ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბ.

Novak Đoković, Новак Ђоковић; დ. 22 მაისი, 1987, ბელგრადი, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია) — სერბი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს მოქმედი პირველი ჩოგანი. აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში.

ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩი
ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობაზე 2015 წელს
მშობლიური სახელი Novak Đoković
Новак Ђоковић
ქვეყანა (სპორტი) სერბეთის დროშა სერბეთი
საცხოვრებელი ადგილი მონტე-კარლო, მონაკო
დაიბადა 22 მაისი, 1987 (1987-05-22) (36 წლის)
ბელგრადი, სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკა, იუგოსლავია
სიმაღლე 188 სმ
პროფესიონალი 2003
თამაში მემარჯვენე
მწვრთნელ(ებ)ი მარიან ვაიდა, გორან ივანიშევიჩი
ფულადი პრიზი 181 599 018 აშშ დოლარი
ოფიციალური საიტი novakdjokovic.com
ერთეულები
კარიერის ჩანაწერები 1094–215 (83,6%)
ტიტულები კარიერაში 98
უმაღლესი რეიტინგი 1-ლი (4 ივლისი, 2011)
მიმდინარე რეიტინგი 1-ლი (5 ნოემბერი, 2018)
დიდი სლემის ერთეულთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვება (2008, 2011, 2012, 2013, 2015, 2016, 2019, 2020, 2021,2023)
საფრანგეთის ღია პირველობა გამარჯვება (2016, 2021, 2023)
უიმბლდონი გამარჯვება (2011, 2014, 2015, 2018, 2019, 2021, 2022)
აშშ-ის ღია პირველობა გამარჯვება (2011, 2015, 2018, 2023)
სხვა ტურნირები
ტურის ფინალი გამარჯვება (2008, 2012, 2013, 2014, 2015, 2022, 2023)
ოლიმპიური თამაშები ნახევარფინალი (2008, 2012)
წყვილები
კარიერის ჩანაწერები 47–63 (42.73%)
ტიტულები კარიერაში 1
უმაღლესი რეიტინგი 114-ე (30 ნოემბერი, 2009)
მიმდინარე რეიტინგი 326-ე (19 ნოემბერი, 2018)
დიდი სლემის წყვილთა შედეგები
ავსტრალიის ღია პირველობა 1რ (2006, 2007)
საფრანგეთის ღია პირველობა 1რ (2006)
უიმბლდონი 2რ (2006)
აშშ-ის ღია პირველობა 1რ (2006)
გუნდური შეჯიბრები
დეივისის თასი გამარჯვება (2010)
ჰოპმანის თასი ფინალი (2008, 2013)
ბოლოს განახლდა: 22 მაისი 2022.

ჯოკოვიჩს მოგებული აქვს 24 დიდი სლემის ტურნირი, მათ შორის რეკორდული 10 ავსტრალიის ღია პირველობა, 7 უიმბლდონი, 4 აშშ-ის ღია პირველობა და 3 საფრანგეთის ღია პირველობა. 2016 წელს, ჯოკოვიჩი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი 1969 წლის შემდეგ, რომელიც ერთდროულად ფლობდა ოთხივე დიდი სლემის ჩემპიონის ტიტულს და ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელიც ერთდროულად ფლობდა ოთხივე დიდი სლემის ჩემპიონის ტიტულს სამ სხვადასხვა საფარზე. ერთადერთი ჩოგბურთელი, რომელმაც დიდი სლემი მინიმუმ სამჯერ ან მეტჯერ მოიგო.

სერბ ჩოგბურთელს მოგებული აქვს 40 მასტერსი. იგი ერთადერთი მამაკაცი ჩოგბურთელია ისტორიაში, რომელმაც ყველა მასტერსის ტურნირის მოგება შეძლო (თანაც ორჯერ). 2016 წელს, ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში 6 მასტერსის ტიტული მოიგო. მას ასევე მოგებული აქვს რეკორდული 7 წლის შემაჯამებელი ტურნირი. სულ სერბმა ჩოგბურთელმა კარიერაში ATP-ის 98 ტურნირი მოიგო ერთეულებში.

ოლიმპიურ თამაშებზე, ჯოკოვიჩს ერთი ბრინჯაოს მედალი აქვს ერთეულებში მოპოვებული. სანაკრებო დონეზე, მან ერთი დეივისის თასი მოიგო სერბეთის ნაკრებთან ერთად, რომელიც პირველი იყო ქვეყნის ისტორიაში. 2020 იანვარში მან სანაკრებო დონეზე მოიგო ATP CUP რომელიც პირველად ჩატარდა ავსტრალიაში.

პირადი ცხოვრება

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ნოვაკის მშობლები – სრჯანი და დიანა 2007 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე.

ჯოკოვიჩი დაიბადა იუგოსლავიის დედაქალაქ ბელგრადში. მამამისი – სრჯანი სერბული ოჯახიდანაა, ხოლო დედამისი დიანა ხორვატული წარმოშობისაა. ნოვაკს ჰყავს ორი ძმა: მარკო და ჯორჯე, რომლებიც ასევე ჩოგბურთელები არიან.

ნოვაკი ცხოვრობს მონტე-კარლოში. ჰყავს მეუღლე – ელენა რისტიჩი და ორი შვილი: ვაჟი სტეფანი, რომელიც წყვილს 2014 წლის ოქტომბერში და ქალიშვილი ტარა, რომელიც მათ 2017 წლის სექტემბერში შეეძინათ. ჯოკოვიჩი საუბრობს სერბულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და იტალიურ ენებზე. იგი მართლმადიდებელი ქრისტიანია. სერბი საფეხბურთო კლუბების – „ცრვენა ზვეზდას“, „მილანის“ და „ბენფიკას“ გულშემატკივარია.

ჯოკოვიჩმა ჩოგბურთის თამაში ოთხი წლის ასაკში დაიწყო. 14 წლის ასაკში, მან ერთეულებში, წყვილებში და გუნდურ დონეზე მოიგო ევროპის ჩემპიონატები. 2001 წელს იგი იუნიორების დეივისის თასის ფინალში დამარცხდა ერთეულებში. დიდი სლემის ახალგაზრდული ტურნირებიდან, სერბის საუკეთესო შედეგი იყო 2004 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში გასვლა.

კარიერა

პროფესიონალური კარიერის დასაწყისი

ჯოკოვიჩი პროფესიონალი 2003 წელს გახდა. დიდი სლემის ტურნირებიდან, მან პირველად 2005 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც პირველ რაუნდში ტურნირის მომავალ ჩემპიონ, რუს მარატ საფინთან სამ სეტში განადგურდა: 0–6, 2–6, 1–6. აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯოკოვიჩმა მისი მომავალი მეტოქე, შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა დაამარცხა.

2006: ATP-ის პირველი ტიტულები

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი ხორვატიის ღია პირველობაზე 2006 წელს.

2006 წელს საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ, ჯოკოვიჩი რეიტინგში მე-40 ადგილზე აღზევდა. მეოთხედფინალში იგი მომავალში მის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან დამარცხდა. უიმბლდონზე სერბი მეოთხე რაუნდიდან გამოეთიშა ასპარეზობას, ხორვატ მარიო ანჩიჩთან მარცხის შემდეგ.

უიმბლდონიდან 2 კვირის შემდეგ, ჯოკოვიჩმა კარიერაში პირველი ATP-ის ტურნირი მოიგო. ნიდერლანდების ღია პირველობის ფინალში, სერბმა ჩილეს წარმომადგენელი ნიკოლას მასუ ორ სეტში დაამარცხა. ოქტომბერში ჯოკოვიჩმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო. საფრანგეთის ქალაქ მეცში გამართულ ტურნირზე ავსტრიელი იურგენ მელცერის დამარცხების შემდეგ, კარიერაში პირველად ჯოკოვიჩი რეიტინგში ოცეულში შევიდა.

2007: ათეულში შესვლა და დიდი სლემის პირველი ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე 2007 წელს, სადაც იგი პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირების ფინალში.

