რაფაელ ნადალი: ესპანელი ტენისის მოთამაშე

რაფაელ ნადალ პარერა (ესპ.

3 ივნისი, 1986, მანაკორი, ესპანეთი) — ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. მოგებული აქვს რეკორდული 14 საფრანგეთის ღია პირველობა, რის გამოც მიჩნეულია თიხის საფარის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად და „თიხის მეფედ“, ხოლო სხვა საფარებზე მოპოვებული გამარჯვებების გამო, ის ასევე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში.

რაფაელ ნადალი
რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები
ნადალი 2017 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე, სადაც მან მეათედ მოიგო აღნიშნული ტურნირი
სრული სახელი რაფაელ ნადალ პარერა
მშობლიური სახელი Rafael Nadal Parera
ქვეყანა (სპორტი) ესპანეთის დროშა ესპანეთი
საცხოვრებელი ადგილი მანაკორი, მალიორკა, ესპანეთი
დაიბადა 3 ივნისი, 1986 (1986-06-03) (37 წლის)
მანაკორი, მალიორკა, ესპანეთი
სიმაღლე 185 სმ
პროფესიონალი 2001
თამაში მემარცხენე
მწვრთნელ(ებ)ი ტონი ნადალი (1990–2017)
ფრანსისკო როიგი (2005–)
კარლოს მოია (2016–)
ფულადი პრიზი 103,251,975 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი rafaelnadal.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 1004–204 (83,1%)
ტიტულები კარიერაში 91
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (18 აგვისტო, 2008)
მიმდინარე რეიტინგი მე-2 (5 ნოემბერი, 2018)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2009, 2022)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (2005, 2006, 2007, 2008, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2017, 2018, 2019, 2020, 2022)
უიმბლდონი გამარჯვება (2008, 2010)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2010, 2013, 2017, 2019)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი ფინალი (2010, 2013)
ოლიმპიური თამაშები გამარჯვება (2008)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 131–72 (64.53%)
ტიტულები კარიერაში 11
უმაღლესი რეიტინგი 26-ე (8 აგვისტო, 2005)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ (2004, 2005)
უიმბლდონი 2რ (2005)
აშშ-ის ღია პირველობა ნახევარფინალი (2004)
წყვილთა სხვა ტურნირები
ოლიმპიური თამაშები გამარჯვება (2016)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (2004, 2008, 2009, 2011, 2019)
ბოლოს განახლდა: 12 სექტემბერი 2018.

ნადალს მოგებული აქვს 22 დიდი სლემის ტურნირი – 14 საფრანგეთის ღია პირველობა, 4 აშშ-ის ღია პირველობა, 2 უიმბლდონი და 2 ავსტრალიის ღია პირველობა. სლემების რაოდენობით, იგი თანალიდერია როჯერ ფედერერთან ერთად. ესპანელს ასევე მოგებული აქვს 36 მასტერსი და ამ მხრივ რეკორდსმენია ნოვაკ ჯოკოვიჩთან ერთად. ჯამში ნადალმა კარიერაში ATP-ის 92 ტურნირი მოიგო ერთეულებში. ესპანელი 209 კვირის განმავლობაში იკავებდა რეიტინგში პირველ ადგილს.

მხოლოდ ნადალს და შვედ ჩოგბურთელს – მატს ვილანდერს, აქვთ მინიმუმ 2 დიდი სლემის ტურნირი მოგებული სამ სხვადასხვა საფარზე: ჰარდზე, ბალახზე და თიხაზე. 2014 წელს საფრანგეთის ღია პირველობის მოგებით, ნადალი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც შეძლო ზედიზედ 10 წლის განმავლობაში დიდი სლემის ტურნირის მოგება. 2017 წელს მონტე-კარლოს მასტერსის მოგებით, ნადალმა მოხსნა არგენტინელი გილიერმო ვილასის რეკორდი, რომელსაც ყველაზე მეტი – 49 ტურნირი ჰქონდა მოგებული თიხის საფარზე. იმავე წელს საფრანგეთის ღია პირველობის მოგებით, ნადალი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთი დიდი სლემის ტურნირის მოგება 10-ჯერ შეძლო.

ოლიმპიურ თამაშებზე, ნადალს 1-1 ოქროს მედალი აქვს ერთეულებში და წყვილებში მოგებული. 2010 წელს, იგი გახდა მეორე ჩოგბურთელი ანდრე აგასის შემდეგ მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში, რომელმაც კარიერული ოქროს სლემი შეასრულა (მოიგო ყველა დიდი სლემის ტურნირი და ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში). სანაკრებო დონეზე, მან 4-ჯერ მოიგო დეივისის თასი ესპანეთის ნაკრებთან ერთად.

პირადი ცხოვრება

ნადალი დაიბადა მანაკორში, კუნძულ მალიორკაზე. მამამისი – სებასტიან ნადალი არის ბიზნესმენი, რომელიც ფლობს სადაზღვევო კომპანიას, კარ-ფანჯრების კომპანიას და რესტორანს. დედამისი – ანა მარია პარერა არის დიასახლისი. რაფაელს ჰყავს უმცროსი და – მარია იზაბელი. მისი ბიძა – მიგელ ანხელ ნადალი, არის „მალიორკას“, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი. რაფაელი გულშემატკივრობს მადრიდის „რეალს“ და „მალიორკას“. რაფაელის მეორე ბიძამ – ტონიმ, რომელიც ჩოგბურთის მწვრთნელია, 3 წლის ასაკში შეიყვანა რაფაელი ჩოგბურთზე, მას შემდეგ რაც შეამჩნია მისი ნიჭი. 8 წლის ასაკში ნადალმა მოიგო 12 წლამდელთა რეგიონული საჩოგბურთო ჩემპიონატი. ამ ასაკში ის ასევე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლებოდა. როდესაც 12 წლის ასაკში, ნადალმა კვლავ მოიგო რეგიონული და ევროპული საჩოგბურთო ტიტულები, მან საბოლოოდ აირჩია, რომ ჩოგბურთს გაჰყოლოდა. ბიძამისმა და ამავდროულად მისმა მწვრთნელმა ტონიმ, ურჩია რაფაელს, რომ მარცხენა ხელით ეთამაშა ჩოგბურთი, რაც მას უპირატესობას მისცემდა კორტზე.

კარიერა

2002–2004

2002 წლის 29 აპრილს 15 წლის ასაკში, ნადალმა ATP-ის პირველი ოფიციალური მატჩი მოიგო. 762-ე ნომრად განთესილმა ნადალმა პარაგვაელი რამონ დელგადო დაამარცხა: 6–4, 6–4. მომავალ წელს, ნადალმა მოიგო ჩელენჯერის დონის ორი ტურნირი და დაამთავრა წელიწადი ტოპ 50-ში. 2003 წელს შედგა მისი დებიუტი უიმბლდონზე და ზოგადად დიდი სლემის ტურნირებზე.

2004 წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე, ნადალი მესამე რაუნდში გავიდა, სადაც ავსტრალიელ ლეიტონ ჰიუიტთან სამ სეტში დამარცხდა. საინტერესოა, რომ თუ ნადალი მოიგებდა ამ მატჩს, ის შემდეგ ეტაპზე მსოფლიოს პირველ ჩოგანს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდებოდა. თუმცა ნადალი რამდენიმე კვირაში მაინც შეხვდა ფედერერს მაიამის მასტერსზე და ორ სეტში დაამარცხა იგი. შვეიცარიელის დამარცხების შემდეგ, ნადალი ჩილელ ფერნანდო გონსალესთან დამარცხდა.

წლის ბოლოს ნადალი დაეხმარა ესპანეთის ნაკრებს დეივისის თასის მოგებაში. მან მსოფლიოს მე-2 ჩოგანი, ამერიკელი ენდი როდიკი 4 სეტში დაამარცხა.

2005: პირველი დიდი სლემის ტიტული

2005 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე, ნადალი კვლავ ჰიუიტს შეხვდა და ამჯერად 5 სეტში დამარცხდა ავსტრალიელთან. ორი თვის შემდეგ ნადალი მაიამის მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც ფედერერს დაუპირისპირდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელმა პირველი ორი სეტი მოიგო, ფედერერმა დარჩენილ სამ სეტში იმარჯვა და მოიგო ტურნირი.

გაზაფხულის თიხის სეზონიდან მოყოლებული, ნადალმა ზედიზედ 24 მატჩი მოიგო. ბარსელონის ღია პირველობაზე მან ფინალში თანამემამულე ხუან კარლოს ფერერო დაამარცხა. ნადალმა განაგრძო დომინაცია თიხის საფარზე და კარიერაში პირველი და მეორე მასტერსის ტიტულები მოიგო. მონტე-კარლოს და რომის მასტერსის ფინალებში, მან 2004 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ფინალისტი არგენტინელი გილიერმო კორია დაამარცხა. ამ გამარჯვებების შემდეგ, ნადალმა რეიტინგში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა და მომავალი საფრანგეთის ღია პირველობის ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. სადებიუტო თიხის დიდი სლემის ნახევარფინალში, ნადალმა ფედერერი ოთხ სეტში დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც არგენტინელ მარიანო პუერტას ოთხ სეტში სძლია და პირველივე ცდიდან მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. ჩემპიონობის შემდეგ, ნადალი რეიტინგში მე-3 ადგილზე გადავიდა.

ნადალის 24 მატჩიანი მოგებათა სერია ჰალეს ღია პირველობაზე შეწყდა, რომელიც ბალახის საფარზე ტარდება. იგი პირველ რაუნდში გერმანელ ალექსანდრე ვასკესთან დამარცხდა. უიმბლდონზე ნადალი მეორე რაუნდში ლუქსემბურგელ ჟილ მიულერთან ოთხ სეტში დამარცხდა.

უიმბლდონის შემდეგ ნადალმა ზედიზედ 16 მატჩი და 3 ტურნირი მოიგო. 2005 წლის 25 ივლისს, მან რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

აგვისტოში კანადის მასტერსის ფინალში მან ამერიკელი ანდრე აგასი დაამარცხა, თუმცა ცინცინატის მასტერსზე პირველ რაუნდში დამარცხდა ჩეხ ტომაშ ბერდიხთან. აშშ-ის ღია პირველობაზე ნადალი მესამე რაუნდში ოთხ სეტში დამარცხდა 49-ე ჩოგანთან, ამერიკელ ჯეიმზ ბლეიკთან.

სექტემბერში ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ნადალმა კორია დაამარცხა. ოქტომბერში ესპანელმა 2005 წელს მეოთხე მასტერსის ტურნირი მოიგო. მადრიდის მასტერსის ფინალში მან ხორვატი ივან ლიუბიჩიჩი დაამარცხა. ნადალმა შემდეგ ტერფის ტრავმა მიიღო, რის გამოც მან წლის შემაჯამებელი ტურნირი გამოტოვა.

