მელანეზია

მელანეზია (ძვ.

ბერძნ. μέλας νῆσος — შავი კუნძული) — კუნძულების ჯგუფების ერთობლიობა წყნარ ოკეანეში, ოკეანეთში. ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით.

  • ფართობი: 960 000 კმ².
  • მოსახლეობა: 9 500 000 ადამიანი.
მელანეზია
მელანეზიის რუკა

გეოგრაფია

მელანეზია შედგება შემდეგი კუნძულების ჯგუფისაგან:

გეოლოგია

მელანეზიის კუნძულები ვულკანური და მატერიკული წარმოშობისაა. მეჩხერწყლიან ადგილებში ბევრია მარჯნული რიფები. აგებულია კრისტალური, მეტამორფული და დანალექი ჯიშებისგან (ანდეზიტებისგან). თითქმის ყველა კუნძული მთიანია (სიმაღლით 5029 მეტრამდე კუნძულ ახალ გვინეაზე); დიდ კუნძულებზე გავრცელებულია სანაპირო დაბლობები. მელანეზია — თანამედროვე ვულკანიზმისა და ხშირი მიწისძვრების რაიონია.

კლიმატი

მელანეზიის კლიმატი ეკვატორული და სუბეკვატორულია, სამხრეთის კუნძულებზე — ტროპიკული. თვის საშუალო ტემპერატურაა 25 °C-დან 28 °C-მდეა. წელიწადში ნალექების რაოდენობა მთების ქარსზედა ფერდოებზე 7000—9000 მმ-ია, ხოლო მელანეზიის დანარჩენ ნაწილებში 1000—2000 მმ-ია.

პოლიტიკური დაყოფა

დამოუკიდებელი ქვეყნები (ან მათი ადმინისტრაციული ერთეულები)

მელანეზიაში მდებარეობს 4 დამოუკიდებელი ქვეყანა და 1 დამოუკიდებელი ქვეყნის ადმინისტრაციული ერთეულები (ინდონეზიის 2 პროვინცია: პაპუა და დასავლეთი პაპუა).

სახელმწიფო ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(2002 წლის 1 ივლისის შეფასების მიხედვით)
მოსახლეობის სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
დედაქალაქი ვალუტა
1 მელანეზია  ვანუატუ 12 190 196 178 16,1 პორტ-ვილა VUV (Vatu)
2 მელანეზია  პაპუა-ახალი გვინეა 462 840 5 172 033 11,2 პორტ-მორსბი PGK (Kina)
3 მელანეზია  სოლომონის კუნძულები 28 450 494 786 17,4 ჰონიარა SBD (Solomon Islands Dollar)
4 მელანეზია  ფიჯი 18 274 856 346 46,9 სუვა FJD (Fiji Dollar)
5 მელანეზია  ირიან-ჯაია (ინდონეზია) 421 981 2 646 489 6,27 ჯაიაპურა, მანოკვარი IDR (Rupiah)
სულ 943 735 9 365 832 9,92

დამოკიდებული ტერიტორიები

მელანეზიაში მდებარეობს საფრანგეთის კუთვნილი დამოკიდებული ტერიტორია ახალი კალედონია.

ტერიტორია მეტროპოლია ფართობი
(კმ²)
მოსახლეობა
(2002 წლის 1 ივლისის შეფასების მიხედვით)
მოსახლეობის სიმჭიდროვე
(ად./კმ²)
დედაქალაქი ვალუტა
1 მელანეზია  ახალი კალედონია საფრანგეთი 18 575 207 858 10,9 ნუმეა XPF (ფრანგული წყნაროკეანური ფრანკი)
სულ 18 575 207 858 10,9

მელანეზიის სახელმწიფოები და ტერიტორიები

ვანუატუ

ვანუატუს რესპუბლიკა — ახალი ჰებრიდების არქიპელაგში, მოიცავს 80 კუნძულს. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — 1879 მეტრი კუნძულ ესპირიტუ-სანტოზე. მოსახლეობა — 234 023 ადამიანი (2009). დედაქალაქი — პორტ-ვილა. (მოსახლეობა − 44 040 ადამიანი). ოფიციალური ენებია — ბისლამა, ინგლისური, ფრანგული. რელიგია — პროტესტანტიზმი. პირველი ევროპელი, რომელმაც ნახა ეს კუნძულები იყო პედრო ფერნანდეს დე კიროსი, ხოლო სახელი მას დაარქვა ჯეიმზ კუკმა XVIII საუკუნეში. 1887 წლიდან — საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ მფლობელობაშია, ხოლო 1980 წლიდან დამოუკიდებელი რესპუბლიკაა.

