გიორგი კიკნაძე (დ.
1902, ხაშური, საქართველო — გ. 3 სექტემბერი, 1963, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (1937-1938), საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა მინისტრი (1944–1952).
გიორგი კიკნაძე დაიბადა 1902 წელს. საშუალო განათლება მიიღო ქ. ხაშურში. 1923 წელს დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი და მიიღო ეკონომისტის სპეციალობა. იმავე წელს ჩაირიცხა უნივერსიტეტის ასპირანტურაში.
1929–1934 წლებში გიორგი კიკნაძე იმყოფებოდა პარტიულ სამუშაოზე: საქართველოს კომპარტიის თბილისის ორგანიზაციის ლენინის რაიონულ კომიტეტში, თბილისის კომიტეტსა და გარეუბნის რაიონულ კომიტეტში. პარტიულ მუშაობას ათავსებდა პედაგოგიურ მოღვაწეობასთან.
1934 წელს იგი მიავლინეს მოსკოვში უმაღლესი კომუნისტური განათლების ინსტიტუტში სასწავლებლად.
1937 წელს, ამ ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მან დაიცვა დისერტაცია და მიიღო პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. იგი
დაინიშნა საბჭოთა კავშირის ხალხთა პედაგოგიკის ცენტრალური სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.
1937 წლის ივლის-სექტემბერში გიორგი კიკნაძე მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ. 1937–1938 წლებში იყო თბილისის უნივერსიტეტის რექტორი. მისი რექტორობის პერიოდში მთელ ქვეყანაში ფართოდ აღინიშნა თსუ-ის დაარსების ოცი წლისთავი. 1938–1944 წლებში გიორგი კიკნაძე იყო საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარი, ხოლო 1944-1952 წლებში-საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა მინისტრი.
გიორგი კიკნაძე გარდაიცვალა 1963 წლის 3 სექტემბერს..
გიორგი კიკნაძეს გამოქვეყნებული აქვს შრომები პედაგოგიკის საკითხებზე:
This article uses material from the Wikipedia ქართული article გიორგი კიკნაძე, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.