ნოდარ ხიზანიშვილი

ნოდარ ხიზანიშვილი (დ.

31 იანვარი, 1953, ბათუმი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა ბათუმის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). ღირსების ორდენის კავალერი.

ნოდარ ხიზანიშვილი
ნოდარ ხიზანიშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ნოდარ გიორგის ძე ხიზანიშვილი
დაბადების
თარიღი
31 იანვარი, 1953 (1953-01-31) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
ბათუმი, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1972–1973 დინამო ბათუმი
1973–1982 დინამო თბილისი 159 (0)
1983 ტორპედო ქუთაისი 6 (0)
ეროვნული ნაკრები
1982 საბჭოთა კავშირი 1 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1993 სამტრედია
1995–1996 სიონი ბოლნისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა

საკლუბო

ფეხბურთის თამაში 1969 წელს ბათუმში, მწვრთნელ რ. ბასილაიას ხელმძღვანელობით დაიწყო. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“. 1973 წელს თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა, რომლის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 1973 წლის 19 სექტემბერს. ამ დღეს უეფა-ს თასის გათამაშების ფარგლებში თბილისის „დინამომ“ სოფიის „სლავიას“ უმასპინძლა. შეხვედრა თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა და მას 20 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: გოგია, ებრალიძე, ჭელიძე, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, გავაშელი, მ. მაჩაიძე, ასათიანი, გუცაევი, გივი ნოდია და ლევან ნოდია. ნოდარ ხიზანიშვილი მატჩის მეორე ტაიმის 75-ე წუთზე, ვახტანგ ჭელიძის ნაცვლად ჩაერთო თამაშში. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 4–1 დამთავრდა.

რაც შეეხება საკავშირო ჩემპიონატების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ამ ტურნირზე პირველად 1975 წლის 7 ივნისს, საკავშირო ჩემპიონატის მე-10 ტურის კალენდარულ მატჩში, ოდესის „ჩერნომორეცის“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გაიმართა და მას 30 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: გოგია, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ებრალიძე, მ. მაჩაიძე, ქორიძე, მუჯირი, გავაშელი, ყიფიანი, ხიზანიშვილი და დარასელია. დაპირისპირება ყიფიანის მიერ შეხვედრის 88-ე წუთზე პენალტით გატანილი გოლის წყალობით მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 1–0 დამთავრდა.

თბილისის „დინამოს“ მაისურით ბოლოჯერ 1982 წლის 24 ოქტომბერს, საკავშირო ჩემპიონატის 32-ე ტურის კალენდარულ მატჩში, მოსკოვის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა მოსკოვის ცსკა-ს სამძლეოსნო-საფეხბურთო კომპლექსის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და მას 5 ათასამდე ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: გაბელია, პაიკიძე, ჩივაძე, ხიზანიშვილი, მუჯირი, ანდღულაძე, სვანაძე, სულაქველიძე, კაკილაშვილი, ცაავა და შენგელია. შეხვედრა სპარტაკელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 4–1 დამთავრდა.

რაც შეეხება ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ბოლოჯერ 1982 წლის 29 სექტემბერს, უეფა-ს თასის გათამაშების 1/32 ფინალის განმეორებით მატჩში „ნაპოლის“ წინააღმდეგ დაიცვა თბილისელთა ღირსება. შეხვედრა „სან-პაოლოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 90 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: გაბელია, პაიკიძე, ჩივაძე, ხიზანიშვილი, მუჯირი, დარასელია, სვანაძე, სულაქველიძე, კაკილაშვილი, ცაავა და შენგელია. შეხვედრა პაოლო დალ ფიუმეს გატანილი გოლის წყალობით ნეაპოლელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 1–0 დამთავრდა.

ნოდარ ხიზანიშვილმა თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 159 მატჩი, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების 18 მატჩი ჩაატარა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 22 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 19 შეხვედრა — ევროპის თასების მფლობელთა თასის, ხოლო 3 — უეფა-ს თასის გათამაშებაში.

