მურთაზ ხურცილავა

მურთაზ ხურცილავა (დ.

5 იანვარი, 1943, ბანძა, გეგეჭკორის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე.

მურთაზ ხურცილავა
მურთაზ ხურცილავა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მურთაზ კალისტრატეს ძე ხურცილავა
დაბადების
თარიღი
5 იანვარი, 1943 (1943-01-05) (81 წლის)
დაბადების
ადგილი
ბანძა, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1961–1975 დინამო თბ. 293 (15)
1975–1976 ტორპედო ქ. 47 (4)
ეროვნული ნაკრები
1965–1973 სსრ კავშირი 69 (6)
სამწვრთნელო კარიერა
ლოკომოტივი სამტრედია
1977 დინამო ზუგდიდი
1982 გურია ლანჩხუთი
1987–1989 დინამო თბილისი (თანაშემწე)
1997–1999 დინამო თბილისი
1999 ლოკომოტივი თბილისი
1999–2001 საქართველო 21 წლ.
2001–2003 საქართველო (თანაშემწე)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ბიოგრაფია

იცავდა თბილისის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრების ღირსებას. 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. 1966 წლის ინგლისისა და 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1969). ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და ღირსების ორდენის კავალერი.

ათჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ხუთჯერ პირველ ნომრად.

2013 წელს მიიღო სპორტის რაინდის წოდება. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ქართველ ფეხბურთელად.

1997 წლის 25 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით საქართველოში ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდის საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისათვის მურთაზ ხურცილავა ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

სანაკრებო კარიერა

1965–1973 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 69 შეხვედრას ატარებს და 6 ბურთი გააქვს.

საბჭოთა კავშირი
წელი მატჩი გოლი
1965 5 0
1966 6 0
1967 14 2
1968 6 3
1969 3 0
1970 8 0
1971 4 0
1972 17 1
1973 6 0
ჯამში 69 6

მსოფლიო ჩემპიონატებზე

მურთაზ ხურცილავამ მსოფლიო ჩემპიონატების 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1966 მურთაზ ხურცილავა  ინგლისი მურთაზ ხურცილავა  7 ნახევარმცველი 3 0 2 0 1
მეოთხე ადგილი
1970 მურთაზ ხურცილავა  მექსიკა მურთაზ ხურცილავა  8 მცველი 3 0 2 0 1 მეოთხედფინალი

საინტერესო ფაქტები

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე მურთაზ ხურცილავა 717 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად მურთაზ ხურცილავა საქართველოს XX საუკუნის მეხუთე საუკეთესო ფეხბურთელად და სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.

2003 წლის ნოემბერში, მურთაზ ხურცილავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს „ოქროს ფეხბურთელად“, როგორც უკანასკნელი 50 წლის მანძილზე ქვეყნის ყველაზე გამოჩენილი ფეხბურთელი.

მიღწევები

მურთაზ ხურცილავა 
ეროვნულ ნაკრებში

საკლუბო

  • ფინალისტი: 1970

სანაკრებო

  • მეოთხე ადგილი: 1966
  • ვიცე-ჩემპიონი: 1972

ინდივიდუალური

    33 საუკეთესო
  • №1: 1968, 1969, 1971, 1972, 1973
  • №2: 1965, 1966
  • №3: 1963, 1967, 1970

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
AFS · Eu-Football.info · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Peoples.ru · Rusteam.Permian.ru · Transfermarkt · WorldFootball.net · КЛИСФ
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი · დიდი რუსული ენციკლოპედია
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი
მედია
1tv.ge · „ლელო“ · Sportall.ge · Sport-Express

კომენტარები

სქოლიო

Tags:

მურთაზ ხურცილავა ბიოგრაფიამურთაზ ხურცილავა საინტერესო ფაქტებიმურთაზ ხურცილავა მიღწევებიმურთაზ ხურცილავა ლიტერატურამურთაზ ხურცილავა ბიბლიოგრაფიამურთაზ ხურცილავა რესურსები ინტერნეტშიმურთაზ ხურცილავა კომენტარებიმურთაზ ხურცილავა სქოლიომურთაზ ხურცილავა19435 იანვარიბანძამარტვილის მუნიციპალიტეტიმცველი (ფეხბურთი)საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაფეხბურთელიფეხბურთიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს სახელმწიფო გერბიაჭარათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიფოლკლორისაქართველო IV საუკუნეშიზაფხულისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიკაპიტალიზმიბუღა თურქის შემოსევაჰოლოკოსტიწელიწადის დროებიტუბერკულოზიბუდაპეშტიოლიმპიური თამაშებისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაათენიინსულტიჰექტარიბახტრიონის ბრძოლანაპოლეონის ომებითეიმურაზ Iმართლმადიდებლობაქუთაისისუნთქვაკლიმატიმსოფლიოს შვიდი საოცრებაცოტნე დადიანიარასამთავრობო ორგანიზაციაებრაელებიკლიმატის ცვლილებაპლურალიზმიინგლისიპარალელოგრამიგასტრიტიყირიმის ომისასანიანთა იმპერიაშვედეთიგიორგი ანწუხელიძემოლოტოვ-რიბენტროპის პაქტიცენტნერიალბერტ აინშტაინისაქართველოს ისტორიანაციონალიზმიბარსელონატოლგვერდა სამკუთხედისავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისევროპის საბჭოთრომბოციტებიკომუნიზმიხმოვანიფსიქოლოგიაასტიგმატიზმიტელეფონების ნომრები საქართველოშიჭიამაიასებრნიჯუზეპე ვერდიმარკ ტვენიინდუსტრიული რევოლუციამსოფლიო მიზიდულობის კანონიკონცეფცია29 აპრილიგიორგი XIIუდაბნოოშკიპუნიკური ომებიფიოდორ დოსტოევსკიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)გელათის მონასტერილონდონიჯიქიალკანიტროპიკული სარტყლებიბერძნული მითოლოგიაფუტკრებიქალწული (ასტროლოგია)მოსკოვიშარკა ბლუმსოფლიოს ქვეყნები მოსახლეობის მიხედვით (2006-2012)გრიგოლ ორბელიანი🡆 More