იანვარში ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე რაუნდში, სამ სეტში დამარცხდა მსოფლიოს პირველ ჩოგანთან და ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან, შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან. შემდეგ სერბი ინდიან უელსის მასტერსის ფინალში გავიდა, სადაც ნადალთან ორ სეტში დამარცხდა, თუმცა ჯოკოვიჩმა შემდეგი მასტერსის ტურნირზე აიღო რევანში, როდესაც მაიამის მასტერსის მეოთხედფინალში კარიერაში პირველად დაამარცხა ნადალი, ხოლო ფინალში არგენტინელ გილიერმო კანიასს სძლია და კარიერაში პირველი მასტერსის ტიტული მოიგო. იმავე თვეს, ჯოკოვიჩმა პორტუგალიის ღია პირველობის ფინალში ფრანგი რიშარ გასკე 3 სეტში დაამარცხა. საფრანგეთის ღია პირველობაზე, სერბი პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირების ნახევარფინალში, სადაც ტურნირის მომავალ ჩემპიონ რაფაელ ნადალთან დამარცხდა. უიმბლდონზე ჯოკოვიჩი კვლავ ნახევარფინალში გავიდა, სადაც ისევ ესპანელს შეხვდა. პირველი სეტი ჯოკოვიჩმა მოიგო, მეორე ნადალმა, ხოლო მესამე სეტში სერბს იდაყვის პრობლემების გამო მოუწია თამაშის შეწყვეტა.

აგვისტოში ჯოკოვიჩმა კანადის მასტერსი მოიგო. მეოთხედფინალში მან მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ამერიკელი ენდი როდიკი, ნახევარფინალში ნადალი, ხოლო ფინალში კარიერაში პირველად დაამარცხა ფედერერი და მოიგო ტურნირი. 1994 წლის შემდეგ, ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ ტურნირზე შეძლო მსოფლიოს პირველი სამი ჩოგნის დამარცხება. ჩეხი ტომაშ ბერდიხის შემდეგ, ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ფედერერი და ნადალი დაამარცხა მას შემდეგ, რაც მათ პირველი ორი ადგილი დაიკავეს რეიტინგში. სექტემბერში ჯოკოვიჩი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ფინალში. აშშ-ის ღია პირველობის ფინალში იგი დაძაბულ სამ სეტში დამარცხდა როჯერ ფედერერთან: 6–7(4–7), 6–7(2–7), 4–6.

ოქტომბერში ჯოკოვიჩმა სეზონში მეხუთე ტიტული მოიგო. ვენის ღია პირველობის ფინალში მან სტანისლას ვავრინკა დაამარცხა: 6–4, 6–0. სერბმა წელიწადი რეიტინგში მესამე ადგილზე დაასრულა.

2008: პირველი დიდი სლემის ტიტული და ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე 2008 წელს, სადაც მან კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული მოიგო.

იანვარში ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში ფედერერის სამ სეტში დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ, ჯოკოვიჩმა ფინალში ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა ოთხ სეტში დაამარცხა და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული მოიგო. 2005 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ, სერბი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ფედერერის და ნადალის გარდა შეძლო დიდი სლემის ტურნირის მოგება.

დუბაის ტურნირზე ჯოკოვიჩი ნახევარფინალში როდიკთან დამარცხდა. მარტში ამერიკელი მარდი ფიშის სამ სეტში დამარცხების შემდეგ, სერბმა პირველად მოიგო ინდიან უელსის მასტერსი. მაისში რომის მასტერსის მოგებით, ჯოკოვიჩმა კარიერაში მეათე ტიტული მოიგო. ჰამბურგის მასტერსის და საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალებში სერბი ნადალთან დამარცხდა.

ივნისში ჯოკოვიჩი კარიერაში პირველად გავიდა ბალახის საფარის ტურნირის ფინალში. დედოფლის კლუბის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში იგი კვლავ ნადალთან დამარცხდა. უიმბლდონზე სერბმა მეორე რაუნდში სამ სეტში დათმო მატჩი მარატ საფინთან.

კანადის მასტერსის მეოთხედფინალში და ცინცინატის მასტერსის ფინალში, ჯოკოვიჩი ბრიტანელ ენდი მარისთან დამარცხდა. 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მან ნადალთან წააგო, თუმცა მესამე ადგილისთვის მატჩში ამერიკელი ჯეიმზ ბლეიკი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აშშ-ის ღია პირველობაზე სერბმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ფედერერთან ოთხ სეტში დამარცხდა.

სექტემბერში ტაილანდის ღია პირველობის ფინალში ჯოკოვიჩი ცონგასთან დამარცხდა, ხოლო ნოემბერში კარიერაში პირველად მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი, როდესაც ფინალში რუსი ნიკოლოზ დავიდენკო ორ სეტში დაამარცხა: 6–1 7–5.

2009: 10 ფინალი, 5 ტიტული და დიდი ოთხეულის წარმოქმნა

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობაზე 2009 წელს.

ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში როდიკის წინააღმდეგ, ჯოკოვიჩი მეოთხე სეტში მოეხსნა მატჩიდან. თებერვალში სერბმა ორ ტურნირზე იასპარეზა. მარსელის ღია პირველობის ნახევარფინალში იგი ცონგასთან ორ სეტში დამარცხდა, ხოლო დუბაის ტურნირის ფინალში ესპანელ დავიდ ფერერს სძლია და პირველად მოიგო აღნიშნული ტურნირი. მომავალ კვირას ინდიან უელსის მასტერსის მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი როდიკთან, ხოლო მაიამის მასტერსის ფინალში ენდი მარისთან დამარცხდა.

თიხის საფარზე ჩატარებული მასტერსის ტურნირებიდან, მონტე-კარლოს და რომის მასტერსების ფინალებში, ასევე მადრიდის მასტერსის ნახევარფინალში ჯოკოვიჩი ნადალთან სამჯერ დამარცხდა. სერბმა მშობლიურ ბელგრადში ჩატარებული სერბეთის ღია პირველობა მოიგო, ფინალში პოლონელი ლუკაშ კუბოტის დამარცხების შემდეგ. საფრანგეთის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩი მესამე რაუნდში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერთან სამ სეტში დამარცხდა.

ბალახის სეზონის დასაწყისში, ჯოკოვიჩი ჰალეს ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც გერმანელ ტომი ჰაასთან დამარცხდა. ჰაასმა ჯოკოვიჩი იმავე თვეს უიმბლდონის მეოთხედფინალშიც დაამარცხა: 7–5, 7–6(8–6), 4–6, 6–3.

აგვისტოში კანადის მასტერსის მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი როდიკთან, ხოლო ცინცინატის მასტერსის ფინალში ფედერერთან დამარცხდა. აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში, ჯოკოვიჩი წინა წლის მსგავსად კვლავ ფედერერთან დამარცხდა, ამჯერად სამ სეტში.

ოქტომბერში ჯოკოვიჩმა ჩინეთში გამართულ ორ ტურნირზე იასპარეზა. ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მან ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა, ხოლო შანხაის მასტერსის ნახევარფინალში დავიდენკოსთან სამ სეტში დათმო მატჩი. სერბი შემდეგ ბაზელის ტურნირზე გამოვიდა, სადაც ფინალში ფედერერი სამ სეტში დაამარცხა: 6–4, 4–6, 6–2.

ნოემბერში ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსზე მიიღო მონაწილეობა. ნახევარფინალში ნადალის ორ სეტში დამარცხების შემდეგ. იგი ფინალში ფრანგ გაელ მონფილსს დაუპირისპირდა. ფინალში სერბმა მძიმე ბრძოლაში – 6–2, 5–7, 7–6(7–3) სძლია მეტოქეს და პირველად მოიგო აღნიშნული მასტერსის ტურნირი.

წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, დავიდენკოს და ნადალის ძლევის მიუხედავად, ჯოკოვიჩი შვედ რობინ სოდერლინგთან დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა.

