სოფლის მეურნეობა ალბანეთში

 

სოფლის მეურნეობა ალბანეთში
ალბანური რივიერა და მისი ზეთისხილის და ციტრუსის პლანტაციები.


სოფლის მეურნეობა ალბანეთის ეკონომიკის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რომელიც შეადგენს ქვეყნის მშპ-ის 22,5%-ს. ქვეყანა გადაჭიმულია 28 748 კვადრატულ კილომეტრზე (11 100 კვადრატულ მილზე), საიდანაც 24% არის სასოფლო სამეურნეო მიწა, 36% - სატყეო მიწა, 15% - საძოვრები და მდელობები და 25% - საქალაქო სივრცეები, მათ შორის, ტბები, სანაოსნო გზები, გამოუყენებელი კლდოვანი და მთიანი მიწა. ის შესაძლებელია დაიყოს სამ მთავარ ზონად, როგორებიცაა დაბლობის ზონა სანაპიროსთან ერთად, გორაკების ზონა და მთის ზონა.

ქვეყანა მოიცავს ტერიტორიას დასავლეთით სანაპირო ვაკეებიდან ჩრდილოეთით ალბანეთის ალპებამდე, ჩრდილო-აღმოსავლეთით შარის მთებიდან ცენტრში სკანდერბერგის მთებამდე, აღმოსავლეთით კორაბის მთებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით პინდოსის მთებამდე და სამხრეთ-დასავლეთით ცერაუნიანის მთებიდან ალბანური რივიერას გასწვრივ. ხმელთაშუა ზღვა, რომელიც შეიცავს ადრიატიკის და იონიის ზღვებს, ქმნის ალბანეთის მთელს დასავლეთ საზღვარს.

ქვეყანა მოქცეულია უმეტესად ხმელთაშუაზღვიური კლიმატის ფარგლებში, რომელსაც თან ახლავს კონტინენტური ჰავის ზემოქმედება. ეს ნიშნავს იმას, რომ კლიმატი ხასიათდება ზომიერი ზამთრითა და ცხელი, მშრალი ზაფხულით. ქვეყნის ყველაზე თბილი ადგილები არის დასავლეთში, სადაც კლიმატზე ღრმა გავლენას ახდენს ზღვა. ხოლო ყველაზე ცივი ადგილები არის ჩრდილოეთით და სამხრეთით, სადაც უპირატესია თოვლიანი ტყით მოცული კლიმატი.

1990 წელს, შინამეურნეობების პროდუქცია შეადგენდა საყოფაცხოვრებო დანახარჯების 63%-ს და ექსპორტის 25%-ს. როგორც ევროკავშირში ალბანეთის გაწევრიანების წინასაპროცესო ნაწილი (აბრევიატურა - IPA), ალბანელ ფერმერებს სოფლის მეურნეობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად დახმარებას უწევენ IPA-ის ფონდების მეშვეობით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტი გაორმაგდა 2017 წლის პირველ თვეებში. თუმცა, ამავე დროს, თევზის, ზღვისა და წყალქვეშა პროდუქტების ექსპორტის ზრდამ 35%-ს მიაღწია.

ევროპაში მეურნეობის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კერა აღმოჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთ ალბანეთში.

აკვაკულტურა

სოფლის მეურნეობა ალბანეთში 
მიდიების მოშენების ობიექტი ბუტრინტის ტბაში.

ხმელთაშუა ზღვის აუზში შემავალი ადრიატიკის და იონიის ზღვები არის მარილიან წყალში თევზაობისთვის კარგი საშუალება, ხოლო მტკნარ წყალში თევზაობისთვის გამოდგება ბუტრინტის, სკადარის, ოჰრიდის, პრესპას ტბები, ისევე, როგორც კარავასტას, ნარტას და პატუსის ლაგუნები. ქვეყნის სანაპირო ზოლის სიგრძე აღწევს 381 კილომეტრს (237 მილს). წყალუხვობა ალბანეთს დიდ პოტენციალს აძლევს იმისთვის, რომ განუვითარებელი თევზის რეწვის ინდუსტრია ადგილობრივი ეკონომიკის მთავარი ნაწილი გახდეს. წარსულიდან მემკვიდრეობით მიღებული მნიშვნელოვანი განვითარების და გადამამუშავებელი შესაძლებლობების მიუხედავად, თევზჭერის მრეწველობა კვლავ გარდამავალ პროცესში იმყოფება.

