ვალტერ სანაია

ვალტერ სანაია (დ.

24 სექტემბერი, 1925, ოჩამჩირე, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ — გ. 29 ოქტომბერი, 1999, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1946).

ვალტერ სანაია
ვალტერ სანაია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვალტერ ბესარიონის ძე სანაია
დაბადების
თარიღი
24 სექტემბერი, 1925
დაბადების
ადგილი
ოჩამჩირე,
ოჩამჩირის რ-ნი,
აფხაზეთის სსრ,
ამიერკავკასიის სფსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
29 ოქტომბერი, 1999 (74 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი, რუსეთი
სიმაღლე 179 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1940 სტრელა ოჩამჩირე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1941–1943 დინამო ს. (0)
1944–1946 დინამო თბ. 24 (0)
1946–1953 დინამო მ. 62 (0)
1954 დინამო თბ. 9 (0)
1955–1956 ნეფტიანიკი 25 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

იცავდა სოხუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოს“, მოსკოვის „დინამოსა“ და ბაქოს „ნეფტიანიკის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი (1946) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1949), ვიცე-ჩემპიონი (1950), ბრინჯაოს პრიზიორი (1952) და საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების (1950) ფინალისტი მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში.

ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1945 წლის 13 მაისს, საკავშირო პირველობის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 30 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ვალტერ სანაია, გრიგოლ გაგუა, ბორის ფროლოვი, არჩილ კიკნაძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გრიგოლ ჭელიძე, გაიოზ ჯეჯელავა, გიორგი ანთაძე, ვიქტორ პანიუკოვი, ვიქტორ ბერეჟნოი და ავთანდილ ღოღობერიძე. დაპირისპირება ვიქტორ პანიუკოვის დუბლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა.

ვალტერ სანაია 74 წლის ასაკში, 1999 წლის 29 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე.

მიღწევები

საკლუბო

  • ვალტერ სანაია  ბრინჯაოს პრიზიორი: 1946
  • ვალტერ სანაია  ჩემპიონი: 1949
  • ვალტერ სანაია  ვიცე-ჩემპიონი: 1950
  • ვალტერ სანაია  ბრინჯაოს პრიზიორი: 1952
  • ვალტერ სანაია  ფინალისტი: 1950

ინდივიდუალური

    33 საუკეთესო
  • №2: 1950
  • №3: 1952

საინტერესო ფაქტები

2015 წლის 24 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო-არენა“ ვალტერ სანაიას 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ფეხბურთელის იუბილე დამსწრე საზოგადეობას მიულოცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ვალტერ სანაიას მეგობრებმა. ღონისძიება ოჩამჩირელების კავშირის „ერთობის“ ორგანიზებით გაიმართა.

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

კომენტარები

სქოლიო

Tags:

ვალტერ სანაია ბიოგრაფიავალტერ სანაია მიღწევებივალტერ სანაია საინტერესო ფაქტებივალტერ სანაია ბიბლიოგრაფიავალტერ სანაია რესურსები ინტერნეტშივალტერ სანაია კომენტარებივალტერ სანაია სქოლიოვალტერ სანაია1925199924 სექტემბერი29 ოქტომბერიამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკააფხაზეთის სსრმეკარე (ფეხბურთი)მოსკოვიოჩამჩირერუსეთისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიფეხბურთელიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ათენინიკეის პირველი საეკლესიო კრებასაქართველოს სახელმწიფო დროშაავსტრალიაიუდაიზმიძველი საბერძნეთი29 აპრილივარძიაპანკრეასივერძი (ასტროლოგია)გასტრიტიფარსმან II ქველინარკომანიაქუთაისიინდოეთიალეგორია26 აპრილიზმნიზედავატიკანილეონარდო და ვინჩიპარალელოგრამიკონვექციასვანური ენამონღოლთა ბატონობა საქართველოშიეგვიპტის პირამიდებიბასიანის ბრძოლაბალდუინ IV იერუსალიმელიმტკვარიკონსტანტინოპოლიბერძნული ხელოვნებამონა ლიზატერენტი გრანელინიკოლოზ ბარათაშვილიელენე ახვლედიანინაციონალ-სოციალიზმინოე ჟორდანიასავანამდგრადი განვითარებაქართლის ცხოვრებააფხაზეთიმორალიადოლფ ჰიტლერილომი (ასტროლოგია)მარტივი და შედგენილი რიცხვებიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაყაზახეთიმუნიბიძინა ჩოლოყაშვილიჰიდროცეფალიაგლობალური დათბობაზენონი (იარაჯული)ამერიგო ვესპუჩიმელასაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაამინომჟავებიივანე მაჩაბელითევზები (ასტროლოგია)შინაური კატაშვეიცარიაპოლიტიკური გეოგრაფიავახტანგ VIბაგრატიონებიაპენდიციტიმიგრაციაქრისტეფორე კოლუმბიელექტრული დენიმარილებისაჰარახეოფსის პირამიდადავითიანი (ნაწარმოები)სტუმარ-მასპინძელივეფხვიასომთავრულიდავით კაკაბაძეთერგდალეულებიგურია🡆 More