დაღესტანი

დაღესტანი, ოფიციალურად დაღესტნის რესპუბლიკა (რუს.

Респу́блика Дагеста́н) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში.

რუსეთის ფედერაციის სუბიექტი
დაღესტნის რესპუბლიკა
Респу́блика Дагеста́н
დაღესტანი
დროშა გერბი
დაღესტანი დაღესტანი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი მაჰაჩყალა
კოორდინატები 43°06′00″ ჩ. გ. 46°53′00″ ა. გ. / 43.10000° ჩ. გ. 46.88333° ა. გ. / 43.10000; 46.88333
მეთაური სერგეი მელიკოვი
მთავრობის
თავმჯდომარე
აბდულფათახ ამირხანოვი
სახალხო კრების
თავმჯდომარე
ზაურ ასკენდეროვი
დაარსდა 1991
ფართობი 50 270 კმ²
ოფიციალური ენა რუსული, აღულური, ხუნძური, აზერბაიჯანული, ჩეჩნური, დარგუული, ყუმუხური, ლაკური, ლეზგიური, ნოღაიური, რუთულური, თაბასარანული, თათური, წახური
მოსახლეობა 3 133 303 კაცი (2021)
სიმჭიდროვე 62,33 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 872
საავტომობილო კოდი 05
ოფიციალური საიტი e-dag.ru
რუსეთის ფედერაციის
სუბიექტის კოდი
05
დაღესტანი — რუსეთი
დაღესტანი
დაღესტანი
დაღესტანი
დაღესტანი
დაღესტნის ეთნიკური რუკა.
1-შერეული, 2-ხუნძები, ანდიურ-დიდოური (ცეზური) ხალხები და არჩიბელები, 3-დარგუელები, ხაიდაყელები და ყუბაჩელები, 4-ლეზგები, 5-ლაკები, 6-თაბასარანელები, 7-აღულები, 8-რუთულელები, 9-წახები, 10-ყუმუხები, 11-ნოღაელები, 12-აზერბაიჯანელები, 13-რუსები

დედაქალაქი — ქალაქი მაჰაჩყალა.

ძირითადი ტერიტორია ესაზღვრება სამხრეთით აზერბაიჯანს, სამხრეთ-დასავლეთით — საქართველოს, აგრეთვე დასავლეთით — ჩეჩნეთს, ჩრდილო-დასავლეთით — სტავროპოლის მხარეს და ჩრდილოეთით — ყალმუხეთის რესპუბლიკას.

შეიქმნა 1921 წლის 20 იანვარს.

რუსეთის უდიდესი რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიაში, როგორც მოსახლეობის, ისე ტერიტორიის მხრივ.

ეტიმოლოგია

სიტყვა „დაღესტანი“, ან „დაღსტანი“ ნიშნავს „მთების ქვეყანას“, მომდინარეობს თურქული სიტყვისგან dağ („დაღ“), რაც ნიშნავს მთას და სპარსული სუფიქსის მნიშვნელობიდან — „ქვეყანა“. სპარსულად და არაბულად მისი სახელია داغستان‎ („დაღსთან“).

გეოგრაფია

რესპუბლიკა მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიის მთებში. რესპუბლიკა მდებარეობს რუსეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში და აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა. რესპუბლიკის ფართობია 50 300 კმ2. რესპუბლიკას ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი, დასავლეთით – ჩეჩნეთი, ჩრდილო-დასავლეთით – სტავროპოლის მხარე. დაღესტანს სამხრეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება, სამხრეთ-დასავლეთით კი – საქართველო. ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილია მთა ბაზარდუზუ, რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანის საზღვარზე. რესპუბლიკაში სულ 1800 მდინარეა, მათგან გამორჩეულებია: სულაკი, სამური და თერგი.

ბუნებრივი რესურსები

დაღესტანი მდიდარია ნავთობით, ბუნებრივი აირით, წიაღისეული ნახშირით და სხვა მინერალებით.