სოფლის მეურნეობა ალბანეთში 
თევზის მეურნეობა ზუსში, სკადარის ოლქში.

1950-იან წლებში ქვეყანაში ფართოდ მიმდინარეობდა ზღვაში თევზის მოშენება. მდინარის თევზის მრეწველობა კი გამოიხატება ნაპირთან ახლოს და, ასევე, მისგან მოშორებით მდებარე ფერმერული ტიპის წყალსატევების სექტორის არსებობით. კალმახი გავრცელებულია ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილოეთით, ხოლო კობრი უპირატესად მოიპოვება ცენტრში და ჩრდილოეთით. მდინარის თევზის კულტურებს შორის გამოირჩევა ისეთი სახეობები, როგორებიცაა ცისარტყელა კალმახი, ევროპული სიბასი, ოქროსფერთავიანი კაპარჭინა, ჩვეულებრივი კობრი, ვერცხლისფერი კობრი, სქელშუბლა კობრი, თეთრი ამური და ოჰრიდის კალმახი.

მიდიები ფართოდ არის გავრცელებული ქვეყნის სამხრეთით და კონკრეტულად, მოშენებულია ბუტრინტის ტბაზე, იონიის ზღვის სიახლოვეს. 1980 წელს, აშენდა დაახლოებით 80 მიდიის მოსაშენებელი ობიექტი, რომელიც აწარმოებდა 2000 ტონას ყოველ წელს, ხოლო 1989 წელს ეს მაჩვენებელი ავიდა 5000 ტონამდე წელიწადში. 1990 წელს ალბანეთში კომუნიზმის დასასრულისა და ქოლერას გავრცელების შემდეგ, წარმოება მკვეთრად შემცირდა, თუმცა, 2000 წელს კვლავ ამოქმედდა.

კრევეტების მოშენება ალბანეთში დაახლოებით კომუნიზმის ბოლოს დაიწყო. ქვეყანაში კრევეტების ერთადერთი დიდი საწარმო მდებარეობს ნარტას ლაგუნაში, სადაც მდინარე ვიოსა ჩაედინება ადრიატიკის ზღვაში. კარაბუნურ-საზანის საზღვაო პარკში დაფიქსირებულია კიბოსნაირთა 50 სახეობა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ რეგიონი პოტენციურად მათი მოშენებისთვისაც გამოდგება.

ვიტიკულტურა (მევენახეობა)

სოფლის მეურნეობა ალბანეთში 
ყურძენი ბერატში.

ალბანეთი არის მსოფლიოში ღვინის რიგით 42-ე უმსხვილესი მწარმოებელი. ქვეყანას გააჩნია ვიტიკულტურის (მევენახეობის) ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხნის ისტორია ევროპაში და ქრონოლოგიურად მიეკუთვნება ღვინის მწარმოებელი ძველი სამყაროს ქვეყნებს. ღვინის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონები განთავსებულია სახელმწიფოს ცენტრში, მაგრამ, ასევე, მთიან ადგილებში ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით. მე-20 საუკუნეში კომუნიზმის კრახიდან მოყოლებული, ალბანური ღვინის ინდუსტრიის განვითარებასა და ბედზე დიდი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურმა პროცესებმა.

1912 წელს, ღვინომ მოიპოვა ფართო პოპულარობა ადგილობრივ მოსახლეობას შორის, მაგრამ თითქმის განადგურდა 1933 წელს ფილოქსერას შედეგად. მნიშვნელოვანი აღმასვლა დაიწყო მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რა დროსაც ვაზი გაშენებული იყო მხოლოდ 2 737 ჰექტარზე (27,37 კვადრატულ კილომეტრზე). ყველაზე მწარმოებლური რეგიონი იყო დურესის ოლქი, სადაც ყურძენი მოჰყავდათ კომუნისტურ სახელმწიფო საწარმოებს. იმ დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყურძნის მოსავლიანობა დაახლოებით თამბაქოს მსგავსი იყო, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლები, ვიდრე ზეთისხილისა და ხეხილის. ექსპორტირებული ღვინო უმეტესწილად დასავლეთ ევროპაში, კერძოდ, მაგალითად, გერმანიაში მოიხმარებოდა.

