საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი — საპატიო სპორტული წოდება საბჭოთა კავშირში.
1983 წლამდე, წოდების ოფიციალური სახელწოდება იყო „სპორტის დამსახურებული ოსტატი“, მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტებში — მაგალითად, სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებაში და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებებში ორდენებისა და მედლების მინიჭების შესახებ — გამოიყენებოდა სახელწოდება „სსრ კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი“. სტანდარტულ აბრევიატურად სპორტულ საცნობარო ლიტერატურაში გამოიყენებოდა — სსრკ სდო.
საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი | |
ჯილდო | საპატიო სპორტული წოდება საბჭოთა კავშირში |
წარადგენს | სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტი |
ქვეყანა | საბჭოთა კავშირი |
პირველად გადაეცა | 5 ივნისი, 1934 |
ბოლოს გადაეცა | 25 თებერვალი, 1992 |
წოდება დაწესებულია სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1934 წლის 27 მაისის დადგენილებით „სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდების დაწესების შესახებ“, რომელიც გადაეცემა „საბჭოთა ფიზიკური კულტურის აქტიურ მშენებლობაში ჩართულ გამოჩენილ ოსტატებს“.
წოდების მინიჭების უფლებამოსილება გააჩნდა სსრ კავშირში სპორტის მმართველ უმაღლეს ორგანოს, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელწოდებითა და სტატუსით ფუნქციონირებდა.
1934 წლის 5 ივნისს წოდება 22 სპორტსმენს მიენიჭა, რომელთა სია გაზეთ „პრავდაში“ იმავე წლის 17 ივნისს გამოქვეყნდა. სპორტის დამსახურებული ოსტატის პირველი სამკერდე ნიშანი ჩქაროსნულ მოციგურავე იაკობ მელნიკოვს გადაეცა.
ამ სიიდან ათ-ათი ადამიანი მოსკოვისა და ლენინგრადის, ხოლო თითო-თითო — კიევისა და ხარკივის წარმომადგენელი იყო. სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდების პირველ მფლობელთა უმრავლესობა მოქმედ სპორტსმენს წარმოადგენდა, ხოლო ნაწილს ახალი დამთავრებული ჰქონდა სპორტული მოღვაწეობა.
№ | სპორტსმენი | სპორტის სახეობა | ქალაქი | სპორტსაზოგადოება |
---|---|---|---|---|
იაკობ მელნიკოვი | ჩქაროსნული ციგურაობა | მოსკოვი | ||
პლატონ იპოლიტოვი | ჩქაროსნული ციგურაობა | მოსკოვი | ||
ვლადიმერ კალინინი | ჩქაროსნული ციგურაობა | ლენინგრადი | ||
მიხეილ ბუტუსოვი | ფეხბურთი | ლენინგრადი | ||
პაველ ბატირევი | ფეხბურთი | ლენინგრადი | ||
ნიკოლაი სტაროსტინი | ფეხბურთი | მოსკოვი | ||
ფიოდორ სელინი | ფეხბურთი | მოსკოვი | ||
პიოტრ ისაკოვი | ფეხბურთი | მოსკოვი | ||
ალექსანდრე ბეზრუკოვი | მძლეოსნობა | კიევი | ||
ნიკოლაი სოკოლოვი | ფეხბურთი | ლენინგრადი | ||
ალექსანდრე დიომინი | მძლეოსნობა | მოსკოვი | ||
ალექსეი მაკსუნოვი | მძლეოსნობა | ლენინგრადი | ||
ივან პრივალოვი | ფეხბურთი | ხარკივი | ||
მარია შამანოვა | მძლეოსნობა | მოსკოვი | ||
ალექსანდრე ბუხაროვი | ძალოსნობა | მოსკოვი | ||
ალექსანდრე შუმინი | ცურვა | ლენინგრადი | ||
ვლადიმერ ვონოგი | ფეხბურთი | ლენინგრადი | ||
დიმიტრი ვასილიევი | თხილამურებით რბოლა | მოსკოვი | ||
ალექსანდრე რიჟოვი | ტყვიის სროლა | ლენინგრადი | ||
ევგენი კუდრიავცევი | ჩოგბურთი | ლენინგრადი | ||
პეტრე რომანოვსკი | ჭადრაკი | ლენინგრადი | ||
ალექსანდრე მალიაევი | მძლეოსნობა | მოსკოვი |
იაკობ მელნიკოვს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდების დამადასტურებელი მოწმობა სტალინის სახელობის საავტომობილო ქარხნის კულტურის სასახლეში, რამდენიმე ათასი ადამიანის თანდასწრებით საზეიმოდ გადაეცა. დანარჩენ სპორტსმენთათვის აღნიშნულ მოწმობათა გადაცემის ცერემონია ფიზიკური კულტურის საკავშირო საბჭოს შენობაში შედგა.
სპორტის დამსახურებული ოსტატის სამკერდე ნიშანი 1935 წელს დამტკიცდა. სამკერდე ნიშანზე — საბჭოთა სიმბოლოების ფონზე (წითელი ვარსკვლავი, წითელი დროშა წარწერით „სსრკ“, ნამგალი და ურო) — გამოსახული იყო მორბენალი ფინიშის ლენტით. სამკერდე ნიშნის ესკიზის ავტორია ალექსანდრე ნემუხინი — მხატვარი-პლაკატისტი და სათხილამურო სპორტის ერთ-ერთი პიონერი რუსეთში, 1939 წელს მას თავად მიენიჭა სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება.
