გიორგი ანთაძე: ქართველი ფეხბურთელი

გიორგი ანთაძე (დ.

გიორგი ანთაძე: ბიოგრაფია, საკლუბო სტატისტიკა, მიღწევები სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანთაძე.

6 სექტემბერი, 1920, ფოთი, საქართველო — გ. 3 ნოემბერი, 1987, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. იცავდა სოხუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1951). დიდი სამამულო ომის მონაწილე.

გიორგი ანთაძე
გიორგი ანთაძე: ბიოგრაფია, საკლუბო სტატისტიკა, მიღწევები
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი სამსონის ძე ანთაძე
დაბადების
თარიღი
6 სექტემბერი, 1920
დაბადების
ადგილი
ფოთი,
საქართველო
გარდაცვალების
თარიღი
3 ნოემბერი, 1987 (67 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 169 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი,
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1939–1941 თსუ თბილისი
1942–1943 დინამო სოხუმი
1944–1954 დინამო თბილისი 180 (39)
ეროვნული ნაკრები
1952 საბჭოთა კავშირი
სამწვრთნელო კარიერა
1955–58 ახალგ. ფეხბ. სკოლა თბილისი
1959 ტორპედო ქუთაისი
1959–1961 მეშახტე ტყიბული
1962–1963 კოლხეთი ფოთი
1964–1966 მეშახტე ტყიბული
1973–1974 ივერია ხაშური
1976–1978 დინამო ბათუმი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

გიორგი ანთაძე ფოთში, 1920 წლის 6 სექტემბერს დაიბადა. ფეხბურთის თამაშიც აქვე, ფოთის ბავშვთა გუნდში დაიწყო. 1939–1941 წლებში თბილისის თსუ-ს საფეხბურთო გუნდში თამაშობდა, 1942–1943 წლებში კი სოხუმის „დინამოში“. ამის შემდეგ ქვეყნის პირველ გუნდში მიიწვიეს, სადაც 1954 წლამდე ასპარეზობდა.

10 სეზონი იცავდა დინამოელთა ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც საკავშირო ჩემპიონატის, საკავშირო თასის გათამაშებისა და საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრების ფარგლებში ორასზე მეტი მატჩი ჩაატარა და ორმოცზე მეტი ბურთი გაიტანა.

საბჭოთა კავშირის ორგზის (1951, 1953) ვიცე-ჩემპიონი, სამგზის (1946, 1947, 1950) ბრინჯაოს პრიზიორი და საკავშირო თასის გათამაშების ფინალისტი (1946).

1952 წელს საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა სამი არაოფიციალური მატჩი. იყო 1952 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირის ფინალური ეტაპის მონაწილე, თუმცა შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1945 წლის 13 მაისს, საკავშირო პირველობის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 30 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ვალტერ სანაია, გრიგოლ გაგუა, ბორის ფროლოვი, არჩილ კიკნაძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გრიგოლ ჭელიძე, გაიოზ ჯეჯელავა, გიორგი ანთაძე, ვიქტორ პანიუკოვი, ვიქტორ ბერეჟნოი და ავთანდილ ღოღობერიძე. დაპირისპირება ვიქტორ პანიუკოვის დუბლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა.

თბილისის „დინამოს“ მაისურით საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში ბოლოჯერ 1954 წლის 22 აგვისტოს, საკავშირო ჩემპიონატის 26-ე ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ ითამაშა. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: შოთა კიტია, ნიკოლოზ გოგლიძე, ჯუმბერ რუსაძე, იბრაჰიმ სარჯველაძე, რევაზ მახარაძე, გიორგი ანთაძე, ალექსანდრე კოტრიკაძე, კონსტანტინე გაგნიძე, ზაურ კალოევი, ავთანდილ ღოღობერიძე და ბორის ხასაია. შეხვედრა მოსკოველთა გამარჯვებით, ანგარიშით — 6–1 დამთავრდა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კიდევ ორჯერ გამოვიდა დინამოელთა რიგებში, ამჯერად საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში გამართულ მეთექვსმეტედფინალურ მატჩებში სტალინოს „შახტიორის“ წინააღმდეგ 1954 წლის 12 და 13 სექტემბერს.

სათამაშო კარიერის დამთავრების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. სხვადასხვა დროს იყო თბილისის ახალგაზრდული საფეხბურთო სკოლის (1955–1958), ქუთაისის „ტორპედოს“ (1959), ტყიბულის „მეშახტის“ (1959–1961, 1965–1966), ფოთის „კოლხეთის“ (1962–1964), ხაშურის „ივერიას“ (1973–1974) და ბათუმის „დინამოს“ (1976–1978) მთავარი მწვრთნელი.

