ზედსართავი სახელი

ზედსართავი სახელი — მეტყველების ნაწილი, რომელიც დაერთვის არსებით სახელს და გამოხატავს არსებითი სახელით გამოხატული საგნის თვისებას.

დაესმის კითხვა „როგორი?“.

ქართულ ენაში ზედსართავი სახელი მსაზღვრელად გამოიყენება და ამით განსხვავდება წინადადებაში ის არსებითი სახელისაგან. ზედსართავი სახელი მაგალითებია: მაღალი, დაბალი, გრძელი, მოკლე, „თბილი“, „ცივი“ და ასე შემდეგ.

ზედსართავი სახელი როგორც მეტყველების ნაწილი

ზედსართავი სახელი ენათმეცნიერებაში როგორც მეტყველების ნაწილი სამი კრიტერიუმის მიხედვით ხასიათდება:

    1. ზოგადი ლექსიკურ-გრამატიკული მნიშვნელობა არის საგნის ნიშანი.
    2. ზედსართავი სახელის მორფოლოგიური ნიშან-თვისებები განისაზღვრება რიცხვისა და ბრუნვის (ბევრ ენაში აგრეთვე გრამატიკული სქესის, სულიერისა და უსულოს) მორფოლოგიური კატეგორიების მიხედვით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ დამოუკიდებელი მნიშვნელობები არსებითი სახელთან დგომის გარეშე არ გააჩნიათ და მხოლოდ შეთანხმების ფუნქციას კისრულობენ.
    3. ზედსართავის სახელის საბაზისო სინტაქსური ფუნქცია სუბსტანტივური წინადადების წევრთან განსაზღვრების გამოხატვაა. გარდა ამისა, ის შეიძლება შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილად იდგეს წინადადებაში.

ზედსართავის ორი ტიპი

ზედსართავ სახელებში ორი ჯგუფი გამოიყოფა: ვითარებითი და მიმართებითი.

ვითარებითი არსებითი სახელი აერთიანებს პირველად ზედსართავებს (მაღალი, შავი, მჭლე...), ხოლო მიმართებით ჯგუფში კი მეორადი (დერივაციული აფიქსებით ნაწარმოები) სახელები ერთიანდება. მიმართებითი, ანუ დერივაციული აფიქსებით ნაწარმოები ზედსართავი სახელების წარმომქმნელი, ანუ (დერივაციული) ელემენტებია -იან (მაგ., ხავსიანი), უ-ო (უთმო) და უ-ესი.

ვითარებით ზედსართავებს ხარისხი ეწარმოებათ (მაღალი – უმაღლესი, უმჭლევესი...), მიმართებითებს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა, ხარისხი არ ეწარმოებათ, მაგ.; არ შეიძლება უთმოესი ან უუთმოესი, უხავსიანესი და სხვა; თუმცა არსებობს გამონაკლისებიც: გონი – გონ-იერ-ი – უ-გონიერ-ეს-ი, ჭკუა – ჭკვ-იან-ი – უ-ჭკვიან-ეს-ი და სხვა.

არსებითსა და ზედსართავს შორის ტრანსლაცია

ქართულ ენაში არსებით და ზედსართავ სახელებს შორის ხშირია ტრანზიცია (არსებითი სახელიდან ზედსართავ სახელში გარდასვლა ფორმის შეუცვლელად და პირიქით).

ადიექტივაცია

ზოგადად, რომელიმე მეტყველების ნაწილის ქცევას ზედსართავ სახელად ენათმეცნიერებაში ეწოდება ადიექტივაცია (ანუ (ქართ.) გაზედსართავება), უფრო ზუსტად, უკვე გაზედსართავებულ არსებით სახელს კი დესუბსტანტივირებულ (გაარსებითებულ, ნაარსებითალ) ზედსართავს უწოდებენ.

სუბსტანტივაცია

ზოგადად, რომელიმე მეტყველების ნაწილის ქცევას არსებით სახელად ენათმეცნიერებაში ეწოდება სუბსტანტივაცია (ანუ (ქართ.) გაარსებითსახელება), უფრო ზუსტად, უკვე გაარსებითებულ ზედსართავ სახელს კი დეადიექტივირებული (გაზედსართავებული) არსებითი სახელი ჰქვია.

ლიტერატურა

  • შანიძე, აკაკი: ქართული ენის გრამატიკის საფუძვლები. თბილისი, თბილისის უნივერსიტეტი გამომცემლობა,1980.
  • შანიძე, აკაკი: ქართული ენის გრამატიკა. თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1955.
  • Helmut Glück (გამომცემელი), Metzler-Lexikon Sprache, 2000.

Tags:

ზედსართავი სახელი როგორც მეტყველების ნაწილიზედსართავი სახელი ზედსართავის ორი ტიპიზედსართავი სახელი არსებითსა და ზედსართავს შორის ტრანსლაციაზედსართავი სახელი ლიტერატურაზედსართავი სახელიარსებითი სახელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თეთრი დათვინიადაგილეიკოციტოზიამერიკის შეერთებული შტატებიტყესამცხე-ჯავახეთის მხარეშვედეთითბილისიჭიამაიასებრნიბატონებითამარ მეფეთავის ტვინიმარსივენერანიანგებისაქართველო XIII საუკუნეშიიოსებ სტალინიოშკი22 აპრილიჯიხვიივანე მაჩაბელიღამურალოცვა ეფრემ ასურისაიუნესკომე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ბესლანის ტერაქტიმსოფლიოს მოსახლეობააბსტრაქციამეტაბოლიზმიბრუნებაქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემასაერთაშორისო სამართალიოპერასიონის ტაძარიგერმანიის ქალაქების სიადემოკრატიაოქროს საწმისიშინაური კატაშავი ზღვაბაგრატის ტაძარისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიშიდსიჯაყოს ხიზნებიავთანდილ ჭრიკიშვილიქვეწარმავლებიჯეიმზ კუკიიგლუნატრიუმიმერაბ კოსტავამწერებიბარბიტურატებინეიტროფილებივერცხლიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიქრისტიანობაბოლშევიკებიქართული ფილმების სია1832 წლის შეთქმულებაარსებითი სახელირომანტიზმიქანი (გეოლოგია)ლიკა ქავჟარაძესარკაზმიმზის დაბნელებაSWOT-ანალიზითირკმელიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიყივანახველაერთეულთა საერთაშორისო სისტემამერაბ მამარდაშვილიკენგურუებიალექსანდრე ყაზბეგიმარჯნის რიფიჰაერიმთლიანი შიდა პროდუქტინიდერლანდებიტიციან ტაბიძე🡆 More