სულ მოხდა 4500-ზე მეტი სამკერდე ნიშნის გადაცემა. გადაცემული სამკერდე ნიშნების რაოდენობა აღემატება სპორტის დამსახურებული ოსტატების რაოდენობას: სპორტსმენებს, რომლებსაც წოდება ჩამოერთვათ, მაგრამ მოგვიანებით აღუდგინეს ან ხელახლა მიანიჭეს (იხ. ქვემოთ), მიენიჭათ ახალი სამკერდე ნიშანი; დუბლიკატებს ასევე ჰქონდათ საკუთარი ნომერი — ასე რომ, პირველი 22 სპორტის დამსახურებული ოსტატიდან — დუბლიკატები გადაეცათ მიხეილ ბუტუსოვსა (№ 1012) და პეტრე რომანოვსკის (№ 1009).
წოდების მინიჭება 1936 წლიდან რეგულარულად ხდებოდა. მეორე მსოფლიო ომამდე აღნიშნული წოდება სულ 150-ზე ოდნავ მეტ ადამიანს მიენიჭა. ძირითადად, წოდება ენიჭებოდათ სპორტული მიღწევებისა და სხვა დამსახურებათა ჯამური მაჩვენებლების საფუძველზე; გამონაკლისს წარმოადგენდნენ:
დიდი სამამულო ომის დაწყებასთან ერთად წოდების მინიჭება დროებით შეწყდა, ხოლო 1942 წელს გამოცემული ბრძანების თანახმად, „სპორტის დამსახურებული ოსტატის“ წოდება ენიჭებოდათ სპორტის ოსტატებს, რომლებმაც დამპყრობლებთან ბრძოლაში თავი გამოიჩინეს. მათ შორის:
მათ შორის, რომელთაც სიკვდილის შემდეგ წოდება მიენიჭათ იყვნენ:
ომისშემდგომ პირველ წლებში წოდება ენიჭებოდათ სპორტსმენებს, რომელთაც გააჩნდათ საბრძოლო დამსახურება და მიღებული მძიმე ტრავმებისა თუ ჭრილობების მიუხედავად დიდ სპორტს დაუბრუნდნენ. მათ შორის იყვნენ:
ომამდე, იმ სპორტსმენებიდან, რომლებმაც ჯერ კიდევ რევოლუციამდე მიაღწიეს წარმატებას, წოდება მხოლოდ მათ ენიჭებოდათ, რომელთაც სპორტში 1930-იან წლებშიც გააჩნდათ რაიმე მიღწევა ან გარკვეული დამსახურება. მათ შორის იყვნენ:
ჩქაროსნულ ციგურაობაში 1910 და 1911 წლების მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ნიკოლაი სტრუნიკოვს, რომელმაც მწვრთნელის რანგში მნიშვნელოვან წარმატებებს ვერ მიაღწია, ხოლო მოგვიანებით მთლიანად ჩამოშორდა სპორტულ საქმიანობას, წოდება არ მინიჭებია (გარდაიცვალა 1940 წელს).
ომის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. 1945 წელს სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიენიჭა რამდენიმე ვეტერან სპორტსმენს, რომელთაც პოპულარობა ჯერ კიდევ რევოლუციამდე მოიპოვეს. მათ შორის იყვნენ: ცირკის მოჭიდავეები ივან პოდუბნი და კლემენს ბული, რომლთაც არასდროს უასპარეზიათ როგორც მოყვარულ სპორტსმენებს, რუსული მძლეოსნობის პიონერი პიოტრ მოსკვინი და ოლიმპიური თამაშების (1900) ერთ-ერთი პირველი მონაწილე რუსეთიდან მოფარიკავე პიოტრ ზაკოვოროტი.
1951 წელს წოდება მიენიჭა მიხეილ დიაკოვს — მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენს (1896–1897), 1898 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორს; წოდება მიენიჭა მას შემდეგ, რაც დიაკოვმა დაწერა წერილი სტალინის სახელზე, თხოვნით მისთვის პერსონალური პენსიის მინიჭების შესახებ — „სპორტში ჩემს საყვარელ სამშობლოში გაწეული შრომისთვის, რომელსაც მივუძღვენი ჩემი ცხოვრების ათწლეულები 1917 წლიდან“ (მას ასევე დაენიშნა ადგილობრივი მნიშვნელობის პერსონალური პენსია).
უკვე ომის მიმდინარეობის პერიოდშივე განახლდა წოდების მინიჭება მხოლოდ სპორტული დამსახურებებისთვის.
1940-იანი წლების მეორე ნახევარში და 1950-იანი წლების დასაწყისში წოდების მინიჭების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. საიუბილეო და სადღესასწაულო თარიღებთან დაკავშირებით შედგა რამდენიმე დაჯილდოება, მათ შორის ყველაზე მასშტაბური იყო 1948 წლის 5 აგვისტოს, რომელიც „დინამოს“ საზოგადოების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწყო. სპორტული ჟურნალისტი ვლადიმერ პახომოვი გაზეთ „Футбольный курьер“-ის 1993 წლის 27-ე ნომერში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ ზემდგომი ინსტანციებიდან წამოსული ინიციატივისა და გაცემული დირექტივების საფუძველზე, წოდება მიენიჭათ მათ შორის იმ სპორტსმენებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევები არ ჰქონიათ, რის თაობაზეც მოჰყავს ფეხბურთელების მაგალითები:
1950-იანი წლების პირველ ნახევარში, საბჭოთა სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე გასვლასთან დაკავშირებით, გადაწყდა სპორტსმენებისთვის წოდება დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში მიღწეული თვალსაჩინო შედეგებიდან გამომდინარე მიენიჭებინათ.
1950-იანი წლების შუა პერიოდამდე წოდებას არცთუ იშვიათად ანიჭებდნენ სამწვრთნელო მიღწევებისა და პედაგოგიური დამსახურებებისთვის. 1956 წელს ამგვარი პრაქტიკა შეწყდა „საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის“ წოდების დაწესებასთან დაკავშირებით.
1950-იანი წლების შუა პერიოდისთვის, სპორტის სახეობათა უმეტესობაში წოდებას, როგორც წესი, მხოლოდ დიდი საერთაშორისო მიღწევებისთვის ანიჭებდნენ.