პაპუა-ახალი გვინეა

პაპუა-ახალი გვინეა, მთლიანი დასახელება — პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელი სახელმწიფო (ინგლ. — Papua New Guinea [ˈpæpuːə njuː ˈɡɪni] (ასევე ˈpɑːpuːə, ˈpæpjuːə), ტოკ-პისინი — Papua Niugini, ჰირი-მოტუ — Papua Niu Gini) — სახელმწიფო ოკეანეთში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, უკავია კუნძულ ახალი გვინეის აღმოსავლეთი ნაწილი, ბისმარკის არქიპელაგი, სოლომონის კუნძულების ჩრდილოეთი ნაწილი (ბუგენვილის და ბუკას კუნძულები), დ’ანტრკასტოს კუნძულები და სხვები. ფართობი — 462 840 კმ². ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 7 275 324 ადამიანს(2011 წელი), უმთავრესად პაპუასები და მელანეზიელები. ქალაქებში ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 18 %..

ოფიციალური ენებია — ინგლისური, ტოკ-პისინი და ჰირი-მოტუ. მოსახლეობის უმრავლესობა — ქრისტიანია, დანარჩენი ადგილობრივი ტრადიციული რელიგიების მიმდევარია. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა: 22 პროვინცია. დედაქალაქი — პორტ-მორზბი (მოსახლეობა — 318 128 ადამიანი). შედის ერთა თანამეგობრობაში. სახელმწიფოს მეთაურია — ბრიტანეთის დედოფალი, რომელსაც ქვეყანაში წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი. საკანონმდებლო ორგანოა — ეროვნული პარლამენტი.

სოლომონის კუნძულები

სოლომონის კუნძულები — ქვეყანა ოკეანეთში, წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მელანეზიაში. უკავია სოლომონის არქიპელაგის დიდი ნაწილი და ზოგიერთი სხვა კუნძულოვანი ჯგუფები. სახელმწიფო შედგება დაახლოებით ათასი კუნძულისგან. დედაქალაქი — ჰონიარა (გუადალკანალის კუნძულზე, 64 609 ადამიანი, 2009). გადაჭიმულია — 1550 კმ-ზე. ფართობი — 28 400 კმ². უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 2335 მეტრი — პიკი პოპომანასეუ გუადალკანალის კუნძულზე. 2009 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 515 870 ადამიანს. ოფიციალური ენა — ინგლისური, იხმარებაა პიჯინი და ადგილობრივი ენები. კუნძულები დასახლებულია ახალი გვინეიდან ჩამოსული ხალხით. ექსპორტი: კოპრა, თევზი, მერქანი, კაკაო, პალმის ზეთი. კუნძულები 1568 წელს აღმოაჩინა ალვარო მენდანია დე ნეირამ, ხოლო მისი ჩრდილოეთი ნაწილი 1768 წელს აღმოაჩინა ლუი ანტუან დე ბუგენვილმა. 1885 წლიდან კუნძულები მცირე ხნით იმყოფებოდა გერმანიის მფლობელობაში, 1893 წელს კუნძულებს დაეუფლა დიდი ბრიტანეთი, ბუგენვილის და ბუკას კუნძულების გარდა. ეს კუნძულები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა ავსტრალიის მფლობელობაში. 1978 წელს სოლომონის კუნძულებმა მიიღო დამოუკიდებლობა. 7 ივლისი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა.