ჯოკოვიჩმა წელიწადი ზედიზედ მესამედ მესამე ადგილზე დაასრულა. მან ტურში ყველაზე მეტი – 97 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 78 მოიგო და 19 წააგო. სეზონის განმავლობაში იგი 10 ტურნირის ფინალში გავიდა და 5 მოიგო.

2010: დეივისის თასის ტიტული და აშშ-ის ღია პირველობის ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი უიმბლდონზე 2010 წელს.

2010 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე, ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში ჟო-ვილფრიდ ცონგასთან მძიმე, 5 სეტიან მატჩში დამარცხდა: 6–7(6–8), 7–6(7–5), 6–1, 3–6, 1–6. მარცხის მიუხედავად, სერბი კარიერაში პირველად გადავიდა რეიტინგში მეორე ადგილზე. თებერვალში ჯოკოვიჩი როტერდამის ღია პირველობაზე გამოვიდა, სადაც ნახევარფინალში რუს მიხეილ იუჟნისთან დამარცხდა, თუმცა ჯოკოვიჩმა რევანში რამდენიმე დღეში დუბაის ტურნირის ფინალში აიღო, როდესაც 3 სეტში დაამარცხა მოწინააღმდეგე.

მარტში ჯოკოვიჩი სერბეთის ნაკრებს დაეხმარა დეივისის თასზე ამერიკელების – სემ ქუერის და ჯონ იზნერის დამარცხებით.

მომავალ კვირებში გამართულ მასტერსის ტურნირებზე, ჯოკოვიჩმა წარუმატებლად იასპარეზა. ინდიან უელსის მეოთხე რაუნდში იგი ხორვატ ივან ლიუბიჩიჩთან, მაიამის მეორე რაუნდში ბელგიელ ოლივიე როხუსთან, ხოლო მონტე-კარლოს ნახევარფინალში და რომის მეოთხედფინალში ესპანელ ფერნანდო ვერდასკოსთან ორჯერ დამარცხდა. სერბეთის ღია პირველობაზე, ჯოკოვიჩს მეორე სეტში მოუწია მატჩიდან მოხსნა თანამემამულე ფილიპ კრაინოვიჩთან შეხვედრისას. საფრანგეთის ღია პირველობაზე, ჯოკოვიჩი მეოთხედფინალში მოულოდნელად დამარცხდა იურგენ მელცერთან 5 სეტში: 6–3, 6–2, 2–6, 6–7(3–7), 4–6. უიმბლდონზე სერბმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ბერდიხთან სამ სეტში დათმო მატჩი.

აგვისტოში კანადის მასტერსზე ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ფედერერთან, ხოლო ცინცინატიში მეოთხედფინალში როდიკთან დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ კანადის მასტერსის წყვილთა თანრიგში, მსოფლიოს პირველმა და მეორე ჩოგნებმა – ნადალმა და ჯოკოვიჩმა პირველად ითამაშეს წყვილებში, თუმცა კანადელებთან – ვაშეკ პოსპიშილთან და მილოშ რაონიჩთან დამარცხდნენ. აშშ-ის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩი ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფედერერს დაუპირისპირდა. მეტოქეები აღნიშნულ სლემზე წინა სამი წლის განმავლობაშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და ყველა მატჩი შვეიცარიელმა მოიგო, თუმცა ამჯერად სერბმა მძიმე 5 სეტიან მატჩში გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც რაფაელ ნადალთან 4 სეტში დამარცხდა: 4–6, 7–5, 4–6, 2–6.

ოქტომბერში ჯოკოვიჩმა დავიდ ფერერის ფინალში დამარცხებით, ზედიზედ მეორედ მოიგო ჩინეთის ღია პირველობა. შანხაის მასტერსის ნახევარფინალში და ბაზელის ტურნირის ფინალში, იგი ორჯერ დამარცხდა როჯერ ფედერერთან. წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე, ბერდიხის და როდიკის დამარცხების შემდეგ ჯოკოვიჩი გავიდა ჯგუფიდან, თუმცა ნახევარფინალში კვლავ ფედერერთან დამარცხდა.

დეკემბერში ჯოკოვიჩმა კარიერაში პირველად მოიგო დეივისის თასი. სერბეთის ნაკრები დეივისის თასის ფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდა. ჟილ სიმონის და გაელ მონფილსის დამარცხებით, მან მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა, ხოლო თანამემამულე ვიქტორ ტროიცკის გამარჯვების შემდეგ, სერბეთმა ისტორიაში პირველად მოიგო დეივისის თასი.

ჯოკოვიჩმა წელიწადი ზედიზედ მეოთხედ დაასრულა მესამე ადგილზე. 2010 წელს, მან მხოლოდ ორი ტიტული მოიგო.

2011: სამი დიდი სლემის ტიტული, 5 მასტერსი და რეიტინგში პირველი ადგილის დაკავება

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი ზეიმობს ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვებას 2011 წელს.

2011 წლის სეზონი ჯოკოვიჩის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა. აღნიშნულ სეზონში მან 4-დან 3 დიდი სლემის ტურნირი და ერთ წელიწადში რეკორდული – 5 მასტერსის ტიტული მოიგო. ჯამში მის მიერ მოგებულმა საპრიზო თანხამ 12 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. წელიწადი მან 70 მოგებით და 6 წაგებით დაასრულა რეიტინგში პირველ პოზიციაზე.

ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, ფინალში მან ენდი მარის 3 სეტში სძლია. უიმბლდონის ფინალში სერბმა რაფაელ ნადალს სძლია 4 სეტში. აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში წინა წლის მსგავსად ჯოკოვიჩმა მძიმე 5 სეტიან მატჩში სძლია ფედერერს, სადაც წაგების პირას იყო. ფინალში სერბმა კვლავ ნადალი დაამარცხა 4 სეტში: 6–2, 6–4, 6–7(3–7), 6–1. ერთადერთი მარცხი, რომელიც ჯოკოვიჩმა 2011 წელს დიდი სლემის ტურნირებზე განიცადა, იყო საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალი, როდესაც სერბი ფედერერთან 4 სეტში დამარცხდა და ზედიზედ 43 მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა.

ჯოკოვიჩის მიერ მოგებული 5 მასტერსის ტურნირიდან, მან 4-ჯერ ფინალში ნადალი დაამარცხა. სერბმა ასევე მოიგო კანადის მასტერსი, დუბაის ტურნირი და სერბეთის ღია პირველობა. ჯამში მან 2011 წელს 11 ფინალი ითამაშა და 10 მოიგო. წლის ბოლოს, ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფიდან ვერ გავიდა.

2012: მეხუთე დიდი სლემის ტიტული და 3 მასტერსი

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი აშშ-ის ღია პირველობაზე 2012 წელს.

2012 წლის სეზონი ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვებით დაიწყო. ნახევარფინალში მან ენდი მარი 5 სეტიან მატჩში დაამარცხა, რომელიც 4 საათს და 50 წუთს გაგრძელდა. ფინალში სერბი რაფაელ ნადალს დაუპირისპირდა. მატჩი 5 საათს და 53 წუთს გაგრძელდა და საბოლოოდ ჯოკოვიჩმა მძიმე ბრძოლაში დაამარცხა ესპანელი მეტოქე: 5–7, 6–4, 6–2, 6–7(5–7), 7–5. სერბმა ზედიზედ მესამე დიდი სლემის ფინალში სძლია ნადალს. აღნიშნული ფინალი დიდი სლემის ფინალების ისტორიაში, ყველაზე დიდხანს გაგრძელდა.

ინდიან უელსში ჯოკოვიჩი ნახევარფინალში დამარცხდა ჯონ იზნერთან. დუბაის ტურნირის ნახევარფინალში სერბმა ენდი მარისთან დათმო მატჩი, თუმცა რევანში მაიამის მასტერსის ფინალში აიღო, როდესაც 2 სეტში დაამარცხა ბრიტანელი მეტოქე: 6–1, 7–6(7–4).

