თამაზ კოსტავა

თამაზ კოსტავა (დ.

29 თებერვალი, 1956, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი, თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980), ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.

თამაზ კოსტავა
თამაზ კოსტავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
თამაზ გივის ძე კოსტავა
დაბადების
თარიღი
29 თებერვალი, 1956 (1956-02-29) (68 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1976 ტორპედო ქ. 106 (0)
1977–1982 დინამო თბ. 102 (1)
1983–1984 ტორპედო ქ. 58 (0)
ეროვნული ნაკრები
1978 საბჭოთა კავშირი 3 (1)
სამწვრთნელო კარიერა
1993–1994 საქართველო 18-წლ.
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

ადრეული კარიერა

ფეხბურთამდე კალათბურთში ვარჯიშობდა. იმ პერიოდის ერთ ეპიზოდს თამაზ კოსტავა ასე იხსენებს: „ერთხელაც ჩემი მეგობრები ბადრი ფარულავა და თენგიზ ხელაძე მოვიდნენ და მითხრეს, სკოლების პირველობაზე უნდა დაგვეხმარო, ხალხი გვაკლია, ნავარჯიშევი ხარ და გამოგვადგებიო. წავყევი და პირველივე შეხვედრაში 6 თუ 7 გოლი გავიტანე, ჩემპიონატზე კი, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, 40-მდე ბურთი შევაგდე. მოგვიანებით ქუთაისის ნაკრები ჩამოყალიბდა, რომელმაც რესპუბლიკურ სპარტაკიადაზე იასპარეზა. ვახტანგ ერქომაიშვილი გვწვრთნიდა, ჩემთან ერთად კი იმ გუნდში რამაზ შენგელია, რევაზ ბურკაძე, გოგი გაბიჩვაძე და იური კვერნაძე თამაშობდნენ.“ ქალაქის საფეხბურთო ჩემპიონატში კარგი თამაშის შემდეგ სპორტსკოლაში დაიწყო ვარჯიში კორნელი აბდალაძესთან, მალე კარლო ხურციძემ შეამჩნია და თავისთან, ქუთაისის „ტორპედოს“ ახალგაზრდულ გუნდში მიიწვია.

ქუთაისის „ტორპედო“

1973–1976 წლებში იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც პირველად 1973 წლის 22 ივლისს საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ბაქოს „ნეფთჩი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ, ბაქოს რესპუბლიკურ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 4–0 დამთავრდა. ბაქოელთა მხრიდან ოთხივე ბურთი ანატოლი ბანიშევსკიმ გაიტანა.

თავის სადებიუტო 1973 წლის სეზონში ტორპედოელთა მაისურით 9 მატჩი ჩაატარა, ხოლო მომდევნო 1974 წლის სეზონში 30 შეხვედრა საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველობის ფარგლებში და ორიც სათასო მატჩი. 1975 წლის სეზონში 33 შეხვედრა საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველობის ფარგლებში და ერთიც სათასო მატჩი. 1976 წლის სეზონში 34 შეხვედრა საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველობის ფარგლებში და ორიც სათასო მატჩი.

თამაზ კოსტავამ საერთო ჯამში 1973–1976 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში პირველი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 106 შეხვედრაში და ხუთ სათასო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

თბილისის „დინამო“

თბილისის „დინამოში“ გადასვლას და იქ თამაშის საწყის პერიოდს თამაზ კოსტავა ასე იხსენებს: „თბილისის „დინამოს“ 1975 წელს სურდა ჩემი გადაბირება, მაგრამ არ ვიჩქარე. ვფიქრობდი, რომ იმ შემადგენლობაში, რომელიც თბილისელებს ჰყავდათ, ვერ მოვხვდებოდი, სათადარიგოთა სკამზე ყოფნა კი არ მსურდა. ნოდარ ახალკაცის მარჯვენა ხელი, ყოფილი ტორპედოელი სერგო კუტივაძე იყო ჩამოსული — მე, ოთარ გაბელიას და რამაზ შენგელიას ერთად გვიწვევდა. სამივემ ვიუარეთ, თუმცა, გავიდა ერთი წელი და ყველა ერთად წავედით თბილისში. ვარჯიში არასდროს მითაკილია — რაც მე ქუთაისის ახლოს ტყეებში კროსები მირბენია, ვინ დათვლის. მიუხედავად ამისა, თბილისში გადასული მივხვდი, თუ რამხელა სხვაობა იყო პირველი და უმაღლესი ლიგის კლუბებს შორის. „დინამოში“ პირველი ვარჯიშის შემდეგ ცუდად გავხდი და ქუთაისში დაბრუნებაზე დავფიქრდი, მაგრამ მალე ნოდარ ახალკაცმა კაბინეტში გვიხმო ახალწვეულებს, ცალ-ცალკე გაგვესაუბრა და მეც აზრი ვიცვალე. იმ საუბრის შემდეგ გაათკეცებული ენერგიით ვვარჯიშობდი. მე და შენგელია დამატებით ერთი საათი ვრჩებოდით ბაზაზე და ნაკლის აღმოფხვრას ვცდილობდით. საბედნიეროდ, ამან მალევე გამოიღო ნაყოფი.“

