რევაზ ჩელებაძე

რევაზ ჩელებაძე (დ.

2 ოქტომბერი, 1955, ქობულეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიას“, ბათუმის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1976, 1979), ფინალისტი (1980) და თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში (1980). საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1976).

რევაზ ჩელებაძე
რევაზ ჩელებაძე
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რევაზ ვლადიმერის ძე ჩელებაძე
დაბადების
თარიღი
2 ოქტომბერი, 1955 (1955-10-02) (68 წლის)
დაბადების
ადგილი
ქობულეთი,
საქართველოს სსრ,
საბჭოთა კავშირი
სიმაღლე 180 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1972–1973 შუქურა ქობულეთი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1974–1975 დინამო ბათუმი 58 (30)
1976–1982 დინამო თბილისი 122 (41)
1982 გურია ლანჩხუთი 11 (6)
1983–1985 დინამო ბათუმი 78 (53)
1985–1987 დინამო თბილისი 37 (11)
ეროვნული ნაკრები
1977–1980 საბჭოთა კავშირი 7 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

ფეხბურთის თამაში დაიწყო ქობულეთში, მწვრთნელ ვ. ჩხარტიშვილთან. 1972–1973 წლებში ქობულეთის „შუქურას“ რიგებში გამოდის, 1974–1975 წლებში ბათუმის „დინამოში“ აგრძელებს თამაშს. თბილისის „დინამოშია“ 1976 წლიდან.

გუნდის ძირითად შემადგენლობაში პირველად იმავე წლის 4 აპრილს საკავშირო ჩემპიონატის პირველივე ტურის კალენდარულ მატჩში მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ გამოდის მოედანზე. შეხვედრას „ლოკომოტივის“ სტადიონი მასპინძლობს და მას 35 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი ესწრება. ანგარიშს სტუმრები მატჩის მეორე წუთზევე ხსნიან, ბურთი იური ჩესნოკოვს გააქვს. დინამოელები მხოლოდ მატჩის მიწურულს ახერხებენ ანგარიშის გათანაბრებას. კერძოდ, მე-80 წუთზე დავით ყიფიანს მის მიერ წარუმატებლად შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, დამატებაზე, თავადვე გააქვს საპასუხო ბურთი მოსკოველთა მეკარე ვლადიმერ ასტაპოვსკის კარში და დაპირისპირებაც ფრედ (1–1) სრულდება.

1976 წლის საფეხბურთო სეზონში საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატი ორჯერ იმართება, შესაბამისად — საგაზაფხულო და საშემოდგომო ჩემპიონატის სახით. რევაზ ჩელებაძე გუნდის ძირითადი შემადგენლობის მაისურით, როგორც საგაზაფხულო, ასევე, საშემოდგომო პირველობათა ჯამში, ოცდაორჯერ იცავს თბილისელთა ღირსებას და შვიდი გოლი გააქვს. ამასთან, თავის სადებიუტო სეზონში გუნდთან ერთად ორჯერ ხდება ქვეყნის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი. გარდა ამისა, იმავე წლის 3 სექტემბერს საკავშირო თასსაც ეუფლება, როდესაც გუნდის ისტორიაში ხუთი (1936, 1937, 1946, 1960, 1970) უიღბლო სათასო ფინალის შემდეგ, თბილისელები, თავის მეექვსე ფინალში სამოცდაათიანი წლების საბჭოთა ფეხბურთის საკმაოდ ანგარიშგასაწევ გუნდსა და პრინციპულ მოწინააღმდეგეს — ერევნის „არარატს“ ამარცხებენ და პირველად ისაკუთრებენ ბროლის თასს. დინამოელთა ახალბედა თავდამსხმელი მატჩის 68-ე წუთზე, დავით ყიფიანისა და ფირუზ კანთელაძის მიერ გატანილ ორ გოლს, კიდევ ერთ გოლს ამატებს და ამ ისტორიული შეხვედრის საბოლოო ანგარიშს აფიქსირებს.