2005 წელს ნადალმა და ფედერერმა 11-11 ტიტული 4-4 მასტერსის ტურნირი მოიგეს. ნადალის 11-დან 9 მოგებული ტურნირი თიხის საფარზე გათამაშდა. ნადალმა 79 მატჩი მოიგო, (ყველაზე მეტი ტურში ფედერერის 81 მოგებული მატჩის შემდეგ). წელიწადის განმავლობაში ესპანელმა 11 სეტი მოიგო ანგარიშით 6–0. ნადალმა სეზონი რეიტინგში მეორე ადგილზე დაასრულა.

2006: მეორე საფრანგეთის ღია პირველობის ტიტული

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
ნადალი ზეიმობს საფრანგეთის ღია პირველობაზე გამარჯვებას 2006 წელს.

ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობა ტერფის ტრავმის გამო გამოტოვა. თებერვალში ესპანელმა დუბაის ტურნირის ფინალში ფედერერი სამ სეტში დაამარცხა. ინდიან უელსის მასტერსზე ნადალი ნახევარფინალში ბლეიკთან დამარცხდა, ხოლო მაიამიში კი პირველ რაუნდში გამოვარდა ესპანელ კარლოს მოიასთან.

თიხის სეზონი ნადალმა მონტე-კარლოს მასტერსზე გამარჯვებით დაიწყო. ფინალში მან ფედერერი 4 სეტში დაამარცხა. მომავალ კვირას, მან ესპანელ ტომი რობრედოს სძლია ბარსელონის ტურნირის ფინალში. ნადალი რომის მასტერსის ფინალშიც გავიდა, სადაც ფედერერს დაუპირისპირდა. 5 სეტიანი მატჩი 5 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა, სადაც საბოლოოდ ესპანელმა იმარჯვა: 6–7(0–7), 7–6(7–5), 6–4, 2–6, 7–6(7–5). საფრანგეთის ღია პირველობაზე ნადალი ფინალში გავიდა, სადაც ფედერერს შეხვდა და 4 სეტში დაამარცხა იგი. ნადალი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ფედერერის დამარცხება შეძლო დიდი სლემის ტურნირის ფინალში.

უიმბლდონზე ესპანელი მეორე ნომრად იყო განთესილი. მეორე რაუნდში მან 5 სეტიან მძიმე მატჩში დაამარცხა ამერიკელი რობერტ კენდრიკი. მესამე რაუნდში ნადალმა ანდრე აგასის სძლია სამ სეტში. ეს იყო აგასის კარიერაში უკანასკნელი მატჩი უიმბლდონზე. შემდეგი სამი მატჩი ესპანელმა სეტის წაუგებლად მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც კვლავ როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა. 1966 წლის შემდეგ, ნადალი იყო პირველი ესპანელი, რომელიც უიმბლდონის ფინალში გავიდა. ფინალი ფედერერმა 4 სეტში მოიგო: 6–0, 7–6(7–5), 6–7(2–7), 6–3, ხოლო ნადალი დიდი სლემის ტურნირების ფინალში პირველად დამარცხდა.

აგვისტოს მასტერსებზე ნადალი წარუმატებლად გამოვიდა, ხოლო აშშ-ის ღია პირველობაზე ის მეოთხედფინალში დამარცხდა რუს ჩოგბურთელ, მიხეილ იუჟნისთან 4 სეტში.

წლის ბოლომდე ნადალი მხოლოდ სამ ტურნირზე გამოვიდა. სტოკჰოლმის ღია პირველობაზე მეორე რაუნდში, იგი მოულოდნელად დამარცხდა 690-ე ჩოგან, შვედ იოაჰიმ იოჰანსონთან. მომავალ კვირას მადრიდის მასტერსზე, ნადალი ბერდიხთან მეოთხედფინალში 2 სეტში დამარცხდა. წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, ესპანელმა ბლეიკთან წააგო პირველი მატჩი, თუმცა შემდეგ რუსი ნიკოლოზ დავიდენკო და ტომი რობრედო დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფედერერთან 2 სეტში დამარცხდა.

2007: მესამე საფრანგეთის ღია პირველობის ტიტული

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
2007 წელს ნადალმა ზედიზედ მესამედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნადალი მეოთხედფინალში სამ სეტში დამარცხდა ფერნანდო გონსალესთან. დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში ესპანელი იუჟნისთან გამოვარდა, ხოლო ინდიან უელსში ნადალი ფინალში გავიდა, სადაც სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2 სეტში დაამარცხა. ჯოკოვიჩმა რამდენიმე დღეში აიღო რევანში, როდესაც ნადალს მაიამის მასტერსის მეოთხედფინალში 2 სეტში სძლია.

მომავალ თიხის სეზონზე ნადალი კვლავ კარგად გამოვიდა. მან ისევ მოიგო მონტე-კარლოს მასტერსი, სადაც ფინალში ფედერერი დაამარცხა, ბარსელონის ტურნირის ფინალში ნადალმა არგენტინელ გილიერმო კანიასს სძლია, ხოლო რომის მასტერსის ფინალში ესპანელმა ფერნანდო გონსალესი დაამარცხა 2 სეტში. ნადალი ჰამბურგის მასტერსის ფინალშიც გავიდა, სადაც ფედერერთან სამ სეტში დამარცხდა. ამ მარცხით შეწყდა ნადალის 81 მატჩიანი მოგებათა სერია თიხის საფარზე, რაც მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში რეკორდული რაოდენობის მოგებათა სერიაა ნებისმიერ საფარზე. ასევე ამ მატჩში ფედერერმა პირველად დაამარცხა ნადალი თიხის საფარზე. თუმცა ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობაზე აიღო რევანში, როდესაც შვეიცარიელს ოთხ სეტში სძლია ფინალში და ზედიზედ მესამედ მოიგო აღნიშნული დიდი სლემი.

ნადალი და ფედერერი ერთმანეთს ასევე დაუპირისპირდნენ ამხანაგურ მატჩში, რომელიც ექსპერიმენტულ კორტზე ჩატარდა. კორტის ნახევარი ბალახის საფარის იყო, ხოლო მეორე ნახევარი კი თიხის. ესპანელმა მძიმე მატჩში იზეიმა გამარჯვება: 7–5, 4–6, 7–6(12–10).

უიმბლდონზე ნადალი კვლავ ფინალში გავიდა და ისევ ფედერერს შეხვდა. 5 სეტიან მძიმე მატჩში საბოლოოდ შვეიცარიელმა გაიმარჯვა და ზედიზედ მეხუთედ მოიგო უიმბლდონი: 7–6(9–7), 4–6, 7–6(7–3), 2–6, 6–2.

ივლისში ნადალმა შტუტგარტის ღია პირველობა მოიგო, რომელიც მისი ბოლო ტიტული იყო 2007 წელს.

კანადის მასტერსზე ნადალი ნახევარფინალში ჯოკოვიჩთან, ხოლო ცინცინატიში მეორე რაუნდში დამარცხდა არგენტინელ ხუან მონაკოსთან. აშშ-ის ღია პირველობაზე ნადალი მეოთხე რაუნდში ოთხ სეტში დამარცხდა თანამემამულე დავიდ ფერერთან.

ჩოგბურთიდან ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ნადალმა მადრიდის და პარიზის მასტერსებზე მიიღო მონაწილეობა. მადრიდის მეოთხედფინალშიც და პარიზის ფინალშიც, იგი დამაჯერებლად დაამარცხა არგენტინელმა დავიდ ნალბანდიანმა. წლის ბოლოს, წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში, ნადალი 2 სეტში დამარცხდა როჯერ ფედერერთან.

2008: ორი დიდი სლემი, ოლიმპიური ოქრო და პირველი ადგილი რეიტინგში

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
ნადალი საფრანგეთის ღია პირველობაზე 2008 წელს. აღნიშნული ტურნირი მან სეტის წაუგებლად მოიგო.

ნადალმა წელიწადი ინდოეთში გამართულ ჩენაის ღია პირველობაზე გამოსვლით დაიწყო, სადაც ფინალში მოულოდნელად განადგურდა მიხეილ იუჟნისთან: 0–6, 1–6. ავსტრალიის ღია პირველობაზე ესპანელმა კარიერაში პირველად მიაღწია ნახევარფინალამდე, სადაც ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან სამ სეტში დამარცხდა. მომავალ თვეებში ჩატარებული ტურნირებიდან, ინდიან უელსის ნახევარფინალში ნადალი ჯოკოვიჩთან, ხოლო მაიამის მასტერსის ფინალში დავიდენკოსთან 2 სეტში დამარცხდა.

თიხის სეზონის განმავლობაში ნადალმა 4 ტიტული მოიგო. მონტე-კარლოს მასტერსის ფინალში მან ზედიზედ მესამედ დაამარცხა ფედერერი, ხოლო მომავალ კვირას ესპანელმა ზედიზედ მეოთხედ მოიგო ბარსელონის ტურნირი. რომის მასტერსზე ნადალი მეორე რაუნდში ხუან კარლოს ფერეროსთან 2 სეტში დამარცხდა. მოგვიანებით ნადალი ჰამბურგის მასტერსის ფინალში გავიდა და პირველად მოიგო აღნიშნული ტურნირი. 3 სეტიან მძიმე მატჩში მან ფედერერი დაამარცხა და რევანში აიღო შარშანდელი წაგებისთვის. ესპანელი და შვეიცარიელი კვლავ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში და ზედიზედ მეოთხედ ნადალმა იზეიმა გამარჯვება. ნადალმა 6–1, 6–3, 6–0 გაანადგურა მეტოქე, რაც მისი ერთ-ერთი საუკეთესო ჩატარებული მატჩია ფედერერის წინააღმდეგ. 1999 წლის შემდეგ შვეიცარიელმა პირველად წააგო სეტი ანგარიშით 0–6. აღნიშნული გამარჯვებით, ნადალმა გაიმეორა შვედი ბიორნ ბორგის შედეგი და ზედიზედ მეოთხედ მოიგო თიხის დიდი სლემი.