თამაზ კოსტავა 
გაზ. „ლელო“, 16 იანვარი, 1979

საკავშირო პირველობის პირველ და უმაღლეს ლიგებს შორის იმ პერიოდში არსებულ განსხვავებას თამაზ კოსტავა ასე იხსენებს: „პირველ ლიგაში სულ სხვა ფეხბურთი იყო, უფრო ძალისმიერი. უმაღლეს ლიგაში და „დინამოში“ მეტი სისწრაფე და ტექნიკა დაგვხვდა, მეტი დაზღვევა და ჩართვები გვჭირდებოდა, კლასი მაღალი გახლდათ და ადაპტაცია იოლი არ ყოფილა. გვქონდა განვითარების კარგი საშუალება. მაშინ ფეხბურთელებს ძალიან აფასებდნენ და „დინამოში“ ისეთი ხალხი თამაშობდა, ვერც წარმოვიდგენდი, მათი გუნდელი თუ გავხდებოდი“.

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 1977 წლის 6 აპრილს საკავშირო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ლენინგრადის „ზენიტი“ დაუპირისპირდნენ, თბილისში, „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და ფრედ 0–0 დამთავრდა. შეხვედრას 70 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით ჩაატარეს: გოგია, ხიზანიშვილი, ქორიძე, ჭილაია, თამაზ კოსტავა, თეიმურაზ ებანოიძე (ჩელებაძე 46'), მ. მაჩაიძე, კოპალეიშვილი, დარასელია (გ. მაჩაიძე 85'), ყიფიანი და შენგელია.

თამაზ კოსტავამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 102 მატჩი (1 გოლი), ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 14 მატჩი ჩაატარა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 17 შეხვედრაში დაიცვა, აქედან ექვსი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და ერთიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. აღსანიშნავია, რომ მან ყველა ეს შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა.

ქუთაისის „ტორპედო“

1983 წლიდან კვლავ ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავს. საფეხბურთო კარიერას 1984 წელს ამავე კლუბში ასრულებს. ბოლოჯერ ტორპედოელთა მაისურით 1984 წლის 14 ოქტომბერს საკავშირო ჩემპიონატის პირველი ლიგის მე-40 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს კემეროვოს „კუზბასი“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ, კემეროვოს „ხიმიკის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა.

სანაკრებო კარიერა

1978 წლის ნოემბერში სამი მატჩი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ.

სანაკრებო მატჩები და გოლები

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 19.11.1978 ტოკიო იაპონია თამაზ კოსტავა  1–4 თამაზ კოსტავა  სსრკ ამხანაგური თამაზ კოსტავა  64'
2 23.11.1978 ტოკიო იაპონია თამაზ კოსტავა  1–4 თამაზ კოსტავა  სსრკ ამხანაგური თამაზ კოსტავა  56'
3 27.11.1978 ოსაკა იაპონია თამაზ კოსტავა  0–3 თამაზ კოსტავა  სსრკ ამხანაგური

ფეხბურთის შემდეგ

ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ გარკვეული დრო შინაგან საქმეთა სამინისტროში იმუშავა. შემდეგ კომერციული საქმიანობით იყო დაკავებული, 1990 წელს კი, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა, ნოდარ ახალკაცმა თავისთან მიიწვია. თავიდან საშეჯიბრო განყოფილების უფროსად დაინიშნა, შემდეგ კი სამსაჯო-საინსპექტორო კომისიის თავმჯდომარედ. მოგვიანებით სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. 2005 წელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ლინიანოში ოლიმპიური ფესტივალი მოიგო. იმ გუნდში თამაზ კოსტავას აღზრდილები — თევდორაძე, ბჟალავა, წინამძღვრიშვილი, ელბაქიძე, გვაძაბია და ნიკოლეიშვილი თამაშობდნენ. თამაზ კოსტავას აღზრდილთა შორისაა თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე.