ფიჯი

ფიჯი — სახელმწიფოა იმავე დასახელების კუნძულებზე. შედგება ორი დიდი კუნძულისაგან — ვიტი-ლევუ და ვანუა-ლევუ და დაახლოებით 300 მომცრო კუნძულებისაგან. 2007 წლის აღწერის საფუძველზე (ფიჯის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები), ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 837 271 ადამიანს. დედაქალაქი — სუვა (85 691 ადამიანი). ოფიციალური ენა — ინგლისური. კუნძულები აღმოაჩინა აბელ ტასმანმა 1643 წელს. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — ტომანივი (1323 მეტრი). 1970 წელს ფიჯიმ მიიღო დამოუკიდებლობა და შედიოდა ერთა თანამეგობრობის შემადგენლობაში. 1987 წელს გამოვიდა ერთა თანამეგობრობის შემადგენლობიდან. 10 ოქტომბერი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეა. ექსპორტი: შაქარი, კოპრა, ოქრო, მერქანი, თევზი, ტანსაცმელი. აქვს ღირსშესანიშნაობა — ფიჯის მუზეუმი სუვაში — ის წარმოადგენს ეთნოგრაფიას და არქეოლოგიას.

დასავლეთი ახალი გვინეა

დასავლეთი ახალი გვინეა (ირიან ჯაია, დასავლეთი ირიანი) — კუნძულ ახალი გვინეის დასავლეთი ნაწილის დასახელება, რომელიც ეკუთვნის ინდონეზიას და შედგება ორი პროვინციისაგან: პაპუა და დასავლეთი პაპუა. ინდონეზიის შემადგენლობაში დასავლეთი ახალი გვინეა შევიდა 1969 წელს. დასავლეთი ახალი გვინეის ტერიტორიის ფართობია — 421 981 კმ² — რაც ინდონეზიის მთელი სახმელეთო ტერიტორიის 22 %-ია. მთავარი ქალაქია — პორტი ჯაიაპურა (მოსახლეობა 256 705 ად. 2010 წელს). პუნჩაკის მწვერვალი სიმაღლით 5030 მეტრი ინდონეზიის ყველაზე მაღალი წერტილია. დასავლეთი ახალი გვინეის ტერიტორიის დაახლოებით 75 % დაფარულია ტყეებით. 1828 წელს ნიდერლანდებმა დაიპყრო ახალი გვინეის დასავლეთი ნაწილი და ჩართო ის ჰოლანდიის ოსტინდოეთის შემადგენლობაში, ამასთან ოფიციალური ანექსია მოხდა 1848 წელს. ირიან ჯაიას სეპარატისტული მოძრაობა (ეს კუნძულ ახალი გვინეის დასახელებაა) შეიქმნა 1961 წელს. ეს მოძრაობა იბრძვის მთელი კუნძულის დამოუკიდებლობისთვის. 1973 წლიდან ინდონეზიის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ტერიტორიის სამუდამო მფლობელობის აღნიშვნისათვის, მას რომელსაც აქამდე ერქვა დასავლეთ ირიანი შეუცვალეს სახელი და დაარქვეს ირიან-ჯაია («გამარჯვების ირიანი»). დასავლეთი ახალი გვინეა — ინდონეზიის ყველაზე უფრო ნაკლებად დასახლებული ტერიტორიაა, მისი მოსახლეობა დაახლოებით 3,59 მილიონ ადამიანს შეადგენს (2010 წლის აღწერა), რაც საშუალოდ შეადგენს 8,64 ადამიანს 1 კვ. კმ-ზე. მოსახლეობის ¾-ზე მეტი ცხოვრობს სოფლებში მცირე გაფანტული ჯგუფებით. მოსახლეობის დაახლოებით 80 % ლაპარაკობს პაპუასურ და მელანეზიურ ენებზე, პაპუასები ცხოვრობენ მთიან ადგილებში, მელანეზიელები — სანაპიროს გასწვრივ.

