რევაზ ძოძუაშვილი

რევაზ ძოძუაშვილი (დ.

15 აპრილი, 1945, ქუთაისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. 1972 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი, 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1972).

რევაზ ძოძუაშვილი
რევაზ ძოძუაშვილი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რევაზ მიხეილის ძე ძოძუაშვილი
დაბადების
თარიღი
15 აპრილი, 1945 (1945-04-15) (78 წლის)
დაბადების
ადგილი
ქუთაისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 175 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
ახალგაზრდული კარიერა
1962–1963 იმერეთი ქუთაისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1964–1965 დინამო სოხუმი 50 (20)
1966–1967 ტორპედო ქუთაისი 67 (1)
1968–1976 დინამო თბილისი 234 (4)
ეროვნული ნაკრები
1969–1974 საბჭოთა კავშირი 49 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1976 ასკ თბილისი
1977 ლოკომოტივი სამტრედია
1978 ტორპედო ქუთაისი
1979 კოლხეთი ფოთი
1988–1989 ტორპედო ქუთაისი
1991–1993 დინამო თბილისი
1993–1995 მეტალურგი რუსთავი
1995 ტემპი შეპეტივკა
1998–1999 ლატვია
1999–2000 ლოკომოტივი თბილისი
2000–2001 საქართველო
2001–2002 ტორპედო ქუთაისი
2002 ურალანი ელისტა
2003 ალანია ვლადიკავკაზი
2005 დინამო მაჰაჩყალა
2007 ოლიმპი რუსთავი
2008–2009 შახტიორი ყარაღანდა
2010 თურანი თოვუზი
2014 ტორპედო ქუთაისი
2017 დინამო სოხუმი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

შვიდჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. აქედან ოთხჯერ აღიარებული იყო სსრ კავშირის წლის საუკეთესო მარჯვენა მცველად.

კარიერა

საკლუბო კარიერა

ფეხბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო, მწვრთნელების — გიორგი ბზიკაძის, უშანგი სალდაძის, ბუხუტი ჩირაძის და კარლო ხურციძის ხელმძღვანელობით. 16 წლის ასაკში ქუთაისის „რიონში“ იწყებს თამაშს. შემდეგ, მწვრთნელ ჯუმბერ რუსაძის მიწვევით „იმერეთში“ გადადის, სადაც თავიდან ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს. 1962 წელს მიხეილ იაკუშინის ინიციატივით თბილისის „დინამოს“ სათადარიგო შემადგენლობაში იწვევენ, თუმცა მომდევნო წელს ანდრო ჟორდანიას თხოვნით ისევ ქუთაისში ბრუნდება. 1966–1967 წლების სეზონს ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში თამაშობს, სადაც უმაღლესი ლიგის 67 მატჩში გამოდის მოედანზე. 1968 წლიდან თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაშია. კლუბში ცხრა სეზონის განმავლობაში ასპარეზობს და უმაღლესი ლიგის 234 შეხვედრას ატარებს (4 გოლი).

1973 წელს თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. „კარაველას თასის“ — ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, სადაც ტურნირის ფინალში თბილისის „დინამოელები“ ლისაბონის „ბენფიკას“ ანგარიშით 3–1 ამარცხებენ.

სანაკრებო კარიერა

1969–1974 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 49 შეხვედრას ატარებს. პირველად საბჭოთა კავშირის ნაკრების რიგებში 1969 წლის 20 თებერვალს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოდის.

სტატისტიკა

საბჭოთა კავშირი
წელი მატჩი გოლი
1969 6 0
1970 8 0
1971 8 0
1972 16 0
1973 9 0
1974 2 0
ჯამში 49 0

მსოფლიო ჩემპიონატზე

რევაზ ძოძუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1970 რევაზ ძოძუაშვილი  მექსიკა რევაზ ძოძუაშვილი  4 მცველი 3 0 2 0 1 მეოთხედფინალი

სამწვრთნელო კარიერა

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა კლუბებსა და ნაკრებ გუნდებში, მათ შორის იყო ლატვიისა (1998–1999) და საქართველოს (2000–2001) ეროვნულ ნაკრებთა მთავარი მწვრთნელი. 2014 წლის იანვრიდან ქუთაისის „ტორპედო“ ჩაიბარა, სადაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ესპანელი ჟერარდ სარაგოსა შეცვალა. იმავე წლის დეკემბერში, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა.

საინტერესო ფაქტები

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად რევაზ ძოძუაშვილი, როგორც მოთამაშე, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად, ხოლო როგორც მწვრთნელი, საქართველოს XX საუკუნის მეხუთე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

მიღწევები

საკლუბო

  • ფინალისტი: 1970
  • კარაველას თასი: 1973

სანაკრებო

  • ვიცე-ჩემპიონი: 1972
    ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1972

ინდივიდუალური

    33 საუკეთესო
  • №1: 1969, 1971, 1972, 1973
  • №2: 1968, 1970
  • №3: 1974
  • საქართველოს წლის საუკეთესო მწვრთნელი: 1994

სამწვრთნელო

ლიტერატურა

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

რევაზ ძოძუაშვილი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

რევაზ ძოძუაშვილი კარიერარევაზ ძოძუაშვილი საინტერესო ფაქტებირევაზ ძოძუაშვილი მიღწევებირევაზ ძოძუაშვილი ლიტერატურარევაზ ძოძუაშვილი პერიოდიკარევაზ ძოძუაშვილი რესურსები ინტერნეტშირევაზ ძოძუაშვილი სქოლიორევაზ ძოძუაშვილი15 აპრილი1945დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1972მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1970მცველი (ფეხბურთი)საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს სსრტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)ფეხბურთელიქართველებიქუთაისი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ზევსიყაზახეთითბილისური ეზოწითელასაქართველო V საუკუნეშიპოსტიმპრესიონიზმიჭადრაკიკომუნიზმიქართლიდამატებითი დროეკონომიკასულგუნიკვადრატული მეტრიარგონავტებიიუდაიზმიგარემოს დაცვაკურდღელითევზები (ასტროლოგია)ადამიანიქართული ღვინოოსმალეთის იმპერიის ისტორიასარკაზმიხმელთაშუა ზღვამეორე მსოფლიო ომიაშშ-ის პრეზიდენტების სიაემპათიაბაიკალიქართლის გაქრისტიანებააღა-მაჰმად-ხანიისლამური სახელმწიფომთაწმინდაფილოსოფიაჯრუჭის I ოთხთავიფეხბურთის წესებიტყეაიეტი (მითოლოგია)ძველი საბერძნეთისასანიანთა იმპერიამონღოლებიქართლის სამეფონონა გაფრინდაშვილიეპითეტიეროზიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიგამაფრთხილებელი შეფერილობასულეიმან Iმარტივი რიცხვირენესანსითამბაქოისლამისაბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიუზიკლიგურამ კაშიასაქართველოს დემოგრაფიაუდაბნობასიანის ბრძოლაჩინგიზ-ყაენიბიოლოგიური სისტემატიკაკვადრატირაჭანორვეგიადიოკლეტიანეშარკა ბლუსაქართველოს კონსტიტუციაარაგვისაქართველოს პირველი არხიფშავიზაქარია ფალიაშვილიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაარწივიფოტოსინთეზივულკანივახტანგ I გორგასალიგნეუს პომპეუს მაგნუსითბილისის კურორტების ჯგუფიცადამაყვანაგამზრდელი (პოემა)🡆 More