უიმბლდონამდე ნადალმა კარიერაში პირველი ტურნირი მოიგო ბალახის საფარზე, როდესაც დედოფლის კლუბის ჩემპიონატის ფინალში ჯოკოვიჩი ორ სეტში დაამარცხა. უიმბლდონზე ნადალი ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალში და კვლავ ფედერერს დაუპირისპირდა. თითქმის 5 საათიან მატჩში, რომელიც 5 სეტს გაგრძელდა, საბოლოოდ ნადალმა იზეიმა გამარჯვება და კარიერაში პირველად მოიგო უიმბლდონი. აღნიშნული ფინალი მრავალი ექსპერტის მიერ არის მიჩნეული, როგორც ყველა დროის საუკეთესო მატჩი ჩოგბურთის ისტორიაში. ეს იყო ნადალის პირველი მოგებული დიდი სლემის ტურნირი თიხის საფარის გარეთ. ასევე მან კარიერაში პირველად მოიგო ზედიზედ ორი სლემი და ავსტრალიელი როდ ლეივერის და ბიორნ ბორგის შემდეგ, ის გახდა მესამე მამაკაცი, რომელსაც ზედიზედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა და უიმბლდონი (როჯერ ფედერერმა 2009 წელს შეძლო აღნიშნულის მიღწევა). ნადალი ასევე გახდა მეორე ესპანელი, რომელმაც უიმბლდონი მოიგო. აღსანიშნავია, რომ ფედერერს ზედიზედ 5-ჯერ ჰქონდა მოგებული უიმბლდონი და ასევე ჰქონდა 65-მატჩიანი წაუგებელი სერია ტურნირზე.

უიმბლდონის შემდეგ ნადალმა განაგრძო მოგებათა სერია. მან კარიერაში მეორედ მოიგო კანადის მასტერსი, როდესაც ფინალში გერმანელი ნიკოლას კიფერი დაამარცხა, ნადალის 32 მატჩიანი მოგებათა სერია ცინცინატის მასტერსზე შეწყდა, სადაც მან ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან 2 სეტში წააგო. აშშ-ის ღია პირველობაზე ნადალმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც იგი ბრიტანელ ენდი მარისთან 4 სეტში დამარცხდა. 2008 წლის 18 აგვისტოს, პირველად კარიერაში ნადალი რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა, ფედერერმა კი 4 წელიწადნახევრის შემდეგ დათმო პირველობა.

აშშ-ის ღია პირველობამდე, ნადალმა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მოიპოვა ერთეულთა თანრიგში, ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩის და ფინალში ფერნანდო გონსალესის დამარცხების შემდეგ. მოგვიანებით ნადალი ესპანეთის ნაკრებს დაეხმარა დეივისის თასის ნახევარფინალში აშშ-ის ნაკრების დამარცხებაში.

მადრიდის მასტერსის ნახევარფინალში ნადალი ფრანგ ჟილ სიმონთან ნახევარფინალში დამარცხდა. პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში დავიდენკოს წინააღმდეგ, ნადალი მატჩის დროს მოეხსნა მუხლის ტრავმის გამო. აღნიშნული ტრავმის გამო, ნადალი წლის შემაჯამებელი ტურნირიდან და დეივისის თასის ფინალიდან მოეხსნა, თუმცა სეზონი მან რეიტინგში მაინც პირველ ადგილზე დაასრულა და მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში გახდა ისტორიაში პირველი ესპანელი, რომელმაც აღნიშნულის მიღწევა შეძლო.

2009: ავსტრალიის ღია პირველობის ტიტული და პირველი მარცხი საფრანგეთის ღია პირველობაზე

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
ნადალი ავსტრალიის ღია პირველობაზე 2009 წელს, სადაც მან კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული მოიგო ჰარდის საფარის კორტებზე.

2009 წლის სეზონი ნადალმა კატარის ღია პირველობაზე ასპარეზობით დაიწყო, სადაც მეოთხედფინალში გაელ მონფილსთან დამარცხდა. ავსტრალიის ღია პირველობაზე ნადალმა პირველი ხუთი მატჩი სეტის წაუგებლად მოიგო, სანამ ნახევარფინალში მძიმე 5 სეტიან მატჩში, რომელიც 5 საათი 14 წუთი გაგრძელდა, არ დაამარცხა თანამემამულე ფერნანდო ვერდასკო. ფინალში ნადალი ფედერერს დაუპირისპირდა. ეს იყო მათი პირველი შეხვედრა დიდი სლემის ჰარდ კორტზე და ჯამში მე-19 შეხვედრა მათ ხანგრძლივ მეტოქეობაში. ნადალმა მატჩი ისევ 5 სეტში მოიგო და ჰარდ კორტის საფარზე პირველი დიდი სლემის ტურნირზე იზეიმა გამარჯვება. ნადალი პირველი ესპანელი გახდა, რომელმაც შეძლო ავსტრალიის ღია პირველობის მოგება. ამ მოგებით, ნადალი ასევე გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელიც ერთდროულად იყო მოქმედი ჩემპიონი სამივე სხვადასხვა საფარის დიდი სლემის ტურნირებზე (ჰარდზე, თიხაზე და ბალახზე).

თებერვალში ნადალი როტერდამის ღია პირველობაზე გამოვიდა, სადაც ფინალში ენდი მარისთან 3 სეტში დამარცხდა. ნადალმა მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც მომავალი დუბაის ტურნირის გამოტოვება მოუწია.

მარტში ნადალი დაეხმარა ესპანეთს დეივისის თასზე სერბეთის ნაკრების დამარცხებაში, როდესაც მან იანკო ტიპსარევიჩი და ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა. ნადალმა კიდევ უფრო გააუმჯობესა მისი ურთიერთშეხვედრების მაჩვენებელი ჯოკოვიჩთან: 11–4, მათ შორის 6–0 თიხის საფარზე.

მარტში ნადალმა კარიერაში მეორედ მოიგო ინდიან უელსის მასტერსი, როდესაც ფინალში ენდი მარი დამაჯერებლად დაამარცხა: 6–1, 6–2. მაიამიში ესპანელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან სამ სეტში დამარცხდა.

თიხის სეზონი ნადალმა მონტე-კარლოში გამარჯვებით დაიწყო. აღნიშნული მასტერსი მან ზედიზედ მეხუთედ მოიგო. ფინალში ესპანელმა ჯოკოვიჩს 3 სეტში სძლია. ნადალი გახდა პირველი ჩოგბურთელი მამაკაცთა ჩოგბურთში, რომელმაც შეძლო მასტერსის ტურნირის ზედიზედ ხუთჯერ მოგება. ნადალმა შემდეგ ასევე ზედიზედ მეხუთედ მოიგო ბარსელონის ტურნირი, როდესაც ფინალში დავიდ ფერერი დაამარცხა. რომის მასტერსის ფინალში ნადალი კვლავ ჯოკოვიჩს შეხვდა და ისევ დაამარცხა სერბი მეტოქე. ესპანელმა მეოთხედ მოიგო აღნიშნული მასტერსის ტიტული.

2 თიხის მასტერსის მოგების შემდეგ, ნადალი მესამეს ფინალშიც გავიდა. მადრიდის მასტერსის ფინალში ესპანელი ფედერერთან 2 სეტში დამარცხდა. 2007 წლის შემდეგ, ფედერერმა პირველად დაამარცხა მეტოქე. ასევე ეს იყო შვეიცარიელის მეორე გამარჯვება ნადალზე თიხის საფარის კორტებზე.

2009 წლის 31 მარტს, საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში, ნადალმა კარიერაში პირველად წააგო მატჩი თიხის დიდი სლემის ტურნირზე. შვედმა რობინ სოდერლინგმა ესპანელი 4 სეტში დაამარცხა: 2–6, 7–6(7–2), 4–6, 6–7(2–7).

ნადალი მუხლის ტრავმის გამო დედოფლის კლუბის ჩემპიონატიდან და უიმბლდონიდან მოეხსნა. მას შემდეგ, რაც ფედერერმა უიმბლდონი მოიგო, ნადალი რეიტინგში ისევ მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. ესპანელი ასევე მოეხსნა დეივისის თასიდან.

ესპანელი ჩოგბურთს კანადის მასტერსზე დაუბრუნდა, სადაც მეოთხედფინალში დელ პოტროსთან 2 სეტში დამარცხდა. ამ წაგებით, ნადალი რეიტინგში მესამე ადგილზე ჩამოვიდა. 2005 წლის 25 ივლისის შემდეგ პირველად, ნადალი პირველ, ან მეორე ადგილს აღარ იკავებდა. ცინცინატის ნახევარფინალში ესპანელი ჯოკოვიჩთან დამარცხდა. აშშ-ის ღია პირველობაზე ნადალი ნახევარფინალში გავიდა, სადაც კვლავ დელ პოტროს შეხვდა. არგენტინელმა მატჩი სამ სეტში დამაჯერებლად მოიგო: 6–2, 6–2, 6–2. წაგების მიუხედავად, ნადალი რეიტინგში დაუბრუნდა მეორე ადგილს.

შანხაის მასტერსის ფინალში ნადალი დავიდენკოსთან. ხოლო პარიზის მასტერსის ნახევარფინალში ჯოკოვიჩთან დამარცხდა. წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე კი ესპანელმა სამივე მატჩი სეტის მოუგებლად წააგო.

დეკემბერში ნადალმა კარიერაში მეორედ მიიღო მონაწილეობა დეივისის თასის ფინალში და დაეხმარა ესპანეთის ნაკრებს ტიტულის მოპოვებაში ჩეხეთის წინააღმდეგ.

ნადალმა სეზონი რეიტინგში მეორე ჩოგნად დაასრულა.

2010: სამი დიდი სლემის ტიტული და რეიტინგში პირველ ადგილზე დაბრუნება

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
ნადალი ზეიმობს იაპონიის ღია პირველობაზე გამარჯვებას 2010 წელს.

პირველი დიდი სლემის ტურნირამდე, ნადალმა კატარის ღია პირველობაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ფინალში დავიდენკოსთან სამ სეტში დამარცხდა. ავსტრალიის ღია პირველობაზე ნადალმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ენდი მარის დაუპირისპირდა. პირველი 2 სეტის წაგების შემდეგ, ესპანელი მესამე სეტში მუხლის ტრავმის გამო მატჩიდან მოეხსნა.

ინდიან უელსის მასტერსზე ნადალი ნახევარფინალში ივან ლიუბიჩიჩთან 3 სეტში დამარცხდა, მაიამიში კი იგი ამერიკელ ენდი როდიკთან ასევე ნახევარფინალურ მატჩში 3 სეტში განიცადა მარცხი.

აპრილში ნადალმა ფინალში ვერდასკოს დამარცხების შემდეგ ზედიზედ მეექვსედ მოიგო მონტე-კარლოს მასტერსი. ტურნირის განმავლობაში ნადალმა სულ 14 გეიმი წააგო. მან შემდეგ ბარსელონის ტურნირი გამოტოვა და რომის მასტერსზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ფინალში დავიდ ფერერი დაამარცხა. ნადალი შემდეგ მადრიდის მასტერსზე გამოვიდა, სადაც ასევე ფინალში გავიდა და 2009 წლის ფინალის მსგავსად ფედერერს შეხვდა. ესპანელმა რევანში აიღო წინა წლის მარცხისთვის, დაამარცხა მეტოქე 2 სეტში და მოიგო მე-18 მასტერსის ტიტული, რითიც ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. რეკორდს ანდრე აგასი ფლობდა 17 ტიტულით. ნადალი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც შეძლო ყველა თიხის მასტერსის და ასევე ზედიზედ 3 მასტერსის ტურნირის მოგება. საფრანგეთის ღია პირველობაზე ესპანელი ფინალში გავიდა, სადაც სოდერლინგს დაუპირისპირდა. ნადალმა მეტოქე 3 სეტში დამაჯერებლად დაამარცხა და წინა წლისთვის აიღო რევანში. ნადალმა 2008 წლის მსგავსად სეტის წაუგებლად მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა და რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა.

