სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო

სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (ინგლ.

Cooperation Council for the Arab States of the Gulf; არაბ. مجلس التعاون لدول الخليج العربية‎), ცნობილია როგორც Gulf Cooperation Council (GCC) (ყურის თანამშრომლობის საბჭო), (არაბ.: مجلس التعاون الخليجي‎) —რეგიონალური დახურული საერთაშორისო ორგანიზაცია. ორგანიზაციის ოფიციალურ სახელწოდებაში სიტყვა სპარსეთი არ არსებობს, ვინაიდან არაბული სახელმწიფოები ამ ყურეს არაბულს უწოდებენ. ორგანიზაცია დაარსდა 1981 წლის 25 მაისს. მისი პოლიტიკა განსაზღვრულია წესდებაში, რომელიც რატიფიცირებულია 1982 წელს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია კოორდინირება, თანამშრომლობა და ინტეგრაცია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული მიმართულებით. რეგულირება განხორციელდა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში; კომერციის, საბაჟო და კომუნიკაციების სფეროში; განათლების და კულტურის; სოციალურ და ჯანმრთელობის, მედიისა და ტურიზმის, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ საკითხებში.

სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო
სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ლოგო
სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო
სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო - მონაწილე ქვეყნები

შეთანხმებამ ხელი უნდა შეუწყოს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ წინსვლას მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და წყლის რესურსების დაზოგვაში. ერთობლივი ეკონომიკური ხელშეკრულების პირობების თანახმად, ექვს ქვეყანას შორის სატარიფო ბარიერები გაუქმდა და ყურის ხალხებს თავისუფლად შეუძლიათ წარმოება დაიწყონ და ხელშეკრულებები შეასრულონ ნებისმიერ სახელმწიფოში თანაბარი პირობებით. გარდა ამისა, გეგმებში შედის ერთობლივი თავდაცვის ძალების შექმნა სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად.

ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ორგანოებში შედის სახელმწიფოთა მეთაურების უმაღლესი საბჭო, რომელიც ყოველწლიურად იკრიბება და მინისტრთა საბჭო, რომელიც იკრიბება სამ თვეში ერთხელ. გენერალური სამდივნო მდებარეობს საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში.

2012 წლის 6 მარტს, GCC-ის ექვსმა წევრმა განაცხადა, რომ ყურის თანამშრომლობის საბჭო გადაიქცევა რეგიონალური ბლოკიდან კონფედერაციად.

მონაწილე ქვეყნები

სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების  თანამშრომლობის საბჭოს მონაწილე ქვეყნები არიან:

იემენი მოლაპარაკებებს აწარმოებს GCC-ში შესვლის შესახებ 2005 წლიდან.

სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოებიდან, ერაყი არ არის GCC-ის წევრი.

იორდანია და მაროკო ასევე მიწვეულები არიან ორგანიზაციაში მონაწილეობის მისაღებად.

სავალუტო კავშირი

GCC-ის წევრი ქვეყნების 29-ე სამიტის დროს, რომელიც მასკატში გაიმართა, გადაწყდა ერთიანი სავალუტო კავშირის შექმნა. ერთიანი სავალუტო საბჭოს შექმნა განიხილებოდა, როგორც ერთიანი ფინანსური სისტემის ფორმირებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მოგვიანებით, ომანმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უარი განაცხადეს სავალუტო კავშირში მონაწილეობაზე. GCC-ის დანარჩენი ოთხი ქვეყანა (საუდის არაბეთი, ქუვეითი, კატარი და ბაჰრეინი) აპირებენ შემოიღონ ერთიანი ვალუტა, სახელწოდებით khaleji („ყურის“) 2015 წელს, თუმცა ვადა უკვე არაერთხელ გადაიდო. ერთიანი ცენტრალური ბანკის შტაბი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში განთავსდება.

სამხედრო კავშირი

ნახევარკუნძულის ფარის ძალები (ინგლ. Peninsula Shield Force; არაბ. دِرْعُ الجَزيرَة‎) —სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების  თანამშრომლობის საბჭოს მონაწილე ქვეყნების სამხედრო კომპონენტი. მისი დანიშნულებაა რეაგირება GCC-ის რომელიმე წევრი ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაზე.