მომდევნო, 1977 წელს, გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონატის 28 შეხვედრას ატარებს და რვაჯერ იღებს მეტოქეთა კარს. ამ სეზონში გუნდთან ერთად ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ტიტულს და შესაბამისად, ვერცხლის მედლებს ეუფლება. შედარებით მოკრძალებულია მისი მაჩვენებლები 1978 წლის საფეხბურთო სეზონში ჩატარებული მატჩებისა და გატანილი გოლების მხრივ (12 მატჩი და 3 გოლი), თუმცა ამ წელს დინამოელები თავისი არსებობის მანძილზე, მეორედ ხდებიან ქვეყნის ჩემპიონები. ამ ისტორიული მიღწევის ერთ-ერთი შემოქმედი, სხვებთან ერთად, რევაზ ჩელებაძეც არის. 1979 წელს დინამოელთა რიგებში იგი მეორედ ეუფლება საკავშირო თასს.

1982 წელს თბილისის „დინამოდან“ მცირე ხნით, იმ დროს, საკავშირო პირველობის პირველ ლიგაში მოასპარეზე ლანჩხუთის „გურიაში“ გადადის, სადაც 11 შეხვედრაში 6 გოლი გააქვს.

პირველად ლანჩხუთის „გურიას“ მაისურით 1982 წლის 30 ივლისს, საკავშირო პირველობის პირველ ლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში კიევის სკა-ს წინააღმდეგ ითამაშა. მატჩი, რომელიც ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონ „კოლხეთზე“ გაიმართა და რომელსაც 7 ათასი მაყურებელი დაესწო, მასპინძელთა გამარჯვებით 4–0 დამთავრდა. ჩელებაძისთვის სადებიუტო შეხვედრა ლანჩხუთის „გურიამ“ ასეთი შემადგენლობით ჩაატარა — მეკარე მამუკა აბუსერიძე, მცველები: ილია რუხაძე (დავით სანიკიძე 25'), მერაბ გოგოხია, მურთაზ გივის ძე ხურცილავა, შოთა სომხიშვილი (სულხან ახალბედაშვილი 65'), სოსო ჭედია, ნახევარდაცვა: თეიმურაზ ებანოიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, თემურ ჩხაიძე (რამაზ ცხოვრებაშვილი 46'), იური ციპლე, თავდასხმა: რევაზ ჩელებაძე. მთავარი მწვრთნელი მურთაზ ხურცილავა. ლანჩხუთელთა მიერ მეტოქის კარში გატანილი ოთხი გოლიდან ორი — შეხვედრის დებიუტანტმა, რევაზ ჩელებაძემ თამაშის 63-ე და 68-ე წუთებზე გაიტანა. მატჩის მიწურულს ჩელებაძეს მესამე გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა პენალტების შესრულების აღიარებულმა სპეციალისტმა 84-ე წუთზე კიეველთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანის გამოყენება იმჯერად ვერ შეძლო.

ბოლოჯერ ლანჩხუთელთა რიგებში იმავე წლის 5 ნოემბერს, საკავშირო პირველობის პირველ ლიგის ბოლო ტურის გასვლით შეხვედრაში სიმფეროპოლის „ტავრიას“ წინააღმდეგ ითამაშა.

1983–1985 წლებში კვლავ ბათუმის „დინამოში“ აგრძელებს თამაშს, რის შემდეგ ისევ დედაქალაქის გუნდს უბრუნდება. სათამაშო კარიერას აქვე, 1987 წელს ამთავრებს.

რევაზ ჩელებაძემ თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში უმაღლესი ლიგის საკავშირო ჩემპიონატების 159 მატჩი ჩაატარა და 52 გოლი გაიტანა.

ევროთასებზე

რაც შეეხება ევროპულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებს, მის ფარგლებში „დინამოს“ ღირსება 14 შეხვედრაში დაიცვა და 3 ბურთი გაიტანა, აქედან 9 შეხვედრა — თასების მფლობელთა თასის, ხოლო 5 — უეფა-ს თასის გათამაშებაში.

თბილისის „დინამომ“, როგორც 1976 წლის საბჭოთა კავშირის თასის მფლობელმა, ევროპის თასების მფლობელთა თასზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. სწორედ აღნიშნული თასის გათამაშებას უკავშირდება რევაზ ჩელებაძის საკლუბო კარიერაში ევროთასებზე ასპარეზობის დებიუტი. პირველად დინამოელთა შემადგენლობაში 1976–77 წლების ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველი წრის შეხვედრაში „კარდიფ სიტის“ წინააღმდეგ ითამაშა. თბილისის „დინამო“ ასეთი შემადგენლობით გამოვიდა მოედანზე — მეკარე დავით გოგია, მცველები: ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, ზორბეგ ებრალიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, ნახევარდაცვა: მანუჩარ მაჩაიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, დავით ყიფიანი, თავდასხმა: რევაზ ჩელებაძე და ვლადიმერ გუცაევი. შეხვედრა 1976 წლის 15 სექტემბერს კარდიფში, „ნინიან პარკზე“ (ინგლ. Ninian Park) გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა.