ესპანელმა ბალახის ტურნირებისთვის დაიწყო მზადება. დედოფლის კლუბის ჩემპიონატზე ლონდონში ნადალი მეოთხედფინალში თანამემამულე ფელისიანო ლოპესთან დამარცხდა. უიმბლდონზე ნახევარფინალში ენდი მარის დამარცხების შემდეგ, იგი ფინალში გავიდა, სადაც სამ სეტში დაამარცხა ტომაშ ბერდიხი და კარიერაში მეორედ მოიგო ბალახის დიდი სლემი. 24 წლის ასაკში ნადალმა ჯამში მე-8 დიდი სლემის ტურნირი მოიგო.

კანადის მასტერსზე ნადალი ნახევარფინალში ენდი მარისთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამავე ტურნირის წყვილთა თანრიგში, მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგნებმა – ნადალმა და ჯოკოვიჩმა პირველად ითამაშეს წყვილებში, თუმცა კანადელებთან – ვაშეკ პოსპიშილთან და მილოშ რაონიჩთან დამარცხდნენ. ცინცინატის მასტერსზე ნადალი მეოთხედფინალში კვიპროსელ მარკოს ბაღდატისთან 3 სეტში დამარცხდა.

აშშ-ის ღია პირველობაზე ნადალი ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა. ესპანელმა სერბი 4 სეტში: 6–4, 5–7, 6–4, 6–2 დაამარცხა, კარიერაში პირველად მოიგო აღნიშნული ტურნირი და 24 წლის ასაკში კარიერული დიდი სლემი შეასრულა. ნადალი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ წელიწადში მოიგო დიდი სლემის ტურნირები თიხის, ბალახის და ჰარდის საფარებზე და 1969 წლის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა, უიმბლდონი და აშშ-ის ღია პირველობა.

ოქტომბერში ტაილანდის ღია პირველობაზე ნადალი ნახევარფინალში დამარცხდა ესპანელ გილიერმო გარსია-ლოპესთან. შემდეგ ნადალი იაპონიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც მონფილსი დაამარცხა და წელიწადში მეშვიდე ტიტული მოიგო. ნადალი შემდეგ შანხაის მასტერსზე გამოვიდა, სადაც მესამე რაუნდში მოულოდნელად დამარცხდა ავსტრიელ იურგენ მელცერთან. 5 ნოემბერს ესპანელმა განაცხადა, რომ პარიზის მასტერსიდან მოეხსნებოდა მხრის ტრავმის გამო.

ნადალი ჩოგბურთს წლის შემაჯამებელი ტურნირზე დაუბრუნდა. ჯგუფურ ეტაპზე მან როდიკი, ჯოკოვიჩი და ბერდიხი დაამარცხა. ნახევარფინალში მან მძიმე სამ სეტიან მატჩში სძლია ენდი მარის და ფინალში როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა. შვეიცარიელმა სამ სეტში მოიგო მატჩი: 6–3, 3–6, 6–1.

ნადალმა 2010 წლის სეზონში 3 დიდი სლემის და 3 მასტერსის ტიტული მოიგო და წელიწადი რეიტინგში პირველ ჩოგნად დაასრულა.

2011: საფრანგეთის ღია პირველობის მეექვსე ტიტული

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
ნადალი საფრანგეთის ღია პირველობაზე 2011 წელს, სადაც მან მეექვსედ მოიგო აღნიშნული ტურნირი.

იანვარში ნადალმა კატარის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ნახევარფინალში ნიკოლოზ დავიდენკოსთან დამარცხდა. ავსტრალიის ღია პირველობაზე ესპანელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც დავიდ ფერერს დაუპირისპირდა. მატჩის დროს ნადალმა ტრავმა მიიღო და შედეგად მატჩი სამ სეტში დათმო: 4–6, 2–6, 3–6.

მარტში ესპანელი დეივისის თასზე დაეხმარა ნაკრებს ბელგიის დამარცხებაში. შემდეგ მან ინდიან უელსის მასტერსზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ფინალში გავიდა და ნოვაკ ჯოკოვიჩთან სამ სეტში დამარცხდა. 2 კვირის შემდეგ, მაიამის მასტერსზე ინდიან უელსის მსგავსად, ნადალმა ფინალში სამ სეტში წააგო ჯოკოვიჩთან: 6–4, 3–6, 6–7(4–7). ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანელი ერთ სეზონში გავიდა ინდიან უელსის და მაიამის მასტერსების ფინალებში.

ნადალმა თიხის სეზონი მონტე-კარლოში გამარჯვებით დაიწყო. მან ტურნირის განმავლობაში მხოლოდ 1 სეტი დათმო. ფინალში მან დავიდ ფერერი 2 სეტში დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ მოიგო აღნიშნული მასტერსი. ერთ კვირაში, ნადალი კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა ფერერს ფინალში, ამჯერად ბარსელონის ღია პირველობაზე და კვლავ 2 სეტში სძლია მას. მაისში მადრიდის მასტერსის ფინალში, ნადალი ფინალში ჯოკოვიჩს შეხვდა და ისევ დამარცხდა. იგივე განმეორდა რომის მასტერსის ფინალში, როდესაც სერბმა 2 სეტში მოუგო მეტოქეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნადალმა ზედიზედ ორჯერ წააგო თიხის საფარზე ერთ მეტოქესთან ერთ სეზონში. ასევე პირველად მათ დაპირისპირებაში, ჯოკოვიჩმა ზედიზედ ოთხჯერ შეძლო მეტოქეს დამარცხება. თუმცა საფრანგეთის ღია პირველობაზე კვლავ ნადალი გახდა ჩემპიონი. ამ ტურნირის ფინალში, მან მეოთხედ დაამარცხა როჯერ ფედერერი და მეექვსედ მოიგო აღნიშნული დიდი სლემის ტურნირი.

უიმბლდონზე ნადალი კარიერაში მეხუთედ გავიდა ფინალში, სადაც ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა. მატჩი სერბმა ოთხ სეტში მოიგო: 6–4, 6–1, 1–6, 6–3. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ფედერერის გარდა სხვა ჩოგბურთელმა შეძლო ნადალის დამარცხება დიდი სლემის ფინალში. ასევე 2007 წლის უიმბლდონის შემდეგ, ესპანელმა პირველად დათმო დიდი სლემის ტურნირების ფინალი. ჯოკოვიჩმა ამ გამარჯვებით კარიერაში პირველად გადაინაცვლა რეიტინგში პირველ ადგილზე. 2004 წლის 2 თებერვლის შემდეგ, პირველად ფედერერის და ნადალის გარდა, სხვა ჩოგბურთელი დაეუფლა პირველ ადგილს.

ერთთვიანი შესვენების შემდეგ, ნადალი კანადის მასტერსზე გამოვიდა, სადაც მოულოდნელად დამარცხდა ხორვატ ივან დოდიგთან, ცინცინატიში კი ესპანელი მეოთხედფინალში დამარცხდა ამერიკელ მარდი ფიშთან. აშშ-ის ღია პირველობაზე ნადალი ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან 4 სეტში დამარცხდა.

ოქტომბერში ესპანელი იაპონიის ღია პირველობის ფინალში ენდი მარისთან 3 სეტში დამარცხდა. შანხაის მასტერსზე ესპანელმა მესამე რაუნდში მოულოდნელად წააგო გერმანელ ფლორიან მაიერთან. წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, ნადალი ფედერერთან და ცონგასთან წაგების შემდეგ, ჯგუფში ჩარჩა.

დეკემბერში დეივისის თასის ფინალში, ნადალმა დელ პოტრო 4 სეტში დაამარცხა და ესპანეთის ნაკრებთან ერთად კარიერაში მეოთხედ მოიგო აღნიშნული ტურნირი.

2012: საფრანგეთის ღია პირველობის მეშვიდე ტიტული

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
ნადალი უიმბლდონზე 2012 წელს.

ახალი სეზონი ნადალმა კატარის ტურნირზე ასპარეზობით დაიწყო, სადაც ნახევარფინალში გაელ მონფილსთან დამარცხდა.

ავსტრალიის ღია პირველობაზე მეოთხედფინალში ბერდიხის და ნახევარფინალში ფედერერის დამარცხების შემდეგ, ნადალი ფინალში გავიდა, სადაც ზედიზედ მესამე დიდი სლემის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა. 5 სეტიან მატჩში, რომელიც 5 საათს და 53 წუთს გაგრძელდა, ჯოკოვიჩმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ესპანელი მეტოქე: 5–7, 6–4, 6–2, 6–7(5–7), 7–5. აღნიშნული ფინალი დიდი სლემის ფინალების ისტორიაში, ყველაზე დიდხანს გაგრძელდა.

მარტში ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში, ნადალი ფედერერთან 2 სეტში დამარცხდა. მაიამიში ესპანელი ისევ ნახევარფინალამდე მივიდა, თუმცა მუხლის პრობლემების გამო მოეხსნა ტურნირიდან.

თიხის სეზონის დაწყების შემდეგ, ნადალი მონტე-კარლოს ფინალში გავიდა, სადაც ჯოკოვიჩი 2 სეტში დაამარცხა და ზედიზედ მერვედ მოიგო მონაკოს თიხის მასტერსი. ამ მოგებით ესპანელმა შეწყვიტა 7 მატჩიანი წაგებათა სერია სერბ ჩოგბურთელთან, რომელიც 2011 წლის ინდიან უელსის მასტერსის ფინალში დაიწყო. მომდევნო კვირას, ნადალმა ბარსელონის ღია პირველობა მოიგო, სადაც ფინალში დავიდ ფერერი დაამარცხა და ბოლო 8 წლიდან მე-7 ტურნირი მოიგო ბარსელონაში. მადრიდის მასტერსზე ნადალი მესამე რაუნდში ფერნანდო ვერდასკოსთან დამარცხდა. ეს იყო ნადალის კარიერაში პირველი მარცხი ვერდასკოსთან, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში იგი 13–0-ს ლიდერობდა. მაისში ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ ნადალმა რომის მასტერსი მეექვსედ, ხოლო ივნისში სერბის დამარცხების შემდეგ ნადალმა მეშვიდედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა და აღნიშნული სლემის ტიტულების რაოდენობით ბიორნ ბორგს გადაუსწრო. ფინალი ნადალმა ოთხ სეტში: 6–4, 6–3, 2–6, 7–5 მოიგო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს ზედიზედ ოთხჯერ დაუპირისპირდა დიდი სლემის ტურნირების ფინალებში. 2012 წლის თიხის სეზონში, ნადალმა მხოლოდ 3 სეტი დათმო.