1969 წლის აგვისტოში, წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისა და დარეგულირების მიზნით, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო სპორტკომიტეტის კოლეგიამ მიიღო დებულება, რომლის თანახმადაც სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება შეიძლებოდა მინიჭებოდათ მხოლოდ ოლიმპიურ ჩემპიონებს, მსოფლიო ჩემპიონებს, ევროპის ორგზის ჩემპიონებს ან დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებში მიღწეული თვალსაჩინო შედეგებიდან გამომდინარე. თუმცა, პრაქტიკაში აღნიშნულ დებულებას ყოველთვის განუხრელად არ მისდევდნენ.
როგორც წესი, წოდება ენიჭებოდათ:
სპორტის ოლიმპიურ სახეობებში ზოგიერთ სპორტსმენს წოდება მიენიჭა საკავშირო მასშტაბით მოპოვებული მიღწევებისთვის, კერძოდ:
იყო სხვა ამგვარი სახით წოდების მინიჭების შემთხვევებიც სპორტსმენებისთვის, რომელთაც არ მოუპოვებიათ მედლები დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებზე, კერძოდ:
წოდება ენიჭებოდათ ასევე სპორტის იმ სახეობებში, რომელშიც საერთაშორისო შეჯიბრებები არ ტარდებოდა:
სპორტსმენების გარდა, სპორტის დამსახურებული ოსტატები გახდნენ მათ შორის ისინი, რომლებიც მართალია ამყარებდნენ საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (FAI) მიერ ფიქსირებულ ოფიციალურ მსოფლიო რეკორდებს, მაგრამ სპორტსმენებად არ ითვლებოდნენ — იყვნენ კოსმონავტები და მფრინავი-გამომცდელები (კოსმონავტებს შორის მხოლოდ სვეტლანა სავიცკაია, ჯერ კიდევ მის პირველ კოსმოსურ ფრენამდე გახდა სპორტის დამსახურებული ოსტატი, როგორც მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი სათვითმფრინავო სპორტში).
1972 წლის დეკემბერში, საბჭოთა კავშირის 50 წლისთავის აღსანიშნავად, წოდება მიენიჭათ რიგი სოციალისტური ქვეყნების საუკეთესო სპორტსმენებს (იხ. ქვემოთ).
სპორტსმენი, ქვეყანა, სპორტის სახეობა | სურათი | სპორტსმენი, ქვეყანა, სპორტის სახეობა | სურათი | სპორტსმენი, ქვეყანა, სპორტის სახეობა | სურათი |
---|---|---|---|---|---|
ვლოძიმეჟ ლიუბანსკი (პოლ. Włodzimierz Lubański) პოლონეთი ფეხბურთი | ხორლოოგიინ ბაიანმუნხი (მონღ. Хорлоогийн Баянмөнх) მონღოლეთი თავისუფალი ჭიდაობა | კარინ იანცი (გერმ. Karin Janz) გდრ სპორტული ტანვარჯიში | |||
ანდრაშ ბალცო (უნგრ. Balczó András) უნგრეთი თანამედროვე ხუთჭიდი | მარია გიგოვა (ბულგ. Мария Гигова) ბულგარეთი მხატვრული ტანვარჯიში | ლი ჰო ჯუნი (კორ. 리호준) ჩრდილოეთი კორეა სპორტული სროლა | |||
ნიკოლაე მარტინესკუ (რუმ. Nicolae Martinescu) რუმინეთი კლასიკური ჭიდაობა | ტეოფილო სტივენსონი (ესპ. Teófilo Stevenson) კუბა კრივი | ონდრეი ნეპელა (სლოვაკ. Ondrej Nepela) ჩეხოსლოვაკია ფიგურული სრიალი |
დაჯილდოებულთა შორის ყველას მოპოვებული ჰქონდა 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული, გარდა ორი მათგანისა: ხორლოოგიინ ბაიანმუნხი იყო ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი (მონღოლეთში ოლიმპიური ჩემპიონები არ იყვნენ), ხოლო მარია გიგოვა ასპარეზობდა არაოლიმპიური სპორტის სახეობაში, რომელშიც იმ დროისთვის მსოფლიოს ორგზის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს ფლობდა.
1985 წლის 23 აპრილს, დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავთან დაკავშირებით, წოდება მიენიჭა სპორტსმენთა ჯგუფს, რომელთა შორის იყო პოლონეთის მოქალაქე.
1989 წლის 26 აგვისტოს გაზეთ „საბჭოთა სპორტში“, სათაურით „სუბიექტური ხედვა“, გამოქვეყნდა ლევ როსოშიკის სტატია „Сочтёмся славою?“, რომელიც შეიქმნა მკითხველთა წერილების წყალობით და რომელშიც მას მოჰყავდა იმ სპორტსმენების მაგალითები, რომელთაც წოდება რაიმე მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევების გარეშე მიიღეს და აგრეთვე, იმ სპორტსმენების მაგალითებიც, რომელთაც დაუმსახურებლად აუარეს გვერდი წოდების მინიჭებისას. როგორც როსოშიკი აღნიშნავს, გაზეთის ამ პუბლიკაციამ ხელი შეუწყო სამართლიანობის აღდგენას: ბევრ სხვა სპორტსმენთან ერთად წოდება მიიღეს მოცურავეებმა — სემიონ ბელიც-გეიმანმა, ვლადიმერ კოსინსკიმ, ვიქტორ მაზანოვმა და ვლადიმერ სტრუჟანოვმა.
სპორტის ვეტერანებისთვის წოდების მინიჭება გრძელდებოდა 1992 წლამდე, ხოლო 1990-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში სპორტსმენთა გარკვეულ ნაწილს საბჭოთა პერიოდის მიღწევებისთვის „რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატის“ წოდება მიენიჭა.
