უხანი

უხანი (ჩინ.

წარმოადგენს ხუბეის პორვინციის ყველაზე დიდ და ჩინეთის ცენტრალური ნაწილის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქს. 11 მილიონი მცხოვრებით უხანი ჩინეთის მეშვიდე ყველაზე ხალხმრავალი ქალაქია და შედის ჩინეთის ცხრა ეროვნული ცენტრალური ქალაქის სიაში.

ქალაქი
უხანი
武汉
უხანი
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
პროვინცია ხუბეი
შიდა დაყოფა Jiang'an District, Jianghan District, Qiaokou District, Hanyang District, Wuchang District, Qingshan District, Wuhan, Hongshan District, Dongxihu District, Hannan District, Caidian District, Jiangxia District, Huangpi District და Xinzhou District
კოორდინატები 30°35′14″ ჩ. გ. 114°17′17″ ა. გ. / 30.58722° ჩ. გ. 114.28806° ა. გ. / 30.58722; 114.28806
ქალაქის მერი ჟუ სიანვანგი
დაარსდა 223
ფართობი 8494,41 კმ²
ცენტრის სიმაღლე 37
მოსახლეობა 11 081 000 კაცი (2018)
აგლომერაცია 19 მლნ
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი +86/27
საფოსტო ინდექსი 430000–430400
საავტომობილო კოდი

鄂A

鄂O (პოლიცია და ხელისუფლება)
ოფიციალური საიტი wuhan.gov.cn
უხანი — ჩინეთი
უხანი

გაშენებულია ძიანხანის ვაკეზე, მდინარე იანძისა და ხანშუის შეერთების ადგილას და ხშირად, ჩინეთის მთავარ სატრანსპორტო არტერიას უწოდებენ.

უხანში მომხდარ ისტორიულ მოვლენებს შორის არის 1911 წლის უხანის აჯანყება, რასაც ცინის დინასტიის დამხობა და ჩინეთის რესპუბლიკის შექმნა მოჰყვა. 1927 წელს, ცოტა ხნით უხანი ჩინეთის დედაქალაქიც იყო, როდესაც ქვეყანას მემარცხენე გომინდანის მთავრობა მართავდა ვან ძინვეის მეთაურობით. მოგვიანებით, 1937 წელს, იაპონია-ჩინეთის მეორე ომის დროს, უხანი კვლავ ქვეყნის დედაქალაქი იყო ათი თვის განმავლობაში.

დღეისათვის, უხანი წარმოადგენს ცენტრალური ჩინეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, კომერციულ, კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს. არის უმთავრესი სატრანსპორტო კვანძი უამრავი სარკინიგზო ხაზით, ავტომაგისტრალითა და ჩქაროსნული ავტოსტრადით, რომლებითაც ის სხვა დიდი ქალაქებთან არის დაკავშირებული. იმის გამო, რომ უხანი საკვანძო როლს ტამაშობს საშინაო ტრანსპორტირებაში, უცხოურ წყაროებში მას ხშირად „ჩინეთის ჩიკაგოს“ უწოდებენ. უხანის ურბანულ ზონას კვეთს და ქალაქს სამ რაიონად ყოფს იანძის უდიდესი შენაკადი, „ოქროს სანაოსნო გზად“ წოდებული მდინარე ხანშუი. ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური ენერგიის გამომუშავების მიხედვით — სამი ხეობის კაშხალი.