უფრო მეტიც, ღვინის ექსპორტი უწყვეტად მცირდებოდა 1971 წლის 61 000 ჰექტოლიტრიდან 1985 წელს 22 000 ჰექტოლიტრამდე. მიზეზებს შორის უნდა ვეძებოთ უმთავრესად ვადაგასული პროდუქციის პირობები და არასაკმარისი ტექნიკური რესურსი, რომელიც ტრანსპორტირებას ართულებდა და ხარისხს ამცირებდა. მეორე მხრივ, ადვილად გადასატანი მარცვლეულის ექსპორტი მუდმივად იზრდებოდა (3500 ტონამდე წელიწადში), მაშინ, როცა ახალი ყურძნის ექსპორტი მინიმალური იყო.

წარმოება

სოფლის მეურნეობა ალბანეთში 
ალბანური ცხვრის საძოვარი.

სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტები ქვეყანაში არის თამბაქო, ლეღვი, ზეთისხილი, ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი, შაქრის ჭარხალი, ყურძენი, ხორცი, თაფლი, რძის პროდუქტები, სამედიცინო და სურნელოვანი მცენარეები.

სამედიცინო და სურნელოვანი მცენარეების ექსპორტი 2020 წელს ჯამში იყო 59 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 14 000 ტონა. ჭინჭრის, ფურისულის, ლავანდის, სალბის და სხვა სამკურნალო მცენარეების მოსაყვანად დასაქმებულია 100 000 ალბანელი.

სოფლის მეურნეობას უკავია მშპ-ის დაახლოებით 18,9% და ექსპორტის მოზრდილი ნაწილი. თუმცა, ის შემოიფარგლება მხოლოდ მცირე საოჯახო მოქმედებებით და საარსებო მეურნეობებით, თანამედროვე აღჭურვილობის ნაკლებობის, ბუნდოვანი საკუთრების უფლებების და პატარა, არასაკმარისი მიწის ნაკვეთების სიჭარბის გამო. 1990 წელს მიწის დანაწევრება, ფლობის გაურკვეველი უფლებები, სახელმწიფო რეესტრის და ბანკის საკრედიტო სისტემის არარსებობა, ასევე, მაღალი დამატებითი ღირებულების გადასახადი ("დღგ"), ის მიზეზებია, რაც თანამედროვე სოფლის მეურნეობის ინდუსტრიისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს. აგრეთვე, შეშფოთებას იწვევს ის, რომ ალბანური სოფლის მეურნეობის პროდუქცია საღდება, როგორც "თურქეთის პროდუქცია" საერთაშორისო ბაზარზე.

ალბანეთს აქვს ისეთი ნიადაგი და კლიმატი, რომელიც ხელსაყრელია ხე-ტყის დასამუშავებელი ინდუსტიისთვის. ბევრი ისტორიული ტყე განადგურდა არაეფექტური სატყეო ინდუსტრიის და 1990-იან წლებში სასოფლო სამეურნეო მიწების გაფართოების გამო. დღესდღეობით, ტყეები მოიცავს ალბანეთის ტერიტორიის 1/3-ს და იტალიასა და მსოფლიო ბანკთან შეთანხმების წყალობით, იგეგმება დიდი რაოდენობით ტყის მასის აღდგენა.

ალბანეთი არის ზეთისხილის ზეთის რიგით მე-11 უმსხვილესი მწარმოებელი.