1960 წლის 1 იანვრისთვის წოდება მიიღო 1102-მა, 1975 წლის 1 იანვრისთვის — 2022-მა, 1980 წლისთვის — 2700-მა, ხოლო 1988 წლისთვის — 3 ათასზე მეტმა ადამიანმა.
იყო შემთხვევები, როდესაც სპორტის არაერთ დამსახურებულ ოსტატს ეს წოდება ჩამოერთვა. მიზეზები განსხვავებული იყო — მათ შორის პოლიტიკური, სკანდალებში მონაწილეობა (სისხლის სამართლის დანაშაულისათვის მსჯავრდებიდან ცენტრალურ გაზეთში გამოქვეყნებულ ფელეტონამდე, რომელში მოყვანილი ფაქტებიც, მოგვიანებით შესაძლოა არც დადასტურებულიყო), არასპორტული საქციელი, „სპორტული რეჟიმის დარღვევა“ და სხვ. ზოგს მოგვიანებით წოდება აღუდგინეს, ზოგს — არა; რამდენიმე სპორტსმენმა განმეორებით მიიღო წოდება ახალი მიღწევებისთვის.
საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად დარჩენას ან საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე უარის თქმას, როგორც წესი წოდების ჩამორთმევა მოსდევდა. მათ შორის, ვისაც წოდება ამგვარად ჩამოართვეს იყვნენ — მოჭადრაკე ალა კუშნირი (1974), მოშაშე ისერ კუპერმანი (1978), მოჭადრაკე ვიქტორ კორჩნოი (1976), მოციგურავეები ლიუდმილა ბელოუსოვა და ოლეგ პროტოპოპოვი (1979), ჰოკეისტი ალექსანდრე მოგილნი (1989). გამონაკლისს წარმოადგენდა ფეხბურთელი აგუსტინ გომესი, რომელიც ესპანელ რესპუბლიკელთა ბავშვებს შორის საბჭოთა კავშირში მოზარდობისას მოხვდა, — იგი 1956 წელს ესპანეთში დაბრუნდა და ადგილობრივი კომუნისტური პარტიის ხაზით განაგრძო საქმიანობა.
იყო წოდების ჩამორთმევის სხვა, შედარებით უფრო გახმაურებული შემთხვევებიც, მათ შორის:
არცთუ იშვიათად წოდების ჩამორთმევის მიზეზს საბჭოთა საზღვარზე „საბაჟო რეჟიმის დარღვევა“ წარმოადგენდა.
სპორტსმენი | სპორტის სახეობა | თარიღი | მიღწევები მინიჭებისას / ჩამორთმევის მიზეზები |
---|---|---|---|
ალექსანდრე ლუკიანოვი | ნიჩბოსნობა | 1976 | ოლიმპიური ჩემპიონი 1976, მსოფლიო ჩემპიონი 1974, 1975 |
19… | |||
1984 | „Дружба-84“-ის გამარჯვებული | ||
ვიქტორ კუზკინი | 1963 | მსოფლიო ჩემპიონი 1963 | |
1966 | დებოშსა და ხულიგნობაში ბრალდებით | ||
1967 | მსოფლიო ჩემპიონი 1967 | ||
ედუარდ სტრელცოვი | 16.02.1957 | ოლიმპიური ჩემპიონი 1956 | |
18.02.1958 | გაუპატიურების ბრალდებით | ||
05.11.1967 | აღიარებულია საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად 1967 | ||
ალჟან ჟარმუხამედოვი | 1972 | ოლიმპიური ჩემპიონი 1972 | |
1973 | „საბაჟო რეჟიმის დარღვევა“ | ||
1979 | ევროპის ჩემპიონი 1979 | ||
ალექსანდრე კურლოვიჩი | 1984 | „Дружба-84“-ის გამარჯვებული ატაცში, ვერცხლის პრიზიორი ორჭიდსა და აკვრაში, მსოფლიო რეკორდსმენი | |
1985 | კანადის საბაჟოზე ანაბოლური სტეროიდების აღმოჩენა | ||
1988 | ოლიმპიური ჩემპიონი 1988, მსოფლიო ჩემპიონი 1987 |
პირველ 22 სპორტსმენს შორის, რომელთაც 1934 წლის 5 ივნისს წოდება მიენიჭათ იყვნენ ფეხბურთელებიც, სულ რვა მათგანი: მიხეილ ბუტუსოვი, პაველ ბატირევი, ნიკოლაი სტაროსტინი, ფიოდორ სელინი, პიოტრ ისაკოვი, ნიკოლაი სოკოლოვი, ივან პრივალოვი და ვლადიმერ ვონოგი. თავიდან წოდების მინიჭება ხდებოდა ორ წელიწადში ერთხელ (1934, 1936, 1938, 1940). 1941 წლიდან კი — ყოველწლიურად, თუმცა დაჯილდოებულთა სიაში 1956, 1958, 1966, 1968, 1971, 1972, 1974, 1976–1980, 1983, 1984 და 1987 წლებში ფეხბურთელები არ იყვნენ წარმოდგენილნი. წოდების მინიჭების მხრივ, ყველაზე „საფეხბურთო“ წელი იყო 1948 წელი, როდესაც წოდება 31 ფეხბურთელს მიენიჭა. 20 ფეხბურთელს მიენიჭა წოდება 1989 წელს, ხოლო 17 ფეხბურთელს — 1946 წელს.
ათწლეულების მიხედვით ყველაზე „უხმოსავლიანად“ ითვლება 1940-იანები — 88 ფეხბურთელი, 1980-იანები — 52 და 1950-იანები — 44. თუკი პირველი წოდება მიენიჭა და შესაბამისად დაჯილდოებულთა სიას სათავეში ჩაუდგა ჩქაროსნული მოციგურავე (ნიშნით № 1), არსებული მონაცემებით, როგორც ჩანს დაჯილდოებულთა სია ფეხბურთელით დაიხურა. 1992 წლის 25 თებერვალს წოდებით დაჯილდოვდა იური ისტომინი, რომელსაც გადაეცა სპორტის დამსახურებული ოსტატის ნიშანი № 4402.