ათწლეულებია, უხანი ტრადიციული დამამუშავებელი მრეწველობის ცენტრია და ამავე დროს წარმოადგენს ერთ-ერთ იმ ზონას, რომელიც მართავს ჩინეთის თანამედროვე ინდუსტრიულ ცვლილებებს. უხანში ფუნქციონირებს ეროვნული განვითარების სამი ზონა, სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების ოთხი პარკი, 350-ზე მეტი კვლევით ინსტიტუტი, 1656 მაღალტექნოლოგიური საწარმო, მრავალი საწარმო ინკუბატორი, ხორციელდება Fortune Global 500-ში შესული 230 კომპანიის ინვესტიცია. 2018 წელს, უხანის მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) 224 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ქალაქში მდებარეობს სახელმწიფო საავტომობილო მწარმოებლის, Dongfeng Motor Corporation-ის სათავო ოფისი. უხანში მოქმედებს უმაღლესი განათლების მრავალი გამორჩეული დაწესებულება, მათ შორის, უხანის უნივერსიტეტი, რომელიც 2017 წელს მესამე ადგილზე იყო ქვეყნის მასშტაბით და ჰუაჟონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.

ისტორიულად, უხანს სულ ჰქონდა დატბორვის რისკები, რის გამოც ხელისუფლებამ სიტუაცია ეკომეგობრული შთანთქმის მექანიზმებით შეამსუბუქა. 2011 წელს, უხანის სპორტულმა არენამ უმასპინძლა აზიის საკალათბურთო ჩემპიონატს, 2019 წელს კი იყო მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი. 2019 წლის 18-27 ოქტომბერს უხანში ჩატარდა მე-7 მსოფლიო მილიტარისტული თამაშები. 2017 წელს, იუნესკომ უხანს კრეატიული ქალაქის სტატუსი მიანიჭა დიზაინის დარგში. გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის მიერ უხანს მინიჭებული აქვს მსოფლიოს ბეტა ქალაქის სტატუსი.

2020 წლის იანვარში, ქალაქში გამოჩენილი ახალი ტიპის კორონავირუსის გამო, განხორციელდა უხანის იზოლაცია. არსებობს ვარაუდი, რომ ვირუსი ქალაქის ზღვის პროდუქტების ბაზრობიდან გავრცელდა, რომელიც მას შემდეგ დაიხურა. იზოლაციამდე ქალაქი ხუთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, რასაც ჩინეთის მთავრობის კრიტიკა მოჰყვა უხანის დაგვიანებული კარანტინის გამო.

რესურსები ინტერნეტში

უხანი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

IPAგამარტივებული ჩინური დამწერლობაფინინიჩინეთის სახალხო რესპუბლიკაჩინური დამწერლობაჩინური ენახუბეი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

23 აპრილინატურალური რიცხვიგლობალიზაციამარილებიშინაური კატაღამურაკრწანისის ბრძოლამაგნიუმიგაერთიანებული სამეფომენსტრუაციასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაფესახიმეორე მსოფლიო ომიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიმანგლისიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024კურო (ასტროლოგია)ქართული ხალხური ცეკვებიივანე ჯავახიშვილილობიომანდარინიაღა-მაჰმად-ხანიმუნიარაგვიმუსიკარენესანსივახტანგ I გორგასალისამანიშვილის დედინაცვალიბუდაპეშტიმსოფლიოს მოსახლეობალოცვა ეფრემ ასურისასკოლამღრღნელებიბუნებაამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)არასამთავრობო ორგანიზაციალეჩხუმიკავკასიავენის კონგრესისანქტ-პეტერბურგიმტკნარი წყალიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიმარჯნის რიფიმურა დათვიმთვარის დაბნელებალუი XIVეკვატორული კლიმატური სარტყელიქრისტიანობაკრიშტიანუ რონალდუდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)მალტაპირველი მსოფლიო ომიგამტარისაქართველოს სატელეფონო კოდებიმდინარედემეტრე Iებრაული დღესასწაულებიკობიფიტარეთის მონასტერიათონის ივერთა მონასტერილონდონისინგაპურივახტანგ VIსლოვაკეთიკონტინენტიაზიასაქართველოს პრემიერ-მინისტრიტაივანიეგვიპტეკონსტანტინოპოლის დაცემანაწლავებიმორალითავისუფლება (ფილოსოფია)უქმე დღეები საქართველოშიდოლიბერიკაობაჰიპერბოლა (ენა)🡆 More