შოთა იამანიძე

შოთა იამანიძე (დ.

15 მარტი, 1937, თბილისი — გ. 15 ოქტომბერი, 1971, იქვე) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. იცავდა თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969), ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერი.

შოთა იამანიძე
შოთა იამანიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
შოთა დავითის ძე იამანიძე
დაბადების
თარიღი
15 მარტი, 1937
დაბადების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
15 ოქტომბერი, 1971 (34 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1954—1967 დინამო თბ. 300 (65)
ეროვნული ნაკრები
1959 სსრკ (ოლიმპ.) 1 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩის“ მონაწილე და გუნდის კაპიტანი.

სამჯერ შევიდა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში. იყო თბილისის „დინამოს“ 1960-იანი წლების პირველი ნახევრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. გამოირჩეოდა კარგი დრიბლინგით, ტექნიკით, ორგანიზატორული თვისებებით.

სსრ კავშირის ოლიმპიურ ნაკრებში ჩაატარა ერთი მატჩი.

დაიღუპა ავტოკატასტროფაში.

მიღწევები

საკლუბო

  • ჩემპიონი: 1964
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1959, 1962, 1967

სანაკრებო

    შოთა იამანიძე  საქართველოს სსრ ნაკრები
    სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1956

ინდივიდუალური

    33 საუკეთესო
  • №1: 1964
  • №3: 1961, 1962

საინტერესო ფაქტები

შოთა იამანიძე იყო პირველი კაპიტანი თბილისის „დინამოს“ ისტორიაში, რომელმაც ფეხბურთში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის თასი აღმართა.

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე შოთა იამანიძე 550 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.

1986, 1997 და 2008 წლებში ჟურნალისტმა დემიკო ლოლაძემ შოთა იამანიძისადმი მიძღვნილი წიგნები გამოსცა.

თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარე ერთ-ერთი ქუჩა შოთა იამანიძის სახელობისაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ოფისი 1990–2000 წლებში ამ ქუჩაზე, № 5 შენობაში იყო განთავსებული.

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

შოთა იამანიძე მიღწევებიშოთა იამანიძე საინტერესო ფაქტებიშოთა იამანიძე ლიტერატურაშოთა იამანიძე ბიბლიოგრაფიაშოთა იამანიძე პერიოდიკაშოთა იამანიძე რესურსები ინტერნეტშიშოთა იამანიძე სქოლიოშოთა იამანიძე15 მარტი15 ოქტომბერი19371971დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ვახტანგ გორგასლის ორდენითბილისინახევარმცველი (ფეხბურთი)საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიფეხბურთელიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შხარათავისუფლება (ფილოსოფია)ლევან საგინაშვილინეპოტიზმიქრისტეფორე კოლუმბიბარდა სკლიაროსიმცხეთის ჯვრის მონასტერიფრინველებიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითბრესტ-ლიტოვსკის ზავიკალციუმიეგვიპტეევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითშუშანიკის წამებაავსტრალიაბუღა თურქის შემოსევამინერალების სიაანგარიშთა გეგმაევროპის პარლამენტიკარლეს პუჩდემონისპილოსებრნისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაკომპიუტერივულკანიჰექტარითურქეთიუფლისციხეერთეულთა საერთაშორისო სისტემაანდებიქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებითორნიკე ერისთავიგიორგი გახარიააბსცისაკვიპროსიფერნანდო მაგელანიზოდიაქოკოლოსეუმიევერესტითვითმფრინავის ბიჭების საქმესაქართველოს სახელმწიფო დროშაზუგდიდილომი (ასტროლოგია)ენგურის ჰიდროელექტროსადგურიბუნების დაცვარაჭათითაობა1832 წლის შეთქმულებასამკურნალო მცენარეებიგაერთიანებული სამეფოორგაზმიასომთავრულისაქართველოს სატელეფონო კოდებივენასაქართველოს თავდაცვის ძალებიიმერეთიოქტავიანე ავგუსტუსიამფიბიებიმეტაფორააბრეშუმის დიდი გზალიხტენშტაინისამკუთხედიენცეფალოპათიაღამურაენერგიამეიოზიტყესოციალიზმი69 (სექსუალური პოზა)სქესობრივი აქტიჩემი ცოლის დაქალებითევზებისერვიტუტი (უფლება)მსოფლიოს მოსახლეობასისხლიარჩვიჩრდილოეთი კორეალარიჭიანჭველასებრნი🡆 More