დავით ხახალეიშვილი: ქართველი ძიუდოისტი

დავით ხახალეიშვილი (დ.

28 თებერვალი, 1971, ქუთაისი — გ. 11 იანვარი, 2021) — ქართველი ძიუდოისტი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1992). ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.

დავით ხახალეიშვილი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1971
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 11 იანვარი, 2021 (49 წლის)
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძიუდო
ჯილდოები ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი საქართველოს ღირსების ორდენი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი
მედლები
ძიუდო
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ბარსელონა 1992 +95 კგ.
მსოფლიო ჩემპიონატი
ვერცხლი ბარსელონა 1991 აბსოლუტური
ვერცხლი ჰამილტონი 1993 +95 კგ.
ბრინჯაო ჰამილტონი 1993 აბსოლუტური
ბრინჯაო ტიბა 1995 +95 კგ.
ევროპის ჩემპიონატი
ბრინჯაო ფრანკფურტი 1990 აბსოლუტური
ოქრო ათენი 1993 +95 კგ.
ოქრო ათენი 1993 აბსოლუტური
ოქრო ჰააგა 1996 +95 კგ.

ბიოგრაფია

დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. ასევე მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი. ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991), საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის ჩემპიონი (1992) ძიუდოში. მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებშიც, თუმცა აწონაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოიხსნა.

1995, 1996 და 2003 წლებში სამჯერ იასპარეზა იაპონიაში, შერეული ორთაბრძოლების ტურნირში. ჰერმან რენტინგთან დებიუტი გამარჯვებით დაასრულა, თუმცა მომდევნო ორი დაპირისპირება იოშიჰისა იამამოტოსთან და იოშიჰირო ნაკაოსთან წააგო.

1996 წელს ატლანტის ოლიმპიადის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ აწონვაზე დაიგვიანა და ტურნირიდან მოხსნეს. 2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი „დავით ხახალეიშვილი“. ძიუდოისტია მისი ვაჟი როსტომიც, რომელმაც ასაკობრივ საერთაშორისო ტურნირებზე რამდენიმე მედალი მოიპოვა.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

11 იანვარი1971202128 თებერვალისაბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატიქართველებიქუთაისიძიუდო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თუშეთიასურელი მამებიაია-სოფიას ტაძარისაქართველო IX-X საუკუნეებშილობიოუნგრეთიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაქართველი მწერლების სიასახელმწიფო საზღვარიალპური დანაოჭებადასავლეთ რომის იმპერიის დაცემა69 (სექსუალური პოზა)ბორის აკუნინიგურიაანანურის ციხეგურიის მხარეგავრილოვის ღამესათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიმტირალას ეროვნული პარკი18 აპრილიქართული ხალხური ცეკვებიალექსანდრე დუგინიმთავარი გვერდიიეთიმ გურჯიირანირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ანტანტამეწყერიტროპიკული სარტყლებიპოლიტიკური პარტიები საქართველოშინაპოლეონ ბონაპარტიგიორგი აბაშიძე (პოლიტიკოსი)რელიგიადელფინებიკუებიანა დოლიძევოლფგანგ ამადეუს მოცარტიწყნარი ოკეანეევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითვეტოკევინ დე ბრეინეიულიუს კეისარიათონის ივერთა მონასტერითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიწითელი წიგნიემი უაინჰაუსიპირველი მსოფლიო ომითამარ მეფედედა ენაბერძნული კოლონიზაციასერგო ორჯონიკიძეკანადაარაბთა სახალიფოლუვრიადიშის ოთხთავიგონიოს ციხეყივანახველაბიზანტია-საქართველოს ურთიერთობებიგიორგი ანწუხელიძექართლის გაქრისტიანებარესპუბლიკაშალვა პაპუაშვილიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითაფხაზეთის ომი (1992-1993)მსოფლიოს უდიდესი ქალაქებიცენტრალური პროცესორიმონა ლიზაბრაზილიახელოვნებადედამიწის ისტორიაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშილომი (ასტროლოგია)ფსორიაზილუქსემბურგიკურდღელიდაირაჯიხვი🡆 More