რამაზ შენგელია

რამაზ შენგელია (დ.

რამაზ შენგელია სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შენგელია.

1 იანვარი, 1957, ქუთაისი — გ. 21 ივნისი, 2012, თბილისი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი.

რამაზ შენგელია
რამაზ შენგელია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რამაზ ალექსანდრეს ძე შენგელია
დაბადების
თარიღი
1 იანვარი, 1957
დაბადების
ადგილი
ქუთაისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
21 ივნისი, 2012 (55 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველო
სიმაღლე 173 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1973–1976 ტორპედო ქ. 75 (29)
1977–1988 დინამო თბ. 283 (120)
1989–1990 ჰოლმსუნდი 13 (2)
ეროვნული ნაკრები
1979–1983 სსრ კავშირი 26 (10)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

იგი ერთადერთია ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვინც ორჯერ (1978, 1981) მოიპოვა საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.

ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

კარიერა

საკლუბო კარიერა

რამაზ შენგელია 1957 წლის 1 იანვარს დაიბადა ქუთაისში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1968 წელს ქუთაისის „ტორპედოს“ მოსამზადებელ ჯგუფში, რომელსაც მწვრთნელი კარლო ხურციძე ხელმძღვანელობდა. 1973–1976 წლებში საბჭოთა კავშირის პირველ ლიგაში გამოდიოდა „ტორპედოს“ პირველი გუნდის შემადგენლობაში.

რამაზ შენგელია 
თასების თასის ფინალის შემდეგ: ქვემოთ, მარცხნიდან მესამე რამაზ შენგელია

1977 წლიდან თბილისის „დინამოშია“, რომლის ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა იმავე წლის 2 აპრილს. ეს იყო საკავშირო ჩემპიონატის პირველი ტურის კალენდარული მატჩი კუიბიშევის „კრილია სოვეტოვის“ წინააღმდეგ, რომელიც „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა. შენგელიამ თავის სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხა გოლის გატანა, როდესაც ტრიბუნებზე შეკრებილი 77 ათასი გულშემატკივრის თვალწინ პირველი ტაიმის 33-ე წუთზე თბილისის „დინამოს“ მაისურით პირველად აიღო მოწინააღმდეგის კარი. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით (4–2) დასრულდა.

პირველივე წელს შენგელია საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, მომდევნო წელს კი — ქვეყნის ჩემპიონი. 1979 წელს ფეხბურთელმა საბჭოთა კავშირის თასიც მოიგო. გუნდთან ერთად, შენგელიამ მოიგო 1980–1981 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასი.

რამაზ შენგელიამ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო პირველობის 283 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 120 ბურთი გაიტანა. ამას გარდა, ევროპული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 37 შეხვედრაში დაიცვა და 19 ბურთი გაიტანა, აქედან 17 მატჩი და 10 გოლი — თასების მფლობელთა თასის, 16 მატჩი და 8 გოლი — უეფა-ს თასის და 4 მატჩი და 1 გოლი — ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

იგი ორჯერ აღიარეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად — 1978 და 1981 წლებში. 1981 წელს გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (32 მატჩში 23 გოლი). იმავე წელს, ჟურნალ „France Football“-ის ყოველწლიურ ოქროს ბურთის გამოკითხვაში, ქართველი თავდამსხმელი წლის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მე-7 ადგილზე დასახელდა. იყო გრიგორი ფედოტოვის „ასიანთა კლუბის“ წევრი, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი.

2012 წლის 21 ივნისს რამაზ შენგელია 55 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე.

სანაკრებო კარიერა

1979–1983 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 26 მატჩი ითამაშა და 10 ბურთი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 1980 წელს მოიგო ევროპის ახალგაზრდული საფეხბურთო ჩემპიონატი.

მსოფლიო ჩემპიონატზე

რამაზ შენგელიამ მსოფლიო ჩემპიონატების 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი ბურთი გაიტანა.

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1982 რამაზ შენგელია  ესპანეთი რამაზ შენგელია  7 თავდამსხმელი 5 1 2 2 1 მეორე რაუნდი

თამაშის სტილი და შეფასებები

„რამაზ შენგელია არა მარტო საქართველოსა და საბჭოთა კავშირის, ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი იყო. საბჭოთა კავშირის პირველობა ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატი იყო მთელ მსოფლიოში. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ამით ახალს არაფერს ვამბობ. ახლა რომ ვუყურებთ ჩემპიონატებს და ყველას გვიხარია — ესპანეთის, გერმანიის, ინგლისის ჩემპიონატებს და პირველ ადგილზე გასული გუნდები, იგივე „რეალი“ თუ „ბარსელონა“ ესპანეთის ჩემპიონატში ორმოცდაათი ქულით უსწრებენ ბოლოდან მესამე, მეოთხე ადგილებზე გასულ გუნდებს. საბჭოთა კავშირის პირველობაზე კი სატურნირო ცხრილში გუნდები ძალიან მჭიდროდ იყვნენ განლაგებული. ძალიან ძნელი იყო თამაში — საქმე, პრაქტიკულად, აღმოსავლეთ ევროპის პირველობასთან გვქონდა: კიევის „დინამო“ უკრაინის ნაკრები იყო, ერევნის „არარატი“ — სომხეთის, ბაქოს „ნეფთჩი“ — აზერბაიჯანის, თბილისის „დინამო“ — საქართველოსი... აღარაფერს ვამბობ მოსკოვის ოთხ-ხუთ გუნდზე! ძალიან მაღალი დონის ტურნირს ვთამაშობდით. იმ პირველობაზე, სადაც ამდენი ვარსკვლავი მონაწილეობდა (რადგან მართლა უმაღლესი დონის ფეხბურთლები იყვნენ), რამაზ შენგელია ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი — ეს ძალიან დიდი მიღწევაა!“ — ალექსანდრე ჩივაძე

