კიტრი

კიტრი (ლათ.

Cucumis sativus) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა. ფესვთა სისტემა შედგება მთავარი ღერძისა (1 მ-მდე სიგრძის) და გვერდითი ფესვებისაგან, ესენი ძირითადად ნიადაგის სახნავ (10-30 სმ) ფენაში ვრცელდება. ღერო მხოხავი ან ხვიარაა. სიგრძე 1,5—2 მ აღწევს. გვხვდება ნახევარბუჩქისებრი ფორმებიც. ფოთოლი დიდყუნწიანია, ოდნავ ფრთისებრი, ხუთლუთხიანი. ცალსქესიანი, ერთსახლიანი მცენარეა. გვხვდება ორსახლიანიც. ნაყოფი 5-100 სმ-მდე სიდიდისაა. ცილინდრული ფორმა აქვს. კიტრი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარული მცენარეა. მისი სამშობლოა ინდოეთი.

კიტრი
კიტრი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  გოგრისებრნი
სახეობა:  კიტრი
ლათინური სახელი
Cucumis sativus
კიტრი
საყრდენზე ასული კიტრი, ახმეტის მუნიციპალიტეტი

კიტრი მოჰყავთ ღია და დახურულ გრუნტში. იყენებენ როგორც ნედლად, ისე მწნილის სახით. ქორფა, 3—4 დღიანი ნაყოფისაგან პიკულსა და კორნიშონს ამზადებენ. ნაყოფის ქიმიური შედგენილობა ასეთია (%-ობით): წყალი 95-96, მშრალი ნივთიერება 4-5, მ. შ. შაქრები 2-2,5, ცილოვანი ნივთიერება 1,0, ცხიმი 0,1, უჯრედისი 0,7, ნაცარი 0,4 შეიცავს C, B1, B2 ვიტამინს, A პროვიტამინს, ორგანულ მჟავებს.

1973 წლიდან საქართველოში ღია გრუნტისათვის დარაიონებულია მუხრანული ადგილობრივი, ნეჟინური 12, ნოვოჩერკასკის 385, რუსტემი 96-1, ნეროსიმი 40; დახურული გრუნტისათვის „მნოგოპლოდნი 3263“, ჰიბრიდი „ტეპლიჩნი 40“. კიტრისთვის საუკეთესოა ნოყიერი, მსუბუქი მექანიკური შედგენილობის, ქარისაგან დაცული ნიადაგი. თესლი ითესება მწკრივად და ბედობრივად. გრძელბარდიანი ჯიშები (მუხრანული) ითესება კვადრატულ-ბუდობრივად 100×100 სმ, ხოლო მოკლებარდიანი — 70×70 სმ-ზე. ბუდნაში ტოვებენ 3-4 მცენარეს. კიტრის უმრავლესობა მავნებელია აბლაბუდიანი ტკიპა, ბუგრი; დაავადებანი — ნაცარი, ბაქტერიოზი, თეთრი სიდამპლე, ანთრაკნოზი.

ლიტერატურა

Tags:

გოგრისებრნიერთწლოვანი მცენარეებიინდოეთილათინური ენაოჯახი (ბიოლოგია)ფესვიღერო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კონსტანტინოპოლის დაცემაკონსტანტინე გამსახურდიაჩარლი ჩაპლინიაღა-მაჰმად-ხანითრომბოციტებიდედამიწის დღემეორე მსოფლიო ომითვითმმართველობაიგლუშარკა ბლუსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიათეთნულდიბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკიქართვლის დედავირუსებისულგუნიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)თამაშგარესამხრეთი ამერიკაბაგრატ III (საქართველოს მეფე)მგელიდემოკრატიატოლერანტობაგველის-მჭამელითინათინისოციალიზმიმთავარი გვერდიუფლისციხერუსეთ-საქართველოს ომი (1921)იბრაჰიმ ტრაორესამხრეთი კორეანიკოლა ტესლაგოჯი ბერიფარნავაზ Iფეხბურთის წესებიფეხბურთიშამქორის ბრძოლა (1195)ადამიანის ჩონჩხისიმკვრივეკარტოფილიეპილეფსიანიკეის პირველი საეკლესიო კრებალობიოგურამ დოჩანაშვილიქუთაისილათინური ენაამასიის ზავიბორის პაიჭაძეუეფა-ს თასების მფლობელთა თასიჰაერიმარტინ ლუთერიარაბთა გაერთიანებული საამიროებითამბაქოდავით სარაჯიშვილიქართულ-სელჩუკური ომებიარწივიდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ბუდუ ზივზივაძეკვარცისვეტიცხოველიჰექტარიღამურაფარავანისაქართველოს გეოგრაფიაცხოველებიძველი საბერძნეთიფოთიახალციხეოთარ კაკაბაძემასონობაკურდღელისანტიმეტრიჯულიანო მედიჩიხინკალი🡆 More