სულ, 58 წლის განმავლობაში წოდება 254-მა ფეხბურთელმა მიიღო. ფეხბურთელთა შორის ყველაზე ახლგაზრდა სპორტის დამსახურებული ოსტატი გახდა ედუარდ სტრელცოვი, ხოლო ყველაზე ასაკოვანი — იოჟეფ ბეცა. ფეხბურთელები, რომელთაც წოდება მიიღეს წარმოადგენენ 18 ქალაქს, რომელთაგან ყველაზე შთამბეჭდავად წარმოდგენილნი არიან მოსკოვი — 128, კიევი — 44, თბილისი — 33 და ლენინგრადი — 19. უწყებრივი კუთვნილების მიხედვით ლიდერობენ დინამოელები — 128 ადამიანი. 95 — პროფკავშირების, ხოლო 27 — საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენელია. 4 დაჯილდოებული ფეხბურთელის უწყებრივი კუთვნილების დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
კლუბების ჩამონათვალი, რომელთაც ყველაზე მეტი სპორტის დამსახურებული ოსტატი მოამზადეს, ასე გამოიყურება: „დინამო“ კიევი (43), „დინამო“ მოსკოვი (40), „დინამო“ თბილისი (32), „სპარტაკი“ მოსკოვი (30), ცდკა-ცსკა (25), „ტორპედო“ მოსკოვი (14), „ლოკომოტივი“ მოსკოვი (8).
გვარი, სახელი, მამის სახელი | დაბ. წელი | ქალაქი | სპორტსაზოგადოება | ბრძანების № | მიენიჭა | ნიშნის № | შენიშვნა | წყარო |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
1. აკიმოვი ანატოლი მიხეილის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
2. ალეინიკოვი სერგეი ევგენის ძე | მინსკი | „დინამო“ | ||||||
3. ანთაძე გიორგი სამსონის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
4. ანტონევიჩი მიხეილ მოსეს ძე | მოსკოვი | „ლოკომოტივი“ | ||||||
5. არკადიევი ბორის ანდრეის ძე | მოსკოვი | „ლოკომოტივი“ | ||||||
6. აფანასიევი ბორის ივანეს ძე | მოსკოვი | ცდსა | ||||||
7. აფონინი ვალენტინ ივანეს ძე | მოსკოვი | ცსკა | ||||||
8. ბალტაჩა სერგეი პავლეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
9. ბალი ანდრეი მიხეილის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
10. ბანიშევსკი ანატოლი ანდრეის ძე | ბაქო | პროფკავშირების სნფსს | ||||||
11. ბანიკოვი ვიქტორ მაქსიმეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
12. ბატირევი პაველ ვასილის ძე | ლენინგრადი | „სპარტაკი“ | ||||||
13. ბაშაშკინი ანატოლი ვასილის ძე | მოსკოვი | საბჭოთა არმია | ||||||
14. ბელანოვი იგორ ივანეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
15. ბელიაევი იური ივანეს ძე | მოსკოვი | სა და სსფ | ||||||
16. ბერძენიშვილი მიხეილ ირაკლის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
17. ბესკოვი კონსტანტინე ივანეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
18. ბესონოვი ვლადიმერ ვასილის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
19. ბეცა იოჟეფ იოჟეფის ძე | ზაპოროჟიე | სა და სსფ | ||||||
20. ბიბა ანდრეი ანდრეის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
21. ბლინკოვი ვსევოლოდ კონსტანტინეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
22. ბლინკოვი კონსტანტინე გიორგის ძე | მოსკოვი | |||||||
23. ბლოხინი ოლეგ ვლადიმერის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
24. ბობროვი ვსევოლოდ მიხეილის ძე | მოსკოვი | ცდსა | ||||||
25. ბოროდიუკი ალექსანდრე გენრიხის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
26. ბუბუკინი ვალენტინ ბორისის ძე | მოსკოვი | „ლოკომოტივი“ | ||||||
27. ბურიაკი ლეონიდ იოსების ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
28. ბუტუსოვი მიხეილ პავლეს ძე | ლენინგრადი | „დინამო“ | ||||||
29. ბიშოვეცი ანატოლი ფიოდორის ძე | მოსკოვი | პროფკავშირების სნფსს | ||||||
30. ვერემეევი ვლადიმერ გრიგორის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
31. ვინოგრადოვი ალექსანდრე ნიკოლაის ძე | მოსკოვი | საბჭოთა არმია | ||||||
32. ვოდიაგინი ალექსი ალექსის ძე | მოსკოვი | ცდსა | ||||||
33. ვოინოვი იური ნიკოლაის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
34. ვონოგი ვლადიმერ დონატის ძე | ლენინგრადი | სკ „პუტილოვსკი“ | ||||||
35. ვორონინი ვალერი ივანეს ძე | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
36. ვოროშილოვი ვიქტორ ფიოდორის ძე | კუიბიშევი | „კრილია სოვეტოვი“ | ||||||
37. გაბელია ოთარ ამბროსის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
38. გაგუა გრიგოლ ათანასეს ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
39. გალპერინი ასირ მარკოზის ძე | თბილისი | |||||||
40. გლაზკოვი გიორგი ფიოდორის ძე | ვილნიუსი | „სპარტაკი“ | ||||||
41. ღოღობერიძე ავთანდილ ნიკოლოზის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
42. გომესი აგუსტინ პაგოლა | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
43. გორლუკოვიჩი სერგეი ვადიმის ძე | მოსკოვი | პროფკავშირების სნფსს | ||||||
44. გოსტევი გიორგი ფიოდორის ძე | ლენინგრადი | |||||||
45. გრანატკინი ვალენტინ ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
46. გრიგორიევი პიოტრ გრიგორის ძე | ლენინგრადი | „კრასნაია ზარია“ | ||||||
47. გრინინი ალექსი გრიგორის ძე | მოსკოვი | ცდკა | ||||||
48. გუცაევი ვლადიმერ გაბრიელის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
49. დანგულოვი აბრამ ქრისტეფორეს ძე | მოსკოვი | „კრილია სოვეტოვი“ | ||||||
50. დარასელია ვიტალი კუხინის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
51. დასაევი რინატ ფაიზრახმანის ძე | მოსკოვი | პროფკავშირების სნფსს | ||||||
52. დემენტიევი ნიკოლაი ტიმოფეის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
53. დემენტიევი პიოტრ ტიმოფეის ძე | ლენინგრადი | „დინამო“ | ||||||
54. დიომინი ვლადიმერ ტიმოფეის ძე | მოსკოვი | ცდკა | ||||||
55. დემიანენკო ანატოლი ვასილის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
56. ჯეჯელავა გაიოზ ივანეს ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
57. ძიაპშიპა ნიაზ ალექსანდრეს ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