თიხის საფარზე ნათამაშები 4 ტურნირიდან, ჯოკოვიჩი 3-ის ფინალში გავიდა და სამივე მატჩში ნადალთან დამარცხდა, მათ შორის საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში. აღსანიშნავია, რომ ეს სერბი ჩოგბურთელის პირველი ფინალი იყო თიხის დიდი სლემის ტურნირზე.

უიმბლდონზე ჯოკოვიჩმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ფედერერთან დამარცხდა: 3–6, 6–3, 4–6, 3–6.

2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ლონდონში, ჯოკოვიჩი ნახევარფინალში დამარცხდა ენდი მარისთან, ხოლო შემდეგ მატჩზე მესამე ადგილისთვის არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან დათმო მატჩი.

ჯოკოვიჩმა კანადის მასტერსი რიშარ გასკეს დამარცხების შემდეგ ზედიზედ მეორედ მოიგო და შემდეგ ცინცინატის მასტერსის ფინალშიც გავიდა, თუმცა ფედერერთან ორ სეტში დამარცხდა. აშშ-ის ღია პირველობაზე, ჯოკოვიჩი ზედიზედ მესამედ გავიდა ფინალში, სადაც მძიმე 5 სეტიან მატჩში ენდი მარისთან დამარცხდა. ეს იყო ბრიტანელის კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული.

შემოდგომაზე ჯოკოვიჩმა ჩინეთის ღია პირველობა და შანხაის მასტერსი მოიგო. პარიზის მასტერსზე წარუმატებლად გამოსვლის შემდეგ, სერბმა წლის შემაჯამებელი ტურნირი კარიერაში მეორედ მოიგო, ფინალში როჯერ ფედერერის ორ სეტში დამარცხების შემდეგ.

2013: ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე ტიტული და 3 მასტერსი

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობაზე 2013 წელს.

იანვარში ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მესამედ მოიგო ენდი მარის 4 სეტში დამარცხების შემდეგ. ეს იყო სერბის კარიერაში მე-6 დიდი სლემის ტიტული.

მარტში მან დუბაის ტურნირი კარიერაში მეოთხედ მოიგო. ფინალში სერბმა ტომაშ ბერდიხი დაამარცხა. ინდიან უელსის მასტერსის ნახევარფინალში ჯოკოვიჩი დელ პოტროსთან, ხოლო მაიამის მეოთხე რაუნდში ტომი ჰაასთან დამარცხდა.

აპრილში ჯოკოვიჩმა მონტე-კარლოს მასტერსის ფინალში ნადალი ორ სეტში დაამარცხა და პირველად მოიგო აღნიშნული ტურნირი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ნადალის მეორე მარცხი კარიერაში მონტე-კარლოში და ამ წაგებით მას ამ ტურნირზე 46 მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა. მადრიდის მასტერსის მეორე რაუნდში ჯოკოვიჩი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვთან, ხოლო რომში ბერდიხთან მეოთხედფინალში დამარცხდა. საფრანგეთის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც მძიმე 5 სეტიან მატჩში ნადალთან წააგო: 4–6, 6–3, 1–6, 7–6(7–3), 7–9.

უიმბლდონზე ჯოკოვიჩი ფინალში გავიდა, სადაც ენდი მარისთან სამ სეტში დამარცხდა: 4–6, 5–7, 4–6.

აგვისტოში კანადის მასტერსზე ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ნადალთან, ხოლო ცინცინატის მეოთხედფინალში იზნერთან დამარცხდა. აშშ-ის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩი ზედიზედ მეოთხედ გავიდა ფინალში, სადაც ნადალთან ოთხ სეტში დამარცხდა.

ჯოკოვიჩი და ნადალი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად ჩინეთის ღია პირველობის ფინალში. სერბმა ორ სეტში გაიმარჯვა: 6–3, 6–4. ჯოკოვიჩმა განაგრძო გამარჯვებები და ზედიზედ სამი ტურნირი მოიგო. შანხაის მასტერსის ფინალში მან დელ პოტრო, პარიზის მასტერსის ფინალში დავიდ ფერერი, ხოლო წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ნადალი დაამარცხა და წელიწადი 7 მოგებული ტურნირით დაასრულა.

2014: უიმბლდონის მეორე ტიტული, 4 მასტერსი და რეიტინგში პირველ ადგილზე დაბრუნება

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი წლის შემაჯამებელ ტურნირზე 2014 წელს, სადაც მან მეოთხედ მოიგო აღნიშნული ტურნირი.

ავსტრალიის ღია პირველობაზე, რომელიც ჯოკოვიჩს ზედიზედ სამჯერ ჰქონდა მოგებული, მეოთხედფინალში მძიმე 5 სეტიან მატჩში სტანისლას ვავრინკასთან დამარცხდა და ამ ტურნირზე 25 მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყდა. თებერვალში სერბმა მხოლოდ დუბაის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ნახევარფინალში ფედერერთან დამარცხდა, თუმცა ჯოკოვიჩმა რევანში ინდიან უელსის ფინალში აიღო, როდესაც შვეიცარიელს სამ სეტში სძლია. ჯოკოვიჩმა შემდეგ მაიამის მასტერსიც მოიგო ფინალში ნადალის 2 სეტში დამარცხების შემდეგ.

აპრილში მონტე-კარლოს მასტერსზე, ჯოკოვიჩმა ნახევარფინალამდე მიაღწია, სადაც ფედერერთან ორ სეტში დამარცხდა. რამდენიმე კვირაში ფინალში ნადალის დამარცხების შემდეგ, ჯოკოვიჩმა რომის მასტერსი კარიერაში მესამედ მოიგო, თუმცა ესპანელმა რევანში საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში აიღო, როდესაც 4 სეტში სძლია მეტოქეს.

ივლისში ჯოკოვიჩმა უიმბლდონი კარიერაში მეორედ მოიგო. ფინალში მან ფედერერი მძიმე 5 სეტიან მატჩში დაამარცხა და ნადალის შემდეგ გახდა მეორე ჩოგბურთელი, რომელმაც უიმბლდონის ფინალში შეძლო ფედერერის დამარცხება. ამ გამარჯვებით, ჯოკოვიჩი ისევ პირველ ადგილზე გადავიდა რეიტინგში და გადაასწრო ნადალს.

კანადის მასტერსზე და ცინცინატიში ჯოკოვიჩი მესამე რაუნდებში გამოეთიშა ტურნირებს. სერბი შესაბამისად ჟო-ვილფრიდ ცონგასთან და ესპანელ ტომი რობრედოსთან დამარცხდა. აშშ-ის ღია პირველობაზე, ჯოკოვიჩი ნახევარფინალში მოულოდნელად დამარცხდა იაპონელ კეი ნისიკორისთან 4 სეტში.

ოქტომბერში ჯოკოვიჩმა ჩინეთის ღია პირველობის ფინალში ბერდიხი გაანადგურა ანგარიშით 6–0, 6–2, ხოლო მომავალ კვირას იგი შანხაის მასტერსის ნახევარფინალში ფედერერთან ორ სეტში დამარცხდა. ჯოკოვიჩმა შემდეგ პარიზის მასტერსი სეტის წაუგებლად მოიგო, ხოლო ორ კვირაში მან კარიერაში მეოთხედ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი.

2015: სამი დიდი სლემის ტიტული, 6 მასტერსი და ჯამში 11 ტიტული

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი კანადის მასტერსზე 2015 წელს.

2015 წლის სეზონი ჯოკოვიჩმა კატარის ღია პირველობაზე გამოსვლით დაიწყო, სადაც მეოთხედფინალში ხორვატ ივო კარლოვიჩთან 3 სეტში დამარცხდა. ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში, ჯოკოვიჩმა ვავრინკას 5 სეტიან მატჩში სძლია და შარშანდელი წაგებისთვის რევანში აიღო. ფინალში სერბმა 4 სეტში სძლია ენდი მარის და კარიერაში მეხუთედ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა.

თებერვალში ჯოკოვიჩმა დუბაის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, სადაც ფინალში გავიდა და ფედერერთან ორ სეტში დამარცხდა. ორ კვირაში, სერბმა წინა წლის მსგავსად ინდიან უელსის მასტერსის ფინალში დაამარცხა ფედერერი, შემდეგ კი მაიამის მასტერსიც მოიგო, ენდი მარის ფინალში ძლევის შემდეგ.