ალბანეთმა 2018 წელს აწარმოა:

  • 391 ათასი ტონა სიმინდი;
  • 288 ათასი ტონა პომიდორი;
  • 254 ათასი ტონა კარტოფილი;
  • 240 ათასი ტონა ხორბალი;
  • 239 ათასი ტონა საზამთრო;
  • 184 ათასი ტონა ყურძენი;
  • 120 ათასი ტონა კიტრი;
  • 117 ათასი ტონა ზეთისხილი;
  • 108 ათასი ტონა ვაშლი;
  • 100 ათასი ტონა ხახვი;
  • 81 ათასი ტონა წითელი წიწაკა;

გარდა ამისა, ის მცირე მოცულობით აწარმოებს ისეთ სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს, როგორებიცაა ნესვი (41 ათასი ტონა), ქლიავი (41 ათასი ტონა), შვრია (34 ათასი ტონა), შაქრის ჭარხალი (27 ათასი ტონა), ლეღვი (24 ათასი ტონა), ატამი (19 ათასი ტონა) და მსხალი (13 ათასი ტონა).

მებაღეობა

ალბანეთი აწარმოებს მრავალი სახეობის ხილს, თხილეულს და ბოსტნეულს, ხოლო მათი წარმოება გამუდმებით იზრდება.

საერთაშორისო რეიტინგები

მოსავალი (ჯამური წარმოება) რეიტინგი განხილული ქვეყნები
ქლიავი (ჯამური წარმოება) 2014 წ. 31 85
ყურძენი (ჯამური წარმოება) 2014 წ. 36 90
საზამთრო (ჯამური წარმოება) 2014 წ. 40 130
ხილი (ჯამური წარმოება, ნესვის გამოკლებით) 2014 წ. 98 205
ლეღვი (ჯამური წარმოება) 2014 წ. 11 52
კიტრი (ჯამური წარმოება) 2014. 39 133

იხილეთ ასევე

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

სოფლის მეურნეობა ალბანეთში აკვაკულტურასოფლის მეურნეობა ალბანეთში ვიტიკულტურა (მევენახეობა)სოფლის მეურნეობა ალბანეთში წარმოებასოფლის მეურნეობა ალბანეთში მებაღეობასოფლის მეურნეობა ალბანეთში საერთაშორისო რეიტინგებისოფლის მეურნეობა ალბანეთში იხილეთ ასევესოფლის მეურნეობა ალბანეთში ლიტერატურასოფლის მეურნეობა ალბანეთში რესურსები ინტერნეტშისოფლის მეურნეობა ალბანეთში სქოლიოსოფლის მეურნეობა ალბანეთში

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბიზანტიის იმპერიაშინაური ცხენითენგიზ აბულაძეხალხთა დიდი გადასახლებააფხაზეთის ტურიზმივინსენტ ვან გოგიანტარქტიდაFკრწანისის ბრძოლამთვარის მოტაცებაBTS (ჯგუფი)ჩარლი ჩაპლინინეკერჩხალიიერუსალიმის სამეფო9 აპრილის ტრაგედიასეკულარიზმისერბეთიისლანდიარუსუდანიბათუმის ბოტანიკური ბაღიმიტოზისევასტოპოლინიურნბერგის პროცესიახალი ათონიცხენითუშეთიაბას I (ირანი)არაბთა სახალიფოსაქართველოს დიდი სოფლებიკაცია-ადამიანი?!საქართველოს ფაუნაილორის ეკლესიათავისუფლების მოედანი (თბილისი)ეგრისის დიდი ომიმაიმუნებიქვეწარმავლებითურქეთის ისტორიანუსხურიკალიებიკაპიტალიზმიგორისაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებიბუმზის სისტემაანდრია მოციქულიОдноклассники.ruნაღვლის ბუშტიფარნავაზ Iმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითირანიასტიგმატიზმიეპითეტივეფხისტყაოსანისოფელიქართლის სამეფოდელფინებინოე ჟორდანიაატომითავისუფლება (ფილოსოფია)უფლისციხემონღოლთა ბატონობა საქართველოშიკლიმატიმთლიანი შიდა პროდუქტიშინაური ძაღლიზვიად გამსახურდიაერითროციტებიპრაღაუინსტონ ჩერჩილიჩარგალიწმინდა სამების საკათედრო ტაძარილელა წურწუმიაამაღლებავიკიპედიასამხრეთი კორეაბერლინის კედელილევან სამხარაულიხვიჩა კვარაცხელია🡆 More