58. დობროვოლსკი იგორ ივანეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
59. დუბინინი ვიქტორ ივანეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
60. დუბინსკი ედუარდ ისააკის ძე | მოსკოვი | საბჭოთა არმია | ||||||
61. ევტუშენკო ვადიმ ანატოლის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
62. ეგერსი ალფონს ფრიცის ძე | რიგა | „დაუგავა“ | ||||||
63. ეგოროვი ვლადიმერ კუზმას ძე | მოსკოვი | „კრილია სოვეტოვი“ | ||||||
64. ეჟოვი პიოტრ ივანეს ძე | მოსკოვი | პროფკავშირები | ||||||
65. ელისეევი ევგენი ივანეს ძე | რიგა | „დაუგავა“ | ||||||
66. ჟიბოედოვი კონსტანტინე მიხეილის ძე | მოსკოვი | „კრილია სოვეტოვი“ | ||||||
67. ჟორდანია ანდრო დიმიტრის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
68. ზავაროვი ალექსანდრე ანატოლის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
69. ზაზროევი ანდრო ივანეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
70. ივანოვი ვალენტინ კოზმას ძე | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
71. ივანოვი ლეონიდ გრიგორის ძე | ლენინგრადი | „ზენიტი“ | ||||||
72. იძკოვსკი ანტონ ლეონარდის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
73. ილინი ანატოლი მიხეილის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
74. ილინი ნიკოლაი ივანეს ძე | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
75. ილინი სერგეი სერგეის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
76. ისაევი ანატოლი კონსტანტინეს ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
77. ისაკოვი პიოტრ ეფიმის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
78. ისტომინი იური ვასილის ძე | მოსკოვი | სა და სსფ | ||||||
79. კავაზაშვილი ანზორ ამბერკის ძე | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
80. კალოევი ზაურ გრიგოლის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
81. კანუნიკოვი პაველ ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | „ლოკომოტივი“ | ||||||
82. კარპოვი ვიქტორ ივანეს ძე | კუიბიშევი | „ზენიტი“ | ||||||
83. კარცევი ვასილი მიხეილის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
84. კაჩალინი გავრილ დიმიტრის ძე | მოსკოვი | „ლოკომოტივი“ | ||||||
85. კვაშნინი კონსტანტინე პავლეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
86. კეგეიანი არუთიუნ ლევონის ძე | ერევანი | „სპარტაკი“ | ||||||
87. კესარევი ვლადიმერ პეტრეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
88. კეტაშვილი გელა გიორგის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
89. კიკნაძე არჩილ სამუილის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
90. ყიფიანი დავით დავითის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
91. კოზლოვი მიხეილ სტეფანეს ძე | მოსკოვი | „ბოლშევიკი“ | ||||||
92. კოლოტოვი ვიქტორ მიხეილის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
93. კონკოვი ანატოლი დიმიტრის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
94. კოროვინი ივან ვასილის ძე | გორკი | „ტორპედო“ | ||||||
95. კორჩებოკოვი ლევ ნიკოლაის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
96. კოსტავა თამაზ გივის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
97. კოტრიკაძე სერგო პარმენის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
98. კოჩეტკოვი ივან ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | ცდკა | ||||||
99. კოჩეტოვი ბორის სერგეის ძე | მინსკი | „დინამო“ | ||||||
100. კრიჟევსკი კონსტანტინე სტანისლავის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
101. კროტოვი ნიკოლაი ფიოდორის ძე | ხარკივი | „ლოკომოტივი“ | ||||||
102. კრუტიკოვი ანატოლი ფიოდორის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
103. კუზნეცოვი ბორის დიმიტრის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
104. კუზნეცოვი ევგენი ბორისის ძე | მოსკოვი | პროფკავშირების სნფსს | ||||||
105. კუზნეცოვი ოლეგ ვლადიმერის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
106. კუზნეცოვი იური კონსტანტინეს ძე | ბაქო | „ნეფტიანიკი“ | ||||||
107. კუსკოვი ვლადიმერ აპოლონის ძე | ლენინგრადი | „სუდოსტროიტელი“ | ||||||
108. ლაპშინი ალექსეი პლატონის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
109. ლახონინი ვიქტორ ტიმოფეის ძე | მოსკოვი | „ლოკომოტივი“ | ||||||
110. ლემეშევი ვლადიმერ ივანეს ძე | ლენინგრადი | „დინამო“ | ||||||
111. ლემეშევი კონსტანტინე ივანეს ძე | ლენინგრადი | „ბოლშევიკი“ | ||||||
112. ლიტოვჩენკო გენადი ვლადიმერის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
113. ლოსევი ვიქტორ ვასილის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
114. ლიუტი ვლადიმერ ნიკოლაის ძე | დნეპროპეტროვსკი | „დნეპრი“ | ||||||
115. ლიასკოვსკი კონსტანტინე პავლეს ძე | მოსკოვი | ცდკა | ||||||
116. მაკაროვი ოლეგ ალექსანდრეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
117. მალოფეევი ედუარდ ვასილის ძე | მინსკი | „დინამო“ | ||||||
118. მალინინი კონსტანტინე ივანეს ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
119. მალიავკინი ალექსანდრე თომას ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
120. მამედოვი ალეკპერ ამირის ძე | ბაქო | „ნეფტიანიკი“ | ||||||
121. მარღანია ვლადიმერ ჩიჩინოს ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
122. მარქაროვი ედუარდ არტემის ძე | ბაქო | „აშხატანკი“ | ||||||
123. მარიუტინი ფრიდრიხ მიხეილის ძე | ლენინგრადი | „ზენიტი“ | ||||||
124. მასლაჩენკო ვლადიმერ ნიკიტას ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
125. მასლიონკინი ანატოლი ევსტიგნის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
