საფეხბურთო კლუბი რუსთავი

საფეხბურთო კლუბი მეტალურგი რუსთავი — საფეხბურთო კლუბი ქალაქ რუსთავში, თამაშობს რუსთავის ფოლადის სტადიონზე.

საფეხბურთო კლუბი რუსთავი სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

დაარსდა „ოლიმპის“ სახელით 2006 წელს, თბილისის „თბილისის“ ბაზაზე. კლუბმა 2007 და 2010 წლებში საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მეტალურგი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი მეტალურგი რუსთავი
დაარსდა 2006
სტადიონი ფოლადის სტადიონი
რუსთავი, საქართველო
(ტევადობა: 4200)
პრეზიდენტი საქართველოს დროშა ზაზა დოლიძე
2015-2016 საფეხბურთო კლუბი რუსთავი მე-15, რეგიონალ ლიგის ცენტრალური ზონა
საიტი ოფიციალური საიტი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
ძირითადი ფორმა
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
საფეხბურთო კლუბი რუსთავი
რეზერვის ფორმა

ისტორია

„ოლიმპის“ სახელით გუნდი ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბ „თბილისის“ ბაზაზე. დამფუძნებელმა თემურ უგულავამ კლუბზე უარი თქვა და საკონტროლო პაკეტი გადასცა თანადამფუძნებელ მამუკა გუგეშაშვილს, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება კლუბის გასხვისების შესახებ.

„თბილისის“ შეძენის მსურველები მალე გამოჩნდნენ. ერთ-ერთი იყო ბათუმის „დინამოს“ ყოფილი სპონსორი, ინგლისელი -არაბი ალი პარი, რომელმაც ერთ-ერთი თბილისური გუნდის ბაზაზე შეექმნა ახალი კლუბი და „ოლიმპი“ დაარქვა.

როდესაც „თბილისის“ ბაზაზე ახალი გუნდის ჩამოყალიბებაზე დაიწყეს საუბარი, მომავალ პრეზიდენტად ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა დასახელდა, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურებიდან ედუარდ შევარდნაძის და ლევან მამალაძის ყოფილი მეგობრის გაპრეზიდენტების წინააღმდეგ წავიდნენ და ამ გარიგებას საფრთხე დაემუქრა. ჯაფარიძეს საქმიდან გასვლა მოსთხოვეს, რასაც ალი პარის საქმიდან გასვლის გადაწყვეტილება მოჰყვა.

8 ივლისს რუსთავის „ოლიმპი“ უკვე ოფიციალურად დაფუძნდა. დაფუძნების დღეს დოკუმენტს ხელი სამმ მხარემ მოაწერა: საფეხბურთო კლუბმა „თბილისმა“, ფირმა „ფოლადმა“ და ინგლისელმა ბიზნესმენმა.

2005–2006 წლების სეზონში ს.კ. „თბილისმა“ უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, შესაბამისად, რუსთავის „ოლიმპმა“ 2006 წლიდან დაიწყო საქართველის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოსვლა. პირველივე წელს, რევაზ ძოძუაშვილის მწვრთნელობის პერიოდში, გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. 2008–09 წლების სეზონში „ოლიმპი“ რუსთაველი ვარლამ კილასონიას ხელმძღვანელობით მესამე ადგილის მფლობელი და საქართველოს თასის ფინალისტი გახდა.

კლუბის პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა მას შემდეგ, რაც ქალაქ რუსთავისა და ქვემო ქართლის რეგიონის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით და შუამდგომლობით კლუბის ხელმძღვანელობამ მრავალი პროექტი განახორციელა. მათ შორის განსაკუთრებით გამოსაყოფია ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულება.

2009 წლის ზეფხულში „ოლიმპს“, „ატლეტიკოს“ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ბრაზილიური კლუბის წარმოდგენლობითი დელეგაცია სტუმრობდა. მხარის გუბერნატორის, დავით კირკიტაძისა და ქალაქის მერის, მამუკა ჩიქოვანის რეკომენდაციებმა და შუამდგომლობამ საბოლოოდ დაარწმუნა ბრაზილიელები „ოლიმპთან“ პარტნიორული თანამშრომლობის სისწორეში და კონტრაქტიც გაფორმდა.

2009-10 წლების სეზონში „ოლიმპმა“ ისტორიაში მეორედ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული, საქართველოს სუპერთასში კი თასის მფლობელ ვიტ ჯორჯიას აჯობა. 2011 წელს „მეტალურგმა“ ევროპის ლიგაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა. პირველად სომხური „ბანანცი“ დაამარცხა (1:0, 1:1), შემდეგ ყაზახეთის „ირტიში“ სტუმრად (1:1, 2:0), თუმცა გაცილებით ძლიერ ფრანგულ „რენისთან“ ვერაფერს გახდა (2:5, 0:2).