ჯოკოვიჩმა განაგრძლო გამარჯვებები და თიხის საფარზე ორი მასტერსი მოიგო. მონტე-კარლოს ფინალში მან ბერდიხი, ხოლო რომის ფინალში ფედერერი დაამარცხა.

საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში, ჯოკოვიჩმა რაფაელ ნადალი 3 სეტში – 7–5, 6–3, 6–1 დაამარცხა და რობინ სოდერლინგის შემდეგ გახდა პირველი და სულ ისტორიაში მეორე ჩოგბურთელი, რომელმაც შეძლო ესპანელის დამარცხება საფრანგეთის ღია პირველობაზე. ნახევარფინალში სერბმა მძიმე 5 სეტიან მატჩში ენდი მარის სძლია და ფინალში გავიდა, სადაც პირველი სეტის მოგების მიუხედავად, ვავრინკასთან ოთხ სეტში დამარცხდა.

ჯოკოვიჩი ივლისში უიმბლდონის ფინალში გავიდა, სადაც კვლავ ფედერერს დაუპირისპირდა და 4 სეტში დაამარცხა იგი. სერბი გახდა ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ორჯერ შეძლო ფედერერის უიმბლდონზე დამარცხება.

აგვისტოში ჯოკოვიჩი ორივე მასტერსის ფინალში გავიდა, თუმცა ორჯერვე დამარცხდა. კანადის მასტერსზე იგი ენდი მარისთან, ხოლო ცინცინატიში ფედერერთან დამარცხდა. ეს იყო ჯოკოვიჩის მეხუთე წაგებული ფინალი ცინცინატიში, აქედან მესამე ფედერერთან. თუმცა სერბმა რევანში რამდენიმე კვირაში აიღო, როდესაც აშშ-ის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა შვეიცარიელი და კარიერაში მეორედ მოიგო აღნიშნული ტურნირი, ჯამში კი მეათე დიდი სლემის ტიტული.

ჯოკოვიჩმა წლის ბოლომდე ოთხ ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და ოთხივე მოიგო. ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მან ნადალი, შანხაის მასტერსის ფინალში ცონგა, პარიზის მასტერსის ფინალში მარი, ხოლო წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ფედერერი დაამარცხა. ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ზედიზედ ოთხჯერ შეძლო წლის შემაჯამებელი ტურნირის მოგება. საბოლოოდ ჯოკოვიჩმა წელიწადი 11 მოგებული ტურნირით დაასრულა. 2015 წელი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მის კარიერაში.

2016: ავსტრალიის ღია პირველობის მეექვსე ტიტული და საფრანგეთის ღია პირველობაზე პირველი გამარჯვება

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩმა 2016 წელს პირველად მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა და კარიერული დიდი სლემი შეასრულა.

იანვარში ჯოკოვიჩმა კატარის ღია პირველობა მოიგო ფინალში ნადალის დამაჯერებლად დამარცხების შემდეგ: 6–1, 6–2. ამ გამარჯვებით, სერბმა კარიერაში მე-60 ტიტული მოიგო. ჯოკოვიჩმა შემდეგ ავსტრალიის ღია პირველობა მეექვსედ გაიმარჯვა. ნახევარფინალში ფედერერის ოთხ სეტში დამარცხების შემდეგ, მან ფინალში ენდი მარის 3 სეტში სძლია. აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩის მიერ მოგებული 6 ავსტრალიის ღია პირველობიდან, 4-ის ფინალში მან სწორედ ბრიტანელი დაამარცხა. ამ გამარჯვებით, ჯოკოვიჩი ავსტრალიელ როი ემერსონს გაუთანაბრდა ავსტრალიის ღია პირველობის ტიტულებით.

ჯოკოვიჩმა შემდეგ მომავალი ორი მასტერსის ტურნირი მოიგო. ინდიან უელსის ფინალში სერბმა მილოშ რაონიჩი გაანადგურა – 6–2, 6–0, მაიამის ფინალში კი ნისიკორის ასევე ორ სეტში სძლია და მეექვსედ მოიგო მაიამის მასტერსი.

მონტე-კარლოს მასტერსის მეორე რაუნდში, ჯოკოვიჩი მოულოდნელად დამარცხდა ჩეხ ირჟი ვესელისთან, თუმცა რამდენიმე კვირაში ენდი მარის ფინალში დამარცხებით, მადრიდის მასტერსი მოიგო. მარიმ რომის მასტერსის ფინალში აიღო რევანში, როდესაც ორ სეტში – 6–3, 6–3 დაამარცხა სერბი მეტოქე.

ჯოკოვიჩი და მარი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში. სერბმა მოიგო მატჩი 4 სეტში ანგარიშით 3–6, 6–1, 6–2, 6–4 და კარიერაში პირველად დაეუფლა საფრანგეთის ღია პირველობის ტიტულს. ამ მოგებით, ჯოკოვიჩმა კარიერული დიდი სლემი შეასრულა. ეს ტიტული ჯოკოვიჩის კარიერაში 65-ე იყო.

უიმბლდონზე ჯოკოვიჩი მესამე რაუნდში მოულოდნელად დამარცხდა ამერიკელ სემ ქუერისთან: 6–7(6–8), 1–6, 6–3, 6–7(5–7).

ივლისში სერბმა კანადის მასტერსი კარიერაში მეოთხედ მოიგო. ფინალში მან კეი ნისიკორი ორ სეტში დაამარცხა. ეს იყო ჯამში 30-ე მასტერსის ტიტული სერბის კარიერაში. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში, ჯოკოვიჩი პირველივე რაუნდში დამარცხდა ხუან მარტინ დელ პოტროსთან: 6–7(4–7), 6–7(2–7). ჯოკოვიჩი შემდეგ აშშ-ის ღია პირველობის ფინალში გავიდა, სადაც ვავრინკასთან ოთხ სეტში დამარცხდა.

შემოდგომაზე შანხაის მასტერსზე ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან, ხოლო პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში მარინ ჩილიჩთან დამარცხდა. წლის ბოლოს, წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში, ჯოკოვიჩი ენდი მარისთან ორ სეტში დამარცხდა. ამ წაგებით, ჯოკოვიჩმა მარის რეიტინგში პირველი ადგილი დაუთმო. სეზონის ბოლოს, ჯოკოვიჩმა და მისმა მწვრთნელმა – მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, გერმანელმა ბორის ბეკერმა შეწყვიტეს თანამშრომლობა სამწლიანი ერთად მუშაობის შემდეგ..

2017: ტრავმიანობა და ხანგრძლივი შესვენება

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი უიმბლდონზე 2017 წელს.

იანვარში ჯოკოვიჩმა კატარის ღია პირველობის ფინალში ენდი მარი სამ სეტში დაამარცხა. ავსტრალიის ღია პირველობის მეორე რაუნდში, ჯოკოვიჩი 5 სეტში მოულოდნელად დამარცხდა მსოფლიოს 117-ე ჩოგან, უზბეკ დენის ისტომინთან. 2007 წლის შემდეგ პირველად, ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალს ვერ მიაღწია და კარიერაში პირველად დამარცხდა ასეულის გარეთ მყოფ მოთამაშესთან დიდი სლემის ტურნირებზე.

თებერვალში და მარტში ჯოკოვიჩმა მექსიკის ღია პირველობაზე და ინდიან უელსის მასტერსზე მიიღო მონაწილეობა, თუმცა ორივეჯერ ავსტრალიელ ნიკ კირიოსთან სეტის მოგების გარეშე დამარცხდა. მონტე-კარლოს მასტერსის მეოთხედფინალში ჯოკოვიჩი ბელგიელ დავიდ გოფენთან, მადრიდის ნახევარფინალში ნადალთან, ხოლო რომის მასტერსის ფინალში ალექსანდრე ზვერევთან ორ სეტში დამარცხდა. იმავე დღეს, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი ანდრე აგასი ჯოკოვიჩის მწვრთნელი გახდა. აგასიმ სლოვაკი მარიან ვაიდა ჩაანაცვლა, რომელიც 2006 წლიდან სერბი ჩოგბურთელის ერთ-ერთი მწვრთნელი იყო. საფრანგეთის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც ავსტრიელ დომინიკ ტიმთან სამ სეტში დამარცხდა.