კლიმატი

დაღესტანში იანვრის თვეში საშუალო ტემპერატურაა +2 °C. ივლისში საშუალო ტემპერატურაა +26 °C.

პოლიტიკა

დაღესტანი 
დაღესტანის რესპუბლიკის მთავრობის შენობა

დაღესტანის სახალხსო ასამბლეაში შედის 72 დეპუტატი, რომლებსაც ირჩევს ხალხი ოთხი წლის ვადით. ასამბლეა არის ქვეყნის მმართველი ორგანო.

დაღესტნის კონსტიტუცია მიღებული იქნა 2003 წლის 10 ივლისს.

მოსახლეობა

ხალხი მოსახლეობა 2002 წელს მოსახლეობა 2010 წელს
რაოდენობა % რაოდენობა %
ხუნძები 758 438 29,4% 850 011 29,4%
დარგუელები 425 526 16,5% 490 384 17%
ყუმუხები 365 804 14,2% 431 736 14,9%
ლეზგები 336 698 13,1% 385 240 13,3%
ლაკები 139 732 5,4% 161 276 5,6%
აზერბაიჯანელები 111 656 4,3% 130 919 4,5%
თაბასარანელები 110 152 4,3% 118 848 4,1%
რუსები 120 875 4,7% 104 020 3,6%
ჩეჩნები 87 867 3,4% 93 658 3,2%
ნოღაელები 38 168 1,5% 40 407 1,4%
აღულები 23 314 0,9% 28 054 1%
რუთულელები 24 298 1% 27 849 1%
წახები 8 168 0,3% 9 771 0,3%
სხვები 25 835 1% 19 646 0,7%

ლიტერატურა

  • ხუციშვილი ნ., დაღესტანი, „კავკასიური სახლი“, თბილისი, 2002
  • Народы Дагестана, Издательство Академии Наук СССР, Москва, 1995

სქოლიო

Tags:

დაღესტანი ეტიმოლოგიადაღესტანი გეოგრაფიადაღესტანი კლიმატიდაღესტანი პოლიტიკადაღესტანი მოსახლეობადაღესტანი ლიტერატურადაღესტანი სქოლიოდაღესტანირუსეთის ფედერაციარუსული ენაჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

შვედეთიმეტაფორასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასაქართველო VI საუკუნეში69 (სექსუალური პოზა)მსოფლიოს ვალუტებიგასტრიტიპირველი მსოფლიო ომიირლანდიაისრაელითავისუფლების მოედანი (თბილისი)გოდერძის ნამარხი ტყეტიციან ტაბიძეაღდგომასამასი არაგველიინგლისიბასიანის ბრძოლაძალა ერთობაშიამტკვარიმზის სისტემაგეოპოლიტიკაკონსტანტინოპოლიპარიზინიჰილიზმი24 აპრილისიღნაღიჰექტარიარჩვიკონსტანტინოპოლის დაცემააფხაზეთისამკურნალო მცენარეებირუსეთიოქტავიანე ავგუსტუსიფარავანიხინკალიდუბაისინგაპურიგიორგი II (საქართველოს მეფე)ანა კალანდაძეზოლებიანი აფთარიირანითეთრი დათვიპარადოქსიტაო-კლარჯეთიმაკულატურა (ფილმი)რკინასაქართველოს ეროვნული მუზეუმიბალდუინ IV იერუსალიმელიკურო (ასტროლოგია)ალუდა ქეთელაური (მომღერალი)გაპიროვნებაჩემი ცოლის დაქალებიდედა ენაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითვიკისაწყობისოხუმის დაცემანაციონალიზმიამეთვისტოთევზებიიაჭიანჭველასებრნიდუნაიათეიზმივიკიპედიასაქართველოს ბრძოლების სიარაინიინდუსტრიული რევოლუციაბაგრატ IV (საქართველოს მეფე)ერთა ლიგანილოსისაბერძნეთიდავით სოსლანიგოგირდისტუმარ-მასპინძელისოლიკო ვირსალაძემამა გაბრიელიფულის ისტორია🡆 More