საკლუბო კარიერა 1983 წელს ქუთაისის „ტორპედოში“ დაასრულა, რომლის შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების ექვს, ხოლო საკავშირო თასის გათამაშების ფარგლებში გამართულ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სანაკრებო

ერთხელ ითამაშა საბჭოთა კავშირის ეროვნულ ნაკრებში, 1982 წლის 14 აპრილს, ბუენოს-აირესის „ესტადიო მონუმენტალზე“ გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში არგენტინის წინააღმდეგ.

მიღწევები

ნოდარ ხიზანიშვილი 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981
  • ნოდარ ხიზანიშვილი  ჩემპიონი: 1978
  • ნოდარ ხიზანიშვილი  ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • ნოდარ ხიზანიშვილი  ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ.), 1976 (შ.), 1981
  • ნოდარ ხიზანიშვილი  თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ნოდარ ხიზანიშვილი  ფინალისტი: 1980
  • ნოდარ ხიზანიშვილი  თასის მფლობელი: 1981

ინდივიდუალური

    33 საუკეთესო
  • №3: 1981, 1982

საინტერესო ფაქტები

ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ნოდარ ხიზანიშვილს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

მისი შვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, თბილისის „დინამოს“ და საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას იცავდა, ასევე თამაშობდა შოტლანდიის პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბ „გლაზგო რეინჯერსში“, ინგლისის პრემიერლიგის „ბლექბერნ როვერსში“ და სხვა კლუბებში.

ლიტერატურა

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
FootballFacts.ru · National Football Teams.com · RusTeam.permian.ru დაარქივებული 2012-09-16 საიტზე Wayback Machine. · КЛИСФ
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი

კომენტარები

სქოლიო

Tags:

ნოდარ ხიზანიშვილი კარიერანოდარ ხიზანიშვილი მიღწევებინოდარ ხიზანიშვილი საინტერესო ფაქტებინოდარ ხიზანიშვილი ლიტერატურანოდარ ხიზანიშვილი პერიოდიკანოდარ ხიზანიშვილი რესურსები ინტერნეტშინოდარ ხიზანიშვილი კომენტარებინოდარ ხიზანიშვილი სქოლიონოდარ ხიზანიშვილი195331 იანვარიბათუმიდინამო ბათუმი (საფეხბურთო კლუბი)დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)მცველი (ფეხბურთი)საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)ფეხბურთელიფეხბურთიქართველებიღირსების ორდენი (საქართველო)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

გრიგოლ რობაქიძელომილიტრიდანიასამკურნალო მცენარეებილობოტომიანიკეის პირველი საეკლესიო კრებანიუტონის კანონებიხეოფსის პირამიდადავით VII ულუგასტრიტიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითენგურის ჰიდროელექტროსადგურიფაშიზმიშინაური ძაღლისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიეგრისის სამეფოგიორგი III (საქართველოს მეფე)YandexმორალიC ჰეპატიტიოტო ფონ ბისმარკირომიძველი საბერძნეთიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდავეშაპისნაირნიფშავიბრუნებამთანოე ჟორდანიარომანტიზმირელიგია საქართველოშივეფხვიდედამიწის დღემასტურბაციარენესანსივახტანგ I გორგასალიენდომეტრიოზითამარ მეფეანდებიკაპიტალიზმიკვადრატული მეტრიბაში-აჩუკიმადაგასკარიჭიაკოკონობაჰარი პოტერიინდოეთისასანიანთა იმპერიაკლიმატის ცვლილებაანდრია მოციქულისულეიმან Iეკონომიკაბუდაპეშტიტაო-კლარჯეთიცხრა ძმა ხერხეულიძეFacebookფარნავაზ Iვენის კონგრესიარაგვიშამქორის ბრძოლა (1195)ნილოსისაქართველოს ისტორიათვითმფრინავის ბიჭების საქმეზმნიზედაადიშის ოთხთავიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიმტირალას ეროვნული პარკიქიმიური რეაქციასაქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიასკოლაწყალდიდობაკორდილიერებიცოტნე დადიანისაქართველოს სახელმწიფო დროშამონოგამიაესპანეთიქართლის ცხოვრებაფრიდერიკ შოპენიფელაცია🡆 More