მამუკა ლორია

მამუკა ლორია (დ.

1 მარტი, 1955, თბილისი — გ. 27 იანვარი, 2021) — ქართველი კინოსა და თეატრის მსახიობი. რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდოს „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატი.

მამუკა ლორია
დაბადების სახელი მამუკა ლორია
დაბადების თარიღი 1 მარტი, 1955 (1955-03-01) (69 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 27 იანვარი, 2021 (65 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1985-2021
მშობლები მამა: აბესალომ ლორია

ბიოგრაფია

1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1985 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო. რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები: ბანკის მოხელე (პ. ტრავერსი, „მერი პოპინსი“, რეჟისორი — ნ. ხატისკაცი), ჭიპი ჭიპურტანიძე (მ. ჯავახიშვილი „კვაჭი კვაჭანტირაძე“, რეჟისორი — ა. ვარსიმაშვილი), ლევანი (ი. სამსონაძე „ბედნიერი ბილეთი“, რეჟისორი — გ. ანთაძე), სტუმარი (ფ. გარსია ლორკა „სისხლიანი ქორწილი“, რეჟისორები — მ. სვირავა, ლ. წულაძე), პეტრე (მ. ჯავახიშვილი „მუსუსი“, რეჟისორი — გ. ჟორდანია), მეცამეტე (ა. ჩეხოვი „პალატა 16“, რეჟისორი — დ. ანდღულაძე), სოგრატი (დ. კლდიაშვილი „ირინეს ბედნიერება“, რეჟისორი — ა. ენუქიძე), ჯარისკაცი (შექსპირი „მაკბეტი“, რეჟისორი — რ. სტურუა), მოძღვარი (ხ. ლევინი „პირდაღებული“, რეჟისორი — დ. საყვარელიძე), მუნჯი (გრ. რობაქიძე „ლამარა“, რეჟისორი — რ. სტურუა), ჯეონკა (კ. გოცი „ქალი-გველი“, რეჟისორები — რ. სტურუა, დ. საყვარელიძე), შალვა (ბ. ბრეხტი „კავკასიური ცარცის წრე“, რეჟისორი — რ. სტურუა), ხელოსანი (დ. კლდიაშვილი „დარისპანის გასაჭირი“, რეჟისორები — რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი), სარკიანი მსახური (ო. ჭილაძე „წათეს წითელი წაღები“, რეჟისორი — გ. ლორთქიფანიძე), პოლიციელი (ა. ნოტომი „მტრის ნიღაბი“, რეჟისორი — რ. სტურუა), კინა-ლოკო (ა. სულაკაური „სალამურა“, რეჟისორები — რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია), მცველი (ო. უაილდი „ვარსკვლავბიჭუნა“, დამდგმელი რეჟისორი — რ. სტურუა, რეჟისორი — დ. მღებრიშვილი), მისანი (უილიამ შექსპირი „იულიუს კეისარი“, რეჟისორი — რობერტ სტურუა), მონაწილეა სპექტაკლისა „იაკობის სახარება“. გადაღებულია ფილმებში: „თოვლის ბაბუა“ (მ. ანთაძე, 1986, ნაცარქექია), „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (თ. ფალავანდიშვილი, 1990), „თვინიერი“ (ს. ვარსიმაშვილი, 1991), „მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად“ (მ. წურწუმია, 1992), „გარიგება“ (ზ. კოლელიშვილი, 1993), „დაბადების დღე“ (ვ. ვარაზი, 1994), „მორევი“ (რ. გიორგობიანი, 1996), „უნამუსო“ (გ. ხარებავა, 1977), „ძვირფასო მ.“ (ო. შამათავა, 2000), „ჯვართოსანი“ (ნ. გიუნაშვილი, 2008) და სხვ. რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისათვის „მაკბეტი“.

