მიხეილ მესხის სტადიონი

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — ყოფილი „ლოკომოტივის“ სტადიონი, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

გაშენდა ყოფილი „ქარიშხალას“ სტადიონის ტერიტორიაზე. ადრინდელი, 26000-ადგილიანი სტადიონი 1952–57 წლებში აიგო იური კასრაძის პროექტით. 1960 წელს არენას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა (არქიტექტორები — თემურ აბაშიძე, ანრი ყურაშვილი) და 10 400 ადგილი დაემატა.

მიხეილ მესხის სტადიონი
ლოკომოტივი
მიხეილ მესხის სტადიონი
სტადიონის ხედი
სრული სახელი მიხეილ მესხის სტადიონი
მდებარეობა თბილისი, საქართველო
მესაკუთრე საქართველოს მთავრობა
ტევადობა 27,223
გუნდები
„ლოკომოტივი“ თბილისი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები

1999 წელს ძველი სტადიონი მთლიანად დაანგრიეს და ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყეს (არქიტექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი ოთარ ვარდანაშვილი, არქიტექტორები — ნიკოლოზ აბაშიძე, ავთანდილ რევაზიშვილი, ოთარ ბერიანიძე), რომელიც დასრულდა 2001 წელს, მთლიანი კომპლექსი კი 2003 წელს გაიხსნა, ტრიბუნის ტევადობით 27 ათასი (მათ შორის 500 ადგილი გადახურვის ქვეშაა). სტადიონს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, მიხეილ მესხის სახელი 2005 წელს მიენიჭა. მიხეილ მესხის სახელობის არენა, სიდიდით, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის შემდეგ რიგით მეორე არენაა საქართველოში.

არენა 2011 წლის დასაწყისში გრძელვადიანი იჯარით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა, რომელმაც სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო. რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი აგვისტოს ბოლოს დასრულდა და სტადიონი 2011 წლის 1 სექტემბერს საქართველოსა და ესპანეთის 21-წლამდელთა მატჩით გაიხსნა. არენის ტერიტორიაზე განთავსებულია დრენაჟის თანამედროვე სისტემა, ელექტროტაბლო, გასახდელის ორი ბლოკი, საპრესკონფერენციო დარბაზები, ტელეკომენტატორთა ჯიხურები, VIP, გამორჩეულ სტუმართა და ჟურნალისტთა ლოჟები, მსაჯთა და დელეგატთა, დოპინგ-კონტროლის ოთახები, ტრენაჟორების დარბაზი, მანქანების პარკინგი. სტადიონის კომპლექსში შედის სათადარიგო მოედანი 1 000-ზე მეტი დასაჯდომი ადგილით. 2011 წლის სექტემბრიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მატჩებში, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „სპარტაკის“ საშინაო არენაა.

[წყარო არ არის მითითებული 311 დღე]

გალერეა

პერიოდიკა

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

მიხეილ მესხის სტადიონი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

მიხეილ მესხის სტადიონი გალერეამიხეილ მესხის სტადიონი პერიოდიკამიხეილ მესხის სტადიონი იხილეთ აგრეთვემიხეილ მესხის სტადიონი რესურსები ინტერნეტშიმიხეილ მესხის სტადიონი სქოლიომიხეილ მესხის სტადიონი1960ვაკის პარკი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ასურეთისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიდინოზავრებიიოსებ სტალინიგიორგი ყიფშიძემეტაფორაჩერნობილის კატასტროფაჟირაფისებრნიმასონობადედამიწის ისტორია9 აპრილის ტრაგედიაკარტოფილისაქართველოს პრეზიდენტიკვარციარისტოტელესქესობრივი აქტიკაპიტალიზმიხინკალიმამუკა მდინარაძეგისტოლაგონიოს ციხედედამიწაქართული დამწერლობასულეიმან Iბუნებაემპათიაევროკავშირიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითპარალელოგრამიუინსტონ ჩერჩილიისრაელიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაერთა ლიგალევან საგინაშვილიმიხეილ ხერგიანიაბსცისასაქართველოს პრემიერ-მინისტრიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაგიორგი მიქაუტაძეაბო თბილელის წამებააგნოსტიციზმიძველი ეგვიპტევლადიმერ პუტინიმერკურიბაგრატიონებიეოზონოფილებიმზეფელაციახეოფსის პირამიდასაათი (ერთეული)მონა ლიზამუშთაიდის ბაღიჰიპერბოლა (ენა)ენგურის ჰიდროელექტროსადგურისაქართველო VI საუკუნეშიილია თოფურიამარიამ მეგვიპტელითურქეთიშიდა ქართლიევროპაალბერტ აინშტაინისაქართველოს ისტორიაეროზიაარგონავტებიისლანდიამარჩბივი (ასტროლოგია)ფსორიაზისვეტიცხოველიპაბლო პიკასოაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითგერმანიაგაერთიანებული სამეფოგორივარძიაენდომეტრიოზიმეტაბოლიზმიდავით კაჭარავამედუზებივახტანგ VI🡆 More