ტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები

ტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები ქვეყნის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასთან ერთად უცხოური ინვესტიციების და რეგიონული უსაფრთხოების შენარჩუნებაზეა დაფუძნებული.

2022 წლისთვის ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ ასლოვია.

ტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები
ქვეყნები, რომლებთანაც ტაჯიკეთს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

საერთაშორისო ორგანიზაციები

ტაჯიკეთი არაერთი საერთაშორისო ორგანზიაციის წევრია, მათ შორისაა: მსოფლიო ბანკი, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია.

ორმხრივი ურთიერთობები

ტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები 
ტაჯიკეთის საელჩო მოსკოვში

ევროპა

ანდორა

ანდორასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2007 წლის 9 ნოემბერს დამყარდა. ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სრული წევრია.

ლიეტუვა

ლიეტუვასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 13 აპრილს დამყარდა. ტაჯიკეთი ლიეტუვაში მინსკში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი. ორივე სახელმწიფოე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

საბერძნეთი

საბერძნეთი ტაჯიკეთში მოსკოვში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი. ტაჯიკეთი საბერძნეთში ანკარაში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული.

ლატვია

ლატვიასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 11 მაისს დამყარდა. ტაჯიკეთი ლატვიაში მინსკში მდებარე საელჩოთია აკრედიტებული. ორივე სახელმწიფოე ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

რუმინეთი

რუმინეთსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ივლისს დამყარდა. ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია.

აზია

ტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები 
ტაჯიკეთის საელჩო ვაშინგტონში

სომხეთი

სომხეთსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 ოქტომბერს დამყარდა. სომხეთი ტაჯიკეთში აშხაბადში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო საპატიო საკონსულო დუშანბეში მდებარეობს. ტაჯიკეთი სომხეთში მოსკოვში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი. ორივე სახელმწიფო დამოუკდიებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და დსთ-ის თავისუფალი სავაჭრო ზონის წევრია.

აზერბაიჯანი

მართალია ორივე სახელმწიფო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია, მაგრამ აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთს შორის ეკონომიკური ვაჭრობის მაჩვნებლები დაბალ დონეზეა. 2012 წლის ივლისში აზერბაიჯანში ტაჯიკეთის პრეზიდენტის, ემომალი რაჰმონის სახელმწიფო ვიზიტით ყოფნისას ტაიჯიკეთის ალუმინის კომპანიამ და აზერბაიჯანულმა კომპანიამ „Azeraluminium“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ბჰუტანი

ბჰუტანსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2013 წლის 4 იანვარს დამყარდა.

კამბოჯა

კამბოჯასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 29 ნოემბერს დამყარდა. კამბოჯას ტაჯიკეთში თურქეთში მდებარე საელჩო წარმოადგენს, ხოლო ტაჯიკეთს კამბოჯისთვის აკრედიტებული საელჩო არ აქვს.

საქართველო

ტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები 
ტაჯიკეთის საელჩო კიევში

საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 4 აგვისტოს დამყარდა. ტაჯიკეთი საქართველოს ბაქოში მდებარე საელჩოთი ფარავს, ხოლო საქართველოს საელჩო ტაშკენტში მდებარეობს. ორივე სახელმწიფო ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროებს ტრანსპორტი და სოფლის მეურნეობა წარმოადგენს.

იაპონია

იაპონიასა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 2 თებერვალს დამყარდა. იაპონიის საელჩო დუშანბეში 2002 წლის იანვარში გაიხსნა, ხოლო ტაჯიკეთის საელჩო ტოკიოში 2007 წლის ნოემბერში გაიხსნა.

ყირგიზეთი

წარსულში ორივე სახელმწიფო საბჭოთა კავშირის წევრი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სახელმწიფოებს წლების მანძილზე დაძაბული ურთიერთობები ჰქონდათ. 2021 და 2022 წლებში საზღვართან შეტაკებებიც მოხდა. ლტოლვილებმა და მთავრობის წინაარმდეგ მებრძოლებმა ტაჯიკეთიდან ყირგიზეთის საზღვარი არაერთხელ გადაკვეთეს და ტყვეებიც აიყვანეს.

უზბეკეთი

უზბეკეთის საელჩო დუშანბეში მდებარეობს, ხოლო ტაჯიკეთის საელჩო ტაშკენტშია განლაგებული. ანალიტიკოსების თქმით, უზბეკეთი და ტაჯიკეთი „გამოუცხადებელ ცივ ომში არიან ჩართული“ და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი ორმხრივი ურთიერთობები აქვთ. ორივე სახელმწფო ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრია.

მონღოლეთი

მონღოლეთსა და ტაჯიკეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 24 აპრილს დამყარდა. მონღოლეთი ტაჯიკეთს ნურ-სულთანში მდებარე საელჩოთი ფარავს. ტაჯიკეთიც მონღოლეთს ნურ-სულთანში მდებარე საელჩოთი ფარავს.

თურქეთი

ტაჯიკეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები 1992 წლის 29 იანვარს დამყარდა. თურქეთის საელჩო დუშანბეში მდებარეობს, ხოლო ტაჯიკეთის ― ანკარაში. ორივე სახელმწიფო აზიური თანამშრომლობის დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრია. 2019 წელს ქვეყნებს შორის ვაჭრობის მოცულობა 274 მლნ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა (ტაიკური ექსპორტი/იმპორტი: 131/143 მილიონი ამერიკული დოლარი).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებიტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები ორმხრივი ურთიერთობებიტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები რესურსები ინტერნეტშიტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები სქოლიოტაჯიკეთის საგარეო ურთიერთობები2022ტაჯიკეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დედამიწამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაბიპოლარული აშლილობაიუდაიზმიარაპენეტრაციული სექსიგლობალური დათბობააზიაკირჩხიბი (ასტროლოგია)მონღოლებისპილოსებრნიპარალელოგრამიგონიოს ციხედისკრიმინაციამინერალებისალომე ზურაბიშვილისტამბოლილიონელ მესიდიეგო მარადონამერწყულიზღარბისებრნიეგრისის დიდი ომიტურიზმისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაქრისტეს თორმეტი მოციქულირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარელეიკოციტებიაშშ-ის ისტორიაფაშიზმიBMW M5სვანეთივახტანგ I გორგასალიირემისაქართველოს თავდაცვის ძალებირაგბიერითროციტებიაია-სოფიას ტაძარიკახა კალაძეალუდა ქეთელაურიინდიგო ბავშვებიათონის ივერთა მონასტერიაფხაზეთის ომი (1992-1993)ვაზიირაკლი ღარიბაშვილიკრწანისის ბრძოლავახტანგ VIაფრიკაОдноклассники.ruენდომეტრიოზინიუტონის კანონებიმონანიება (ფილმი)ანალური სექსიბუდაპეშტიმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2005)ნევრასთენიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაწრეწირისაჩხერეკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაიმერეთივიკიპედიახახვიდაისი (ოპერა)აკაკი წერეთელიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)სულეიმან Iკაბო-ვერდე-საქართველოს ურთიერთობებისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებიმორალიბათუმიხმელთაშუა ზღვაალექსანდრე ჭიკაიძეგიორგი მაზნიაშვილიქვეწარმავლებიქეთევან დედოფალითბილისის წყალდიდობა (2015)ძველი რომიქართვლის დედასევასტოპოლიარქეოლოგია🡆 More