ერთიანი ენერგოსისტემა

2009-2011 წლებში ექვსივე ქვეყნის ენერგოსისტემები გაერთიანდა ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში.

შიდა წინააღმდეგობები

2014 წელს ორგანიზაციაში წამოიჭრა კონფლიქტი საუდის არაბეთს (ბაჰრეინისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარდაჭერით) და კატარს შორის. 2014 წლის მარტში საუდის არაბეთმა დოჰადან გაიწვია თავისი ელჩი, მას  მიჰყვნენ ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. გამოქვეყნდა სამი ქვეყნის ერთობლივი განცხადება, რომელშიც კატარი დაადანაშაულეს უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმების დარღვევაში (ხელი მოეწერა 2013 წლის დეკემბერს, ერ-რიადში) და იმ „ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საბჭოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას და სტაბილურობას“. „ორგანიზაციებად“ ისინი გულისხმობდნენ, კერძოდ, მუსლიმთა საძმოს. კონფლიქტი გადაწყდა მხოლოდ იმავე წლის ნოემბერში, როდესაც საბჭოს ხუთმა ქვეყანამ (საუდის არაბეთმა, კატარმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებმა, ბაჰრეინმა და ქუვეითმა) დადო შეთანხმება.

ნატოსთან თანამშრომლობა

საბჭოს ქვეყნები დიდი ხანია თანამშრომლობენ  ნატოს მთავარ წევრ ქვეყანასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთანამერიკელები ამარაგებენ საბჭოს წევრ ქვეყნებს იარაღით, ამზადებენ შეიარაღებული ძალების პერსონალს, ინახავენ თავიანთ ბაზებს მათ ტერიტორიებზე. 2014 წელს ეს თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა —11 დეკემბერს საბჭომ დადო ნატო-სთან შეთანხმება ერთობლივი ქმედებების შესახებ, მსოფლიო ბაზრებზე ენერგორესურსების მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

Tags:

სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო მონაწილე ქვეყნებისპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო სავალუტო კავშირისპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო სამხედრო კავშირისპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო ერთიანი ენერგოსისტემასპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო შიდა წინააღმდეგობებისპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო ნატოსთან თანამშრომლობასპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო იხილეთ აგრეთვესპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო სქოლიოსპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოარაბული ენაეკონომიკაინგლისური ენამედიატურიზმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბორჯომი (წყალი)თედო ჯაფარიძეგიორგი IV ლაშაავტობუსიალეგორიაჩუტყვავილაწმინდა გიორგიბეოვულფივარსქენ პიტიახშიჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვალუვრიმოდერნიზმიკვადრატული მეტრიუქმე დღეები საქართველოშიGoogleელექტრობალეიკემიაღანძილიტაო-კლარჯეთიასურეთივიქტორ ორბანიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)სტოიციზმინახშირბადიგორიტოლერანტობაკომუნიკაციასენსიტიურობამუნიენცეფალოპათიაბახტრიონი (პოემა)სოკრატეზუგდიდიჯემალ ქარჩხაძეკონსტანტინე გამსახურდიაქაქუცა ჩოლოყაშვილიტურიზმიქუნთრუშათავისუფლების მოედანი (თბილისი)დინოზავრებიავსტრალიაფეხბურთიეპითეტისალადინიქალწული (ასტროლოგია)ვენდეტაფრინველებიმდინარევაშლოვანის ეროვნული პარკიმობილური ტელეფონიკუბური მეტრიალავერდისიღნაღიხელოვნებაალიტერაციარითმასაჭმლის მომნელებელი სისტემასავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისინსულტინილოსიტანზანიაკვადრატიზაქარია ფალიაშვილინაცვალსახელივანუატუსაქართველოს მმართველთა სიაქრომოსომაგიორგი ყარყარაშვილიფსორიაზიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებანოე ჟორდანიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაირაკლი ღარიბაშვილივიკიპედიაზღვასტოკჰოლმის სინდრომიფესახი🡆 More