უიმბლდონამდე ჯოკოვიჩმა ისტბორნის ჩემპიონატის ტურნირზე მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბალახის საფარზე ტარდება. იგი ფინალში გავიდა, სადაც გაელ მონფილსი ორ სეტში დაამარცხა. უიმბლდონზე სერბმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც პირველი სეტის წაგების შემდეგ იდაყვის ტრავმის გამო მოუწია თამაშის ნაადრევად დასრულება ტომაშ ბერდიხთან.

26 ივლისს ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ გამოტოვებდა 2016 წლის დარჩენილ ტურნირებს, მათ შორის აშშ-ის ღია პირველობას, იდაყვის ტრავმის ბოლომდე მოსარჩენად.

2018: დაბრუნება, ორი დიდი სლემის ტიტული და პირველი ადგილი რეიტინგში

ჯოკოვიჩმა 2018 წლის სეზონი ამხანაგურ ტურნირზე მონაწილეობით დაიწყო, შემდეგ კი ავსტრალიის ღია პირველობაზე იასპარეზა, სადაც მეოთხე რაუნდში სამხრეთ კორეელ ჰიონ ჩონთან სამ სეტში დამარცხდა. იანვრის ბოლოს, სერბმა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა.

მარტში ჯოკოვიჩმა ინდიან უელსის და მაიამის მასტერსებზე წარუმატებლად იასპარეზა. ორივე ტურნირზე იგი მეორე რაუნდში გამოეთიშა ასპარეზობას. აპრილში სერბი მონტე-კარლოს მასტერსზე დომინიკ ტიმთან, ხოლო ბარსელონის ღია პირველობაზე სლოვაკ მარტონ კლიჟანთან ადრეულ ეტაპებზე დამარცხდა. მონტე-კარლოში გამოსვლამდე, ჯოკოვიჩმა მის ყოფილ მწვრთნელთან – მარიან ვაიდასთან განაახლა მუშაობა. მადრიდის მასტერსზე სერბი ჩოგბურთელი ბრიტანელ კაილ ედმუნდთან, ხოლო რომში რაფაელ ნადალთან ნახევარფინალში ორ სეტში დამარცხდა. საფრანგეთის ღია პირველობაზე ჯოკოვიჩმა მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც იტალიელ მარკო ჩეკინატოსთან ოთხ სეტში მოულოდნელი მარცხი განიცადა.

ივნისში ბალახის სეზონი დაიწყო. ჯოკოვიჩი დედოფლის კლუბის ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც მარინ ჩილიჩთან სამ სეტიან მძიმე მატჩში დამარცხდა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა. უიმბლდონზე სერბი მე-12 ჩოგნად იყო განთესილი. მან ნახევარფინალამდე დამაჯერებლად მიაღწია, სადაც ნადალს დაუპირისპირდა. ხუთ სეტიანი მატჩი ხუთ საათს და 17 წუთს გაგრძელდა და საბოლოოდ ჯოკოვიჩმა შეძლო გამარჯვება 6–4, 3–6, 7–6(11–9), 3–6, 10–8. ეს იყო უიმბლდონის ისტორიაში მეორე ყველაზე ხანგრძლივი ნახევარფინალი. ფინალში ჯოკოვიჩმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კევინ ანდერსონი სამ სეტში დამაჯერებლად დაამარცხა და მეოთხედ მოიგო უიმბლდონი. ჯოკოვიჩმა პირველად მოიგო დიდი სლემის ტიტული 2016 წლის საფრანგეთის ღია პირველობის შემდეგ.

აგვისტოში ჯოკოვიჩი კანადის მასტერსზე გამოვიდა, სადაც მესამე რაუნდში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა. სერბმა შემდეგ ცინცინატის მასტერსზე იასპარეზა. ნახევარფინალში ჩილიჩის სამ სეტში დამარცხების შემდეგ, ჯოკოვიჩი ფინალში როჯერ ფედერერს დაუპირისპირდა და ორ სეტში დაამარცხა შვეიცარიელი. ამ გამარჯვებით, ჯოკოვიჩმა პირველად მოიგო ცინცინატის მასტერსი და გახდა ისტორიაში პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ყველა მასტერსის ტურნირის მოგება შეძლო. ჯოკოვიჩმა ასევე ცინცინატიში 14 მატჩიანი მოგებათა სერია შეუწყვიტა ფედერერს. სერბი შემდეგ აშშ-ის ღია პირველობაზე გამოვიდა, სადაც იგი მე-6 ჩოგნად იყო განთესილი. მან დამაჯერებლად მიაღწია ფინალამდე, სადაც ხუან მარტინ დელ პოტროს სამ სეტში სძლია და მესამედ მოიგო აღნიშნული ტურნირი. ეს იყო ჯოკოვიჩის კარიერაში მე-14 დიდი სლემის ტიტული და ამ მაჩვენებლით იგი პიტ სამპრასს გაუთანაბრდა.

სექტემბრის ბოლოს ჯოკოვიჩმა ლეივერის თასზე პირველად იასპარეზა, სადაც ევროპის ნაკრები წარმოადგინა. ერთეულთა თანრიგში მან კევინ ანდერსონთან დათმო შეხვედრა. წყვილებში მან კარიერაში პირველად ითამაშა როჯერ ფედერერთან ერთად, თუმცა წყვილი კევინ ანდერსონთან და ამერიკელ ჯეკ სოკთან დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა, საბოლოოდ ევროპის ნაკრებმა მაინც დაამარცხა მსოფლიოს ნაკრები და ჯოკოვიჩმა მოიგო აღნიშნული ტურნირი.

ოქტომბერში ჯოკოვიჩმა ფინალში ხორვატი ბორნა ჩორიჩის ძლევით, კარიერაში მეოთხედ მოიგო შანხაის მასტერსი. აღნიშნული ტურნირი, მან სეტის წაუგებლად მოიგო. 31 ოქტომბერს რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მოეხსნებოდა პარიზის მასტერსიდან. შედეგად ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილს დაუბრუნდა. პარიზის მასტერსზე ნახევარფინალში ფედერერის სამ სეტიან მძიმე მატჩში დამარცხების შემდეგ, ჯოკოვიჩი ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ კარენ ხაჩანოვთან ორ სეტში მოულოდნელად დამარცხდა.

ნოემბერში წლის შემაჯამებელ ტურნირზე, ჯოკოვიჩი უკვე პირველ ნომრად იყო განთესილი. ჯგუფში მან სამივე მატჩი მოიგო, ნახევარფინალში კევინ ანდერსონი დამაჯერებლად დაამარცხა და ფინალში ალექსანდრე ზვერევს დაუპირისპირდა, რომელსაც სერბმა ჯგუფურ ეტაპზე მარტივად სძლია. გადამწყვეტ მატჩში, ამჯერად ზვერევმა იზეიმა გამარჯვება – 6–4, 6–3. სეზონი ჯოკოვიჩმა რეიტინგში პირველ ადგილზე დაასრულა.

მეტოქეები

ჯოკოვიჩი–ნადალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი 55-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (ყველაზე მეტი შეხვედრა პროფესიონალურ ეპოქაში). ჯოკოვიჩს მცირე უპირატესობა აქვს: 29–26. ნადალს უპირატესობა აქვს თიხაზე (16–7), ჯოკოვიჩს ჰარდ კორტებზე (18–7), ხოლო ბალახზე მათ 2–2 მოგება აქვთ. დიდი სლემის ტურნირებზე 9 მატჩი მოიგო ესპანელმა და 5 სერბმა.