ევროთასების მატჩები და გოლები

მოგება ფრე წაგება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი ტურნირი შენიშვნა წყარო
1 15.09.1976 კარდიფი „კარდიფ სიტი“ რევაზ ჩელებაძე  1–0 რევაზ ჩელებაძე  „დინამო“ თბ. თასების თასი
2 29.09.1976 თბილისი „დინამო“ თბ. რევაზ ჩელებაძე  3–0 რევაზ ჩელებაძე  „კარდიფ სიტი“ თასების თასი
3 20.10.1976 თბილისი „დინამო“ თბ. რევაზ ჩელებაძე  1–4 რევაზ ჩელებაძე  მტკ ბუდაპეშტი თასების თასი რევაზ ჩელებაძე  45'
4 19.10.1977 კოპენჰაგენი კბ კოპენჰაგენი რევაზ ჩელებაძე  1–4 რევაზ ჩელებაძე  „დინამო“ თბ. უეფა-ს თასი რევაზ ჩელებაძე  76'
5 02.11.1977 თბილისი „დინამო“ თბ. რევაზ ჩელებაძე  2–1 რევაზ ჩელებაძე  კბ კოპენჰაგენი უეფა-ს თასი რევაზ ჩელებაძე  46'რევაზ ჩელებაძე  52'58'
6 23.11.1977 თბილისი „დინამო“ თბ. რევაზ ჩელებაძე  1–0 რევაზ ჩელებაძე  „გრასჰოპერსი“ უეფა-ს თასი რევაზ ჩელებაძე  65'
7 07.12.1977 ციურიხი „გრასჰოპერსი“ რევაზ ჩელებაძე  4–0 რევაზ ჩელებაძე  „დინამო“ თბ. უეფა-ს თასი
8 13.09.1978 თბილისი „დინამო“ თბ. რევაზ ჩელებაძე  2–0 რევაზ ჩელებაძე  „ნაპოლი“ უეფა-ს თასი რევაზ ჩელებაძე  80'
9 17.09.1980 სალონიკი „კასტორია“ რევაზ ჩელებაძე  0–0 რევაზ ჩელებაძე  „დინამო“ თბ. თასების თასი რევაზ ჩელებაძე  77'
10 01.10.1980 თბილისი „დინამო“ თბ. რევაზ ჩელებაძე  2–0 რევაზ ჩელებაძე  „კასტორია“ თასების თასი რევაზ ჩელებაძე  85'
11 22.10.1980 უოტერფორდი „უოტერფორდი“ რევაზ ჩელებაძე  0–1 რევაზ ჩელებაძე  „დინამო“ თბ. თასების თასი რევაზ ჩელებაძე  20'
12 05.11.1980 თბილისი „დინამო“ თბ. რევაზ ჩელებაძე  4–0 რევაზ ჩელებაძე  „უოტერფორდი“ თასების თასი
13 04.11.1981 თბილისი „დინამო“ თბ. რევაზ ჩელებაძე  3–1 რევაზ ჩელებაძე  „ბასტია“ თასების თასი რევაზ ჩელებაძე  86'
14 07.04.1982 თბილისი „დინამო“ თბ. რევაზ ჩელებაძე  0–1 რევაზ ჩელებაძე  „სტანდარდი“ ლიეჟი თასების თასი რევაზ ჩელებაძე  64'

სანაკრებო კარიერა

1977–1980 წლებში საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 7 შეხვედრა ჩაატარა და 3 ბურთი შეაგდო. პირველად საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების რიგებში 1977 წლის 7 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში პოლონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. რევაზ ჩელებაძისთვის სადებიუტო შეხვედრა, რომელიც ვოლგოგრადის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და რომელსაც 45 ათასი მაყურებელი დაესწრო, საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა — მეკარე ვლადიმერ პილგუი, მცველები: ალექსანდრე ბუბნოვი, ალექსანდრე მახოვიკოვი (ვასილი ჟუპიკოვი 78'), სერგეი პრიგოდა, ვლადიმერ გოლუბევი, ნახევარდაცვა: ვლადიმერ ბესონოვი (ალექსანდრე მინაევი 68'), ლეონიდ ბურიაკი, ანატოლი კონკოვი, ვლადიმერ ვერემეევი, თავდასხმა: ოლეგ ბლოხინი, იური ჩესნოკოვი. რევაზ ჩელებაძე მოედანზე მატჩის 75-ე წუთზე იური ჩესნოკოვის ნაცვლად შევიდა.

