სეფსისი

სეფსისი (ბერძნ.

grcσῆψις — დაჩირქება) — ადამიანისა და ცხოველების მძიმე ინფექციური დაავადება. სეფსისი ნებისმიერი ინფექციის ისეთი ფორმაა, რომლის დროსაც ორგანიზმის მძიმე მდგომარეობის ან მიკრობების მაღალი ვირულენტობის, აგრეთვე ორგანიზმში მათი დიდი რაოდენობით ან არაბუნებრივი გზით შეჭრის შედეგად ორგანიზმის დაცვითი უნარი იმდენად დაქვეითებულია, რომ ანთებითი კერები, სადაც ჩვეულებრივ მიკრობების დათრგუნვა ხდება, გადაიქცევა მათი გამრავლებისა და უწყვეტი განმეორებითი გენერალიზაციის წყაროდ. სეფსისის გამომწვევი შეიძლება იყოს სტრეპკოკოკი, სტაფილოკოკი (უფრო ხშირად) და სხვა. ამჟამად გავრცელებულია ე.წ. გრამუარყოფითი (ნაწლავის ჩხირი, კლოსტრიდია) ინფექცია. მიკრობის შეჭრის ადგილის მიხედვით განარჩევენ კანისმიერ, ოპერაციის შემდგომ, მშობიარობის და აბორტის შემდგომ, უროლოგიურ (ინფექცია იჭრება საშარდე გზებიდან), ორალურ (ინფექცია იჭრება პირის ღრუდან) და კრიპტოგენულ სეფსისს; ჩარევის საჭიროების მიხედვით - არაქირურგიულ, ქირურგიულ, გინეკოლოგიურ, უროლოგიურ და პედიატრიულ სეფსისს; კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით - ელვისებურს (1-7 დღე), მწვავეს ( 3 თვემდე) და ქრონიკულს; კერების მიხედვით - სეპტიცემიას (ჩირქოვანი მეტასტაზების გარეშე), სეპტიკოპიემიას (ჩირქოვანი მეტასტაზებით) და სეფსისურ (ბაქტერიულ) ენდოკარდიტს (ინფექციის კერა ენდოკარდიუმშია), რომელსაც უმძიმესი მიმდინარეობა აქვს. სეფსისს ახასიათებს როგორც ადგილობრივი, ისე საერთო სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი (სტაფილოკოკური სეფსისი თავის ტკივილის გარეშე მიმდინარეობს), მძიმე შემთხვევაში ცნობიერების დაკარგვა, მაჯისცემის გახშირება, არტერიული სისხლის წნევის დაქვეითება, შეშუპებები, ნაწოლები და სხვა. ყოველგვარი ცხელების დროს, რომელიც იწყება ტრავმის (ოპერაცია,მშობიარობა და სხვა) მიღების ან ჩირქგროვის გაჩენის შემდეგ, ეჭვი უნდა მივიტანოთ სეფსისზე. სეფსისის ნათელი სურათი ვითარდება 3 - 5 დღეში, ზოგჯერ უფრო გვიანაც. ეფექტიანი მკურნალობა შესაძლებელია პირველ დღე-ღემეში. ახალშობილთა სეფსისისთვის დამახასიათებელია პირღებინება, ფაღარათი, ძუძუს წოვის მიტოვება, წონაში დაკლება,ორგანიზმის გაუწყლოება, მონაცისფრო კანი და სხვა.

სეფსისი
სეფსისი
დარგი infectious diseases Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 11960
ICD-10 A40. – A41.
ICD-9 995.91
MedlinePlus 000666
Patient UK სეფსისი
MeSH D018805

მკურნალობა

ანტიბიოტიკების დიდი დოზები, სულფანილამიდები;ორგანიზმის წინააღმდეგობის ასამაღლებელი ღონისძიებანი (გაძლიერებული ვიტამინიზებული მაღალკალორიული საკვები, სისხლის და ცილოვანი პრეპარატების გადასხმა, ავტოვაქცინები, გამა-გლობულინი); ადგილობრივად - დანეკროზებული ქსოვილების დროული მოცილება, ჩირქგროვების გაკვეთა, ჭრილობების დამუშავება ანტიბიოტიკებითა და ანისეპტიკური პრეპარატებით და სხვა.

1979 წელს საქართველოში შეიქმნა სეფსისის საწინააღმდეგო რესპუბლიკური ცენტრი. ცენტრის საქმიანობაში შედის: ინფექციონისტების, ქირურგების, მეან-გინეკოლოგების, პედიატრებისა და სხვა სპეციალისტების ორგანიზებული გაერთიანება; მოსახლეობისთვის მაღალკვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ერთობლივი ტექნიკის შემუშავება; ავადმყოფების დისპანსერული მომსახურება (სეფსისის გადატანის შემდეგ 1 წელი,სეფსისური ენდოკარდიის შემდეგ - მთელი სიცოცხლის მანძილზე) და სხვა. სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის მიერ მიღებული ღონისძიებების შედეგად მკვეთრად შემცირდა სეფსისით გამოწვეული ლეტალობა.

ლიტერატურა

Tags:

აბორტიადამიანიბერძნ.დაავადებაინფექციამიკრობებიმიკრობინაწლავის ჩხირიორგანიზმიცხოველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქანი (გეოლოგია)სამხრეთი კორეაოქსიდიბუნებრივი გადარჩევადიეგო მარადონარუსეთ-საქართველოს ომი (1921)საქართველოოქტავიანე ავგუსტუსიაფრიკაგლობალიზაციაწითელი წიგნიგველებირუსეთიზუგდიდიშავი ზღვის თევზების სიაბიზანტიის იმპერიაისრაელიპტოლემეპაკისტანიკარტოფილიგამარჯვების დღესიმონ Iდედოფალაარგონავტებიერთეულთა საერთაშორისო სისტემამოლოტოვ-რიბენტროპის პაქტილიბერალიზმიდიმიტრი ყიფიანითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიფუტკრებიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ბალდუინ IV იერუსალიმელისქესობრივი აქტირაბათის ციხეზაფხულივულკანიქუთაისიასურელი მამებიზაქარია ფალიაშვილიჯონჯოლიევროპის მდინარეების სიაგამაფრთხილებელი შეფერილობაკირჩხიბი (ასტროლოგია)კონსტანტინოპოლის დაცემასალამურისაქართველო IX-X საუკუნეებშინიკო ბაგრატიონიდიდი პანდავაჟა-ფშაველაივანე მაჩაბელიოსმალეთის იმპერიარუსული დამწერლობაერეკლე II-ის ოჯახიატომიგია ყანჩელისაქართველოს დამოუკიდებლობის დღემართლმადიდებლობარაფაელისაქართველოს პრემიერ-მინისტრიწიგნი სიბრძნე სიცრუისაარასამთავრობო ორგანიზაციაC ჰეპატიტიხევისბერი გოჩაირემიკუბური მეტრიდუბაიჩინეთიექსპრესიონიზმიმთვარის დაბნელებამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიირანიქართვლის დედათამბაქომზედადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისაქართველოს კანონირთველისაქართველო XV საუკუნეშიბენიტო მუსოლინი🡆 More