„ძალიან ეშმაკი თავდამსხმელი იყო რამაზ შენგელია. თბილისის „დინამოსთან“ თამაშისას ყოველთვის მიჭირდა მის წინააღმდეგ პაექრობა, რადგან შენგელიას ძალიან არასტანდარტული და მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება უყვარდა და მათი შესრულებაც ეხერხებოდა. თუმცა, ნაკრებში თამაშისას იგი რამდენადმე ბლოხინის ჩრდილში იყო მოქცეული.“ — რინატ დასაევი

საინტერესო ფაქტები

1981 წელს France Football-ის მიერ ორგანიზებულ ევროპის საუკეთესო მოთამაშის გამოსავლენ რეფერენდუმში რამაზ შენგელიამ მე-7 ადგილი დაიკავა.

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად რამაზ შენგელია საქართველოს XX საუკუნის მეცხრე საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — რამაზ შენგელიას საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

2015 წლის აპრილში ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გულშემატკივართა, ასევე, ადგილობრივი სპორტული საზოგადოების ინიციატივით და ქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს რამაზ შენგელიას სახელი მიენიჭა.

მიღწევები

რამაზ შენგელია 
გაზ. „ლელო“, 16 მაისი, 1981
რამაზ შენგელია 
გაზ. „ლელო“, 16 იანვარი, 1979

საკლუბო

  • ჩემპიონი: 1978
  • ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
  • თასის მფლობელი: 1979
  • ფინალისტი: 1980
  • თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო

    რამაზ შენგელია  საქართველოს სსრ ნაკრები
    სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1979
    რამაზ შენგელია  საბჭოთა კავშირი
    ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი
  • ჩემპიონი: 1980

ინდივიდუალური

    33 საუკეთესო
  • №1: 1981
  • №2: 1978, 1979, 1980
  • №3: 1977

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

რამაზ შენგელია კარიერარამაზ შენგელია თამაშის სტილი და შეფასებებირამაზ შენგელია საინტერესო ფაქტებირამაზ შენგელია მიღწევებირამაზ შენგელია ბიბლიოგრაფიარამაზ შენგელია პერიოდიკარამაზ შენგელია რესურსები ინტერნეტშირამაზ შენგელია სქოლიორამაზ შენგელია1 იანვარი1957201221 ივნისიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)თავდამსხმელი (ფეხბურთი)თბილისიმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატისაბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიტორპედო ქუთაისი (საფეხბურთო კლუბი)უეფა-ს თასების მფლობელთა თასიფეხბურთელიქართველებიქუთაისიღირსების ორდენი (საქართველო)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

იგიშველიჰემოგლობინისაქართველოს ფრინველთა სიაშენგენის ზონარუმინეთიისრაელიგლიცინიაეიფელის კოშკიგანათლება საქართველოში26 აპრილიბატონებიკოლხეთის სამეფოელექტრული დენიპარაზიტიზმიბაგრატ IV (საქართველოს მეფე)აშშ-ის ისტორიაბალეტისპილოსებრნიკანონიერი ქურდიზმნანიკო ნიკოლაძედინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)სეკულარიზმისიმკვრივერომის იმპერატორების სიაგიორგი მამარდაშვილიოქროს საწმისივარდირიცხვითი სახელიყვავილოვანი მცენარეებიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითტოტალიტარიზმიდემეტრე II თავდადებულიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიათახვიჯეიმზ კუკიბარბიტურატებიგაერთიანებული სამეფონატურალური რიცხვიბაგრატიონებიგერგეტის სამების ეკლესიასაქართველოს დემოგრაფიატრირემაჩვეულებრივი სელაპივინსენტ ვან გოგიოლიმპიური თამაშებიიესო ქრისტეფიტარეთის მონასტერისიმძლავრენელსონ მანდელაალბანეთიორალური სექსიმთის არწივინეიტროფილებიქართული გვარიიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიგამზრდელი (პოემა)წმინდა ნინოვენის კონგრესითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიაფრიკის ქვეყნების სიარომანტიზმიბუდიზმიმუშთაიდის ბაღიფაშიზმიამფიბიებიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაწყალდიდობალეიკოციტებიალცჰაიმერის დაავადებამეწყერიბახტრიონი (პოემა)სამანიშვილის დედინაცვალიინგლისიევოლუცია🡆 More