ვახტანგ ქორიძე

ვახტანგ ქორიძე (დ.

ვახტანგ ქორიძე სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქორიძე.

24 დეკემბერი, 1949, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, ნახევარმცველი. სხვადასხვა დროს იცავდა ბათუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979) და ფინალისტი (1980) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1975), ღირსების ორდენის კავალერი.

ვახტანგ ქორიძე
ვახტანგ ქორიძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ვახტანგ იონას ძე ქორიძე
დაბადების
თარიღი
24 დეკემბერი, 1949 (1949-12-24) (74 წლის)
დაბადების
ადგილი
ბათუმი,
საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1967–1969 დინამო ბათუმი 104 (6)
1969–1970 დინამო თბილისი 2 (0)
1971–1974 დინამო ბათუმი
1975–1980 დინამო თბილისი 144 (22)
1981 გურია ლანჩხუთი 26 (3)
ეროვნული ნაკრები
1979 საბჭოთა კავშირი 4 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა

საკლუბო კარიერა

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1963 წელს ბათუმში მწვრთნელ ლ. ვერულიძესთან. შვიდი სეზონის განმავლობაში თამაშობდა ბათუმის „დინამოში“. 1969 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 25 ნოემბერს.

შემდეგ ისევ ბათუმის „დინამოშია“. 1975 წლიდან კი კვლავ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს, სადაც 1980 წლამდე თამაშობს. საფეხბურთო კარიერას 1981 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ ასრულებს.

ვახტანგ ქორიძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატის 146 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა. ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში კი „დინამოს“ ღირსება 16 შეხვედრაში დაიცვა, აქედან სამი — თასების მფლობელთა თასის, ათი — უეფა-ს თასის და სამიც — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

სანაკრებო კარიერა

მისი დებიუტი საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 1979 წლის 28 მარტს, ამხანაგურ მატჩში ბულგარეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან ასევე ითამაშა 1980 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში უნგრეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ და გაიტანა გოლი ამხანაგურ შეხვედრაში ჩეხოსლოვაკიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ.

მიღწევები

საკლუბო

  • ვახტანგ ქორიძე  ჩემპიონი: 1978
  • ვახტანგ ქორიძე  ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • ვახტანგ ქორიძე  ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ.), 1976 (შ.)
  • ვახტანგ ქორიძე  თასის მფლობელი: 1976, 1979
  • ვახტანგ ქორიძე  ფინალისტი: 1980

სანაკრებო

    ვახტანგ ქორიძე  საქართველოს სსრ ნაკრები
    სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვახტანგ ქორიძე  ვიცე-ჩემპიონი: 1979

საინტერესო ფაქტები

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს" სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ვახტანგ ქორიძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

2015 წლის 15 ოქტომბერს ვახტანგ ქორიძე საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ვახტანგ ქორიძე კარიერავახტანგ ქორიძე მიღწევებივახტანგ ქორიძე საინტერესო ფაქტებივახტანგ ქორიძე ბიბლიოგრაფიავახტანგ ქორიძე პერიოდიკავახტანგ ქორიძე რესურსები ინტერნეტშივახტანგ ქორიძე სქოლიოვახტანგ ქორიძე194924 დეკემბერიბათუმიგურია ლანჩხუთი (საფეხბურთო კლუბი)დინამო ბათუმი (საფეხბურთო კლუბი)დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ნახევარმცველი (ფეხბურთი)საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაფეხბურთელიქართველებიღირსების ორდენი (საქართველო)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ამფიბიებიჯაბა იოსელიანიძალაჭიამაიასებრნიმეორე მსოფლიო ომივიტამინებიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაცხენისწყალიალექსანდრე ყაზბეგიზაქარია ფალიაშვილიჯუზეპე ვერდისაქართველოს სახელმწიფო დროშაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიირემინაციონალ-სოციალიზმიტოლგვერდა სამკუთხედითეთრი დათვირაბათის ციხეიმპრესიონიზმიძველი საბერძნეთირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიაბას I (ირანი)აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაკილომეტრიწრეწირიკონსტანტინოპოლის დაცემამღრღნელებიკულტურასაქართველო XVIII საუკუნეშილუი XIVაბსცისარელიგია საქართველოშიპარალელოგრამინიკიტა ხრუშჩოვიქართული ხალხური ცეკვებიივანე ჯავახიშვილიდავით გურამიშვილიპოლიმერები9 აპრილის ტრაგედიამინერალების სიაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიქრისტიანობაიესო ქრისტეწელიწადის დროებიჭიანჭველასებრნინათურაავსტრალიაძველი ეგვიპტესაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიებრაელებიკამეჩებიგოდერძის ნამარხი ტყეშენგენის ზონამარო მაყაშვილიქართლის სამეფოსქესობრივი აქტიბალბაარაპენეტრაციული სექსიმიხეილ ლომონოსოვინეპოტიზმიკალიებითავისუფლების მოედანი (თბილისი)სალამურილადო გუდიაშვილივაჟა-ფშაველახეოფსის პირამიდატუბერკულოზიმეტაფორაღამურასაფრანგეთისერგო ორჯონიკიძეიოსებ სტალინინიკოლოზ ბარათაშვილიკვადრატული მეტრიგიორგი ყარყარაშვილიტურიზმითურქეთი🡆 More