ივნისში ნადალმა ჰალეს ღია პირველობაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც მესამე რაუნდში იგი გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან დამარცხდა. უიმბლდონზე ესპანელი მეორე რაუნდში 5 სეტიან მატჩში მოულოდნელად დამარცხდა ჩეხ ლუკაშ როსოლთან. 2005 წლის შემდეგ პირველად, ესპანელი უიმბლდონის მეორე რაუნდს ვერ გასცდა.

მუხლის ტრავმის გამო ნადალმა 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, კანადის და ცინცინატის მასტერსები, აშშ-ის ღია პირველობა, შანხაის და პარიზის მასტერსები და წლის შემაჯამებელი ტურნირი გამოტოვა. შედეგად ესპანელი რეიტინგში მე-4 ადგილზე ჩამოვიდა და წელიწადი ამ პოზიციაზე დაასრულა. 8 წელიწადში პირველად, იგი პირველ, ან მეორე პოზიციას არ იკავებდა.

2013: საფრანგეთის და აშშ-ის ღია პირველობის ტიტულები და რეიტინგში პირველ ადგილზე დაბრუნება

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
ნადალი ინდიან უელსის მასტერსზე 2013 წელს, სადაც მან მესამედ მოიგო აღნიშნული ტურნირი.

ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე, ნადალი ტურნირიდან 2 კვირით ადრე მოეხსნა. 2005 წლის შემდეგ პირველად, იგი რეიტინგში მეხუთე ადგილზე ჩამოვიდა.

თებერვალში ესპანელმა ჩილეს ღია პირველობაზე მიიღო მონაწილეობა. 2005 წლის შემდეგ, იგი პირველად დაბრუნდა ლათინური ამერიკის საჩოგბურთო ტურნირებზე, რომლებიც თიხის საფარზე ტარდება. ნადალი ფინალში სეტის წაუგებლად გავიდა, თუმცა იქ მოულოდნელად დამარცხდა არგენტინელ ორასიო სებალიოსთან. ერთ კვირაში ესპანელი ბრაზილიის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც დავიდ ნალბანდიანი 2 სეტში დაამარცხა: 6–2, 6–3, მექსიკის ღია პირველობის ფინალში კი ნადალმა დავიდ ფერერი 6–0, 6–2 გაანადგურა.

მარტში ნადალმა კარიერაში მესამედ მოიგო ინდიან უელსის მასტერსი. ფინალში მან ხუან მარტინ დელ პოტრო მძიმე სამ სეტიან მატჩში დაამარცხა. შემდეგ ნადალი მონტე-კარლოს მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც აღნიშნული ტურნირის ზედიზედ მეცხრედ მოგების შანსი ჰქონდა, თუმცა ფინალში იგი ჯოკოვიჩთან ორ სეტში დამარცხდა. შემდეგ კვირას, ესპანელი ნიკოლას ალმაგროს დამარცხების შემდეგ, ნადალმა ბარსელონის ღია პირველობა კარიერაში მერვედ მოიგო. მაისში ნადალმა შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას ორ სეტში დამარცხების შემდეგ, მადრიდის მასტერსი მოიგო. ეს ნადალის კარიერაში ჯამში 23-ე მასტერსის ტიტული იყო. მოგვიანებით ესპანელმა კიდევ ერთი ტიტული მოიგო. რომის მასტერსის ფინალში მან დამაჯერებლად დაამარცხა როჯერ ფედერერი და სეზონში მე-6 ტიტული მოიგო. ნადალი რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადავიდა. საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალში ნადალმა ჯოკოვიჩი 5 სეტიან მძიმე მატჩში დაამარცხა, რომელიც 4 საათი და 37 წუთი გაგრძელდა. ფინალში ნადალმა სამ სეტში სძლია თანამემამულე დავიდ ფერერს და მერვედ მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა.

უიმბლდონზე ნადალი პირველ რაუნდში მოულოდნელად დამარცხდა 135-ე ჩოგან, ბელგიელ სტივ დარსისთან: 6–7(4–7), 6–7(8–10), 4–6. ესპანელი კარიერაში პირველად გამოეთიშა დიდი სლემის ტურნირს პირველი ეტაპიდან.

აგვისტოში ნადალი კანადის მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც მილოშ რაონიჩი დაამარცხა და აღნიშნული მასტერსის ტიტული კარიერაში მესამედ მოიგო. მოგვიანებით, ამერიკელი ჯონ იზნერის დამარცხების შემდეგ, მან პირველად მოიგო ცინცინატის მასტერსი. ნადალმა განაგრძო ჰარდ კორტებზე ბრწყინვალედ ასპარეზობა და აშშ-ის ღია პირველობა მოიგო. ფინალში მან ჯოკოვიჩი ოთხ სეტში დაამარცხა და კარიერაში მე-13 დიდი სლემის ტიტული მოიგო.

ოქტომბერში ნადალი კვლავ შეხვდა ჯოკოვიჩს, ამჯერად ჩინეთის ღია პირველობის ფინალში, სადაც 2 სეტში დამარცხდა. შანხაის მასტერსზე ესპანელმა ნახევარფინალურ მატჩში დელ პოტროსთან, ხოლო პარიზში ასევე ნახევარფინალში დავიდ ფერერთან წააგო.

ნოემბერში ფედერერის ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ, ნადალი წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ჯოკოვიჩთან 2 სეტში დამარცხდა.

2014: საფრანგეთის ღია პირველობის მეცხრე ტიტული და ტრავმებთან ბრძოლა

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
ნადალი ჩინეთის ღია პირველობაზე 2014 წელს.

ნადალმა 2014 წლის სეზონი კატარის ღია პირველობაზე გამარჯვებით დაიწყო. ესპანელმა გაელ მონფილსი ფინალში სამ სეტში დაამარცხა. ავსტრალიის ღია პირველობაზე ნახევარფინალში ფედერერის სამ სეტში დამარცხების შემდეგ, ნადალი ფინალში სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდა. ამ შეხვედრამდე, ურთირთშეხვედრებში ნადალი 12–0-ს ლიდერობდა შვეიცარიელ მოწინააღმდეგესთან და 12 შეხვედრაში, არცერთი სეტი არ ჰქონდა წაგებული. ნადალმა მატჩის დაწყებამდე ზურგის ტრავმა მიიღო, რომელმაც უარყოფითად იმოქმედა მის შანსებზე. საბოლოოდ მატჩი ვავრინკამ 4 სეტში მოიგო და კარიერაში პირველად დაეუფლა დიდი სლემის ტიტულს.

თებერვალში ნადალმა რიო-დე-ჟანეიროს ღია პირველობაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ფინალში უკრაინელი ალექსანდრე დოლგოპოლოვი 2 სეტში დაამარცხა, თუმცა უკრაინელმა მოგვიანებით ინდიან უელსის მასტერსზე აიღო რევანში, როდესაც ნადალს მესამე რაუნდში სამ სეტში სძლია. მაიამის მასტერსზე, ნადალი ფინალში გავიდა, სადაც ჯოკოვიჩთან წააგო მატჩი.

მონტე-კარლოს მასტერსზე ნადალი მეოთხედფინალში ფერერთან, ხოლო ბარსელონის ღია პირველობაზე ალმაგროსთან დამარცხდა. შემდეგ კვირას ნადალმა მადრიდში კარიერაში 27-ე მასტერსის ტიტული მოიგო. ფინალში მან იაპონელი კეი ნისიკორი დაამარცხა. რომის მასტერსის ფინალში ესპანელი ჯოკოვიჩთან დამარცხდა, თუმცა ნადალმა რევანში საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში აიღო, როდესაც სერბი მეტოქე 4 სეტში დაამარცხა და ზედიზედ მეხუთედ, ჯამში კი მეცხრედ მოიგო ტურნირი. ამ გამარჯვებით ნადალი მამაკაცთა ჩოგბურთში დიდი სლემის ტიტულების საერთო რაოდენობით პიტ სამპრასს გაუთანაბრდა და მეორე ადგილი დაიკავა როჯერ ფედერერის შემდეგ.

ივნისში ჰალეს ღია პირველობის მეორე რაუნდში, ნადალი გერმანიის წარმომადგენელ დასტინ ბრაუნთან, ხოლო უიმბლდონზე მეოთხე რაუნდში ახალგაზრდა ავსტრალიელ ნიკ კირიოსთან 4 სეტში დამარცხდა.

ნადალმა შემდეგ მაჯის ტრავმის გამო გამოტოვა აგვისტოში მიმდინარე ყველა ჰარდ კორტზე მიმდინარე ტურნირი, მათ შორის აშშ-ის ღია პირველობაც. იგი ჩოგბურთს სექტემბრის ბოლოს, ჩინეთის ღია პირველობაზე დაუბრუნდა, სადაც მეოთხედფინალში სლოვაკ მარტინ კლიჟანთან დამარცხდა. შანხაის მასტერსზე ნადალი მეორე რაუნდში ფელისიანო ლოპესთან, ხოლო ბაზელში მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩთან დამარცხდა. წაგების შემდეგ ნადალმა განაცხადა, რომ ნაადრევად დაასრულებდა სეზონს აპენდიქსის ოპერაციის გამო.

2015: ტრავმები და რეიტინგში დაქვეითება

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
ნადალი მონტე-კარლოს მასტერსზე 2015 წელს.

ნადალმა სეზონი კატარის ტურნირზე ასპარეზობით დაიწყო, სადაც პირველ რაუნდში მოულოდნელად დამარცხდა გერმანელ მიხეილ ბერერთან. ავსტრალიის ღია პირველობაზე ესპანელი მეოთხედფინალში ტომაშ ბერდიხთან 3 სეტში დამარცხდა. ნადალს ჩეხ ჩოგბურთელთან ზედიზედ 17 შეხვედრა ჰქონდა მოგეული.

თებერვალში ნადალმა რიო-დე-ჟანეიროს ღია პირველობის ნახევარფინალში წააგო იტალიელ ფაბიო ფონინისთან, მომავალ კვირას კი არგენტინის ღია პირველობის ფინალში ხუან მონაკოს სძლია ფინალში. ინდიან უელსში და მაიამიში ნადალმა შესაბამისად რაონიჩთან და ვერდასკოსთან წააგო მატჩები.

