ოთარ გაბელია: ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი

ოთარ გაბელია (დ.

24 მარტი, 1953, ზუგდიდი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ — ფეხბურთის მწვრთნელი. სხვადასხვა დროს იცავდა ზუგდიდის „დინამოს“, სოხუმის „დინამოს“, ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1979) და ფინალისტი (1980), ევროპის თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981). ღირსების ორდენის კავალერი.

ოთარ გაბელია
ოთარ გაბელია: კარიერა, მიღწევები, საინტერესო ფაქტები
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ოთარ ამბროსის ძე გაბელია
დაბადების
თარიღი
24 მარტი, 1953 (1953-03-24) (71 წლის)
დაბადების
ადგილი
ზუგდიდი, საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 177 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1967–1970 დინამო ზუგდიდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1970–1971 დინამო ზუგდიდი
1972–1973 დინამო სოხუმი
1974–1976 ტორპედო ქუთაისი 109 (0)
1977–1982 დინამო თბილისი 129 (0)
1983–1984 ტორპედო ქუთაისი 29 (0)
1985–1990 დინამო თბილისი 142 (0)
ეროვნული ნაკრები
1979–1980 სსრ კავშირი 2 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1990–1992 ოდიში ზუგდიდი
1992–1993 ალაზანი გურჯაანი
1993–1995 დურუჯი ყვარელი
1995–1996 ალგეთი მარნეული
1997–1999 თსუ თბილისი
2001–2002 მერანი-91 თბილისი
2002–2004 მერანი თბილისი
2004–2007 ტორპედო ქუთაისი
2009–2012 საქართველო 21 წლ.
2016 ზუგდიდი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა

საკლუბო კარიერა

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1963 წელს ზუგდიდში მწვრთნელ ვ. ბუკიასთან. თამაშობდა ზუდგიდის „დინამოსა“ (1970–1971) და სოხუმის „დინამოს“ რიგებში (1972–1973). 1974–1976 წლებში იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას, რომლის შემადგენლობაში პირველი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 109 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 1977 წლიდან თბილისის „დინამოს“ რიგებშია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 22 მაისს. 1983 წლის სეზონს ქუთაისის „ტორპედოში“ ატარებს. 1985 წლიდან კი კვლავ თბილისის „დინამოს“ ღირსებას იცავს. საფეხბურთო კარიერას 1989 წელს, ამავე კლუბში ასრულებს.

ოთარ გაბელიამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 271 მატჩი ჩაატარა. ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 32 შეხვედრაში დაიცვა, აქედან 17 — თასების მფლობელთა თასის, 11 — უეფა-ს თასის და 4 — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

სანაკრებო კარიერა

1979 წლის 21 ნოემბერს საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გფრ-ს ნაკრების წინააღმდეგ.

მიღწევები

ოთარ გაბელია: კარიერა, მიღწევები, საინტერესო ფაქტები 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981

საკლუბო

  • ოთარ გაბელია: კარიერა, მიღწევები, საინტერესო ფაქტები  ჩემპიონი: 1978
  • ოთარ გაბელია: კარიერა, მიღწევები, საინტერესო ფაქტები  ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • ოთარ გაბელია: კარიერა, მიღწევები, საინტერესო ფაქტები  ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
  • ოთარ გაბელია: კარიერა, მიღწევები, საინტერესო ფაქტები  თასის მფლობელი: 1979
  • ოთარ გაბელია: კარიერა, მიღწევები, საინტერესო ფაქტები  ფინალისტი: 1980
  • ოთარ გაბელია: კარიერა, მიღწევები, საინტერესო ფაქტები  თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო

    ოთარ გაბელია: კარიერა, მიღწევები, საინტერესო ფაქტები  საქართველოს სსრ ნაკრები
    სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ოთარ გაბელია: კარიერა, მიღწევები, საინტერესო ფაქტები  ვიცე-ჩემპიონი: 1979

ინდივიდუალური

საინტერესო ფაქტები

ოთარ გაბელია: კარიერა, მიღწევები, საინტერესო ფაქტები 
ოთარ გაბელია

1979 წლიდან ოთარ გაბელია თბილისის „დინამოს“ ძირითადი მეკარე გახდა და საკლუბო კარიერაში ეს სეზონი მისთვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სეზონად ითვლება.

