ხახვი

ხახვი (ლათ.

ხახვი
ხახვი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
ქვეოჯახი:  ხახვისებრნი
გვარი:  ხახვი
ლათინური სახელი
Allium
ხახვი
ილუსტრაცია: ხახვის აღნაგობა (Allium carinatum).
ხახვი
ხახვის ნათესი, ახმეტის მუნიციპალიტეტი.

მეცნიერული ლათინური სახელი მისცა კარლ ლინეიმ, — ლათ. allium — წარმოშობილია ლათინული სიტყვა ნიორისაგან, რომელიც თავის მხრივ, ალბათ დაკავშირებულია, კელტურ სიტყვასთან allმშუშხავი; მეორე ვერსიით — წარმოშობილია ლათ. halareსურნელება.

არსებობს რამდენიმე ასეული სახეობა, რომლებიც ჩვეულებრივ იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ხახვის სამშობლოდ ითვლება — სამხრეთ-დასავლეთი აზია.

ამ გვარის სხვადასხვა სახეობები იზრდებიან მინდვრებზე, სტეპებში, ტყეებში.

ბოტანიკური აღწერა

ხახვი 
ყვავილედის მწვრილი ყვავილები

გვარის წარმომადგენლებს აქვთ დიდი, ცოტათი დაპრესილი სფეროსმაგვარი ხახვი, რომელიც დაფარულია მოწითალო, თეთრი ან იისფერი საფარველით.

ფოთლები ხაზოვანია ან სარტყელისმაგვარი, ძირისმიერი, მილისებური, ღერო 1 მ-მდე აღწევს. ყვავილები წვრილია, უსახური, განლაგდება გრძელ ღეროზე. ყვავილედის დიამეტრი ზოგ სახეობებში 40 სმ-ს აღწევს.

ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფს იძლევა აგვისტო-სექტემბერში.

მცენარის ყველა ნაწილს აქვს იოლად ცნობადი მკვეთრი «ხახვისებური» ან «ნიორის» სუნი.

ქიმიური შემადგენლობა

ბოლქვები შეიცავენ აზოტის შემცველ ნივთიერებებს ( 2,5 %-მდე), სხვა და სხვა შაქრებს (10—11 %) (გლუკოზას, ფრუქტოზას, სახაროზას, მალტოზას), ინულინის პოლისახარიდს, ფიტინს, ფლავონოიდ კვერცეტინი და მისი გლუკოზიდები, ცხიმები, სხვა და სხვა ფერმენტები, კალციუმის, ფოსფორის მარილები, ფიტონციდები, ლიმონისა და ვაშლის მჟავები, ვიტამინები A (3,75 მგ %), B1 (60 მგ %), B2 (50 მგ %), PP (0,20 მგ %), C (10,5—33 მგ%), ასევე ეთერზეთები მკვეთრი განსაკუთრებული სუნით, ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებლებით. ეთერზეთების მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დისულფიდები და სულფიდები.

ხახვის სახეობები

ხახვისებრთა ოჯახში ასობით სახეობებია. ხახვები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: დეკორატიულად და საჭმელად, თუმცა ზოგი მათგანი ორივე კატეგორიას მიეკუთვნება.

საჭმელი ხახვების ყველაზე ცნობილ სახეებს წარმოადგენენ:

  • Allium cepa L. ხახვი ჩვეულებრივი
  • Allium fistulosum L. თათარკა
  • Allium hierochuntinum Boiss.
  • Allium ascalonicum L. ხახვი შალოტი
  • Allium nutans L. მჭკნარი ხახვი
  • Allium moly L. ხახვი მოლი
  • Allium porrum L. პრასა
  • Allium ramosum L. ტოტებიანი ხახვი, ჯუსაი, ჩინური ხახვი, ტყიური ხახვი
  • Allium odorum L. სურნელოვანი ხახვი
  • Allium schoenoprasum L. ტაფე ხახვი, ხახვი-შნიტი
  • Allium sibiricum L. ციმბირული ხახვი
  • Allium ursinum L. ჩერემშა, დათვის ხახვი, ტყიური ნიორი
  • Allium sativum L. ნიორი

დეკორატიული ხახვებია (ალიუმი):

  • Allium aflatunense აფლატუნერული ხახვი
  • Allium cernuu დახრილი ხახვი
  • Allium cristophii ქრისტოფის ხახვი
  • Allium flavum ყვითელი ხახვი
  • Allium giganteum გიგანტური ხახვი
  • Allium karataviense კარატავური ხახვი
  • Allium macleanii მაკლეანის ხახვი
  • Allium oreophilum მთამოყვარული ხახვი
  • Allium sphaerocephalon მრგვალთავიანი ხახვი
  • Allium siculum სიცილიური ხახვი
  • Allium shubertii შებერტის ხახვი

ლიტერატურა

  • სოროკოლეტოვა ე., სოროკოპუდოვა ო. „დეკორატიული ხახვები“ ჟურნალი „მეყვავილეობა“ N3, მაისი—ივნისი, გვ. 12—14, 2009

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ხახვი ბოტანიკური აღწერახახვი ქიმიური შემადგენლობახახვი ს სახეობებიხახვი ლიტერატურახახვი რესურსები ინტერნეტშიხახვიამარილისისებრნიგვარი (ბიოლოგია)ლათინური ენამრავალწლოვანი მცენარეებიორწლოვანი მცენარეებიოჯახი (ბიოლოგია)რიგი (ბიოლოგია)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იაპონიაღვარცოფიოპერანაკრძალიტემპერამენტის ტიპებიანემიაფოთოლიერეკლე IIნიკა არაბიძეაბო თბილელის წამებადავით მუჯირიაზერბაიჯანული ენამიკროორგანიზმებიკარლეს პუჩდემონისაქართველოს კონსტიტუციაკილომეტრიპოპ-მუსიკასეფსისიაფრიკის ქვეყნების სიავენერაძალათერგდალეულებიდედა ენამთავარი გვერდიმურად IVრუსთავიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონითამარ მეფესარაევოს ალყაქართული ჭიდაობათბილისის ძეგლებიარაბთა გაერთიანებული საამიროებიალექსანდრე მაკედონელიფაშიზმითავის ტვინიფერნანდო მაგელანიგიორგი XIIზედსართავი სახელიგიორგი მაზნიაშვილიევოლუციადიდი პანდასაბერძნეთიმონღოლეთიგიორგი ანწუხელიძეექსპრესიონიზმიგლობალური დათბობაპანკრეასიქაშვეთის ეკლესიავეფხვილუქსემბურგიზმნასაქართველო IX-X საუკუნეებშიუეფაკომეტაუფლისციხეშუშანიკის წამებადავით სარაჯიშვილიცხოველებისაქართველოს მდინარეების სიაეგზისტენციალიზმიყვავილინეპალიმიხეილ მესხიაზერბაიჯანიქართლიჰერცეგ-ბოსნიის ხორვატთა რესპუბლიკააფხაზებიბაგრატის ტაძარიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004ორალური სექსიენგურიხუჯაბიეგრისის დიდი ომიდემნა უფლისწულიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიკოლხეთის სამეფოთაშმიჯაბისუვერენიტეტი🡆 More