ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება (შემოკლებით ასოცირების ხელშეკრულება ან AA) — ხელშეკრულება ევროკავშირსა და ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს შორის, რომელიც მათ შორის თანამშრომლობის სტრუქტურას ქმნის.

ხელშეკრულების არეალი მოიცავს პოლიტიკის, ვაჭრობის, სოციალური საკითხების განვითარებას, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებს. ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების სამართლებრივი საფუძველია ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების (TFEU) 217-ე თავი (რომის ხელშეკრულების ყოფილი 310-ე და 238-ე თავები). საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება ძალაში 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების ამჟამინდელი მდგომარეობა.

მიმოხილვა

ასოცირების ხელშეკრულება ფართო ჩარჩო ხელშეკრულებებია ევროკავშირსა და მის წევრ ან არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ასოცირების ხელშეკრულების დებულება თავის დროზე შესული იყო რომის ხელშეკრულებაში, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროპის ეკონომიკური გაერთიანება, როგორც თანამშრომლობის საშუალება გაერთიანებულ სამეფოსთან, რომელმაც 1955 წლის მესინის კონფერენციაზე ხელშეკრულების მოლაპარაკებები დატოვა. ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურის თანახმად, შეთანხმებისთვის, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც AA, მოქმედებს რამდენიმე კრიტერიუმი:

1. ხელშეკრულების სამართლებრივი ბაზისია ევროკავშირის ფუნქციონირების ხელშეკრულების (TFEU) 217-ე თავი;
2. მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის განზრახვა;
3. შესაბამისი ორგანოების შექმნა თანამშრომლობისათვის, რომლებიც უფლებამოსილნი იქნებიან მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც სავალდებულო იქნება ორივე მხარისათვის;
4. ყველაზე ხელსაყრელი ხელშეკრულების (MFN) შეთავაზება;
5. პრივილეგირებული ურთიერთობის უზურნველყოფა ევროკომისიასა და მის პარტნიორს შორის;
6. 1995 წლიდან ხელშეკრულების უმთავრესი ელემენტია მუხლი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის შესახებ;
7. უმრავლეს შემთხვევაში, ასოცირების ხელშეკრულება პარტნიორებს შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციით ანაცვლებს კოოპერაციის ხელშეკრულებას.

— ევროპის საგარეო საქმეთა სამსახური

ასოცირების ხელშეკრულებას მრავალგვარი სახელი აქვს (ასოცირებაზე დაფუძნებული ევრო-ხმელთაშუაზღვიური ხელშეკრულება, ასოცირებაზე დაფუძნებული ევროპული ხელშეკრულება და ა. შ.) და სათაურში აუცილებელი არაა სიტყვა „Association“-ის ჩაწერა. ასოცირების ზოგიერთ ხელშეკრულებაში დევს კონტრაქტორი სახელმწიფოს სამომავლოდ ევროკავშირში გაწევრიანების პირობა.

პირველი სახელმწიფოები, რომლებმაც მსგავს ხელშეკრულებებს ხელი მოაწერეს, იყვნენ საბერძნეთი (1961) და თურქეთი (1963).

დღეისათვის, ევროკავშირი ამა თუ იმ ქვეყანასთან ასოცირების ხელშეკრულებას ძირითადად დებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ან ადამიანის უფლებათა რეფორმების ვალდებულების სანაცვლოდ. სანაცვლოდ, ქვეყანას შესაძლოა შესთავაზონ ტარიფებისგან თავისუფალი წვდომა ზოგიერთ ევროპულ ბაზარზე და ფინანსური თუ ტექნიკური დახმარება. ბოლო დროს დადებული ხელშეკრულებები ასევე მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ევროკავშირსა და მესამე ქვეყანას შორის.

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია უნდა მოახდინოს ევროკავშირის წევრმა ყველა სახელმწიფომ.

ბოლო პერიოდში, მსგავს ხელშეკრულებები მიეკუთვნება ევროკავშირის ორი პოლიტიკას: სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესს (SAp) და ევროპის სამეზობლო პოლიტიკას (ENP). დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები (ოფიციალური კანდიდატები — ჩრდილოეთი მაკედონია, მონტენეგრო და სერბეთი, აპლიკანტი — ალბანეთი და პოტენციური კანდიდატები — ბოსნია და ჰერცეგოვინა და კოსოვო[a]) ჩართულია SAp-ში და ევროკავშირმა მათთან ხელი მოაწერა სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებას (SAA). ხმელთაშუაზღვისპირეთის სახელმწიფოები (ალჟირი, მაროკო, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია, სირია, ტუნისი) და ევროპის აღმოსავლეთი სამეზობლო (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა) კი ჩართულია ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში. ხმელთაშუაზღვიურ შვიდ სახელმწიფოს გაფორმებული აქვს „ასოცირებაზე დაფუძნებული ევრო-ხმელთაშუაზღვიური ხელშეკრულება“ (EMAA). ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის რამდენიმე სახელმწიფოსთან. 2014 წლის 27 ივნისს, ბრიუსელში, ევროკავშირმა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.

