ატამი

ატამი (ლათ.

ატმის სამშობლო ჩინეთია. ატმის 5 ათასამდე კულტურული ჯიშია გამოყვანილი. მცენარეებიდან ყველაზე მეტად ენათესავება ნუში, რომლისგანაც ძირითადად განსხვავდება ნაყოფით.

ატამი
ატამი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
სახეობა:  ატამი
ლათინური სახელი
Prúnus pérsica (L.) Batsch 1801
სინონიმები
სია
  • · Amygdalus persica L. 1753
  • · Amygdalus persica var. aganonucipersica (Schübl. & G.Martens) T.T.Yu & L.T.Lu
  • · Amygdalus persica var. compressa (Loudon) T.T.Yu & L.T.Lu
  • · Amygdalus persica var. scleronucipersica (Schübl. & G.Martens) T.T.Yu & L.T.Lu
  • · Amygdalus persica var. scleropersica (Rchb.) T.T.Yu & L.T.Lu
  • · Persica platycarpa Decne.
  • · Persica vulgaris Mill.
  • · Persica vulgaris var. compressa Loudon
  • · Prunus daemonifuga H.Lév. & Vaniot
  • · Prunus persica (L.) Stokes
  • · Prunus persica (L.) Siebold & Zucc.
  • · Prunus persica f. aganonucipersica (Schübl. & G.Martens) Rehder
  • · Prunus persica var. compressa (Loudon) Bean
  • · Prunus persica var. lasiocalyx H.Lév. & Vaniot
  • · Prunus persica var. platycarpa (Decne.) L.H.Bailey
  • · Prunus persica subsp. platycarpa (Decne.) D. Rivera, Obón, S. Ríos, Selma, F. Mendez, Verde & F.Cano
  • · Prunus persica f. scleropersica (Rchb.) Voss
  • · Amygdalus nucipersica (L.) Rchb.
  • · Persica nucipersica (L.) Borkh.
  • · Amygdalus potanini (Batalin) T.T.Yu
  • · Persica potaninii (Batalin) Kovalev & Kostina
ატამი
ატმის ყვავილი

ატმის ხე ან ბუჩქი იზრდება 7-8 -მდე, ფოთოლი ლანცეტისებრია, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია, ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) სხვადასხვა სიმსხოსია, წონით 250 გ აღწევს. ატმის ნაყოფი სახრავი ან საპობია, კანი მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალოა. იგი შებუსული ან გლუვია (ვაშლატამა). რბილობი თეთრია ან ყვითელი. შეიცავს (%-ით) 7-12 შაქარს, 0,08-1,02 მჟავებს, 0,5-1,2 პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებსა და სხვა. ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცვებამდე მწიფდება. მცირე ნაყოფს იძლევა დარგვიდან მეორე წელს, 5 წლიდან სრულმოსავლიანია. ცოცხლობს 15-16 წლამდე. სითბოს მოყვარული, სიცხისა და გვალვის ამტანი მცენარეა. კარგად და ხანგრძლივად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე. მისი გავრცელების არეალი დაახლოებით ჩრდილოეთის განედი 50° და სამხრეთის განედი 40° აღწევს. ატმის კულტურას სამრეწველო მნიშვნელობა აქვს უზბეკეთში, ტაჯიკეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, დაღესტანსა და ყირიმში.

საქართველოში დარაიონებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის ხალხური სელექციით შექმნილი საკონსერვო და სუფრის მსხვილნაყოფიანი, მკვრივხორციანი სახრავი ჯიშებია: ხიდისთაური — ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი - ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო კახური თეთრი, გავაზური, ხირსული. ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვანეს საკონსერვო საგვიანო ატმის ახალი ჯიშები: ბესტავაშვილი და წედისური, აგრეთვე საადრეო სუფრის ჯიშები: ნობათი, ერისთავის ვარდისფერი, გორული საადრეო, სკრის საადრეო, სანდო. შემოტანილი ჯიშებიდან: ამსდენი და ელბერტი. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად (მყნობით). საძირედ იყენებენ ატმის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ატმისაგან მზადდება ჩირი, მურაბა, წვენი და კომპოტი. ატამს ყველაზე მეტად აზიანებს ატმის ფოთლის სიხუჭუჭე, ნაცარი, კლასტეროსპორიოზი, კურკოვანთა ნაადრევი ხმობა; მავნებლებიდან — ატმის მწვანე ბუგრი, ატმის ჩრჩილი.

ლიტერატურა

  • ერისთავი ე., ატმის სელექციის შედეგები საქართველოში, «მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის შრომები», 1961, ტ. 13;
  • ერისთავი ე., ნასყიდაშვილი შ., ატამი, თბ., 1958;

სქოლიო

Tags:

ვარდისებრნილათინური ენანაყოფი (მცენარე)ნუშიოჯახი (ბიოლოგია)ჩინეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლიეტუვაკარტოფილიალექსანდრე ყაზბეგისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირითორნიკე ერისთავიორგაზმინარიყალარომანტიზმისუვერენიტეტისაქართველოს მდინარეების სიაგრიგოლ რობაქიძემსოფლიოს შვიდი საოცრებამტკვარიელექტრული დენიგერმანიის გაერთიანება (1871)საქართველო XVIII საუკუნეში1832 წლის შეთქმულებათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიიაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი9 აპრილის ტრაგედიანიკო ლორთქიფანიძეკონსტანტინოპოლის დაცემამოდერნიზმისაქართველოს ისტორიათესევსის გემიგეორგიევსკის ტრაქტატითევდორე კველთელისაქართველოს ტერიტორიული მოწყობაანბანიაბო თბილელიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოზმნიზედააღდგომაღანძილიეპოსივლადიმერ ლენინიქვეწარმავლები1924 წლის აგვისტოს აჯანყებაორალური სექსისვასტიკადათვიმსოფლიოს ვალუტებიიულიუს კეისარიბერძენ-სპარსელთა ომებიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაზაფხულიბგერასაქართველო IX-X საუკუნეებშიკურდღელიკაპიტალიზმიანემიაCadillacობობებიფარავანინიკო ნიკოლაძექართლის ცხოვრებათითაობაერეკლე IIკარცინომაფეხბურთისოციოლოგიაფრიდრიხ ნიცშეკალიებიბაგრატის ტაძარიახალციხებაში-აჩუკისაქართველოს პარლამენტილევან საგინაშვილიწმინდა გიორგილიბერალიზმისერგო ორჯონიკიძესაქართველოს გეოგრაფიაბაბილონიმსოფლიოს მოსახლეობა29 აპრილი27 აპრილიქუთაისიბულგარეთიაშშ-ის სამოქალაქო ომი🡆 More