ნიორი (ლათ.
ველურად გვხვდება შუა აზიის მთებში, სამხრეთ ყაზახეთში, კავკასიაში. აქვს მუქი მწვანე, ვიწრო და ლანცეტისებრი ფოთოლი. ბოლქვი 2-50-მდე კბილისაგან შედგება. კბილი დაფარულია თხელი აპკით, ხოლო მთლიანად ბოლქვი — 2-8 მბზინავი აპკით ან ქერქლით. ნიორის ზოგი ჯიში ივითარებს 60-150 სმ სიმაღლის საყვავილე ყლორტს, ყვავილში 60-450-მდე პატარა საჰაერო ბოლქვაკია.
ნიორი | ||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||||
| ||||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||||
Allium sativum L., 1753 | ||||||||||||||||
|
ნიორი თესლს არ იძლევა, მრავლდება კბილით და ბოლქვაკით. ბოლქვსა და მწვანე მასას იყენებენ საჭმელად, კულინარიასა და საკონსერვო მრეწველობაში. ნიორის კბილი შეიცავს 35-42% მშრალ ნივთიერებას, 6,0-7,9% ნედლ ცილას, 7,0-28,8 მგ C ვიტამინს, 0,5% რედუცირებულ შაქარს, 20-27% პოლისაქარიდებს და სხვა.
ნიორს სპეციფიკურ გემოსა და სუნს აძლევს ეთერზეთი (0,23-0,74%), რომელიც ფიტოციდს შეიცავს (ამიტომ მას იყენებენ ფარმაკოლოგიაში). საქართველოში ნიორის ჯიშია გორული, იმერული და იმერული 23.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ნიორი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.