ორივე, SAA და ENP AP ძირითადად დაფუძნებულია ევროკავშირის acquis communautaire-სა და კოოპერატორი სახელმწიფოების კანონმდებლობაზე. ასოცირებისას, ჰარმონიზაციის სიღრმე, რა თქმა უნდა, დაბალია ვიდრე ევროკავშირის სრული წევრობის შემთხვევაში და ევროგაერთიანების ზოგიერთი პოლიტიკა შესაძლოა არც კი მოქმედებდეს (დამოკიდებულია ცალკეულ სახელმწიფოზე).

გარდა ამ ორი პოლიტიკისა, ასოცირების ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან ერთად ხელმოწერილია ასევე სხვა სახელმწიფოებთან და სავაჭრო ბლოკებთან, მათ შორის ჩილესთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან.

ევროკავშირის ხელშეკრულებები მესამე სახელმწიფოებთან

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებები
  ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები
  ევროპის ეკონომიკური ზონა
  სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულება
  ასოცირებაზე დაფუძნებული ხელშეკრულება
  პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების, მოლაპარაკებების, ან ხელმოწერის დაწყების პროცესში
  საბაჟო კავშირი
  ასოცირებაზე დაფუძნებული ევრო-ხმელთაშუაზღვიური ხელშეკრულება
  ასოცირებაზე დაფუძნებული ევრო-ხმელთაშუაზღვიური დროებითი ხელშეკრულება
  თანამშრომლობის ხელშეკრულება, ასოცირების დაწყების ევრო-ხმელთაშუაზღვიური ხელშეკრულება
  პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება
  პარტნიორობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი
  ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სხვა სახელმწიფოები

ასოცირების ხელშეკრულებები

ამჟამად მიმდინარე რატიფიკაცია

  • ბოსნია და ჰერცეგოვინა SAA (ხელი მოეწერა 2008 წელს, დროებითი შეთანხმება ძალაშია)
  • ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემა AA (ხელი მოეწერა 2012 წელს)
  • საქართველო AA & DCFTA (2014)
  • უკრაინა AA & DCFTA (ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ დადგენილებას ხელი მოეწერა 2014 წლის 21 მარტს, DCFTA-ს ხელი მოეწერა 2014 წლის27 ივნისს)
  • მოლდოვა AA და DCFTA (2014)

ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება 
ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები

ამჟამად მიმდინარე რატიფიკაცია

ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები

სხვა ხელშეკრულებები

ამჟამად მიმდინარე რატიფიკაცია

ამჟამად მიმდინარე მოლაპარაკებები

შეწყვეტილი ხელშეკრულებები

    ლეგენდა

შენიშვნები

a.   ^ ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანა. გაეროს 193 წევრიდან აღიარებს 106 სახელმწიფო.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება მიმოხილვაევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირის ხელშეკრულებები მესამე სახელმწიფოებთანევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება შენიშვნებიევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება რესურსები ინტერნეტშიევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება სქოლიოევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაევროკავშირისაქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ღირსების ორდენი (საქართველო)წმინდა გიორგიავტორიტარიზმიგველის-მჭამელისასანიანთა იმპერიამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატითაშმიჯაბიკარტოფილიფრინველებირითმამტკვარიგრიგორიანული კალენდარიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითქართველებიალექსანდრე მაკედონელის ომებიდავით VII ულუმსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაცოტნე დადიანიშუშანიკის წამებაინგლისური ენადასავლეთ რომის იმპერიის დაცემაოპერარომისალომე ზურაბიშვილიმურა დათვიმითიკახა კალაძექეთევან დედოფალისეფსისიგულინეპალიბათუმიებრაელებიგურამ კაშიამყინვარწვერითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვით69 (სექსუალური პოზა)პოლონეთისვანური კოშკიბიძინა ივანიშვილიგიორგი ქოჩორაშვილიფსორიაზილიონელ მესიიგლუქრომოსომაინდოეთიალპებიისლანდიაბაქტერიებიილია თოფურიააბო თბილელის წამებანატურალური რიცხვირაგბიბაში-აჩუკი (ფილმი)ნიადაგიალკოჰოლური სასმელისომხეთის ისტორიასისხლის მიმოქცევის სისტემარომაული ხელოვნებაზიმონ მარიუსიდედამიწადინოზავრებითბილისის ისტორიასტუმარ-მასპინძელიბიზანტიის იმპერიაოთარ კაკაბაძეგია ყანჩელიკირჩხიბი (ასტროლოგია)ატომიგურამ დოჩანაშვილითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიეპითეტიFacebook🡆 More