დაბა ლესელიძე

ლესელიძე (აფხ.

დაბა ლესელიძე სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლესელიძე.

Гьечрыԥшь [გჲეჩრჷფშ]; ყოფილი ერმოლოვსკი — გადაერქვა 1944 წლის 1 ივნისს) — დაბა და თემის ცენტრი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდებარეობს შავიზღვისპირა დაბლობზე, მდინარე ფსოუს მარცხენა ნაპირზე, მისშესართავთან, რუსეთის საზღვართან, ზღვის დონიდან 6 მეტრზე, გაგრიდან 18 კილომეტრში, სოხუმი-სოჭის საავტომობილო და სარკინიგზო ხაზზე. დაბაში მოქმედებს რკინიგზის ბაქანი.

დაბა
ლესელიძე
აფხ. Гьечрыԥшь
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 43°23′20″ ჩ. გ. 40°01′20″ ა. გ. / 43.38889° ჩ. გ. 40.02222° ა. გ. / 43.38889; 40.02222
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 969 კაცი (1989)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +995 443
საფოსტო ინდექსი 6700
ლესელიძე (დაბა) — საქართველო
ლესელიძე (დაბა)
ლესელიძე (დაბა) — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ლესელიძე (დაბა)
ლესელიძე (დაბა) — გაგრის მუნიციპალიტეტი
ლესელიძე (დაბა)

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ისტორია

ეს სახელწოდება შედარებით ახალია. XIX საუკუნის 60-იან წლებამდე აქ არსებობდა სოფელი გეჩრიფშ. სახელწოდებას საფუძვლად უდევს ჯიქების თავადური საგვარეულოს გეჩ, გეჩბა ფუძე, რომლებიც 1864 წელს ოსმალეთში გადაასახლეს. სახელწოდება „გეჩბების მხარეს, საცხოვრისს“ ნიშნავს. XIX საუკუნის მიწურულს ერმოლოვსკი ეწოდა რუსეთის იმპერიის მიწათმოქმედებისა და ქონების მინისტრის ა. ს. ერმოლოვის პატივსაცემად, რომელმაც ეს ადგილები 1894 წელს შემოიარა. 1944 წელს ლესელიძე ეწოდა დიდი სამამულო ომის გენერლის კონსტანტინე ლესელიძის პატივსაცემად, რომელიც კავკასიის მისადგომებს იცავდა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა კოლმეურნეობა რომლის პროფილი იყო მეთამბაქოეობა, მეხილეობა და მევენახეობა. ლესელიძის სადაბო საბჭოში ასევე შედიოდა სოფლები სალმე და სულევო. 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ აფხაზეთის რესპუბლიკამ უწოდა გეჩრიფში (Гьачрыҧшь//Гьечрыҧшь).

დემოგრაფია

1989 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობდა 969 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წ. აღწ. 969 -- --

კურორტი

ლესელიძე რესპუბლიკური მნიშვნელობის ზღვისპირა კლიმატური კურორტია. ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი, უთოვლო ზამთარი და ცხელი ნოტიო ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,5 °C, აგვისტოსი – 23,4 °C. ნალექები 1250 მმ წელიწადში. მზის ნათების ხანგრძლივობა 1890 საათი. ძირითადი სამკურნალო საშუალებაა ზღვაში ბანაობა, თალასოთერაპია. სამედიცინო ჩვენება: გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სუნთქვის ორგანოთა ქრონიკული დაავადებები და ნერვული სისტემის ფუნქციური მოშლა. სეზონი მაისიდან ოქტომრამდე.

კონსტანტინე ლესელიძის ძეგლი

დაბაში იდგა კონსტანტინე ლესელიძის ბრინჯაოს ძეგლი. შეასრულა 1974 წელს მოქანდაკე ს. ი. კაკაბაძემ და აღმართეს მარმარილოს მაღალ პოსტამენტზე 1975 წელს. ლესელიძის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ დღეს — 1975 წლის 9 მაისს. მიტინგზე გამოვიდა გენერლის ქალიშვილი იზოლდა ლესელიძე, რომელმაც თქვა:

დაბა ლესელიძე 
„მე უსასრულოდ გახარებული გილოცავთ თქვენ ყველას გამარჯვების დღეს. ამ უდიდეს დღესასწაულს დაემთხვა მამაჩემის ძეგლის გახსნა. ეს ძეგლი არის არა მარტო მამაჩემის, არამედ ყველა იმათი, ვინც წავიდა საომრად საქართველოდან და არ დაბრუნდა სახლში...“

აფხაზეთის ომის დროს, 1992 წლის სექტემბერში, ქ. გაგრის დაცემის შემდეგ, სხვა ქართულ ძეგლებთან ერთად მიწასთან იქნა გასწორებული ძეგლიც. მისი შემდგომი ბედი უცნობია. ლესელიძის სკულპტურული პორტრეტის აღდგენა შეუძლებელია: არ შემორჩა მასალები არც მოქანდაკის სახელოსნოში, არც ქანდაკებათა თბილისის კომბინატში.

ლიტერატურა

  • უშვერიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 200.
  • პაატა ცხადაია, ბეჟან ხორავა, „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, თბ., 2016.

სქოლიო

Tags:

დაბა ლესელიძე ისტორიადაბა ლესელიძე დემოგრაფიადაბა ლესელიძე კურორტიდაბა ლესელიძე კონსტანტინე ლესელიძის ძეგლიდაბა ლესელიძე ლიტერატურადაბა ლესელიძე სქოლიოდაბა ლესელიძეაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზური ენაგაგრალესელიძე (პლატფორმა)რუსეთისაქართველოფსოუ

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს ისტორიახაჭაპურიბეთანიის მონასტერიტიციან ტაბიძეწითელაჩინეთიზიარებაიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიმონაკოდედამიწის დღეკურდღელიქვეწარმავლებიკანე კორსოსაქართველოს დაცული ტერიტორიებიზღვის დონესაფრანგეთიარაბთა გაერთიანებული საამიროებიდიმიტრი სამხარაძეივანე მაჩაბელიალაზანიირემისულხან-საბა ორბელიანიკორნელი კეკელიძეტიბეგინგიმალდივის რესპუბლიკაგოგი დოლიძე (კინომცოდნე)ადოლფ ჰიტლერისაქართველოს დიდი სოფლებისიღნაღივაჟა-ფშაველაერეკლე IIარგონავტებიღვიძლიწმინდა გიორგიბენიტო მუსოლინიმიგრაციაბაროკოსქესობრივი აქტიაია-სოფიას ტაძარიკავკასიური ნაგაზიგველებიჩემი ცოლის დაქალებიდედამიწის ისტორიავარძიასაშოგაერთიანებული ერების ორგანიზაციამარიხუანანეაპოლიგიორგი ჭანტურიაალექსანდრე დუგინიგლიცინიაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიააჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზურაბ ჟვანიაატომიაკაკი წერეთელინიამორიეიფელის კოშკიერნესტო ჩე გევარაშამქორის ბრძოლა (1195)ლევან საგინაშვილირითმაყვავილოვანი მცენარეებიტრაპეციაგერგეტის სამების ეკლესიაჰიპოთეზანარიყალაფილოსოფიაბიძინა ივანიშვილიენცეფალოპათიანელსონ მანდელაკლიმატიალექსანდრე ყაზბეგიჩარლი ჩაპლინიკვადრატითბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიბიზანტიის იმპერიამზე🡆 More