სერ ენდრიუ ბარონ მარი (ინგლ.
15 მაისი, 1987, გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი.
მარი 2016 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე | ||||||||||||||||
სრული სახელი | ენდრიუ ბარონ მარი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მშობლიური სახელი | Andrew Barron Murray | |||||||||||||||
ქვეყანა (სპორტი) | გაერთიანებული სამეფო | |||||||||||||||
საცხოვრებელი ადგილი | ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო | |||||||||||||||
დაიბადა | 15 მაისი, 1987 გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო | |||||||||||||||
სიმაღლე | 191 სმ. | |||||||||||||||
პროფესიონალი | 2005 | |||||||||||||||
თამაში | მემარჯვენე | |||||||||||||||
მწვრთნელ(ებ)ი | მარკ პეტჩი (2005–2006) ბრედ გილბერტი (2006–2007) მაილს მაკლაგენი (2007–2010) ალექს კორეთხა (2008–2011) ამელი მორესმო (2014–2016) ივან ლენდლი (2011–2014, 2016–2017) ჯეიმი დელგადო (2016–) | |||||||||||||||
ფულადი პრიზი | 60,807,644 აშშ დოლარი | |||||||||||||||
ოფიციალური საიტი | andymurray.com | |||||||||||||||
ერთეულები | ||||||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 655–184 (78.07%) | |||||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 45 | |||||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 1-ლი (7 ნოემბერი, 2016) | |||||||||||||||
მიმდინარე რეიტინგი | 115-ე (15 მარტი, 2021) | |||||||||||||||
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები | ||||||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | ფინალი (2010, 2011, 2013, 2015, 2016) | |||||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | ფინალი (2016) | |||||||||||||||
უიმბლდონი | გამარჯვება (2013, 2016) | |||||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | გამარჯვება (2012) | |||||||||||||||
სხვა ტურნირები | ||||||||||||||||
ტურის ფინალი | გამარჯვება (2016) | |||||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | გამარჯვება (2012, 2016) | |||||||||||||||
წყვილები | ||||||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 67–71 (48.55%) | |||||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 2 | |||||||||||||||
უმაღლესი რეიტინგი | 51-ე (15 მარტი, 2021) | |||||||||||||||
მიმდინარე რეიტინგი | 113-ე (11 დეკემბერი, 2017) | |||||||||||||||
დიდი სლემის წყვილთა შედეგები | ||||||||||||||||
ავსტრალიის ღია პირველობა | 1რ (2006) | |||||||||||||||
საფრანგეთის ღია პირველობა | 2რ (2006) | |||||||||||||||
უიმბლდონი | 1რ (2005) | |||||||||||||||
აშშ-ის ღია პირველობა | 2რ (2008) | |||||||||||||||
წყვილთა სხვა ტურნირები | ||||||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | 2რ (2008) | |||||||||||||||
შერეული წყვილები | ||||||||||||||||
კარიერის ჩანაწერები | 7–4 (63.64%) | |||||||||||||||
ტიტულები კარიერაში | 0 | |||||||||||||||
დიდი სლემის შერეულ წყვილთა შედეგები | ||||||||||||||||
უიმბლდონი | 2რ (2006) | |||||||||||||||
შერეულ წყვილთა სხვა ტურნირები | ||||||||||||||||
ოლიმპიური თამაშები | ფინალი (2012) | |||||||||||||||
გუნდური შეჯიბრები | ||||||||||||||||
დეივისის თასი | გამარჯვება (2015) | |||||||||||||||
ჰოპმანის თასი | ფინალი (2010) | |||||||||||||||
მედლები
| ||||||||||||||||
ბოლოს განახლდა: 7 იანვარი 2018. |
მარის მოგებული აქვს 3 დიდი სლემის ტურნირი – 2 უიმბლდონი და 1 აშშ-ის ღია პირველობა. 2012 წელს აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, მარიმ ნოვაკ ჯოკოვიჩი 5 სეტში დაამარცხა, მოიგო კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული და 1936 წლის შემდეგ გახდა პირველი ბრიტანელი მამაკაცი ჩოგბურთელი, ვინც უმაღლესი დონის საჩოგბურთო ტურნირის მოგება შეძლო. ბრიტანელს ასევე 1 წლის შემაჯამებელი ტურნირი და 14 მასტერსის ტიტული აქვს მოგებული. ჯამში მარიმ კარიერაში ATP-ის 45 ტურნირი მოიგო ერთეულებში. ბრიტანელი ჯამში 41 კვირის განმავლობაში იკავებდა ჩოგბურთელთა რეიტინგში პირველ ადგილს.
ოლიმპიურ თამაშებზე, მარის ორჯერ აქვს მოგებული ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში და იგი ისტორიაში ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც ორი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული ერთეულთა განრიგში. მას ასევე ერთი ვერცხლის მედალი აქვს შერეულ წყვილებში. სანაკრებო დონეზე, 2015 წელს იგი ბრიტანეთის ნაკრებს დაეხმარა დეივისის თასის თასის მოგებაში პირველად 1936 წლის შემდეგ.
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
მარცხი | 2008 | აშშ-ის ღია პირველობა | ჰარდი | როჯერ ფედერერი | 2–6, 5–7, 2–6 |
მარცხი | 2010 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | როჯერ ფედერერი | 3–6, 4–6, 6–7(11–13) |
მარცხი | 2011 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 4–6, 2–6, 3–6 |
მარცხი | 2012 | უიმბლდონი | ბალახი | როჯერ ფედერერი | 6–4, 5–7, 3–6, 4–6 |
გამარჯვება | 2012 | აშშ-ის ღია პირველობა (1) | ჰარდი | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 7–6(12–10), 7–5, 2–6, 3–6, 6–2 |
მარცხი | 2013 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 7–6(7–2), 6–7(3–7), 3–6, 2–6 |
გამარჯვება | 2013 | უიმბლდონი (1) | ბალახი | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 6–4, 7–5, 6–4 |
მარცხი | 2015 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 6–7(5–7), 7–6(7–4), 3–6, 0–6 |
მარცხი | 2016 | ავსტრალიის ღია პირველობა | ჰარდი | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 1–6, 5–7, 6–7(3–7) |
მარცხი | 2016 | საფრანგეთის ღია პირველობა | თიხა | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 6–3, 1–6, 2–6, 4–6 |
გამარჯვება | 2016 | უიმბლდონი (2) | ბალახი | მილოშ რაონიჩი | 6–4, 7–6(7–3), 7–6(7–2) |
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება | 2016 | ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი (1) | ჰარდი (დ) | ნოვაკ ჯოკოვიჩი | 6–3, 6–4 |
(დ) – დახურული კორტი
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეტოქე | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|
გამარჯვება (ოქრო) | 2012 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 (1) | ბალახი | როჯერ ფედერერი | 6–2, 6–1, 6–4 |
გამარჯვება (ოქრო) | 2016 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2016 (2) | ჰარდი | ხუან მარტინ დელ პოტრო | 7–5, 4–6, 6–2, 7–5 |
შედეგი | წელი | ტურნირი | საფარი | მეწყვილე | მეტოქეები | ანგარიში |
---|---|---|---|---|---|---|
მარცხი (ვერცხლი) | 2012 | ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2012 | ბალახი | ლაურა რობსონი | ვიქტორია აზარენკა მაქს მირნი | 6–2, 3–6, [8–10] |
This article uses material from the Wikipedia ქართული article ენდი მარი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.