გარკვეული პერიოდი იყო საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების, ასევე, თბილისის 35-ე სკოლის მთავარი მწვრთნელი. ამას გარდა, მუშაობდა საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბში, საფეხბურთო კლუბ „ამერში“, „ნორჩ დინამოელში“ და სხვ.

მიღწევები

თამაზ კოსტავა 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

საკლუბო

  • თამაზ კოსტავა  ჩემპიონი: 1978
  • თამაზ კოსტავა  ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • თამაზ კოსტავა  ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
  • თამაზ კოსტავა  თასის მფლობელი: 1979
  • თამაზ კოსტავა  ფინალისტი: 1980
  • თამაზ კოსტავა  თასის მფლობელი: 1981

ინდივიდუალური

    33 საუკეთესო
  • №1: 1978
  • №2: 1977

საინტერესო ფაქტები

ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — თამაზ კოსტავას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

ლიტერატურა

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
Dinamo-Tbilisi.ru · EU-Football.info · FootballFacts.ru · Peoples.ru · RedDay · Rusteam.permian.ru · Sport-calendar.ru · Sport-strana.ru · КЛИСФ
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ქართველი სპორტსმენები · ქართული ენციკლოპედია დაარქივებული 2023-12-18 საიტზე Wayback Machine. · უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · Академик
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე
ვიდეო
ტაიმაუტი
მედია
სარბიელი · Reportiori.ge · Sportall.ge

კომენტარები

სქოლიო

Tags:

თამაზ კოსტავა საკლუბო კარიერათამაზ კოსტავა სანაკრებო კარიერათამაზ კოსტავა ფეხბურთის შემდეგთამაზ კოსტავა მიღწევებითამაზ კოსტავა საინტერესო ფაქტებითამაზ კოსტავა ლიტერატურათამაზ კოსტავა პერიოდიკათამაზ კოსტავა რესურსები ინტერნეტშითამაზ კოსტავა კომენტარებითამაზ კოსტავა სქოლიოთამაზ კოსტავა195629 თებერვალიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)მცველი (ფეხბურთი)საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატისაბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკატორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)უეფა-ს თასების მფლობელთა თასიფეხბურთელიფეხბურთიქართველებიქუთაისიღირსების ორდენი (საქართველო)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჩემი ცოლის დაქალებიაფრიკის ქვეყნების სიაკოლოსეუმიბორჯომისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი1924 წლის აგვისტოს აჯანყებაცხოველებიაბო თბილელის წამებაბასიანის ბრძოლაფასკუნჯიეკლესია (ნაგებობა)სეტყვაგრიგოლ ხანძთელიგიორგი ქოჩორაშვილიმცხეთაპითაგორას თეორემაკუთრი თბოტევადობანაკიანი წელიწადიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითპროტესტანტიზმიკანიკარლეს პუჩდემონიდადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმითევდორე კველთელიკონსერვატიზმიევროკავშირილავრენტი ბერიაგელათის მონასტერიორგაზმიმიხეილ ხერგიანიდიდი პანდაჰარი პოტერიზურა ყიფშიძეკათოლიციზმისინონიმებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოს ისტორიაარაგვითავისუფლების ქანდაკებასიმბოლიზმივერცხლიათი მცნებაბიშკეკინატვრის ხე (ფილმი)აქემენიანთა იმპერიაწითელაისლამიშინაური კატასომხეთიქაშვეთის ეკლესიაჯიმარასიონის ტაძარიმთავარი გვერდირომიერთა ლიგადასავლეთ რომის იმპერიის დაცემათეთრი დათვიძველი ეგვიპტენიკო ფიროსმანიასურეთიაბას I (ირანი)მსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაწიგნი სიბრძნე სიცრუისადუბაის საამიროთხის რქა (ასტროლოგია)ასლან აბაშიძეიტალიამერაბ მამარდაშვილიადოლფ ჰიტლერიმარკ ტვენიმყინვარწვერიბართლომეს ღამევნების კვირაილია თოფურიასაქართველოს კონსტიტუციაცილები🡆 More