1979 წლის 11 აგვისტოს გაბელიამ საბჭოთა კავშირის თასის ფინალში მოსკოვის „დინამოს“ წინააღმდეგ, მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში სამი 11-მეტრიანი მოიგერია, როდესაც ჯერ მახოვიკოვის, შემდეგ პეტრუშინის და ბოლოს გაზაევის დარტყმული ბურთები აიღო, რითაც თბილისელებს კლუბის ისტორიაში მეორედ მოუპოვა საპატიო ჯილდო.

1979 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მეკარედ.

იმავე წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — ოთარ გაბელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

საყოველთაოდ აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ მეკარედ.

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
AFS · Dinamo-Tbilisi.ru · FCDinamo.ge · FootballPlayers.ru · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Rusteam.Permian.ru · Sport-Express.ru · Transfermarkt · КЛИСФ
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი · საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი · ბიოგრაფიული ლექსიკონი
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი
ვიდეო
ვიზიტი ვეტერანთან · Offside · Dinamo Tbilisi – Liverpool FC · Hamburger SV – Dinamo Tbilisi

კომენტარები

სქოლიო

Tags:

ოთარ გაბელია კარიერაოთარ გაბელია მიღწევებიოთარ გაბელია საინტერესო ფაქტებიოთარ გაბელია ლიტერატურაოთარ გაბელია ბიბლიოგრაფიაოთარ გაბელია პერიოდიკაოთარ გაბელია რესურსები ინტერნეტშიოთარ გაბელია კომენტარებიოთარ გაბელია სქოლიოოთარ გაბელია195324 მარტიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)დინამო სოხუმი (საფეხბურთო კლუბი)ზუგდიდიზუგდიდი (საფეხბურთო კლუბი)მეკარე (ფეხბურთი)საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატისაბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკატორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)უეფა-ს თასების მფლობელთა თასიფეხბურთელიფეხბურთიქართველებიღირსების ორდენი (საქართველო)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

29 აპრილისაქართველო XVI საუკუნეშიკონტინენტიფრინველთა მიმოფრენაქართული გვარიბგერაფრიდერიკ შოპენიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიჰაერის დაბინძურებაბაზალეთის ტბაგასტრიტისიონის ტაძარითანდებულისოკოებითეთრი დათვიმთაწმინდაიუსტინიანე Iიაკობ გოგებაშვილიპოპ-მუსიკაფრანც შუბერტიკუებიშამქორის ბრძოლა (1195)რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)კახეთის აჯანყება (1659)ალკოჰოლიზმიზაფხულივაჟა-ფშაველააბას I (ირანი)ზღარბისებრნითბილისისინგაპურიალექსანდრე ყაზბეგიაფხაზეთიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითმერკურიინფორმაციათევზებიკვადრატიოსმალეთის იმპერიაჯიხვიეგზისტენციალიზმისასმელი წყალიცილებიშვეიცარიარომისაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებისისხლიტრეფიკინგიქვეყნების სიაენერგიადელფინებიეიფელის კოშკირუსული დამწერლობაალექსანდრე I დიდიწელიწადის დროებიმორალიკალციუმიამეთვისტომარშალის გეგმასაჭმლის მომნელებელი სისტემაგიორგი ყიფშიძეკილოგრამიზვიგენებიგოდერძი ჩოხელისაბერძნეთიYandexოშკინეიტროფილებიარგონავტებინაპოლეონ ბონაპარტიალბერტ აინშტაინიბათუმის ბოტანიკური ბაღიენცეფალოპათიაბარდა სკლიაროსიარაბთა დაპყრობითი ომებიზედსართავი სახელიაბრეშუმის ჭია🡆 More