სანაკრებო მატჩები და გოლები

მოგება ფრე წაგება
თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 07.09.1977 ვოლგოგრადი სსრკ რევაზ ჩელებაძე  4–1 რევაზ ჩელებაძე  პოლონეთი ამხანაგური რევაზ ჩელებაძე  75'
2 08.10.1977 პარიზი საფრანგეთი რევაზ ჩელებაძე  0–0 რევაზ ჩელებაძე  სსრკ ამხანაგური რევაზ ჩელებაძე  62'
3 26.03.1980 სოფია ბულგარეთი რევაზ ჩელებაძე  1–3 რევაზ ჩელებაძე  სსრკ ამხანაგური რევაზ ჩელებაძე  60'65'
4 29.04.1980 მალმე შვედეთი რევაზ ჩელებაძე  1–5 რევაზ ჩელებაძე  სსრკ ამხანაგური რევაზ ჩელებაძე  39' (პენ.)
5 23.05.1980 მოსკოვი სსრკ რევაზ ჩელებაძე  1–0 რევაზ ჩელებაძე  საფრანგეთი ამხანაგური
6 15.06.1980 რიო-დე-ჟანეირო ბრაზილია რევაზ ჩელებაძე  1–2 რევაზ ჩელებაძე  სსრკ ამხანაგური რევაზ ჩელებაძე  66'
7 12.07.1980 მოსკოვი სსრკ რევაზ ჩელებაძე  2–0 რევაზ ჩელებაძე  დანია ამხანაგური რევაზ ჩელებაძე  76'

გარდა ამისა, ორი მატჩი ითამაშა საბჭოთა კავშირის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში XXII ზაფხულის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ზამბიისა და ქუვეითის ოლიმპიურ ნაკრებებთან.

კარიერის შემდეგ

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ეკავა ადმინისტრაციული თანამდებობები: იყო ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი 1990–1994, 1995 და 1996 (ივნისიდან ივლისამდე), ქობულეთის „შუქურას“ პრეზიდენტი (1990), რუსთავის „მეტალურგის“ პრეზიდენტი 1996–1997 წლებში. 1995 წელს ერთი პერიოდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

მუშაობდა საფეხბურთო აგენტად, მისი ყველაზე ცნობილი კლიენტი იყო ჯანო ანანიძე.

საინტერესო ფაქტები

რევაზ ჩელებაძე 
საბჭოთა კავშირის ნაკრებში

1977 წელს დასახელებული იყო საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.

1984 წელს 37 შეხვედრაში გატანილი 27 გოლით გახდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ლიგის საუკეთსო ბომბარდირი ბათუმის „დინამოს“ შემადგენლობაში.

1987 წლის 20 თებერვალს თბილისის „დინამომ“ წინასასეზონო მზადების პროცესში, ლესელიძეში ბუდაპეშტის „ჩეპელს“ 3–0 მოუგო. სამიდან ორი ბურთი რევაზ ჩელებაძემ გაიტანა, ერთიც სოსო ჭედიამ.

რევაზ ჩელებაძე არის ცნობილი ფეხბურთელის, კიევის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ანდრეი ბალის შვილის ნათლია.

2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — რევაზ ჩელებაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

2012 წლის 25 სექტემბერს ქობულეთში მისი სახელობის სტადიონი გაიხსნა.

2022 წლის 13 ივლისს, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“, შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ ინიციატივით, რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა.

მისი შვილი, გიორგი ჩელებაძე ასევე ფეხბურთელია.

