ნონა გაფრინდაშვილი

ნონა გაფრინდაშვილი (დ.

3 მაისი, 1941, ზუგდიდი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1977) და პირველი ქალი, ვისაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა ვაჟთა შორის (1978). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962–1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1964, 1973, 1981, 1983, 1985), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 1972). ჭადრაკის „ოსკარის“ პირველი მფლობელი (1982). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი). საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1969, 1975). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.

ნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი 1963 წელს ნიდერლანდებში
სრული სახელი ნონა ტერენტის ასული გაფრინდაშვილი
ქვეყანა (სპორტი) საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1941 (1941-05-03) (82 წლის)
დაბადების ადგილი ზუგდიდი, საქართველოს სსრ
წოდება საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1977)
საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის (1978)
ფიდე რეიტინგი 2350 (ნოემბერი, 2012)
მაქსიმალური რეიტინგი 2495 (ივლისი, 1987)
ჯილდოები და პრემიები

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი — 1964 ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ლენინის ორდენი  — 1966საპატიო ნიშნის ორდენი  — 1982ნონა გაფრინდაშვილი
საქართველოს ღირსების ორდენივახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითამარ მეფის ორდენი

ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით (1997) დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა კაცთა და ქალთა ოლიმპიადების ჯამში საუკეთესო ქვეყანას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989–1996) და საპატიო პრეზიდენტი 1996 წლიდან. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000–2002). ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980–1986). ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (2001).

ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.

2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ნონა გაფრინდაშვილი დაიბადა 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში მასწავლებელ ტერენტი გაფრინდაშვილისა და ვერა გრიგოლიას ოჯახში. იგი ექვს დედმამიშვილში მეხუთე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია.

ჭადრაკის თამაში ნონას 5 წლისას ასწავლეს ძმებმა. სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა. სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნია ის ჭადრაკის ცნობილმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ, მისთვის ჩვეული დიდი ინტუიციის წყალობით, მაშინვე გამოარჩია იგი: „შევამჩნიე, რომ მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“.

ბატონ ვახტანგის დაჟინებული თხოვნით, ნონა გაფრინდაშვილი 1954 წლის სექტემბერში სწავლის გასაგრძელებლად და ჭადრაკში შემდგომი დაოსტატების მიზნით, ნონა საცხოვრებლად გადავიდა თბილისში, დეიდასთან და მის მეუღლესთან, ტატიანა გრიგოლიასა და დიმიტრი ჯაბუას ოჯახში.

ნონამ თბილისის ქალთა 1955 წლის პირველობაში მეორე ადგილი დაიკავა. შემდეგ რიგაში მოსწავლეთა საკავშირო გუნდურ პირველობაშიც ისახელა თავი. კიდევ უფრო თვალსაჩინო წარმატება მოიპოვა მან 1956 წელს, როცა თბილისის ჩემპიონი გახდა ქალთა შორის. ამავე წელს ნონა პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი ქალთა შორის. ბოლო ტურნირში, რომელშიც რესპუბლიკის სხვა უძლიერეს მოჭადრაკეებთან ერთად ცნობილი მოსკოველი მოჭადრაკეები ო. იგნატიევა და ნ. ვოიცეკი მონაწილეობდნენ, 15 წლის ნონამ 16 შეხვედრაში 15,5 ქულა დააგროვა.

მსოფლიო ჩემპიონატები

ნონა გაფრინდაშვილი 
ნონა გაფრინდაშვილი 1963 წელს ნიდერლანდებში

1960 წლის მიწურულს რიგაში საბჭოთა კავშირის ქალთა XX ჩემპიონატი გაიმართა, რომელსაც უნდა გამოევლინა მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტთა ტურნირის ოთხი საბჭოთა მონაწილე. ნონა გაფრინდაშვილმა ტურნირში მეოთხე ადგილი დაიკავა და პრეტენდენტთა ასპარეზობის საგზური მოიპოვა.

იმ დროს მსოფლიო ჩემპიონი, გენიალური მოჭადრაკე, მიხეილ ტალი წერდა: „მსოფლიო ჩემპიონობისათვის პირველად იბრძოლებს მკაფიო საჭადრაკო ბიოგრაფიის მქონე, თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის სტუდენტი ნონა გაფრინდაშვილი. საინტერესო კომბინაციებთან ერთად, მან გვიჩვენა ოსტატობის ზრდა პოზიციურ თამაშში... პრეტენდენტთა ტურნირში იგი, რა თქმა უნდა, პირველი ადგილისათვის იბრძოლებს“.

მიხაილ ტალის წინასწარმეტყველება გამართლდა, ნონა გაფრინდაშვილმა 1961 წელს დიდი უპირატესობით იპირველა პრეტენდენტთა ტურნირში, 16 შეხვედრიდან 12,5 ქულა მოაგროვა და ორი ქულით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ვ. ბორისენკოს.

1962 წელს გამანადგურებელი ანგარიშით — 9:2 დაამარცხა ელიზავეტა ბიკოვა და 21 წლისამ პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. იგი მეხუთე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ქალთა შორის. ამ დროს ნონას მიხეილ შიშოვი წვრთნიდა.

ამის შემდეგ ნონამ ტიტული ოთხჯერ დაიცვა: 1965 (8,5:4,5), 1969 (8,5:4,5) და 1972 (8,5:7,5) წლებში სამჯერ მოუგო ალა კუშნირს, 1975-ში კი — ნანა ალექსანდრიას (8,5:3,5). ტიტული დათმო 1978 წელს მაია ჩიბურდანიძესთან მატჩში (6,5:8,5).