გარდაიცვალა 1987 წლის 3 ნოემბერს თბილისში.

საკლუბო სტატისტიკა

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი საერთ სულ შენიშვნა
მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი წყარო კომ.
„დინამო“ თბილისი
გიორგი ანთაძე: ბიოგრაფია, საკლუბო სტატისტიკა, მიღწევები 
1945 17 9
1946 16 8 5 1
1947 10 0
1948 26 6 1 0
1949 8 0
1950 35 6
1951 22 4
1952 2 0
1953 20 1
1954 24 5 2 0 1 0
სულ 180 39 8 1
სულ ჯამში 180 39 8 1
წყარო: Footballfacts.ru.

მიღწევები

გიორგი ანთაძე: ბიოგრაფია, საკლუბო სტატისტიკა, მიღწევები 
გაზ. „ლელო“, 12 ოქტ. 1951

საკლუბო

  • გიორგი ანთაძე: ბიოგრაფია, საკლუბო სტატისტიკა, მიღწევები  ვიცე-ჩემპიონი:1951, 1953
  • გიორგი ანთაძე: ბიოგრაფია, საკლუბო სტატისტიკა, მიღწევები  ბრინჯაოს პრიზიორი: 1946, 1947, 1950
  • გიორგი ანთაძე: ბიოგრაფია, საკლუბო სტატისტიკა, მიღწევები  ფინალისტი: 1946

ინდივიდუალური

  • საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1951
    33 საუკეთესო
  • №2: 1954
  • №3: 1951, 1952, 1953

საინტერესო ფაქტები

გიორგი ანთაძე: ბიოგრაფია, საკლუბო სტატისტიკა, მიღწევები 
გიორგი ანთაძე
გიორგი ანთაძე: ბიოგრაფია, საკლუბო სტატისტიკა, მიღწევები  № 769

1938 წლიდან სწავლობდა საქართველის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, შემდეგ გაიწვიეს წითელ არმიაში, მსახურობდა სხვადასხვა საჯარისო ნაწილში. გიორგი ანთაძე ოთხჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატისა და საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში გიორგი ანთაძის ანგარიშზეა 41 გატანილი ბურთი, აქედან 40 მეტოქეთა და ერთიც საკუთარ კარში.

პირველი ბურთი მან 1945 წლის 27 მაისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-2 ტურის კალენდარულ მატჩში, მინსკის „დინამოს“ წინააღმდეგ, მეკარე ანატოლი სტეცენკოს კარში, შეხვედრის მე-20 წუთზე გაიტანა, ხოლო თავისი მე-40 და ბოლო ბურთი მეტოქის კარში ანთაძემ 1954 წლის 27 ივლისს, საკავშირო პირველობის, 22-ე ტურის კალენდარულ მატჩში, მინსკის „სპარტაკის“ წინააღმდეგ, მეკარე ალექსეი ხომიჩის კარში, შეხვედრის 52-ე წუთზე შეაგდო.

მეტოქეთა კარში გატანილი 40 ბურთიდან, მას შვიდჯერ „დუბლი“ აქვს შესრულებული: მინსკის „დინამოს“ (27.05.1945), სტალინგრადის „ტრაქტორის“ (03.06.1945), ლენინგრადის „ზენიტის“ (27.07.1945, 15.09.1946), მოსკოვის „ლოკომოტივის“ (02.06.1948, 05.06.1950) და კიევის „დინამოს“ (09.06.1950) წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში.

რაც შეეხება მის ავტოგოლს, საკუთარი კარი მან 1954 წლის 22 აგვისტოს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართულ საკავშირო ჩემპიონატის 26-ე ტურის კალენდარულ მატჩში, შეხვედრის 76-ე წუთზე აიღო. თბილისელთა კარს ამ შეხვედრაში შოთა კიტია იცავდა. ეს იყო საკავშირო პირველობის ფარგლებში ჩატარებული ბოლო შეხვედრა გიორგი ანთაძის საფეხბურთო კარიერაში.

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა დასაკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში ჩატარებულ 188 შეხვედრაში მსაჯებმა მას ორი ყვითელი და ერთი წითელი ბარათი უჩვენეს. გიორგი ანთაძემ დინამოელები მოედანზე გუნდის კაპიტნის სამკლაურით ექვსჯერ გაიყვანა.