2011-12 წლების სეზონში გუნდმა ჩემპიონატში მე-2 ადგილი მოიპოვა და ევროპის ლიგის საგზური გაინაღდა. უმაღლესი ლიგის 2011-2012 წლების სეზონში გუნდის ბომბარდირი გახდა დიმიტრი ტატანაშვილი 12 გოლით. საქართველოს თასსზე „მეტალურგმა“ საჩხერის „ჩიხურა“ (1:1, 2:0) და „ვიტ ჯორჯია“ (1:0, 1:2) დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში „ზესტაფონთან“ დამარცხდა – 1:1, 0:1.

2012-13 წლების სეზონში რუსთავის „მეტალურგმა“ არც თუ ისე კარგად ითამაშა, ყველაფერი კარგად დაიწყო, რუსთაველებმა ევროპის ლიგაზე ალბანური „ტეუტა“ გაანადგურეს (3:0, 6:1), თუმცა კენჭისყრამ ჩეხური „პლზენი“ არგო მეტალურგს, რომელთანაც ვერაფერს გახდა (1:3, 0:2). ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მეტალურგმა არასტაბილურად იასპარეზა და ქვედა ექვსეულში აღმოჩნდა. მეორე ეტაპზე რუსთაველებს ქულათა მარაგი საკმარისი ჰქონდა და უმოტივაციოდ დარჩენილმა დაამთავრა სეზონი მე-7 ადგილზე. ხოლო საქართველოს თასსზე „მეტალურგმა“ ნორმალური შედეგი აჩვენა, ბათუმის „დინამოსთან“ ორი მატჩის ჯამში სტუმრად გატანილი გოლის წესით გამარჯვებას (2:1, 0:1) მოჰყვა ცხინვალის „სპარტაკის“ დამარცხება (2:1, 1:1). ნახევარფინალში გუნდს თბილისის „დინამო“ შეხვდა და უშანსოდ დამარცხდა (2:1, 5:0). პირველად ისტორიაში „მეტალურგი“ ევროპული ტურნირის გარეშე დარჩა.

2013-14 სეზონში გუნდმა დიდი ამბიციებით დაიწყო ჩემპიონატი, პირველ ეტაპზე 12 გუნდიან ჩემპიონატში მათ მე-4 ადგილი ეკავათ. ზამთრის სატრასფერო პერიოდში გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს და გაზახულზე გადახალისებული შემადგენლობით რუსთავმა ვერ შეძლო საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა და 45 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა. რუსთავის "მეტალურგი" ზედიზედ მეორედ ვერ გავიდა ევრო ასპარეზზე. საქართველოს თასის პირველ ეტაპზე მათ „გაგრა“ (3-1, 2-0) დაამარცხეს, 1/8 ფინალში „კოლხეთი 1913“ იგივე სხვაობით ( 2:0, 3:1 ) დაამარცხეს. 1/4 ფინალში კი ყველაზე არასასურველი ვიზავისტი „დინამო თბილისი“ შეხვდა და ვერაფერს გახდა ( 0:2, 1:4 ).

2014-2015 წლების სეზონზე „მეტალურგი რუსთავი“ საპლეი-ოფო მეთოთხმეტე ადგილას გავიდა, მაგრამ „ლოკომოტივთან“ შეხვედრა არ შედგა, ფინანსური პრობლემების გამო რუსთავულ კლუბს 2015-2016 წლების სეზონი რეგიონული ლიგის ცენტრალურ ზონაში მოუწია, სადაც 7 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა, ამის შემდეგ კლუბის საქმიანობა შეჩერდა.

სტადიონი

საფეხბურთო კლუბი რუსთავი 
ფოლადის სტადიონი

რუსთავის „მეტალურგი“ საშინაო მატჩებს რუსთავის ფოლადის სტადიონზე ატარებდა. სტადიონი 4 200 მაყურებელს იტევს. ფოლადის სტადიონს საერთაშორისო თამაშებისთვისაც უმასპინძლია, მათ შორის საქართველოსა და იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი,რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა.

2007 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაჩემპიონებულმა „ოლიმპმა“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე უმასპინძლა. 2009 წელს სტადიონზე მინდვრის საფარი შეიცვალა. უეფა-ს გრანტის გამოყენებით „ფოლადზე“ ბოლო თაობის ხელოვნური საფარი დაიგო. ახალი სტადიონი საქართველოს სუპერთასის მატჩით გაიხსნა, რომელშც „დინამოს“ და „ვიტ ჯორჯია“ მონაწილეობდნენ.

სახელწოდება

  • 2003გორდა 2000 რუსთავი
  • 2004რუსთავი
  • 2006ოლიმპი რუსთავი (რუსთავი შეურთდა თბილისს, 2008 წელს თბილისი გამოეყო ოლიმპი რუსთავს)
  • 2011მეტალურგი რუსთავი

ტიტულები

ბომბარდირები

წელი ფეხბურთელი ქვეყანა გოლები
2014-15 რევაზ ბარაბაძე საფეხბურთო კლუბი რუსთავი  საქართველო 2
2013-14 გიორგი ჩირგაძე საფეხბურთო კლუბი რუსთავი  საქართველო 4
2012-13 ირაკლი სიხარულიძე საფეხბურთო კლუბი რუსთავი  საქართველო 7
2011-12 დიმიტრი ტატანაშვილი საფეხბურთო კლუბი რუსთავი  საქართველო 19
2010-11 ირაკლი მოდებაძე საფეხბურთო კლუბი რუსთავი  საქართველო 16
2009-10 ანდერსონ აკინო საფეხბურთო კლუბი რუსთავი  ბრაზილია 26
2008-09 გიორგი მეგრელაძე საფეხბურთო კლუბი რუსთავი  საქართველო 6
2007-08 რევაზ ჯიქია საფეხბურთო კლუბი რუსთავი  საქართველო ?
2006-07 ვლადიმერ დვალიშვილი საფეხბურთო კლუბი რუსთავი  საქართველო ?