ფილმოგრაფია

  • 1986: „თოვლის ბაბუა“ (ნაცარქექია) რეჟ. მიხეილ ანთაძე
  • 1989: „ხსოვნა“ რეჟ. გივი ვეფხვაძე
  • 1990: „ოჰ, ეს საშინელი, საშინელი ტელევიზორი“ (სამსონი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
  • 1991: „ლოლიტა“ (ხამსა) რეჟ. რამაზ გიორგობიანი
  • 1992: „მეხუთე მოქმედება“ რეჟ. დავით ნაცვლიშვილი
  • 1992: „თვინიერი“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
  • 1992: „მხოლოდ სიკვდილი მოდის აუცილებლად“ რეჟ. მარინა წურწუმია
  • 1993: „გარიგება“ რეჟ. ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი
  • 1994: „დაბადების დღე“ რეჟ. ვახტანგ ვარაზი
  • 1996: „მორევი“ რეჟ. რამაზ გიორგობიანი
  • 1997: „უნამუსო“ რეჟ. გიორგი ხარებავა
  • 2000: „ძვირფასო მ.“ რეჟ. ოთარ შამათავა
  • 2008: „იდიოტოკრატია“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
  • 2009: „ყველაფერი კარგად იქნება“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
  • 2009: „ჯართოსანი“ (პროფესორი აკაკი გვალაძე) რეჟ. ნონა გიუნაშვილი
  • 2011:„მიდი ძმაო, მიდი!“ რეჟ. ავთანდილ ვარსიმაშვილი
  • 2011: „გარიგება 2 (გარიგება 20 წლის შემდეგ)“ (გოგია) რეჟ. ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი

ნათამაშები როლები

რუსთაველის თეატრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალზე მიღებული აქვს „ოქროს ნიღაბი“ სპექტაკლისათვის „მაკბეტი“

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

მამუკა ლორია ბიოგრაფიამამუკა ლორია ფილმოგრაფიამამუკა ლორია ნათამაშები როლებიმამუკა ლორია ჯილდოები, პრემიები და პრიზებიმამუკა ლორია რესურსები ინტერნეტშიმამუკა ლორია სქოლიომამუკა ლორია1 მარტი1955202127 იანვარითბილისიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კოლხეთის სამეფომზედანიამარტივი და შედგენილი რიცხვებიხვიჩა კვარაცხელიაბახტრიონის ბრძოლასაქართველოს ფრინველთა სიაერეკლე II-ის ოჯახითურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიკურდღელიუეფა-ს ევროპა ლიგაგრიგორიანული კალენდარიძირითადი საშუალების ცვეთასომხური სამოციქულო ეკლესიაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველო XIII საუკუნეშიმუნივეფხვისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატისვანური კოშკისაქართველოს წითელი ნუსხადუნაიქარილუარსაბ IIლუდვიგ ვან ბეთჰოვენიეპილეფსიარუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიგურამ დოჩანაშვილიგიორგი სააკაძეოთარ კაკაბაძეთეიმურაზ Iკილოგრამირაჭარკინაკლიმენტი წიტაიშვილიევროკავშირისოფლის მეურნეობაგამაფრთხილებელი შეფერილობაარწივიალექსანდრე მაკედონელის ომებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008ჯაზილადო გუდიაშვილიპენალტების სერიანაწლავებიქიმიური რეაქციაფემინიზმირონალდინიოკარლეს პუჩდემონიდავით კლდიაშვილითემურ ქეცბაიაბაში-აჩუკიკარტოფილიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაკვარცითინათინიირაკლი აზაროვიბაში-აჩუკი (ფილმი)ზმნატბაჰამბურგიქიოსემ სულთანირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ქართული ვაზის ჯიშებიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ტრეფიკინგიქართლის ცხოვრებაბაგრატ III (საქართველოს მეფე)ქართვლის დედასაბა საზონოვისაქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებიშვედეთისაათი (ერთეული)კანონიერი ქურდივენდეტა🡆 More