1956 წელს დაამთავრა საქართველის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1975 წლიდან იყო საქართველოს სპორტსახკომის ფეხბურთის სამმართველოს ოსტატთა გუნდების უფროსი მწვრთნელი.

1956 წლის დეკემბერში ფოთის „ვოდნიკის“ სტადიონზე გაიმართა მატჩი ადგილობრივ ნაკრებ გუნდსა და ქალაქის ვეტერან ფეხბურთელებს შორის, რომლებიც წინათ რესპუბლიკის წამყვან გუნდებში თამაშობდნენ. შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოწვია. გულშემატკივართა შორის იყვნენ ძველი ფეხბურთელები, რომლებიც თავის დროზე ფოთის სპორტულ პრესტიჟს იცავდენ ინგლისელ მეზღვაურებთან შეხვედრებში (ი. ყურუა, ძმები გოგინავები, ა. თურქიანი, გ. ხორავა, მ. გვალია და სხვ.). მატჩის სანახავად მოვიდა ფეხბურთის გულშემატკივარი 1908 წლიდან ლ. განგია. ვეტერანთა შემადგენლობაში იყვნენ ვლადიმერ ჯორბენაძე, ვ. კინწურაშვილი, ოთარ კინწურეიშვილი, ლუარსაბ ლოლაძე, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ პაიჭაძე, აკაკი ყალიჩავა, გიორგი ანთაძე და სხვები. თამაში დამთავრდა ანგარიშით 5–2 ვეტერანთა სასარგებლოდ.

1958 წელს გამომცემლობა „საბჭოთა საქართველომ“ გამოსცა გიორგი ანთაძის წიგნი „ფეხბურთელის მოგონებანი“, სადაც ავტორი პროფესიული თვალით ახასიათებს იმ გუნდებს, რომლებთანაც თბილისის დინამოელებს მოუხდათ შეხვედრა.

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

სქოლიო

Tags:

გიორგი ანთაძე ბიოგრაფიაგიორგი ანთაძე საკლუბო სტატისტიკაგიორგი ანთაძე მიღწევებიგიორგი ანთაძე საინტერესო ფაქტებიგიორგი ანთაძე ლიტერატურაგიორგი ანთაძე ბიბლიოგრაფიაგიორგი ანთაძე პერიოდიკაგიორგი ანთაძე რესურსები ინტერნეტშიგიორგი ანთაძე კომენტარებიგიორგი ანთაძე სქოლიოგიორგი ანთაძე192019873 ნოემბერი6 სექტემბერიდიდი სამამულო ომიდინამო თბილისიდინამო სოხუმი (საფეხბურთო კლუბი)თავდამსხმელი (ფეხბურთი)თბილისინახევარმცველი (ფეხბურთი)საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაფეხბურთელიფეხბურთიფოთიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რუსეთ-საქართველოს ომი (1921)აბრეშუმის დიდი გზააღმოსავლეთი საქართველოქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოთავისუფლება (ფილოსოფია)ალეგორიაუჯრედიტოტალიტარიზმიძველი ეგვიპტეეთიოპიამარტივი და შედგენილი რიცხვებიკონცეფციაჭიაკოკონობათხის რქა (ასტროლოგია)ოქტავიანე ავგუსტუსისელჩუკთა სახელმწიფომეტაფორამაიმუნებითახვიმოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიევოლუციაქართული საბჭოთა ენციკლოპედიარუსული დამწერლობაჰოლოკოსტისვანური კოშკიოგანესონიაგენტისერვიტუტი (უფლება)ბზობაttyltავტომობილიგაპიროვნებასატურნიშინაური კატაკალციუმიდედამიწის დღენათურამორალიბიძინა ივანიშვილიფიოდორ დოსტოევსკითუთის აბრეშუმხვევიაკალიებიპერსონალური კომპიუტერიკუნილინგუსიბაგრატიონებისპილოსებრნისულეიმან Iგასტრიტიძველი თბილისივეშაპისნაირნიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიგიორგი მამარდაშვილიმილიმეტრიანბანიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაბიპოლარული აშლილობაანტონიმიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითჰიპერბოლა (ენა)ქართლის გაქრისტიანებაბაქტერიებიკანადაქვეწარმავლებიკატაუქმე დღეები საქართველოშიმოსკოვითბილისის ბოტანიკური ბაღიკილომეტრიირემიმონანიება (ფილმი)ათი მცნებაჰორმონებიეგრისის სამეფოფელაციასლოვაკეთიმცხეთის ჯვრის მონასტერიYandexთევზები🡆 More