ზურაბ საკანდელიძე

ზურაბ ალექსანდრეს ძე საკანდელიძე (დ.

9 აგვისტო, 1945, ქუთაისი, საქართველოს სსრ — გ. 25 იანვარი, 2004, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი და კალათბურთის მწვრთნელი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას.

ზურაბ საკანდელიძე
ზურაბ საკანდელიძე
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 9 აგვისტო, 1945
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი
ეროვნება ქართველი
გარდაიცვალა 25 იანვარი, 2004 (58 წლის)
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 186 სმ
წონა 81 კგ
კარიერა
პროფესიონალური კარიერა 1963–1974
ლიგა სსრ კავშირის ჩემპიონატი
კარიერის ისტორია
1963–1974 დინამო თბილისი

ქართველი კალათბურთელებიდან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მხოლოდ ზურაბ საკანდელიძე და მიხეილ ქორქია ფლობენ. 1967 წელს, ჰელსინკში (ფინეთი) გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ზურაბ საკანდელიძე საუკეთესო მცველად აღიარეს და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. 1979–1983 წლებში საკალათბურთო კლუბ თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი იყო.

ხსოვნა

2006 წლიდან საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ყოველწლიურად ატარებს ოლიმპიური ჩემპიონების — ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას სახელობის ტურნირს.

2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა დავით ჭელიძის წიგნი „ზურაბ საკანდელიძე“. გამოიცა ზურაბ ჯავახაძის წიგნი „ოქროზე ძვირფასი ზურაბ საკანდელიძე — ოლიმპიური სინჯის ოქროს მედალოსანი“ და მოეწყო ფოტოგამოფენა.

2017 წელს გადაღებულ რუსულ მხატვრულ ფილმში „მოძრაობა ზემოთ“, რომელიც სსრ კავშირის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მიერ მიუნხენის ოლიმპიადაზე გამარჯვებას ეძღვნება, ზურაბ საკანდელიძის როლი ირაკლი მიქავამ შეასრულა.

თბილისში, ბაგებში მდებარე ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ საკანდელიძის სახელი მიენიჭა.

2015 წლის 14 ოქტომბერს ქუთაისის მერიისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ძალისხმევით ქუთაისის სპორტის მუზეუმში ზურაბ საკანდელიძის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო ღონისძიების დასასრულს ქუთაისის ოლიმპიურ სკვერში ზურაბ საკანდელიძის ბიუსტი (მოქანდაკე მიხეილ გვასალია) გაიხსნა.

მიღწევები

საკლუბო

  • სსრ კავშირის ჩემპიონი: 1968
  • სსრ კავშირის ვიცე-ჩემპიონი: 1969
  • სსრ კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965
  • სსრ კავშირის თასის მფლობელი: 1969

სანაკრებო

    ზურაბ საკანდელიძე  სსრ კავშირი
  • მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი: 1972
  • მეხიკოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი: 1968
  • მსოფლიო ჩემპიონი: 1967
  • მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1970
  • ევროპის ოთხგზის ჩემპიონი: 1965, 1967, 1969, 1971
  • ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1973

ინდივიდუალური

ბიბლიოგრაფია

  • 100 лет российского баскетбола: история, события, люди: справочник / Автор-составитель В. Б. Квасков. — М.: Советский спорт. — 274 с.: илл. ISBN 5-9718-0175-9
  • Саканделидзе Зураб Александрович // Олимпийская энциклопедия / Павлов С. П.. — М.: Советская энциклопедия, 1980. — 415 с.

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ზურაბ საკანდელიძე ხსოვნაზურაბ საკანდელიძე მიღწევებიზურაბ საკანდელიძე ბიბლიოგრაფიაზურაბ საკანდელიძე პერიოდიკაზურაბ საკანდელიძე რესურსები ინტერნეტშიზურაბ საკანდელიძე სქოლიოზურაბ საკანდელიძე1945200425 იანვარი9 აგვისტოდინამო თბილისი (საკალათბურთო კლუბი)თბილისიკალათბურთისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოსაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაქართველებიქუთაისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხვიჩა კვარაცხელიაკოლხეთის სამეფობუმცენარეებითბილისის ეროვნული პარკისახელმწიფობუნების დაცვაალკოჰოლური სასმელიიგიშაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოშილავრენტი ბერიაპროპაგანდაკარტოფილიიტალიაარალის ზღვალიბერალიზმიბრაზილიაკეთილშობილი ირემიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიუცხოური აგენტების კანონიზმნამარიამ ლაშხისითბო9 აპრილის ტრაგედიაოლიმპიური თამაშებინინო წილოსანიდემოკრატიადიდი პანდასალამურითერგდალეულებითბოგამტარობაარაბობა საქართველოშიილია თოფურიამენსტრუაციამარსიალეკო ელისაშვილიხევსურეთიპოლიტიკაანემიაჰაერიადამიანიპოპ-მუსიკაირანიპოლონეთიბასიანის ბრძოლააჭარის ავტონომიური რესპუბლიკალურჯი ვეშაპიევროპის ჰიმნიბაქტერიებიტოლერანტობაბაგრატ III (საქართველოს მეფე)უდაბნო69 (სექსუალური პოზა)ბელგიასაჭმლის მომნელებელი სისტემავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისუვერენიტეტიმთლიანი შიდა პროდუქტიილარიონ ტალახაძეგიორგი ჩაკვეტაძეფარავანითანდებულისაქართველოს გეოგრაფიადაცული ტერიტორიაკოლოსეუმიქალწული (ასტროლოგია)დაირაენგურის ჰიდროელექტროსადგურიქართლის გაქრისტიანებაგალაკტიონ ტაბიძეამერიკის შეერთებული შტატებიქრომოსომაქართლის სამეფოეგზისტენციაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოკურო (ასტროლოგია)ჩემი ცოლის დაქალებილითიუმი🡆 More