მსხალი

მსხალი (ლათ.

ცნობილია 60-მდე სახეობა, აქედან საქართველოში გავრცელებულია 11.

მსხალი
მსხალი
Pyrus communis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Rosales
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  მსხალი
ლათინური სახელი
Pyrus
მსხალი

მსხლის მნიშვნელოვანი სახეობებია (საიდანაც შეიქმნა კულტურული ჯიშები): ლათ. Pyrus communis — ველურად იზრდება ევროპაში, დასავავლეთ და შუა აზიაში; ლათ. Pyrus nivalis — ევროპასა და დასავლეთ აზიაში; ლათ. Pyrus boissieriana — შუა აზიასა და ირანში; კორჟინსკის მსხალი (ლათ. Pyrus korshinskyi) — შუა აზიაში; ლათ. Pyrus serotina — აღმოსავლეთ აზიაში; უსურიული მსხალი (ლათ. Pyrus ussuriensis) — შორეულ აღმოსავლეთში, ჩრდილო–აღმოსავლეთ ჩინეთსა და კორეის ნახევარ კუნძულზე არის მსხლის დეკორატიული სახეობაც. მისი კულტურული ჯიშები განირჩევიან სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით (200 წლამდე).

ხის სიმაღლე 15–20 მეტრს აღწევს, ვარჯი — პირამიდულია, ფესვი — მთავარღეძიანი და ნაკლებდატოტვილი, ფოთოლი — კვერცხისებრი, მუქი მწვანე, პრიალა და დაკბილული, ყვავილი თეთრი, იშვიათად ვარდისფერი ან წითელი, ნაყოფი — სხვადასხვა ფორმის, ძალიან წვრილი (25 გ) ან მსხვილი (300 გ და მეტი), ყვითელი ან მწვანე, არის ლოყაწითელიც. მცენარე სინათლის მოყვარულია, ნაკლებად გვალვაგამძლე. ყინვაგამძლეობით ჩამორჩება ვაშლსა და ალუბალს. იზრდება ყოველნაირ ნიადაგზე (გარდა ქვიშიანი, ბიცობი და დამლაშებული ნიადაგისა), უფრო შავ მიწას და წაბლა ნიადაგს ირჩევს. ჯიშების უმეტესობა მოითხოვს ჯვარედინ დამტვერვას. სწრაფმზარდ საძირეზე ნამყენი მსხალი მსხმოიარობას იწყებს 5-6 წლიდან და მეწლეობა ნაკლებად ახასიათებს. ნაყოფს იყენებენ ნედლად, გამხმარს, ამზადებენ წვენს, ღვინოს, კომპოტს, ჩირს, ცუკატს და სხვ. კულტურული მსხლის საძირეა პანტა, ბერყენა, კომში. მსხლის ზოგიერთი სახეობის მერქანს იყენებენ სადურგლო და სახარატო საქმეში, ამზადებენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს.

მსხალი უძველესი კულტურაა. ცნობილია 5000–მდე ჯიში, საქართველოში — 150-მდე. მოსავლიანობა საშუალოდ 1 ჰა-ზე 5 ტონას შეადგენს. განარჩევენ მსხლის ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ჯიშებს. საქართველო მსხლის წარმოშობის ერთ-ერთ კერად ითვლება. აქ გავრცელებულ ადგილობრივ ჯიშებს ყოფენ გულაბად, პანტად, კალოს მსხლად და ხეჭეჭურად. საქართველოში მსხლის ნარგაობას უკავია 4200 ჰა. მრავლდება მყნობით, თესლით (სელექციაში ახალი ჯიშების გამოსაყვანად).

მსხლის მავნებლებია მსხლის ტკიპა, მსხლის ნაყოფჭამია, მსხლის ფსილა, მსხლის ბაღლინჯო, მსხლის ხერხია, კოკრიჭამია, ცხვირგრძელა და სხვა; დაავადებები: მსხლის ჟანგა, ქეცი, ნაცარი, სიდამპლე და სხვა.

ლიტერატურა

  • ქუთათელაძე შ., საქართველოს პანტები და ბერყენები «თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის შრომები», 1947, ტ. 11;
  • ხომიზურაშვილი ნ., ერისთავი ე., საქართველოს ადგილობრივი ხილის ჯიშები, ტ. 1, თბ., 1939;

Tags:

გვარი (ბიოლოგია)ვარდისებრნილათინური ენამცენარეებიოჯახი (ბიოლოგია)საქართველოსახეობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

აფხაზეთინიუტონის კანონებისიმძლავრეშავი ზღვალუვრითრომბოციტებიკვიპროსიასტრიდ ლინდგრენიფსორიაზიბაგრატის ტაძარი22 აპრილიბიძინა ივანიშვილიკვარცისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასპილოსებრნიჯემალ ქარჩხაძემონანიება (ფილმი)კაცხის სვეტიაღმოსავლეთი საქართველოვნების კვირასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირითამბაქოლუი XIVSWOT-ანალიზიმურა დათვიბორჯომი (წყალი)კალათბურთინოდარ დუმბაძეკირჩხიბი (ასტროლოგია)დავით IV აღმაშენებელიგოდერძის უღელტეხილისამეგრელოხევისბერი გოჩაგიორგი ქოჩორაშვილისაქართველოს სოფლებიყაზახეთიკათოლიციზმისილიციუმიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ალექსანდრე პუშკინიგაპიროვნებამართლმადიდებლობაგულირომის იმპერიასუნთქვამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიზედსართავი სახელირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ლიმფოციტებიზვიად გამსახურდიაარსებითი სახელილეიკოციტებიგანათლება საქართველოშიგარემოს დაცვაწმინდა ნინოირემიდედამიწაგოგა ხაინდრავაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)გიორგი II (საქართველოს მეფე)ანტარქტიდახელოვნებათამარ გვერდწითელიფუტკრებიმსოფლიოს მოსახლეობაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოგლობალიზაციაამეთვისტოფესახიავოკადოკილიმანჯარომეტაბოლიზმიიაკობ გოგებაშვილინეკერჩხალითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისაქართველოევროპის პარლამენტიFacebook🡆 More