მონტე-კარლოს მასტერსის ნახევარფინალში ნადალი ჯოკოვიჩთან, ხოლო ბარსელონის ტურნირის მეოთხედფინალში ფონინისთან დამარცხდა. ესპანელი შემდეგ მადრიდის მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც ენდი მარისთან ორ სეტში დათმო მატჩი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანელმა ნადალის დამარცხება შეძლო თიხის კორტზე. აღნიშნული წაგების შედეგად, 2005 წლის შემდეგ პირველად, ნადალი რეიტინგში ტოპ-5-დან ამოვარდა. რომის მასტერსის მეოთხედფინალში მან ასევე ორ სეტში დათმო მატჩი ვავრინკასთან. საფრანგეთის ღია პირველობაზე ნადალი მეოთხედფინალში ჯოკოვიჩთან სამ სეტში დამარცხდა და აღნიშნულ ტურნირზე 39 მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა. ეს იყო ნადალის კარიერაში მეორე მარცხი საფრანგეთის ღია პირველობებზე, 2009 წელს რობინ სოდერლინგთან წაგებული მატჩის შემდეგ.

ივნისში ნადალმა შტუტგარტში გამართული ბალახის ტურნირი – შტუტგარტის ღია პირველობა მოიგო. ფინალში მან ორ სეტში დაამარცხა სერბი ვიქტორ ტროიცკი და 2010 წლის უიმბლდონის შემდეგ პირველი, ხოლო კარიერაში ჯამში მეოთხე ბალახის ტურნირი მოიგო. თუმცა მან ვერ შეძლო კარგი ფორმის გაგრძელება ბალახის ტურნირებზე. ესპანელი დედოფლის კლუბის ჩემპიონატის პირველ რაუნდში დოლგოპოლოვთან, ხოლო უიმბლდონზე მეორე რაუნდში დასტინ ბრაუნთან 4 სეტში დამარცხდა.

ივლისში ნადალმა ფონინი გერმანიის ღია პირველობის ფინალში 2 სეტში დაამარცხა. კანადის მასტერსზე ესპანელი მეოთხედფინალში ნისიკორისთან, ხოლო ცინცინატიში მესამე რაუნდში დამარცხდა ფელისიანო ლოპესთან. აშშ-ის ღია პირველობაზე ნადალი მესამე რაუნდში 5 სეტიან მატჩში ფონინისთან დამარცხდა მიუხედავად იმისა, რომ ესპანელმა პირველი ორი სეტი მოიგო. ეს იყო პირველი შემთხვევა ნადალის კარიერაში, როდესაც ნადალმა დათმო მატჩი დიდი სლემის ტურნირებზე პირველი ორი სეტის მოგების მიუხედავად. აღნიშნული წაგების შედეგად, 2004 წლის შემდეგ პირველად ნადალმა ვერცერთი დიდი სლემის ტურნირი ვერ მოიგო. 2015 წელს ნადალმა მესამედ წააგო ფონინისთან.

ოქტომბერში ესპანელი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც ჯოკოვიჩთან ორ სეტში დამარცხდა. ნადალი შანხაის მასტერსის ნახევარფინალში ცონგასთან, ხოლო ბაზელის ტურნირის ფინალში ფედერერთან სამ სეტში დამარცხდა. 2012 წლის ინდიან უელსის ნახევარფინალის შემდეგ, შვეიცარიელმა პირველად დაამარცხა ესპანელი მეტოქე.

ნოემბერში პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში ნადალი ვავრინკასთან, ხოლო წლის შემაჯამებელი ტურნირის ნახევარფინალში ჯოკოვიჩთან ორ სეტში დამარცხდა.

2016: 28-ე მასტერსის ტიტული და მეორე ოლიმპიური ოქროს მედალი

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
ნადალი ინდიან უელსის მასტერსზე 2016 წელს.

იანვარში ნადალი კატარის ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ჯოკოვიჩთან განადგურდა: 1–6, 2–6. ამ გამარჯვებით სერბმა გადაუსწრო ურთიერთშეხვედრებში ესპანელ მეტოქეს: 24–23. ავსტრალიის ღია პირველობაზე, ნადალი პირველ რაუნდში 5 სეტიან მატჩში დამარცხდა ვერდასკოსთან. ნადალი კარიერაში პირველად გამოეთიშა პირველ რაუნდში ავსტრალიის დიდ სლემს.

ესპანელი მონტე-კარლოს მასტერსამდე ვერცერთი ტურნირის ფინალში ვერ გავიდა. მონაკოში მან ფინალში გაელ მონფილსი სამ სეტში დაამარცხა და კარიერაში 28-ე მასტერსის ტიტული მოიგო. მადრიდის მასტერსზე ნადალი წინა წლის მსგავსად კვლავ ენდი მარისთან დამარცხდა, ამჯერად ნახევარფინალში. შემდეგ კვირაში, რომის მასტერსს ესპანელი ჯოკოვიჩთან მეოთხედფინალში მარცხის შედეგად გამოეთიშა. სერბმა ჩოგბურთელმა ზედიზედ მეშვიდედ შეძლო ესპანელი მეტოქის დამარცხება. საფრანგეთის ღია პირველობაზე ნადალი მესამე რაუნდში გასამართი მატჩის წინ მოეხსნა მაჯის ტრავმის გამო, რომელიც მან მადრიდში მიიღო, აღნიშნული ტრავმის გამო, მან უიმბლდონზეც არ მიიღო მონაწილეობა.

ესპანელი ჩოგბურთელი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე დაბრუნდა, სადაც მან თანამემამულე მარკ ლოპესთან ერთად წყვილთა თანრიგში ოქროს მედალი მოიგო. ფინალში მათ რუმინელები – ფლორინ მერჯა და ჰორია ტეკეუ დაამარცხეს. ერთეულთა თანრიგში ნადალი ნახევარფინალში დელ პოტროსთან, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში ნისიკორისთან დამარცხდა.

ცინცინატის მასტერსზე ნადალი მესამე რაუნდში ჩორიჩთან, აშშ-ის ღია პირველობაზე კი მეოთხე რაუნდში 5 სეტში ფრანგ ლუკა პუისთან დამარცხდა. პირველად 2004 წლის შემდეგ, ესპანელი ვერცერთი დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში ვერ გავიდა.

ოქტომბერში ნადალი ჩინეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან, ხოლო შანხაის მასტერსის მეორე რაუნდში ვიქტორ ტროიცკისთან დამარცხდა. საბოლოოდ ნადალმა 2016 წლის სეზონი ნაადრევად მაჯის ტრავმის გამო დაასრულა.

2017: საფრანგეთის ღია პირველობის მეათე ტიტული, მესამე აშშ-ის ღია პირველობა და პირველ ადგილზე დაბრუნება

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
ნადალი ფედერერის წინააღმდეგ 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში.

ნადალმა ახალი სეზონი ბრიზბენის საჩოგბურთო ტურნირზე ასპარეზობით დაიწყო. ესპანელმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც მილოშ რაონიჩთან სამ სეტში დამარცხდა. ავსტრალიის ღია პირველობაზე, მძიმე ნახევარფინალურ მატჩში დიმიტროვთან გამარჯვების შემდეგ, ნადალი როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა. ეს იყო ძველი მეტოქეების პირველი დიდი სლემის ტურნირების ფინალი 2011 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ფინალის შემდეგ. ასევე ეს იყო ნადალის პირველი დიდი სლემის ფინალი 2014 წლის საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ. მატჩი 5 სეტს გაგრძელდა და საბოლოოდ შვეიცარიელმა იზეიმა გამარჯვება: 6–4, 3–6, 6–1, 3–6, 6–3. 2007 წლის უიმბლდონის ფინალის შემდეგ, ნადალი პირველად დამარცხდა ფედერერთან დიდი სლემის ტურნირებზე.

ნადალი მექსიკის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ სემ ქუერისთან ორ სეტში დათმო მატჩი. შემდეგ ნადალი ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალში და მაიამის მასტერსის ფინალში სეტის მოგების გარეშე დამარცხდა ფედერერთან.

აპრილში ნადალმა მეათედ მოიგო მონტე-კარლოს მასტერსი. აღნიშნული ტურნირის მოგებით, ნადალმა მოხსნა არგენტინელი გილიერმო ვილასის რეკორდი, რომელსაც ყველაზე მეტი – 49 ტურნირი ჰქონდა მოგებული თიხის საფარზე. შემდეგ კვირას, ნადალმა სეტის წაუგებლად ასევე მეათედ მოიგო ბარსელონის ღია პირველობა. რომის მასტერსზე მეოთხედფინალში ავსტრიელ დომინიკ ტიმთან წაგების შემდეგ, ნადალმა მადრიდის მასტერსზე აიღო რევანში და ორ სეტში დაამარცხა მოწინააღმდეგე. აღსანიშნავია, რომ ნადალმა მადრიდის ტურნირის ნახევარფინალში დაამარცხა ნოვაკ ჯოკოვიჩი და სერბ ჩოგბურთელთან 7 მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. მადრიდის ტურნირი იყო ნადალის კარიერაში მოგებული 30-ე მასტერსის ტიტული და იგი ჯოკოვიჩს გაუთანაბრდა ყველაზე მეტი მასტერსის ტიტულების რაოდენობით. ივნისში ნადალმა 2008 და 2010 წლების მსგავსად, სეტის წაუგებლად მოიგო მეათე საფრანგეთის ღია პირველობა. ფინალში მან დამაჯერებლად დაამარცხა სტანისლას ვავრინკა: 6–2, 6–3, 6–1. ტურნირის განმავლობაში ესპანელმა მხოლოდ 35 გეიმი დათმო. ეს იყო ნადალის პირველი დიდი სლემის ტიტული 2014 წლის შემდეგ. 15 ტიტულით მან პიტ სამპრასს გადაუსწრო დიდი სლემის ტურნირების ტიტულებში და ფედერერის შემდეგ მეორე ადგილზე დაიკავა.

უიმბლდონზე ესპანელი მეოთხე რაუნდში ჟილ მიულერთან დამარცხდა. უკანასკნელი სეტი მიულერმა ანგარიშით 15–13 მოიგო.

აგვისტოში კანადის მასტერსზე ნადალი მესამე რაუნდში გამოვარდა კანადელ დენის შაპოვალოვთან, ხოლო ცინცინატიში მეოთხედფინალში ორ სეტში დამარცხდა ნიკ კირიოსთან. აშშ-ის ღია პირველობაზე ნადალმა კარიერაში მესამედ იზეიმა ჩემპიონობა. ფინალში მან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კევინ ანდერსონი სამ სეტში დაამარცხა და 2013 წლის შემდეგ პირველად მოიგო ერთ წელიწადში ორი დიდი სლემის ტიტული.

