ქუნთრუშა

ქუნთრუშა — მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ანგინა და გამონაყარი კანზე.

პირველად აღწერა ინგლისელმა მეცნიერმა ტ. სიდენჰემმა (XVII საუკუნე). დაავადებას იწვევს A ჯგუფის ბეტაჰემოლიზური სტრეპტოკოკი, რომელიც გამოიმუშავებს ტოქსინს. ინფექციის წყაროა დაავადებული და ბაქტერიამატარებელი ადამიანი. გადაეცემა ძირითადად ჰაერ-წვეთოვანი გზით. უმეტესად ავადდებიან 6-7 წლის ბავშვები. ავადობა მეტია შემოდგომასა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდულობა, მატულობს ყოველ მე-4-მე-6 წელს. ქუნთრუშის გადატანის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი. ინკუბაციური პერიოდი 2-7 დღე გრძელდება.

იწყება მწვავედ, მაღალი სიცხით, პირღებინებით, ანგინით. კისრის ზედა ლიმფური კვანძები გადიდებული და მტკივნეულია. პირველ-მეორე დღესვე ჰიპერემიულ კანზე ჩნდება წითელი წვრილწერტილოვანი გამონაყარი. ენა იფარება მოთეთრი ნაცრისფერი ნადებით. მე-4-5 დღიდან ენა სუფთავდება, ხდება მარცვლოვანი, ჟოლოსებრი. მე6-10 დღეს იწყება კანის აქერცვლა. არჩევენ ქუნთრუშის მსუბუქ, საშუალო და ძლიერ ფორმებს. მძიმე ფორმა შესაძლოა იყოს ტოქსიკური, დაზიანდეს ნერვული და გულ-სისხლძარღვტა სისტემა, სეპტიკური (ნეკროზული ანგინით) და ტოქსიკურ-სეპტიკური. ქუნთრუშას გართულებებია: კისრის ჩირქოვანი ლიმფადენიტი, ოტიტი, მასტოიდიტი, ცხვირის დანამატი ღრუების ანთება, სინოვიტი, გულის დაზიანება, ნეფრიტი, სეფსისი. გართულებები ძლაიან იშვიათია. მკურნალობის პირობებში სიკვდილიანობა თითქმის არ არის. მკურნალობა: ანტიბიოტიკები, სიმპტომური საშუალებები.

ლიტერატურა

Tags:

იმუნიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ილია IIგიორგი ქოჩორაშვილისვანეთიპირველი მსოფლიო ომიიოჰან სებასტიან ბახიმიქელანჯელო ბუონაროტინიკო ფიროსმანიგურამ დოჩანაშვილიასურეთიჩინეთის დიდი კედელირევაზ ინანიშვილიალბერტ აინშტაინიავსტრალია (კონტინენტი)ფილიპინებითბილისის ისტორიაეკოლოგიახარებაავოკადოანდაზადინოზავრებისაფრანგეთის რევოლუციალუვრიჩუტყვავილაატლანტის ოკეანეკონსტიტუციაგრიგოლ ხანძთელიბუდუ ზივზივაძეწმინდა გიორგიშერლოკ ჰოლმზიშუშანიკის წამებათეთრი დათვილომიზმნანაირა გელაშვილიატომიეგზისტენციალიზმინატვრის ხე (ფილმი)კონსტანტინოპოლისაქართველოს მუნიციპალიტეტებიკუთხეამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ბარბიტურატებიაბრეშუმის ჭიაშინაური ძაღლიიუდაიზმიბრუნებათბილისური ეზოზომიერი სარტყლებიქალწული (ასტროლოგია)ადოლფ ჰიტლერიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაკაცხის სვეტიინსულტიელინიზმირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიახალქალაქიუეფა-ს ჩემპიონთა ლიგასეკულარიზმიაშშ-ის ისტორიაარაბთა გაერთიანებული საამიროებინიკოლა ტესლაიგავ-არაკიერთეულთა საერთაშორისო სისტემასაქართველოს დაცული ტერიტორიებიმარკ ტვენიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოჯეიმზ კუკისამეგრელოზამთარივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიზედსართავი სახელისაქართველოს სახელმწიფო გერბიარისტოტელექაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაკირჩხიბი (ასტროლოგია)კლოდ მონე🡆 More