ჯოკოვიჩი ფედერერის გარდა ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელსაც ნადალი მინიმუმ 10-ჯერ ჰყავს დამარცხებული. იგი ერთადერთია, ვისაც ესპანელი ზედიზედ შვიდჯერ ჰყავს დამარცხებული ყველა ტურნირზე და ასევე ერთადერთი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ დაამარცხა ნადალი თიხის საფარზე. ჩოგბურთელები 24-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ფინალებში (ჯოკოვიჩი 14–10), აქედან 7-ჯერ დიდი სლემის ტურნირების ფინალებში (ნადალი 4–3). ჯოკოვიჩმა და ნადალმა მასტერსის ტურნირების 12 ფინალი ითამაშეს (ჯოკოვიჩი 7–5), რაც რეკორდია. ჩოგბურთელები ერთხელ წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში (ჯოკოვიჩი 1–0), ოლიმპიურ თამაშებზე (ნადალი 1–0) და დეივისის თასზე (ნადალი 1–0) შეხვდნენ ერთმანეთს.

ჯოკოვიჩი და ნადალი ზედიზედ ოთხი დიდი სლემის ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს: 2011 წლის უიმბლდონის ფინალიდან დაწყებული, 2012 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ფინალით დამთავრებული. ჯოკოვიჩმა სამი მატჩი მოიგო, ხოლო ნადალმა ერთი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია 2012 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი, რომელიც 5 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა და ყველაზე ხანგრძლივი ფინალია დიდი სლემის ტურნირების ისტორიაში. 2015 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში გამარჯვებით, ჯოკოვიჩი გახდა მეორე ჩოგბურთელი შვედი რობინ სოდერლინგის შემდეგ, რომელმაც შეძლო ესპანელის დამარცხება თიხის დიდ სლემზე.

ჯოკოვიჩი–ფედერერი

ნოვაკ ჯოკოვიჩი 
ჯოკოვიჩი ფედერერის წინააღმდეგ 2013 წელს წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე.

ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი 47-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჯოკოვიჩს უპირატესობა აქვს: 25–22. ჯოკოვიჩი ლიდერობს ჰარდზე 19–17 და ბალახზე 2–1, ხოლო თიხაზე თანაფარდობაა 4–4. დიდი სლემის ტურნირებზე 9 მატჩი მოიგო სერბმა და 6 შვეიცარიელმა.

პირველად დიდი სლემის ფინალში მათ 2007 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე ითამაშეს, როდესაც ფედერერმა სამ სეტში დაამარცხა მეტოქე. 2011 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე, ნახევარფინალში ფედერერმა 4 სეტში დაამარცხა სერბი და შეუწყვიტა ზედიზედ 41 მატჩიანი მოგებების სერია. ჯოკოვიჩმა აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალში აიღო რევანში და 5 სეტიან მძიმე მატჩში დაამარცხა შვეიცარიელი. 2012 წელს უიმბლდონის ნახევარფინალში ფედერერმა სძლია მეტოქეს, ხოლო იმავე ტურნირის ფინალებში 2014 და 2015 წლებში, ჯოკოვიჩმა იზეიმა გამარჯვებები. სერბი გახდა ისტორიაში პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ორჯერ შეძლო ფედერერის უიმბლდონზე დამარცხება. 2015 წლის აშშ-ის ღია პირველობის ფინალში ისევ ჯოკოვიჩმა დაამარცხა მეტოქე 4 სეტში.

ჩოგბურთელები 18-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ფინალებში (ჯოკოვიჩი 12–6), აქედან 8-ჯერ მასტერსის ფინალებში (ჯოკოვიჩი 5–3) და ორჯერ წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში (ჯოკოვიჩი 2–0). ჯოკოვიჩმა და ფედერერმა ერთხელ დეივისის თასზეც ითამაშეს (ფედერერი 1–0). 47 შეხვედრიდან 18-ში გადამწყვეტი სეტი გახდა საჭირო.

ჯოკოვიჩი–მარი

ნოვაკ ჯოკოვიჩი და ენდი მარი 36-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჯოკოვიჩს ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს: 25–11. სერბი ლიდერობს თიხაზე (5–1) და ჰარდ კორტებზე (20–8), ხოლო ბრიტანელს უპირატესობა აქვს ბალახზე (2–0). ასაკში ჩოგბურთელებს შორის სხვაობა მხოლოდ 1 კვირაა.

ჯოკოვიჩი და მარი 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს დიდი სლემის ტურნირებზე. სერბმა 8 მატჩი მოიგო, ბრიტანელმა 2. 10 შეხვედრიდან 7 დიდი სლემის ფინალი იყო, საიდანაც ჯოკოვიჩმა 5 მატჩი მოიგო. მან 4-ჯერ დაამარცხა მარი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში და ერთხელ საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში 2016 წელს. მარიმ 2012 წელს აშშ-ის ღია პირველობის და 2013 წელს უიმბლდონის ფინალებში სძლია მეტოქეს.

სულ მოთამაშეები ერთმანეთს 19-ჯერ შეხვდნენ ყველა ტურნირის ფინალში (ჯოკოვიჩი 11–8), აქედან 9-ჯერ მასტერსის ფინალებში (5–5) და ერთხელ წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში (მარი 1–0). ჩოგბურთელები ერთმანეთს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც შეხვდნენ (მარი 1–0).

ჯოკოვიჩი–ვავრინკა

ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტანისლას ვავრინკა 24-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჯოკოვიჩს ურთიერთშეხვედრებში დიდი უპირატესობა აქვს: 19–5.

მიუხედავად დიდი უპირატესობისა, მოთამაშეებმა ბევრჯერ ითამაშეს დაძაბული მატჩები დიდი სლემის ტურნირებზე, მათ შორის ოთხი ხუთ სეტიანი მატჩი. ჩოგბურთელები შვიდჯერ შეხვდნენ ერთმანეთს დიდი სლემის ტურნირებზე (ჯოკოვიჩი 4–3), აქედან ორჯერ დიდი სლემის ფინალებში და ორივე მატჩი შვეიცარიელმა მოიგო – 2015 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე და 2016 წელს აშშ-ის ღია პირველობაზე. სულ მოთამაშეები 5 ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ყველა ტურნირის ფინალში (ვავრინკა 3–2). ჩოგბურთელებმა ერთხელ დეივისის თასზეც ითამაშეს (ჯოკოვიჩი 1–0).

ჯოკოვიჩი–ცონგა

ნოვაკ ჯოკოვიჩი და ჟო-ვილფრიდ ცონგა 22-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ჯოკოვიჩს ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს: 16–6. აღსანიშნავია, რომ 2011 წლამდე ცონგა ლიდერობდა ურთიერთშეხვედრებში 5–2-ს.

ჩოგბურთელები 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს დიდი სლემის ტურნირებზე, აქედან 6 მატჩი ჯოკოვიჩმა მოიგო. მათი პირველი შეხვედრა 2008 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალი იყო, როდესაც ჯოკოვიჩმა 4 სეტში დაამარცხა მეტოქე და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტიტული მოიგო. აღნიშნული ფინალი ცონგას პირველი და კარიერაში ერთადერთი დიდი სლემის ფინალი იყო. სულ ჩოგბურთელები ყველა ტურნირის ფინალში 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან 3 მატჩი სერბმა ჩოგბურთელმა მოიგო. მოთამაშეები ერთხელ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს (ჯოკოვიჩი 1–0).