126. მატვიენკო ვიქტორ ანტონის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
127. მახინია ნიკოლაი ბორისის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
128. მესხი მიხეილ შალვას ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
129. მეტრეველი სლავა კალისტრატეს ძე | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
130. მინაევი მიხეილ პეტრეს ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
131. მიხაილიჩენკო ალექსეი ალექსანდრეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
132. მიხაილოვი მიხეილ ლეონიდეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
133. მიხალინა მიხეილ მიხეილის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
134. მოროზოვი ნიკოლაი პეტრეს ძე | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
135. მოშკარკინი ვლადიმერ ვასილის ძე | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
136. მუნტიანი ვლადიმერ ფიოდორის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
137. ნარბეკოვასი არმინას ანდრეის ძე | ვილნიუსი | პროფკავშირების სნფსს | ||||||
138. ნეტო იგორ ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
139. ნიკანოროვი ვლადიმერ ნიკოლაის ძე | მოსკოვი | ცდკა | ||||||
140. ნიკიშკინი ევგენი პროკოფის ძე | მოსკოვი | ცდკა | ||||||
141. ნიკოლაევი ვალენტინ ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | ცდკა | ||||||
142. ნოვიკოვი ვიქტორ ივანეს ძე | სტალინო | „შახტიორი“ | ||||||
143. ნირკოვი იური ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | სა და სსფ | ||||||
144. ოგონკოვი მიხეილ პავლეს ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
145. ოკუნი მიხეილ ოსიპის ძე | ლენინგრადი | „დინამო“ | ||||||
146. ონიშჩენკო ვლადიმერ ივანეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
147. ორეშკინი ბორის სტეფანეს ძე | ლენინგრადი | „დინამო“ | ||||||
148. ოსტროვსკი ლეონიდ ალფონსის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
149. ოშენკოვი ოლეგ ალექსანდრეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
150. პავლოვი ვასილი სერგეის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
151. პაიჭაძე ბორის სოლომონის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
152. პანფილოვი ვასილი სერგეის ძე | მოსკოვი | „ლოკომოტივი“ | ||||||
153. პანიუკოვი ვიქტორ პორფირეს ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
154. პარამონოვი ალექსეი ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
155. ფარსადანოვი ფარუირ გერასიმეს ძე | ბაქო | „ისკრა“ | ||||||
156. ფაჩულია გრიგოლ ალექსის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
157. პეტროვი პიოტრ ივანეს ძე | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
158. პონედელნიკი ვიქტორ ვლადიმერის ძე | დონის როსტოვი | სკა | ||||||
159. პონომარიოვი ალექსანდრე სემიონის ძე | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
160. პონომარიოვი ალექსეი სტეფანეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
161. პონომარიოვი ვლადიმერ ალექსეის ძე | მოსკოვი | სა და სსფ | ||||||
162. პონომარიოვი იგორ ანატოლის ძე | ბაქო | პროფკავშირების სნფსს | ||||||
163. პოსტავნინი ნიკოლაი ვასილის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
164. პორკუიანი ვალერი სემიონის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
165. პრივალოვი ივან ვასილის ძე | ხარკივი | „ლოკომოტივი“ | ||||||
166. პროტასოვი ოლეგ ვალერის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
167. პრუდნიკოვი ალექსეი პავლეს ძე | მოსკოვი | პროფკავშირების სნფსს | ||||||
168. პშენიჩნი ალექსეი ვასილის ძე | ლენინგრადი | „ზენიტი“ | ||||||
169. რადიკორსკი ვსევოლოდ კონსტანტინეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
170. რაზინსკი ბორის დავითის ძე | მოსკოვი | სა და სსფ | ||||||
171. რაცი ვასილი კარლოს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
172. რეშკო სტეპან მიხეილის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
173. რომანენკო სტეპან დიმიტრის ძე | კიევი | „ბოლშევიკი“ | ||||||
174. რუდაკოვი ევგენი ვასილის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
175. რიჟკინი ვლადიმერ ალექსეის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
176. რიაზანცევი კონსტანტინე მატვეის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
177. საბო იოჟეფ იოჟეფის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
178. სავდუნინი ვლადიმერ გრიგორის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
179. სავიჩევი იური ნიკოლაის ძე | მოსკოვი | პროფკავშირების სნფსს | ||||||
180. სავოსტიანოვი პაველ ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | „შრომითი რეზერვები“ | ||||||
181. სალნიკოვი სერგეი სერგეის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
182. საპრონოვი ვალენტინ გავრილის ძე | დონეცკი | „შახტიორი“ | ||||||
183. სელინი ფიოდორ ილიას ძე | მოსკოვი | „პიშჩევიკი“ | ||||||
184. სემიჩასტნი მიხეილ ვასილის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
185. სერებრიანიკოვი ვიქტორ პეტრეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
186. სიმონიანი ნიკიტა პოღოსის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
187. სკლიაროვი იგორ ევგენის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
188. სმირნოვი ვასილი პავლეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
189. სოკოლოვი ალექსეი ანდრეის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
190. სოკოლოვი ალექსეი გენადის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
