომ მონაწილეობა მიიღო 9 ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ქვეყანას დებიუტი ჰქონდა მიუნხენის 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სახელწოდებით ზემო ვოლტის რესპუბლიკა, მაგრამ შემდეგ გამოტოვა მონრეალის, მოსკოვის და ლოს-ანჯელესის ოლიმპიური თამაშები. ქვეყანა ოლიმპიურ ოჯახში დაბრუნდა მხოლოდ 1988 წელს სეულის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე უკვე ბურკინა-ფასოს სახელწოდებით. მას შემდეგ ბურკინა-ფასოს სპორტსმენები მონაწილეობდნენ ყველა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. ქვეყანას ყველა ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენდა 19 მამაკაცი და 10 ქალი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კრივის, ძიუდოს, მძლეოსნობის, ცურვის და ფარიკაობის ტურნირებში. ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი დელეგაცია (6-6 სპორტსმენი) ბურკინა-ფასომ გააგზავნა 1988 და 2008 წლების ოლიმპიურ თამაშებზე.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქვეყანას მონაწილეობა არასოდეს არ მიუღია. ბურკინა-ფასოს სპორტსმენებს არასოდეს არ მოუპოვებიათ ოლიმპიური მედლები.

ბურკინა-ფასოს ეროვნული ოლიმპიური და სპორტული კომიტეტი შეიქმნა 1965 წელს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სცნო 1972 წელს.

მონაწილეთა რაოდენობა ოლიმპიურ თამაშებზე:

სპორტის სახეობა 1972 1988 1992 1996 2000 2004 2008 2012 2016 სულ
კრივი 2 1 1 4
ძიუდო 1 1 1(1) 1(1) 1(1) 1 4(2)
მძლეოსნობა 1 4(1) 3 4(2) 2(1) 3(1) 2(1) 2(1) 2(1) 15(6)
ცურვა 1 2(1) 2(1) 2(1) 5(2)
ფარიკაობა 1 1
სულ სპორტსმენი 1 6(1) 4 5(2) 4(1) 5(2) 6(3) 5(3) 5(2) 29(10)
  • ფრჩხილებში ნაჩვენებია ქალი სპორტსმენების რაოდენობა გუნდის შემადგენლობაში

დღესასწაულები

ბურკინა-ფასოში სადღესასწაულო დღეებია:

თარიღი ქართული სახელწოდება ინგლისური სახელწოდება
1 იანვარი ახალი წელი New Year's Day
3 იანვარი 1966 წლის სახელმწიფო გადატრიალების წლისთავი Anniversary of the 1966 Coup d'État
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღე International Women's Day
1 მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღე Labour Day
4 აგვისტო რევოლუციის დღე Revolution Day
5 აგვისტო დამოუკიდებლობის დღე Independence Day
15 აგვისტო მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების დღე Assumption of Mary
15 ოქტომბერი 1987 წლის სახელმწიფო გადატრიალების წლისთავი Anniversary of the 1987 coup d’état
1 ნოემბერი ყველა წმინდანის დღე All Saints' Day
11 დეკემბერი რესპუბლიკის გამოცხადების დღე Proclamation of the Republic
25 დეკემბერი ქრისტეს შობა Christmas Day

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ბურკინა-ფასო ისტორიაბურკინა-ფასო გეოგრაფიაბურკინა-ფასო პოლიტიკური მოწყობაბურკინა-ფასო შეიარაღებული ძალებიბურკინა-ფასო ადმინისტრაციული დაყოფაბურკინა-ფასო დემოგრაფიაბურკინა-ფასო ეკონომიკაბურკინა-ფასო სოციალური სფერობურკინა-ფასო მასმედიაბურკინა-ფასო კულტურაბურკინა-ფასო სპორტიბურკინა-ფასო დღესასწაულებიბურკინა-ფასო რესურსები ინტერნეტშიბურკინა-ფასო სქოლიობურკინა-ფასო2014დასავლეთი აფრიკაზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებიუაგადუგუფრანგული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქეთო და კოტე (ოპერა)თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიმეგობრობასაქართველოს კანონიცოტნე დადიანიტროპიკული სარტყლებიფელაციათითაობაბრუნებაელექტრობასუდანიგია ჯაფარიძესამეგრელოთბილისის დემონსტრაციები (1978)საქართველოს სოფლებიმეწყერიკახა კალაძერუმინეთიბელგიასომხური სამოციქულო ეკლესიაქალწული (ასტროლოგია)კონსტანტინოპოლიტონასახელმწიფოემპათიააკაკი წერეთელისპილოსებრნიბაყაყიკვადრატიქართული ენაგიორგი I (საქართველოს მეფე)სიტყვაუდაბნოუშგულის თემიენდომეტრიოზირუსეთიგველებიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიარუსეთ-საქართველოს ომი (2008)მუნიფსორიაზიპოლონეთიფემინიზმიმშვილდოსანი (ასტროლოგია)გაერთიანებული სამეფოიეთიმ გურჯიმოქალაქეებიკონტინენტითბილისის მეტროპოლიტენისაქართველო XIII საუკუნეშითორნიკე ერისთავიდავით IIIეგვიპტის პირამიდებიხარებავახტანგ I გორგასალიგასტრიტიეზიდებიმეიოზისანქტ-პეტერბურგიდონატელობუნებრივი რესურსებირითმაფარნავაზ Iრკინის გუმბათითბილისის ისტორიადედამიწის ისტორიაეგვიპტებიბლიალიონელ მესიმუსიკასაჰარამხედრულიუჯრედიედუარდ შევარდნაძესაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიქეთევან დედოფალიფრიდერიკ შოპენივარდი🡆 More