სექტემბრის ბოლოს ნადალმა ლეივერის თასის პირველ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ევროპის ნაკრები წარმოადგინა. ამ ტურნირზე ნადალმა კარიერაში პირველად ითამაშა წყვილებში როჯერ ფედერერთან. მათ ამერიკელები სემ ქუერი და ჯეკ სოკი დაამარცხეს. ფედერერის მიერ ნიკ კირიოსის დამარცხების შემდეგ, ნადალმა ევროპის ნაკრებთან ერთად ლეივერის თასი მოიგო.

ოქტომბერში ნადალმა ჩინეთის ღია პირველობის ტიტული კარიერაში მეორედ მოიგო. ფინალში მან კირიოსი დამაჯერებლად დაამარცხა: 6–2, 6–1 ნადალი შანხაის მასტერსის ფინალშიც გავიდა, თუმცა ფედერერთან ორ სეტში დამარცხდა: 4–6, 3–6.

ნოემბერში პარიზის მასტერსის მეორე რაუნდში სამხრეთ კორეელი ჰიონ ჩონის დამარცხების შემდეგ, ნადალმა კარიერაში მეოთხედ სეზონის პირველ ჩოგნად დასრულება გაინაღდა და 31 წლის ასაკში გახდა ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, რომელმაც წელიწადი რეიტინგში პირველ ნომრად დაასრულა. რამდენიმე დღეში ესპანელი ტურნირიდან მუხლის ტრავმის გამო მოეხსნა. ნადალი წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე დაბრუნდა. პირველ მატჩში იგი ბელგიელ დავიდ გოფენთან სამ სეტში დამარცხდა, მატჩის შემდეგ კი კვლავ მოეხსნა ტურნირიდან მუხლის ტრავმის გამო და სეზონი დაასრულა.

2018: საფრანგეთის ღია პირველობის მეთერთმეტე ტიტული, 33-ე მასტერსის ტურნირი და მე-400 გამარჯვება თიხაზე

ნადალმა 2018 წლის სეზონი ამხანაგურ ტურნირზე მონაწილეობით დაიწყო, შემდეგ კი ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც მეოთხედფინალში ხორვატ მარინ ჩილიჩთან მეხუთე სეტში მატჩის ნაადრევად დასრულება მოუწია ტრავმის გამო. ესპანელი ჩოგბურთელი ბარძაყის ტრავმის გამო ინდიან უელსის და მაიამის მასტერსებიდან მოეხსნა თებერვალში და მარტში.

ტრავმის მორჩენის შემდეგ, ფილიპ კოლშრაიბერის და ალექსანდრე ზვერევის დამარცხებით, ნადალი ესპანეთის ნაკრებს დაეხმარა გერმანიასთან დეივისის თასზე შემდეგ ეტაპზე გასვლაში. ესპანელმა შემდეგ მონტე-კარლოს მასტერსი მეთერთმეტედ მოიგო, რაც ჯამში სარეკორდო 31-ე მასტერსის ტიტული იყო. ნადალმა შემდეგ ბარსელონის ღია პირველობაც მოიგო, ასევე მეთერთმეტედ ახალგაზრდა ბერძენი სტეფანოს ციციპასის ძლევის შემდეგ. ესპანელი შემდეგ მადრიდის მასტერსზე გამოვიდა. მესამე რაუნდში არგენტინელი დიეგო შვარცმანის ორ სეტში ძლევით, ნადალმა თიხაზე ზედიზედ 50-ე სეტი მოიგო და ჯონ მაკინროის შედეგი გააუმჯობესა ერთ საფარზე ზედიზედ მოგებული სეტებით. ამერიკელს 1984 წელს ხალიჩის საფარზე ზედიზედ 49 სეტი ჰქონდა მოგებული. ნადალმა შემდეგ მეოთხედფინალში დომინიკ ტიმთან ორ სეტში წააგო და თიხაზე ზედიზედ 21 მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა, რომელიც 2017 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე დაიწყო. ესპანელმა შემდეგ ალექსანდრე ზვერევის დამარცხებით რომის მასტერსი კარიერაში მერვედ მოიგო. ეს ნადალის კარიერაში 78-ე ერთეულთა ტიტული იყო, რითიც მან მაკინროის გადაუსწრო და მამაკაცთა ტიტულების რეკორდსმენებში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში ნადალმა ჯოკოვიჩი ორ სეტში დაამარცხა. ივნისში ესპანელმა ჩოგბურთელმა საფრანგეთის ღია პირველობა მეთერთმეტედ მოიგო. ფინალამდე მან მხოლოდ ერთი სეტი დათმო, ხოლო გადამწყვეტ მატჩში მან დომინიკ ტიმი დამაჯერებლად სამ სეტში დაამარცხა. ნადალი პროფესიონალურ ეპოქაში (1968 წლის შემდეგ) გახდა მხოლოდ მეოთხე მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც 30 წლის შემდეგ 3, ან 4 დიდი სლემის ტურნირის მოგება შეძლო. ნადალამდე აღნიშნული მიღწევა ჰქონდათ როდ ლეივერს, კენ როზუოლს და როჯერ ფედერერს.

უიმბლდონზე მეოთხედფინალში ხუან მარტინ დელ პოტროს მძიმე ხუთ სეტიან მატჩში დამარცხების შემდეგ, ნადალი ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა. მატჩი კვლავ ხუთ სეტიანი გამოვიდა, რომელიც 5 საათს და 16 წუთს გაგრძელდა. საბოლოოდ ჯოკოვიჩმა გაიმარჯვა 6–4, 3–6, 7–6(11–9), 3–6, 10–8. ეს იყო ნადალის პირველი წაგება დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში 2009 წლის აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ (მარცხი დელ პოტროსთან). მიუხედავად ამისა, ესპანელმა 2011 წლის შემდეგ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა უიმბლდონზე.

აგვისტოში ნადალმა კარიერაში მეოთხედ მოიგო კანადის მასტერსი. ფინალში მან ციციპასი ორ სეტში დაამარცხა. შემდეგ იგი ცინცინატის მასტერსიდან მოეხსნა ძალების დაზოგვისთვის. აშშ-ის ღია პირველობაზე მეოთხედფინალური მატჩი დომინიკ ტიმთან 4 საათს და 49 წუთს გაგრძელდა, რომელშიც საბოლოოდ ესპანელმა ხუთ სეტში იმარჯვა 0–6, 6–4, 7–5, 6–7(4–7), 7–6(7–5). ნახევარფინალში ნადალი დელ პოტროს შეხვდა, სადაც პირველი ორი სეტის დათმობის შემდეგ, მუხლის ტკივილის გამო ნაადრევად დაასრულა მატჩი.

აშშ-ის ღია პირველობა იყო 2018 წლის უკანასკნელი ტურნირი ესპანელისთვის. იგი მოეხსნა ჩინეთის ღია პირველობიდან და შანხაის მასტერსიდან, შემდეგ კი პარიზის მასტერსიდან და წლის შემაჯამებელი ტურნირიდან ტერფზე ოპერაციის გასაკეთებლად

მეტოქეები

ნადალი–ფედერერი


რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი პირველად 2004 წელს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მათ მეტოქეობას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ორივე ჩოგბურთელის კარიერაში და ზოგადად ჩოგბურთის ისტორიაში.

2005 წლის ივლისიდან 2009 წლის 17 აგვისტომდე ისინი რეიტინგში პირველი და მეორე ჩოგნები იყვნენ. ფედერერს 2004 წლის თებერვლიდან მოყოლებული, 237 კვირის განმავლობაში ეკავა პირველი ადგილი. ნადალი, რომელიც 5 წლით უმცროსია, მეორე ადგილზე აღზევდა 2005 წლის ივლისში და 160 კვირის განმავლობაში იყო ამ პოზიციაზე, სანამ არ გადაუსწრო ფედერერს 2008 წლის აგვისტოში.

ნადალი ლიდერობს ურთიერთშეხვედრებში: 23–15. მას უპირატესობა აქვს თიხის საფარზე (13–2) და ღია ჰარდკორტებზე (8–6). ფედერერი ლიდერობს ბალახზე (2–1) და დახურულ ჰარდკორტებზე (5–1). ჯამში ფედერერს აქვს მცირე უპირატესობა ჰარდ კორტებზე: 11–9. ნადალი და ფედერერი დიდი სლემის ტურნირებზე 12-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: 9-ჯერ ესპანელმა გაიმარჯვა და 3-ჯერ შვეიცარიელმა. ჩოგბურთელები 24-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ფინალებში (ნადალი 14–10), აქედან 6-ჯერ დიდი სლემის ტურნირების ფინალებში (ნადალი 6–3). 2006-დან 2008 წლის ჩათვლით ფედერერმა და ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობის და უიმბლდონის ყველა ფინალში ითამაშეს. ისინი ასევე შეხვდნენ 2009 წელს ავსტრალიაში, 2011 წელს საფრანგეთში და 2017 წელს ისევ ავსტრალიაში). ჩოგბურთის ექსპერტების დიდი ნაწილი 2008 წლის უიმბლდონის ფინალს ყველა დროის საუკეთესო მატჩად მიიჩნევს. ისინი 12-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მასტერსის ფინალებში (ნადალი 7–5) და ერთხელ წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში (ფედერერი 1–0). 37 შეხვედრიდან 13-ში გადამწყვეტი სეტი გახდა საჭირო. ყველაზე ხანგრძლივი მატჩი ჩოგბურთელებს შორის – რომის მასტერსის ფინალი 2006 წელს, 5 საათსა და 5 წუთს გაგრძელდა.

ნადალი–ჯოკოვიჩი

რაფაელ ნადალი და ნოვაკ ჯოკოვიჩი 52-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (ყველაზე მეტი შეხვედრა პროფესიონალურ ეპოქაში). ჯოკოვიჩს მცირე უპირატესობა აქვს: 27–25. ნადალს უპირატესობა აქვს თიხაზე (16–7), ჯოკოვიჩს ჰარდ კორტებზე (18–7), ხოლო ბალახზე მათ 2–2 მოგება აქვთ. დიდი სლემის ტურნირებზე 9 მატჩი მოიგო ესპანელმა და 5 სერბმა.

ჯოკოვიჩი ფედერერის გარდა ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც ნადალი მინიმუმ 10-ჯერ ჰყავს დამარცხებული. იგი ერთადერთია, ვისაც ესპანელი ზედიზედ შვიდჯერ ჰყავს დამარცხებული ყველა ტურნირზე და ასევე ერთადერთი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ დაამარცხა ნადალი თიხის საფარზე. ჩოგბურთელები 24-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ფინალებში (ჯოკოვიჩი 14–10), აქედან 7-ჯერ დიდი სლემის ტურნირების ფინალებში (ნადალი 4–3). ნადალმა და ჯოკოვიჩმა მასტერსის ტურნირების 12 ფინალი ითამაშეს (ჯოკოვიჩი 7–5), რაც რეკორდია. ჩოგბურთელები ერთხელ წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში (ჯოკოვიჩი 1–0), ოლიმპიურ თამაშებზე (ნადალი 1–0) და დეივისის თასზე (ნადალი 1–0) შეხვდნენ ერთმანეთს.