191. სოკოლოვი ვასილი ნიკოლაის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
192. სოკოლოვი ვიქტორ ივანეს ძე | რიაზანი | „სპარტაკი“ | ||||||
193. სოკოლოვი ნიკოლაი ევგრაფის ძე | ლენინგრადი | „დინამო“ | ||||||
194. სოლოვიოვი ლეონიდ კონსტანტინეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
195. სოლოვიოვი სერგეი ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
196. სტანკევიჩი ივანე ივანეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
197. სტაროსტინი ალექსანდრე პეტრეს ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
198. სტაროსტინი ანდრეი პეტრეს ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
199. სტაროსტინი ნიკოლაი პეტრეს ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
200. სტეპანოვი ვლადიმერ ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
201. სულაქველიძე თენგიზ გრიგოლის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
202. სტრელცოვი ედუარდ ანატოლის ძე | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
203. სუშკოვი მიხეილ პავლეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
204. ტატარჩუკი ვლადიმერ იოსების ძე | მოსკოვი | სა და სსფ | ||||||
205. ტატუშინი ბორის გიორგის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
206. ტეტერინი ვიქტორ სერგეის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
207. ტიმაკოვი ოლეგ მიხეილის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
208. ტიშჩენკო ვადიმ ნიკოლაის ძე | დნეპროპეტროვსკი | „დნეპრი“ | ||||||
209. ტიშჩენკო ნიკოლაი ივანეს ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
210. ტოვაროვსკი მიხეილ დავითის ძე | მოსკოვი | „ისკრა“ | ||||||
211. ტროფიმოვი ვასილი დიმიტრის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
212. ტროშკინი ვლადიმერ ნიკოლაის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
213. ტურიანჩიკი ვასილი იურის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
214. უსოვი ნიკოლაი ხარიტონის ძე | ლენინგრადი | |||||||
215. ფიოდოროვი ვალენტინ ვასილის ძე | ლენინგრადი | „დინამო“ | ||||||
216. ფედოტოვი გრიგორი ივანეს ძე | მოსკოვი | ცდკა | ||||||
217. ფილიპოვი პიოტრ პავლეს ძე | ლენინგრადი | „დინამო“ | ||||||
218. ფოკინი ევგენი ვასილის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
219. ფოკინი სერგეი ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | სა და სსფ | ||||||
220. ფომენკო მიხეილ ივანეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
221. ფომინი ვლადიმერ ვასილის ძე | ხარკივი | „დინამო“ | ||||||
222. ფომინი კონსტანტინე ვასილის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
223. ხალკიოპოვი პაველ ვასილის ძე | მოსკოვი | ცდკა | ||||||
224. ხარინი დიმიტრი ვიქტორის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
225. ხიზანიშვილი ნოდარ გიორგის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
226. ხიდიატულინი ვაგიზ ნაზირის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
227. ხინჩაგაშვილი შოთა იურის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
228. ხომიჩი ალექსეი პეტრეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
229. ხურცილავა მურთაზ კალისტრატეს ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
230. ხუსაინოვი გალიმზიან სალიხის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
231. ცარიოვი ვიქტორ გრიგორის ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
232. ჩანოვი ვიქტორ ვიქტორის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
233. ჩერედნიკი ალექსეი ვალენტინის ძე | დნეპროპეტროვსკი | „დნეპრი“ | ||||||
234. ჩერენკოვი ფიოდორ ფიოდორის ძე | მოსკოვი | „სპარტაკი“ | ||||||
235. ჩერნიშიოვი არკადი ივანეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
236. ჩივაძე ალექსანდრე გაბრიელის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
237. ჩისლენკო იგორ ლეონიდეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
238. ჩისტოხვალოვი ვიქტორ ალექსანდრეს ძე | მოსკოვი | ცდსა | ||||||
239. ჩოხელი გივი დიმიტრის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
240. შავგულიძე შოთა იოსების ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
241. შაპოშნიკოვი ალექსეი ნიკოლაის ძე | მოსკოვი | „ზენიტი“ | ||||||
242. შენგელია რამაზ ალექსანდრეს ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
243. შესტერნიოვი ალბერტ ალექსეის ძე | მოსკოვი | საბჭოთა არმია | ||||||
244. შორეცი გიორგი ვასილის ძე | ლენინგრადი | „დინამო“ | ||||||
245. შუდრა სერგო პეტრეს ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
246. შუსტიკოვი ვიქტორ მიხეილის ძე | მოსკოვი | „ტორპედო“ | ||||||
247. შჩეგოლკოვი ვლადიმერ ნიკოლაის ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
248. იაკოვენკო პაველ ალექსანდრეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
249. იაკუშინი მიხეილ იოსების ძე | მოსკოვი | „დინამო“ | ||||||
250. იამანიძე შოთა დავითის ძე | თბილისი | „დინამო“ | ||||||
251. იანონისი არვიდას ალექსანდრეს ძე | ვილნიუსი | პროფკავშირების სნფსს | ||||||
252. იარემჩუკი ივანე ივანეს ძე | კიევი | „დინამო“ | ||||||
253. იაროვენკო ევგენი ვიქტორის ძე | ალმა-ათა | პროფკავშირების სნფსს | ||||||
254. იაშინი ლევ ივანეს ძე | მოსკოვი | „დინამო“ |
სპორტსმენის სახელისა და გვარის შემდეგ მითითებულია წოდების მინიჭების თარიღი, ნიშნის ნომერი და შესაბამისი სპორტის სახეობა.
ა ბ გ დ ე ვ ზ თ ი კ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ |
This article uses material from the Wikipedia ქართული article საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.