ახალი კალედონია

ახალი კალედონია — საფრანგეთის «ზღვისიქითა ტერიტორია», კუნძულ გრანდ-ტერის გარდა მოიცავს მთელ რიგ მომცრო კუნძულებს. კუნძულები აღმოჩენილია 1774 წელს. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — პანეს მთა (1628 მეტრი). მოსახლეობა — 245 580 ადამიანი(2009 წლის აღწერა). ადმინისტრაციული ცენტრი — ნუმეა (97 579 ადამიანი 2009 წელს. ეთნიკური შემადგენლობა — მელანეზიელები (კანაკები) და ფრანგები. ოფიციალური ენა — ფრანგული, გავრცელებულია ჰიბრიდული ენები. ძირითადი რელიგიებია — კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი. ეკონომიკის საფუძვლებია — სამთო მადნეულის მრეწველობა (ნიკელის, კობალტის და ქრომის მოპოვება). ეროვნული შემოსავლის 95 % მოაქვს ნიკელის და ნიკელის მადნის ექსპორტს. შენიშვნა: ჰიბრიდული ენები — პიჯინ-ინგლიში, ბიჩ-ლა-მარი, ტოკ-პისინი (პაპუა-ახალი გვინეის სახელმწიფო ენა) და სხვა — შედგებიან ინგლისური, ესპანური, ფრანგული სიტყვების ნარევისაგან, ან აქვთ ინგლისური (ან სხვა ენის) ლექსიკა, მაგრამ შერწყმული ადგილობრივ მელანეზიურ გრამატიკასთან.

სოფლის მეურნეობა

მელანეზიაში ძირითადი მნიშვნელობა აქვთ ქოქოსის პალმის, შაქრის ლერწმის, კაკაოს, ყავის და კაუჩუკისმატარებელი მცენარეების პლანტაციებს. განვითარებულია მოხმარების მიწადმოქმედება (ბრინჯი, სიმინდი, მანიჰოტი, იამსი), მეცხოველეობა, თევზჭერა, ხე-ტყის დამზადება, მარჯნის შეგროვება.

იხილეთ აგრეთვე

  • მელანეზიელები
  • მელანეზიური ენები

სქოლიო

Tags:

მელანეზია გეოგრაფიამელანეზია პოლიტიკური დაყოფამელანეზია მელანეზიის სახელმწიფოები და ტერიტორიებიმელანეზია სოფლის მეურნეობამელანეზია იხილეთ აგრეთვემელანეზია სქოლიომელანეზიაავსტრალიაოკეანეთიძველი ბერძნული ენაწყნარი ოკეანე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართლის ცხოვრებამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითგიორგი ანწუხელიძეევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკუთხეამფიბიებიარაპენეტრაციული სექსისაქართველოს ოქროს ხანანეპოტიზმიდუბაიკატალიზატორივახტანგ I გორგასალიტოლგვერდა სამკუთხედიბეჰემოთილექსი ვეფხისა და მოყმისაგიორგი II (საქართველოს მეფე)ელენე ახვლედიანინაციონალ-სოციალიზმიეიფელის კოშკისეტყვასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაიუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოშიმტირალას ეროვნული პარკიანანურის ციხედეზოქსირიბონუკლეინის მჟავასისხლის მიმოქცევის სისტემათეიმურაზ Iრელიგიაქვეწარმავლებიენცეფალოპათიათბილისის ზღვანოდარ დუმბაძეკოლოსეუმისერგო ორჯონიკიძემარო მაყაშვილიექსპრესიონიზმისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასამცხე-ჯავახეთის მხარენოე სულაბერიძეგალაკტიონ ტაბიძეიესო ქრისტეგარემოს დაცვასაქართველოს კონსტიტუციასერვიტუტი (უფლება)გასტრიტიაბსცისასაქართველოს ისტორიასაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტისოციალიზმიდეციმეტრიემპათიათერგდალეულებიფემინიზმიბათუმის ბოტანიკური ბაღიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ბუღა თურქის შემოსევალებომბოს მთებისაქართველოს მუნიციპალიტეტებიგანმანათლებლობაჯემალ ქარჩხაძელაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიხელოვნებათავისუფლების მოედანი (თბილისი)დაცვის სიგელისილიციუმიკორუფციაცივი ომიდედამიწის დღეყივანახველაანტიკური ხანაპანკრეასირუსუდანიანა კალანდაძესაქართველოს სახელმწიფო დროშაალექსანდრე ყაზბეგიშალვა პაპუაშვილიკურდღელი🡆 More