მიღწევები

რევაზ ჩელებაძე 
რევაზ ჩელებაძე

საკლუბო

  • რევაზ ჩელებაძე  ჩემპიონი: 1978
  • რევაზ ჩელებაძე  ვიცე-ჩემპიონი: 1977
  • რევაზ ჩელებაძე  ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გ), 1976 (შ)
  • რევაზ ჩელებაძე  თასის მფლობელი: 1976, 1979
  • რევაზ ჩელებაძე  ფინალისტი: 1980
  • რევაზ ჩელებაძე  თასის მფლობელი: 1981

სანაკრებო

    რევაზ ჩელებაძე  საქართველოს სსრ ნაკრები
    სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • რევაზ ჩელებაძე  ვიცე-ჩემპიონი: 1979
    რევაზ ჩელებაძე  სსრკ ოლიმპიური ნაკრები
    ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები
  • რევაზ ჩელებაძე  ბრინჯაოს პრიზიორი: 1980

ინდივიდუალური

    33 საუკეთესო
  • №2: 1977

ლიტერატურა

ბიბლიოგრაფია

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
AFS · BeSoccer · EU football.info · FCDinamo.ge · Footballdatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams · Olympedia · Olympics · Pes Miti del Calcio · Rusteam.Permian.ru · Sports-Reference.com · Transfermarkt · Worldfootball.net · КЛИСФ · teams.by
ფოტო
ციფრული ფოტომატიანე „ივერიელი“ · ქართული სპორტი
მედია
„ლელო“ · „მსოფლიო სპორტი“ · 1tv.ge
ვიდეო
ავტოგრაფი - რევაზ ჩელებაძე · sport შოუ #15 - ოთარ ტატიშვილთან

კომენტარები

სქოლიო

Tags:

რევაზ ჩელებაძე საკლუბო კარიერარევაზ ჩელებაძე ევროთასებზერევაზ ჩელებაძე სანაკრებო კარიერარევაზ ჩელებაძე კარიერის შემდეგრევაზ ჩელებაძე საინტერესო ფაქტებირევაზ ჩელებაძე მიღწევებირევაზ ჩელებაძე ლიტერატურარევაზ ჩელებაძე ბიბლიოგრაფიარევაზ ჩელებაძე პერიოდიკარევაზ ჩელებაძე რესურსები ინტერნეტშირევაზ ჩელებაძე კომენტარებირევაზ ჩელებაძე სქოლიორევაზ ჩელებაძე19552 ოქტომბერიგურია ლანჩხუთი (საფეხბურთო კლუბი)დინამო ბათუმი (საფეხბურთო კლუბი)დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)თავდამსხმელი (ფეხბურთი)საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო თასისაბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაუეფა-ს თასების მფლობელთა თასიფეხბურთიქართველებიქობულეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სეტყვაცოტნე დადიანიწიგნი სიბრძნე სიცრუისააუტიზმიჯემალ ქარჩხაძემიტოზიძუძუმწოვრებიდედა ენაშვედეთიიესო ქრისტემერკურიასტიგმატიზმიქართული ხალხური ცეკვები9 აპრილის ტრაგედიამალდივის რესპუბლიკალონდონინიდერლანდებიეთიოპიაფრინველთა მიმოფრენალომირევაზ ინანიშვილიგიორგი ლეონიძეფარსმან II ქველიევროკავშირისვეტიცხოველიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიმონღოლებისვანური ენააკონკაგუაჩუტყვავილაადამიანის ჩონჩხიმონოგამიაელექტრული დენიირანიდემეტრე II თავდადებულიტაო-კლარჯეთირომბიმართლმადიდებლობაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაცხოველებიღამურააჭარადიდი პარასკევიკომუნიზმიკილომეტრირიცხვითი სახელიბაგრატ III (საქართველოს მეფე)აფხაზეთიმტირალას ეროვნული პარკიაფრიკის ქვეყნების სიაანტიკური ხანაწმინდა სამების საკათედრო ტაძარისაქართველოEuropebetაბანოთუბანიალექსანდრე ყაზბეგიგიორგი მაზნიაშვილიბათუმის ბოტანიკური ბაღიირაკლი კობახიძეგოგონა მარგალიტის საყურითკულტურაქართლის ცხოვრებასაუდის არაბეთიჭიანჭველასებრნითამარ მეფემსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითკორდილიერებივლადიმერ ლენინიჯორჯ გერშვინიდავით IIIჰეკლადედამიწის ისტორიათავისუფლება (ფილოსოფია)აფხაზეთის ომი (1992-1993)შარკა ბლუნეპოტიზმიწნევა🡆 More