ძალოსნობა: სპორტის სახეობა

ძალოსნობა — სპორტის ოლიმპიური სახეობა.

წარმოადგენს შეჯიბრებას შტანგის აწევაში. ოფიციალური შეჯიბრების თანამედროვე პროგრამა მოიცავს ატაცს, ორივე ხელით შტანგის აკვრას და ვარჯიშების შედეგების ჯამს. ატაცის დროს შტანგას ფიცარნაგიდან ზევით წევენ ერთი განუწყვეტელი მოძრაობით; აკვრის დროს — ორ მომენტად, გულმკერდზე და გულმკედრიდან. 1934–72 წლებში მიღებული იყო ეგრეთ წოდებული კლასიკური სამჭიდი — აჭიმვა, ატაცი და აკვრა.

ძალოსნობა
{{wikidata/p18ძალოსნობა: სპორტის სახეობა}}
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე
უმაღლესი ორგანო ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF)
მახასიათებლები
ტიპი ტანვარჯიში
შერეული სქესი კაცები/ქალები
აღჭურვილობა barbell, weight plate, dumbbell და lifting
ოლიმპიადა კაცები: 1896, 1904, 1920–დღემდე; ქალები: 2000–დღემდე

ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის იმართება 1896 წლიდან; ქალთა შორის — 1988-დან; მსოფლიოს ჩემპიონატი კაცთა შორის 1891 წლიდან; ქალთა შორის — 1986 წლიდან; ოლიმპიური სახეობაა: 1896 წლიდან (არ იყო შეტანილი 1900, 1908 და 1912 წლების თამაშების პროგრამაში) — კაცები, 2000 წლიდან — ქალები.

ვარჯიში და შეჯიბრება სიმძიმეების აწევაში ცნობილია კაცობრიობის ისტორიის უძველესი პერიოდიდან. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია დაარსდა 1905 წლის 10 ივნისს დუისბურგში და აერთიანებს 187 ქვეყანას. საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია დაფუძნდა 1991 წლის 1 ივლისს და 1993 წლის 1 იანვრიდან ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისა და ევროპის ძალოსნობის ფედერაციის წევრია.

ქართველი ძალოსნებიდან ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს 4-გზის გამარჯვებულია ლაშა ტალახაძე, რომელმაც ამავდროულად 109+ კგ კატეგორიაში აკვრაში 264 კგ აწევით მსოფლიოს ახალი აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. ლაშა ტალახაძე მეოთხე ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ძალოსნობაში რაფაელ ჩიმიშკიანის (1952), კახი კახიაშვილის (1992) და გიორგი ასანიძის (2004) შემდეგ. ქართული ძალოსნობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გიორგი ჩიკვაიძეს, კონსტანტინე ზაუტაშვილს, მამია ჟღენტს, დიმიტრი კაპცოვს, რობერტ ტატიშვილს და სხვებს.

სქოლიო

Tags:

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბერლინის კედელიგიორგი IV ლაშამილიმეტრიგიორგი I (საქართველოს მეფე)დუნაიალკოჰოლიზმიიუდაიზმიფილიპინებიმარილებიფესახიფოთირაბათის ციხეასტრიდ ლინდგრენიქრისტიანობააფხაზთა სამეფოფოცხვერიპოლიტიკური გეოგრაფიამართლმადიდებლობაკურდღელიარისტოტელეთრომბოციტებიეპითეტიექვთიმე თაყაიშვილიფსორიაზირომის იმპერატორების სიაჭიაკოკონობააშშ-ის პრეზიდენტების სიადიდგორის ბრძოლანიადაგიიულიუს კეისარიკონტინენტიფუტიჯუზეპე ვერდიგანათლება საქართველოშიზაფხულიმუნინიკოლოზ ბარათაშვილისაქართველოს კონსტიტუციასანტიმეტრიმჟავური წვიმასამანიშვილის დედინაცვალიჭადრაკიარაბთა სახალიფოუდაბნონელსონ მანდელაზღარბისებრნიბაზალეთის ტბაბაში-აჩუკი (ფილმი)არჩვიფერმენტებიქართველები რუსეთშიბიშკეკიპროტესტანტული რეფორმაციაატომივასკო და გამასეკულარიზმიშველიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაანტარქტიდათითაობაგია ყანჩელიგენოციდიმარო მაყაშვილიდავით გურამიშვილირიონიჟირაფისებრნიქართული დამწერლობაThe Beatlesალუდა ქეთელაურიქანი (გეოლოგია)საქართველოს პრემიერ-მინისტრისიყვარულიზვიად გამსახურდიაიოსებ სტალინისაქართველოს სამეფოქართული სამზარეულოკვიპროსიყვავილი🡆 More