მსოფლიო ჩემპიონატებზე ნაჩვენები შედეგები

ოლიმპიადები

გაფრინდაშვილი 1963-1974, 1977-1986 და 1990-1992 წლებში მონაწილეობდა საჭადრაკო ოლიმპიადებში და საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ოლიმპიური ჩემპიონობის რაოდენობით. ის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 11-გზის ოქროს (1963, 66, 69, 72, 74, 78, 80, 82, 84, 86 — სსრკ ნაკრებში; 1992 — საქართველოს ნაკრებში) და ერთგზის ვერცხლის მედლის მფლობელია გუნდურ ჩათვლაში, ინდივიდუალურად კი მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედლები. სულ ოლიმპიადებზე ჩაატარა 128 პარტია (+94=26-8).

წარმატებები სხვა ტურნირებზე

გაფრინდაშვილს მოპოვებული აქვს საქართველოს ოთხგზის და სსრ კავშირის 5-გზის (1964, 1974, 1981, 1983, 1985) ჩემპიონობა, არის ევროპის ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის გათამაშების პირველი და ორგზის ჩემპიონი (1969, 1972), ასევე 26 სხვადასხვა დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული. 1995 მსოფლიოს ჩემპიონი ქალ ვეტერან მოჭდრაკეთა შორის.

გარდა ამისა წარმატებით ასპარეზობდა საერთაშორისო ტურნირებში:

წარმატებით გამოდიოდა ვაჟთა ტურნირებშიც:

პირადი ცხოვრება

ნონა გაფრინდაშვილი 1969 წელს დაქორწინდა ექიმ ლერი ჭიჭინაძეზე, 1971 წელს წყვილს ვაჟიშვილი დათო შეეძინათ.

საჭადრაკო კარიერის და პირადი ცხოვრების პარალელურად, ნონა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტში სწავლობდა, რომელიც ინგლისური ენის სპეციალობით დაამთავრა, 1973 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

საინტერესო ფაქტები

1982 წლის 12 დეკემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართა ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო მოღვაწეობიდან 25 წლისთავის აღსანიშნავი საღამო. ჭადრაკის განვითარების საქმეში განსაკუთრებული დამსახურებისათვის ნონა გაფრინდაშვილს გადაეცა საქართველოს სპორტკომიტეტის საპატიო სიგელი და დიდი ოქროს მედალი.

1983 წლის დეკემბერში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციამ წინასაახალწლო ტრადიციული გამოკითხვის შედეგების მიხედვით დაადგინა საქართველოს 1983 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს № 5 სპორტსმენად (95 ქულა) დასახელდა ნონა გაფრინდაშვილი (ასკ, მწვრთნელი ე. უბილავა).

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

ნონა გაფრინდაშვილი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

წინამორბედი:
ელისაბედ ბიკოვა
ქალთა მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
1962–1978
შემდეგი:
მაია ჩიბურდანიძე

Tags:

ნონა გაფრინდაშვილი ბიოგრაფიანონა გაფრინდაშვილი პირადი ცხოვრებანონა გაფრინდაშვილი ჯილდოები, პრემიები და პრიზებინონა გაფრინდაშვილი საინტერესო ფაქტებინონა გაფრინდაშვილი ბიბლიოგრაფიანონა გაფრინდაშვილი პერიოდიკანონა გაფრინდაშვილი რესურსები ინტერნეტშინონა გაფრინდაშვილი სქოლიონონა გაფრინდაშვილი19413 მაისიდიდოსტატი (ჭადრაკი)ზუგდიდისაბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასაჭადრაკო ოლიმპიადაქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბასიანის ბრძოლავოლფგანგ ამადეუს მოცარტიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიძახილის წინადადებაგველის-მჭამელიენერგიავაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიასურელი მამებირენესანსისაქართველოს რევოლუციური კომიტეტიერთა ლიგანიკო ნიკოლაძესტუმარ-მასპინძელიისკო დასენიიულონ გაგოშიძეჰაერის დაბინძურებაყიზილბაშებიდეზოქსირიბონუკლეინის მჟავაალტრუიზმიწყნარი ოკეანეკავკასიაშუშანიკის წამებასაქართველოს დამოუკიდებლობის დღებიბლიათორნიკე ერისთავიინგლისური ენამარქსიზმიგაზაფხულივენდეტაუეფა-ს ჩემპიონთა ლიგამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიასასწორი (ასტროლოგია)ბათუმის ბოტანიკური ბაღილეონარდო და ვინჩიჩარლი ჩაპლინიდანიაკასპიის ზღვაალპებიევროპის დროშაფრინველთა მიმოფრენაკეთრისიონის ტაძარიკანონი (ნორმატიული აქტი)საქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაქართველოს კანონილეიკოციტოზიბუნებრივი გადარჩევაძაღლიქართული გვარინარიყალაფარავანითევდორე კველთელიკეთილშობილი ირემიაღდგომაქრისტიანობააკაკი წერეთელიმეწყერიFacebookმუნისიღნაღიუილიამ შექსპირიგარემოს დაცვაშარლ მიშელიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიმიქელანჯელო ბუონაროტიევროპის მდინარეების სიაბაში-აჩუკიკუნილინგუსისაქართველო XV საუკუნეშიმარკ ტვენიკონსტიტუციარუსეთის იმპერიაოქტავიანე ავგუსტუსიქართლის ცხოვრებამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითმიხეილ ჯავახიშვილიბახტრიონის ბრძოლა🡆 More