სეზონები

ევროპული რეკორდი

სეზონი ჩემპიონატი რაუნდი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
2007–08 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  სკ ასტანა 0–0 0–3
2009–10 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  ტორშავნი 2–0, 2–0
2Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  ლეგია ვარშავა 0–1 0–3
2010–11 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  აქტობე 1–1 0–2
2011–12 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  სკ ბანანტსი 1–1 1–0
2Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  პავლოდარი 1–1 2–0
3Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  რენი 2-5 0-2
2012–13 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  ტერუტა დიურესი 6-1 3-0
2Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  ვიქტორია პლჟენი 1-3 0-2


მწვრთნელები

სეზონები

ევროპული რეკორდი

სეზონი ჩემპიონატი რაუნდი ქვეყანა კლუბი შინ გასვლითი
2007–08 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 1Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  სკ ასტანა 0–0 0–3
2009–10 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  ტორშავნი 2–0, 2–0
2Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  ლეგია ვარშავა 0–1 0–3
2010–11 უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა 2Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  აქტობე 1–1 0–2
2011–12 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  სკ ბანანტსი 1–1 1–0
2Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  პავლოდარი 1–1 2–0
3Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  რენი 2-5 0-2
2012–13 უეფა-ს ევროპის ლიგა 1Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  ტერუტა დიურესი 6-1 3-0
2Q საფეხბურთო კლუბი რუსთავი  ვიქტორია პლჟენი 1-3 0-2

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

საფეხბურთო კლუბი რუსთავი ისტორიასაფეხბურთო კლუბი რუსთავი სტადიონისაფეხბურთო კლუბი რუსთავი სახელწოდებასაფეხბურთო კლუბი რუსთავი ტიტულებისაფეხბურთო კლუბი რუსთავი სეზონებისაფეხბურთო კლუბი რუსთავი ევროპული რეკორდისაფეხბურთო კლუბი რუსთავი მწვრთნელებისაფეხბურთო კლუბი რუსთავი სეზონებისაფეხბურთო კლუბი რუსთავი ევროპული რეკორდისაფეხბურთო კლუბი რუსთავი რესურსები ინტერნეტშისაფეხბურთო კლუბი რუსთავი სქოლიოსაფეხბურთო კლუბი რუსთავი2006თბილისი (საფეხბურთო კლუბი)რუსთავიუმაღლესი ლიგა 2006-2007უმაღლესი ლიგა 2009-2010ფეხბურთიფოლადის სტადიონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბარსელონანაციონალ-სოციალიზმიორნელა მუტიელდარის დაბლობიავსტრალია (კონტინენტი)ზაქარია ფალიაშვილიაშშ-ის ისტორიაპროტესტანტიზმიმადაგასკარივერცხლიზუგდიდისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტირიცხვითი სახელითუთის აბრეშუმხვევიაჩარლი ჩაპლინითამარ მეფესამანიშვილის დედინაცვალირუსული დამწერლობასაქართველოს სატელეფონო კოდებიმთვარეერთა ლიგაპოლიტიკამსოფლიოს მოსახლეობაზვიგენებიეკონომიკადელფინებილუი XIVნიკა არაბიძეფარნავაზ Iგორირომის რესპუბლიკაიმპრესიონიზმიოქროს საწმისიკონტინენტისერგო ორჯონიკიძეზღარბისებრნიპოლიმერებიიუდაიზმიივანე ჯავახიშვილიედუარდ შევარდნაძეტოტალიტარიზმირომიხარებასაბერძნეთიმართკუთხედისაქართველო-ევროპის კავშირის ურთიერთობებირაჭაქართული ხალხური ცეკვებიქუთაისირუსეთის იმპერიაჩრდილოეთი კორეასაქართველოს ტერიტორიული მოწყობარუსეთ-საქართველოს ომი (2008)ნატრიუმიფსიქოლოგიამასტურბაციავატიკანიიგავ-არაკიბიპოლარული აშლილობაბერძნული ხელოვნებაალექსანდრე მაკედონელინიკო ფიროსმანიგასტრიტიუფლისციხეკანადალიხტენშტაინიაბრეშუმის დიდი გზაეგვიპტის პირამიდებიმარილებილონდონიპრომეთესიმკვრივედათა თუთაშხიაამიერკავკასიური ზაზუნაელენე ახვლედიანიანანურის ციხენიადაგი🡆 More