ნადალი და ჯოკოვიჩი ზედიზედ ოთხი დიდი სლემის ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს: 2011 წლის უიმბლდონის ფინალიდან დაწყებული, 2012 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ფინალით დამთავრებული. ჯოკოვიჩმა სამი მატჩი მოიგო, ხოლო ნადალმა ერთი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2012 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი, რომელიც 5 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა და ყველაზე ხანგრძლივი ფინალია დიდი სლემის ტურნირების ისტორიაში. 2015 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გამარჯვებით, ჯოკოვიჩი გახდა მეორე ჩოგბურთელი შვედი რობინ სოდერლინგის შემდეგ, რომელმაც შეძლო ესპანელის დამარცხება თიხის დიდ სლემზე.

ნადალი–მარი

რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები 
მარი და ნადალი 2011 წლის იაპონიის ღია პირველობის ფინალის დაჯილდოების დროს.

რაფაელ ნადალი და ენდი მარი 24-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ესპანელი ლიდერობს ურთიერთშეხვედრებში: 17–7. ნადალს სამივე საფარზე აქვს უპირატესობა: თიხაზე 7–2, ჰარდ კორტებზე 7–5 და ბალახზე 3–0.

ჩოგბურთელები 9-ჯერ შეხვდნენ დიდი სლემის ტურნირებზე (ნადალი 7–2), მაგრამ ფინალში არც ერთხელ. ნადალმა 2011 წელს ზედიზედ სამი დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში დაამარცხა ბრიტანელი. ყველა ტურნირზე 4 ნათამაშები ფინალიდან, 3 მარიმ მოიგო (აქედან ორჯერ მასტერსის ტურნირების ფინალებში) და 1 ნადალმა.

ნადალი–ვავრინკა

რაფაელ ნადალი და სტანისლას ვავრინკა 20-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ესპანელს ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს: 17–3.

აღსანიშნავია, რომ ნადალმა პირველი 12 მატჩი მოიგო, 12-ვე სეტის წაუგებლად, თუმცა 2014 წლის შემდეგ შვეიცარიელმა 3 მატჩი მოიგო და ესპანელმა 4. ჩოგბურთელები ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს დიდი სლემის ტურნირების ფინალებში: ვავრინკამ 2014 წლის ავსტრალიის ღია პირველობის, ხოლო ნადალმა 2017 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ფინალი მოიგო.

სტატისტიკა და მიღწევები

დიდი სლემის ტურნირებზე ასპარეზობის შედეგები

ჩ – ჩემპიონი ფ – ფინალი ნ – ნახევარფინალი მ – მეოთხედფინალი რ – რაუნდი კ – საკვალიფიკაციო ეტაპი
ტურნირი 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 შედეგი მ–წ მოგების %
ავსტრალიის ღია პირველობა 3რ 4რ 1რ 1 / 13 55–12 82.1%
საფრანგეთის ღია პირველობა 4რ 3რ 11 / 14 86–2 97.7%
უიმბლდონი 3რ 2რ 2რ 1რ 4რ 2რ 4რ 2 / 13 48–11 81.3%
აშშ-ის ღია პირველობა 2რ 2რ 3რ 4რ 3რ 4რ 3 / 14 58–11 84.1%
მოგება–წაგება 3–2 3–2 13–3 17–2 20–3 24–2 15–2 25–1 23–3 14–2 14–1 16–2 11–4 5–2 23–2 21–3 17 / 54 247–36 87.28%

*2016 წლის საფრანგეთის ღია პირველობაზე, ნადალი მაჯის ტრავმის გამო მოეხსნა მესამე რაუნდიდან.

ფინალები: 24 (17–7)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2005 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  მარიანო პუერტა 6–7(6–8), 6–3, 6–1, 7–5
გამარჯვება 2006 საფრანგეთის ღია პირველობა (2) თიხა რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  როჯერ ფედერერი 1–6, 6–1, 6–4, 7–6(7–4)
მარცხი 2006 უიმბლდონი ბალახი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  როჯერ ფედერერი 0–6, 6–7(5–7), 7–6(7–2), 3–6
გამარჯვება 2007 საფრანგეთის ღია პირველობა (3) თიხა რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  როჯერ ფედერერი 6–3, 4–6, 6–3, 6–4
მარცხი 2007 უიმბლდონი ბალახი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  როჯერ ფედერერი 6–7(7–9), 6–4, 6–7(3–7), 6–2, 2–6
გამარჯვება 2008 საფრანგეთის ღია პირველობა (4) თიხა რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  როჯერ ფედერერი 6–1, 6–3, 6–0
გამარჯვება 2008 უიმბლდონი (1) ბალახი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  როჯერ ფედერერი 6–4, 6–4, 6–7(5–7), 6–7(8–10), 9–7
გამარჯვება 2009 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  როჯერ ფედერერი 7–5, 3–6, 7–6(7–3), 3–6, 6–2
გამარჯვება 2010 საფრანგეთის ღია პირველობა (5) თიხა რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  რობინ სოდერლინგი 6–4, 6–2, 6–4
გამარჯვება 2010 უიმბლდონი (2) ბალახი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ტომაშ ბერდიხი 6–3, 7–5, 6–4
გამარჯვება 2010 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ნოვაკ ჯოკოვიჩი 6–4, 5–7, 6–4, 6–2
გამარჯვება 2011 საფრანგეთის ღია პირველობა (6) თიხა რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  როჯერ ფედერერი 7–5, 7–6(7–3), 5–7, 6–1
მარცხი 2011 უიმბლდონი ბალახი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ნოვაკ ჯოკოვიჩი 4–6, 1–6, 6–1, 3–6
მარცხი 2011 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ნოვაკ ჯოკოვიჩი 2–6, 4–6, 7–6(7–3), 1–6
მარცხი 2012 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ნოვაკ ჯოკოვიჩი 7–5, 4–6, 2–6, 7–6(7–5), 5–7
გამარჯვება 2012 საფრანგეთის ღია პირველობა (7) თიხა რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ნოვაკ ჯოკოვიჩი 6–4, 6–3, 2–6, 7–5
გამარჯვება 2013 საფრანგეთის ღია პირველობა (8) თიხა რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  დავიდ ფერერი 6–3, 6–2, 6–3
გამარჯვება 2013 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ნოვაკ ჯოკოვიჩი 6–2, 3–6, 6–4, 6–1
მარცხი 2014 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  სტანისლას ვავრინკა 3–6, 2–6, 6–3, 3–6
გამარჯვება 2014 საფრანგეთის ღია პირველობა (9) თიხა რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ნოვაკ ჯოკოვიჩი 3–6, 7–5, 6–2, 6–4
მარცხი 2017 ავსტრალიის ღია პირველობა ჰარდი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  როჯერ ფედერერი 4–6, 6–3, 1–6, 6–3, 3–6
გამარჯვება 2017 საფრანგეთის ღია პირველობა (10) თიხა რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  სტანისლას ვავრინკა 6–2, 6–3, 6–1
გამარჯვება 2017 აშშ-ის ღია პირველობა (3) ჰარდი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  კევინ ანდერსონი 6–3, 6–3, 6–4
გამარჯვება 2018 საფრანგეთის ღია პირველობა (11) თიხა რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  დომინიკ ტიმი 6–4, 6–3, 6–2

წლის შემაჯამებელი ტურნირი

ტურნირი 2001 2002 2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 შედეგი მ–წ მოგების %
ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი ჯე ჯე ჯე 0 / 8 16–13 55.17%

ჯე – ჯგუფური ეტაპი

ფინალები: 2 (0–2)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2010 ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი ჰარდი (დ) რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  როჯერ ფედერერი 3–6, 6–3, 1–6
მარცხი 2013 ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი ჰარდი (დ) რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ნოვაკ ჯოკოვიჩი 3–6, 4–6

(დ) – დახურული კორტი

ოლიმპიური ფინალები

ერთეულები: 1 (1–0)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება (ოქრო) 2008 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2008 (1) ჰარდი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ფერნანდო გონსალესი 6–3, 7–6(7–2), 6–3

წყვილები: 1 (1–0)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეწყვილე მეტოქეები ანგარიში
გამარჯვება (ოქრო) 2016 ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 (1) ჰარდი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  მარკ ლოპესი რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ფლორინ მერჯა
რაფაელ ნადალი: პირადი ცხოვრება, კარიერა, მეტოქეები  ჰორია ტეკეუ
6–2, 3–6, 6–4

შენიშვნები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

რაფაელ ნადალი პირადი ცხოვრებარაფაელ ნადალი კარიერარაფაელ ნადალი მეტოქეებირაფაელ ნადალი სტატისტიკა და მიღწევებირაფაელ ნადალი შენიშვნებირაფაელ ნადალი რესურსები ინტერნეტშირაფაელ ნადალი სქოლიორაფაელ ნადალი19863 ივნისიესპანეთიესპანური ენამანაკორისაფრანგეთის ღია პირველობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლეონარდო და ვინჩიწიგნიბერლინის კედელინატვრის ხე (ფილმი)ალკანიპროტესტანტული რეფორმაციაკახეთის მხარემიქელანჯელო ბუონაროტიქეთო და კოტე (ოპერა)მუნიევროპათუშეთილარიკალათბურთიზედსართავი სახელიანა კალანდაძეკლიმატიბერძნული ხელოვნებათავისუფლების მოედანი (თბილისი)ავოკადოგიორგი ანწუხელიძეალმასიქრისტეფორე კოლუმბიმარსიბუნებრივი რესურსებინიკოლა ტესლარიონიქართული გვარიჭიამაიასებრნიოსმალეთის იმპერიაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიძველი ეგვიპტეკუბური მეტრისამხრეთი კორეალუდვიგ ვან ბეთჰოვენიYouTubeუილიამ შექსპირინაღვლის ბუშტიალაზანიელდარის დაბლობიარაბთა გაერთიანებული საამიროებივარდების რევოლუციათანდებულიგენოციდიპლანეტა23 აპრილირუსთავიდავითიანი (ნაწარმოები)საქართველოს გეოგრაფიამე, ბებია, ილიკო და ილარიონი (რომანი)ბელგიაბუნების დაცვამზეფიტარეთის მონასტერისაქართველოს სამხედრო წოდებებიქვეყნების სიაარწივიმარილებიილია თოფურია22 აპრილილითიუმისქესობრივი აქტიკვიპროსიირაკლი ღარიბაშვილინელსონ მანდელაEuropebetფობიების სიასეტყვაკანადაIOSპარხლის I ოთხთავითამარ გვერდწითელიტოტალიტარიზმინარიყალამტირალას ეროვნული პარკიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სია🡆 More