სტატისტიკა და მიღწევები

დიდი სლემის ტურნირებზე ასპარეზობის შედეგები

ჩ – ჩემპიონი ფ – ფინალი ნ – ნახევარფინალი მ – მეოთხედფინალი რ – რაუნდი კ – საკვალიფიკაციო ეტაპი
ტურნირი 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 შედეგი მ–წ მოგების %
ავსტრალიის ღია პირველობა 1რ 1რ 4რ 2რ 4რ 6 / 14 61–8 88%
საფრანგეთის ღია პირველობა 2რ 3რ 1 / 14 63–13 83%
უიმბლდონი 3რ 4რ 2რ 3რ 4 / 14 65–10 87%
აშშ-ის ღია პირველობა 3რ 3რ 3 / 13 69–10 87%
მოგება–წაგება 0–0 5–4 9–4 19–4 18–3 15–4 19–4 25–1 24–3 24–3 22–3 27–1 21–2 9–3 21–2 14 / 55 258–41 86%

ფინალები: 23 (14–9)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
მარცხი 2007 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  როჯერ ფედერერი 6–7(4–7), 6–7(2–7), 4–6
გამარჯვება 2008 ავსტრალიის ღია პირველობა (1) ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  ჟო-ვილფრიდ ცონგა 4–6, 6–4, 6–3, 7–6(7–2)
მარცხი 2010 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  რაფაელ ნადალი 4–6, 7–5, 4–6, 2–6
გამარჯვება 2011 ავსტრალიის ღია პირველობა (2) ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  ენდი მარი 6–4, 6–2, 6–3
გამარჯვება 2011 უიმბლდონი (1) ბალახი ნოვაკ ჯოკოვიჩი  რაფაელ ნადალი 6–4, 6–1, 1–6, 6–3
გამარჯვება 2011 აშშ-ის ღია პირველობა (1) ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  რაფაელ ნადალი 6–2, 6–4, 6–7(3–7), 6–1
გამარჯვება 2012 ავსტრალიის ღია პირველობა (3) ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  რაფაელ ნადალი 5–7, 6–4, 6–2, 6–7(5–7), 7–5
მარცხი 2012 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა ნოვაკ ჯოკოვიჩი  რაფაელ ნადალი 4–6, 3–6, 6–2, 5–7
მარცხი 2012 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  ენდი მარი 6–7(10–12), 5–7, 6–2, 6–3, 2–6
გამარჯვება 2013 ავსტრალიის ღია პირველობა (4) ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  ენდი მარი 6–7(2–7), 7–6(7–3), 6–3, 6–2
მარცხი 2013 უიმბლდონი ბალახი ნოვაკ ჯოკოვიჩი  ენდი მარი 4–6, 5–7, 4–6
მარცხი 2013 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  რაფაელ ნადალი 2–6, 6–3, 4–6, 1–6
მარცხი 2014 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა ნოვაკ ჯოკოვიჩი  რაფაელ ნადალი 6–3, 5–7, 2–6, 4–6
გამარჯვება 2014 უიმბლდონი (2) ბალახი ნოვაკ ჯოკოვიჩი  როჯერ ფედერერი 6–7(7–9), 6–4, 7–6(7–4), 5–7, 6–4
გამარჯვება 2015 ავსტრალიის ღია პირველობა (5) ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  ენდი მარი 7–6(7–5), 6–7(4–7), 6–3, 6–0
მარცხი 2015 საფრანგეთის ღია პირველობა თიხა ნოვაკ ჯოკოვიჩი  სტანისლას ვავრინკა 6–4, 4–6, 3–6, 4–6
გამარჯვება 2015 უიმბლდონი (3) ბალახი ნოვაკ ჯოკოვიჩი  როჯერ ფედერერი 7–6(7–1), 6–7(10–12), 6–4, 6–3
გამარჯვება 2015 აშშ-ის ღია პირველობა (2) ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  როჯერ ფედერერი 6–4, 5–7, 6–4, 6–4
გამარჯვება 2016 ავსტრალიის ღია პირველობა (6) ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  ენდი მარი 6–1, 7–5, 7–6(7–3)
გამარჯვება 2016 საფრანგეთის ღია პირველობა (1) თიხა ნოვაკ ჯოკოვიჩი  ენდი მარი 3–6, 6–1, 6–2, 6–4
მარცხი 2016 აშშ-ის ღია პირველობა ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  სტანისლას ვავრინკა 7–6(7–1), 4–6, 5–7, 3–6
გამარჯვება 2018 უიმბლდონი (4) ბალახი ნოვაკ ჯოკოვიჩი  კევინ ანდერსონი 6–2, 6–2, 7–6(7–3)
გამარჯვება 2018 აშშ-ის ღია პირველობა (3) ჰარდი ნოვაკ ჯოკოვიჩი  ხუან მარტინ დელ პოტრო 6–3, 7–6(7–4), 6–3

წლის შემაჯამებელი ტურნირი

ტურნირი 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 2017 2018 შედეგი მ–წ მოგების %
ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი ჯე ჯე ჯე 5 / 11 35–12 74%

ჯე – ჯგუფური ეტაპი

ფინალები: 7 (5–2)

შედეგი წელი ტურნირი საფარი მეტოქე ანგარიში
გამარჯვება 2008 ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, შანხაი (1) ჰარდი (დ) ნოვაკ ჯოკოვიჩი  ნიკოლოზ დავიდენკო 6–1, 7–5
გამარჯვება 2012 ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი (2) ჰარდი (დ) ნოვაკ ჯოკოვიჩი  როჯერ ფედერერი 7–6(8–6), 7–5
გამარჯვება 2013 ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი (3) ჰარდი (დ) ნოვაკ ჯოკოვიჩი  რაფაელ ნადალი 6–3, 6–4
გამარჯვება 2014 ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი (4) ჰარდი (დ) ნოვაკ ჯოკოვიჩი  როჯერ ფედერერი ტექნიკური მოგება
გამარჯვება 2015 ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი (5) ჰარდი (დ) ნოვაკ ჯოკოვიჩი  როჯერ ფედერერი 6–3, 6–4
მარცხი 2016 ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი ჰარდი (დ) ნოვაკ ჯოკოვიჩი  ენდი მარი 3–6, 4–6
მარცხი 2018 ATP-ის მსოფლიო ტურის ფინალი, ლონდონი ჰარდი (დ) ნოვაკ ჯოკოვიჩი  ალექსანდრე ზვერევი 4–6, 3–6

(დ) – დახურული კორტი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ნოვაკ ჯოკოვიჩი პირადი ცხოვრებანოვაკ ჯოკოვიჩი კარიერანოვაკ ჯოკოვიჩი მეტოქეებინოვაკ ჯოკოვიჩი სტატისტიკა და მიღწევებინოვაკ ჯოკოვიჩი რესურსები ინტერნეტშინოვაკ ჯოკოვიჩი სქოლიონოვაკ ჯოკოვიჩი198722 მაისიბელგრადიიუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკასერბეთისერბეთის სოციალისტური რესპუბლიკასერბული ენა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს სსრ წითელი წიგნიკონვექციაჰეტეროსექსუალობაასტრიდ ლინდგრენისისხლის მიმოქცევის სისტემაკვადრატითემურ ქეცბაიაქაშვეთის ეკლესიარელიგიაგიორგი ქოჩორაშვილივეფხვიბორჯომივინსენტ ვან გოგიფრინველებიაია-სოფიას ტაძარიატლანტის ოკეანენარკომანიასაქართველოს სოფლებითერგდალეულებიზურიკო დავითაშვილისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016წყალიანალური სექსიმონა ლიზარკინანაწლავებიოთარ კაკაბაძელიონელ მესინიკოლა ტესლასაქართველოფოთოლიგიორგი ნიკოლაძეპითაგორას თეორემასეკულარიზმიტოლერანტობაიაპონიასაქართველოს დაცული ტერიტორიებიშოთა რუსთაველიდედამიწის სტრუქტურაკილომეტრიმზეამფიბიებიმიხეილ ჯავახიშვილიეგზისტენციალიზმიგოტიკური არქიტექტურავლადიმერ გუცაევი9 აპრილის ტრაგედიაუკრაინასამკუთხედიბიზანტიის იმპერიასვეტიცხოველიტურიზმირენესანსიგასტრიტიკაცია-ადამიანი?!შუა საუკუნეებილიბერალიზმინიდერლანდებისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკამუსონებიესპანეთიაზერბაიჯანინიკეის პირველი საეკლესიო კრებაეოზონოფილებიეიფელის კოშკირითმაშარკა ბლუჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციარაფაელიჯანსუღ კახიძეკრისტალბეთიკათოლიციზმისანქტ-პეტერბურგიენგურის ჰიდროელექტროსადგურიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004🡆 More